28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:13
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ასტროლოგები გირჩევენ, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას ემოციები აკონტროლოთ, რათა ვინმეს უმიზეზოდ გული არ ატკინოთ. დროა, ყურადღება მეგობრების პრობლემების მოგვარებიდან საკუთარი პრობლემების მოგვარებასა და პირად კეთილდღეობაზე გადაიტანოთ. სამსახურში შეიძლება დროებითმა შეფერხებებმა იჩინოს თავი და მიღწეულმა შედეგმა მოლოდინი ვერ გაამართლოს. ვარსკვლავები გირჩევენ, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ — ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. სახლში საფუძვლიანი დასუფთავება ჩაატარეთ, რათა სივრცე უარყოფითი ენერგიისგან გაწმინდოთ. არახელსაყრელი პერიოდია — ფრთხილად იყავით, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ. ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიურ მენიუს — კვების ხარისხი არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას, სულიერი განწყობასაც განაპირობებს.
კურო
პირად ცხოვრებაში მშვიდი, უღრუბლო პერიოდი იწყება. ვარსკვლავები ფინანსურ სტაბილურობასა და შინაგან წონასწორობას გპირდებიან. ემოციებს ნუ შეიკავებთ, გრძნობები და სურვილები ღიად გამოხატეთ — ეს გაუგებრობებს თავიდან აგაცილებთ. თქვენმა სიბეჯითემ და შრომისმოყვარეობამ შესაძლოა დაწინაურება მოგიტანოთ, თუმცა სამუშაო დისციპლინის დაცვა მაინც აუცილებელია. სამსახურში მისვლას ნუ დააგვიანებთ და კოლეგებთან საუბრებში დროს ნუ დაკარგავთ. ფინანსური პრობლემები დაივიწყეთ — ახლა ნებისმიერი ფულადი ოპერაცია სარისკოა, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ. ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ, შესაძლოა პროფესიული კონსულტაცია ან სამედიცინო პროცედურები დაგჭირდეთ.
ტყუპები
ამ ნიშნის ქალბატონებს წინ პოზიტიური შეხვედრებითა დატვირთული დღე ელოდებათ. გირჩევთ, საკუთარ ინტუიციას უფრო ენდოთ, ვიდრე „კეთილის მსურველებს“, რომლებიც მუდმივად ჭკუას გარიგებენ, თუმცა ბევრი არაფერი იციან. ეცადეთ, საოჯახო საქმეები და პროფესიული მოვალეობები ერთმანეთში არ აურიოთ. თქვენი კომუნიკაბელურობა შემოსავლებზე დადებითად აისახება, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ღირსეულ შედეგს მოგიტანთ. დიდ ფინანსურ შემოსავლებს ჯერჯერობით ნუ ელოდებით, თუმცა უსახსროდაც არ დარჩებით. ელექტრომოწყობილობებთან მუშაობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და ფიზიკური დატვირთვა შეამცირეთ. თქვენს ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით სასიკეთოდ ცურვა და იოგა იმოქმედებს.
კირჩხიბი
მიზნისკენ ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევთ, რაც მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების საშუალებას მოგცემთ. „ყურებამდე შეყვარებული“ ხართ, მაგრამ ეცადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, რჩეული უკეთ გაიცნოთ. თუ ავეჯის გადაადგილებას ან ინტერიერის განახლებას გეგმავთ, ამისთვის ხელსაყრელი დღეა. მიმდინარე საქმეებში დროებითი სიმშვიდე დაისადგურებს — გამოიყენეთ ეს პერიოდი და საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმეთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ფინანსურ ცვლილებებს გიწინასწარმეტყველებთ, თუმცა მოულოდნელმა ხარჯებმა შესაძლოა მოგების ნაწილი შეიწიროს. ენერგიის დაქვეითება საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელს შეგიშლით. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც, განსაკუთრებით გულსა და ნერვულ სისტემას გაუფრთხილდით.
ლომი
ამ დღეს ახლობლების მხარდაჭერა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ვიღაცამ სხვა ადამიანების დაპირისპირებასა და კონფლიქტებში ჩაგითრიოთ, მაგრამ ვარსკვლავების დახმარებით გამოსავალს იპოვით. შესანიშნავი დროა გულახდილი საუბრისთვის, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ გეგმავდით. სამუშაო დატვირთვა საგრძნობლად შემცირდება, რაც დასვენების საშუალებას მოგცემთ, თუმცა ამან შესაძლოა თქვენს ბიუჯეტზე უარყოფითად იმოქმედოს. გირჩევთ ძალები ახალ სფეროში მოსინჯოთ — ეს საქმიანობა ბევრად მეტ შემოსავალს მოგიტანთ. ნუ მისცემთ დაღლილობას უფლებას, რომ აპათიაში ან სიზარმაცეში გადაიზარდოს. ამ დღეს მხოლოდ ის აკეთეთ, რაც ენთუზიაზმით აღგავსებთ და ინტერესს გიღვიძებთ, თუნდაც ეს უბრალოდ ჰობი იყოს, რომელსაც ფინანსური სარგებელი არ მოაქვს.
ქალწული
თუ ბოლო დროს თქვენ შორის ყინულის კედელი აღიმართა, ახლა მის გასალღობად შესაფერისი დროა. საყოფაცხოვრებო პრობლემებს უნდა მიხედოთ, სანამ პატარა დაზიანებები დიდ კატასტროფად ქცეულა. თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს კარიერული წინსვლის შანსი მიეცემათ, თუმცა, მის გამოსაყენებლად გონების ხმას უსმინეთ და არა — გარშემომყოფთა რჩევებს. შესაძლოა, შემოსავლის დამატებითი წყარო დაგჭირდეთ, რადგან თქვენი გეგმები მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს. მიიღეთ სტაფილო, მოცვი ან A ვიტამინი. მოერიდეთ ანტიბიოტიკების მიღებას, თუ ამის მწვავე აუცილებლობა არ არსებობს.
სასწორი
თუ საყვარელი ადამიანი გაკრიტიკებთ, ნუ გაბრაზდებით — ობიექტური კრიტიკის მიღება და საკუთარ თავზე მუშაობა უნდა შეძლოთ. შესაძლოა წარმატებით მოაგვაროთ პრობლემა, რომელიც ბოლო დღეებში მოსვენებას არ გაძლევდათ. გირჩევთ მეორე ნახევრის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, თორემ ყურადღების ძებნას ოჯახის გარეთ დაიწყებს, რაც თქვენს ურთიერთობას დაასრულებს. შუადღისას ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ მდგომარეობას და გადაღლას მოერიდეთ. ასტროლოგიური პროგნოზი ანთებითი პროცესების განვითარების რისკზე მიუთითებს.
მორიელი
ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენლისთვის შესაძლოა ახალი სასიყვარულო ისტორია დაიწყოს. გარშემომყოფებთან უთანხმოება მალე წარსულს ჩაბარდება. წინ უამრავი საყოფაცხოვრებო საქმე გელით, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ენერგია გონივრულად გაანაწილოთ. მოერიდეთ შურიან ადამიანებთან ურთიერთობას. თუ სესხის აღება გჭირდებათ, საბანკო პირობებს ყურადღებით გაეცანით —სატურნის გავლენის გამო მოტყუების ალბათობა იმატებს. გადაღლა და სარისკო ნაბიჯები საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით მაღალი ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვისას. მოდუნებისა და ძალების აღდგენისთვის საღამო საყვარელ ჰობის დაუთმეთ.
მშვილდოსანი
პერსპექტიული პროექტების განხორციელება დროებით გადადეთ. ამ დღეს იმის კეთება მოგიწევთ, რაც აუცილებელია და არა იმის, რაც გსურთ. პლანეტების ქაოსური განლაგება მოსალოდნელ ფინანსურ სირთულეებზე მიუთითებს. ეცადეთ, დაგროვილი პრობლემები დამოუკიდებლად მოაგვაროთ და ვალების აღებას მოერიდოთ. ენერგეტიკული ფონი იდეალურისგან შორსაა, ამიტომ მოერიდეთ ნებისმიერ საქმეს, რომელიც დიდ ფიზიკურ ან გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს.
თხის რქა
გაუცხოების პერიოდი სრულდება — მალე მეორე ნახევართან საერთო ენას გამონახავთ, საერთო ინტერესები კი კიდევ უფრო დაგაახლოებთ. კამათი და გაუგებრობები წარსულში დარჩება და შეძლებთ, ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანოთ. დღევანდელი წარმატების საიდუმლო სიმამაცესა და სიბეჯითეშია — თითოეული წინააღმდეგობა მიზანთან დაგაახლოებთ. მოერიდეთ ონლაინ-შოპინგს, რადგან თაღლითობის რისკი მაღალია. ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილე გზებზე და სპორტდარბაზში გამოიჩინოთ.
მერწყული
სიმტკიცე გამოიჩინეთ თუ დაშორება გარდაუვალია. ნუ იდარდებთ და დაელოდეთ — პლანეტები მალე გიჩვენებენ, ძალისხმევა საით უნდა მიმართოთ. ოჯახურ საკითხებში გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ; დღეს ის დღე არ არის, როცა სხვის აზრს ანგარიში უნდა გაუწიოთ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც თქვენს საფულეს მძიმე ტვირთად დააწვება. ეცადეთ მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებებში გაერკვიეთ და გაუაზრებელი ხარჯები თავიდან აიცილოთ. ამ დღეს ნებისმიერ გამაჯანსაღებელ თუ კოსმეტიკურ პროცედურას ორმაგი ეფექტი ექნება. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მასაჟის კურსზე ჩაეწეროთ ან სილამაზის სალონს ეწვიოთ.
თევზები
გულთან ახლოს ნუ მიიტანთ სიტყვებს, რომლებიც საყვარელმა ადამიანმა გაცხარებით გითხრათ — მალე მისგან ბოდიშებს მოისმენთ. ხანდახან აუცილებელია, საკუთარი პერსონისადმი ჭარბი ყურადღებისგან დაისვენოთ. ასტროლოგები გირჩევენ, საკუთარი ინიციატივები უფრო თამამად განახორციელოთ. გუნდში ცვლილებები ნუ შეგაშინებთ — სიახლეების წყალობით შესაძლოა კარიერული დაწინაურების ახალი პერსპექტივები გაგიჩნდეთ. ყურადღებით შეისწავლეთ ყველა შემოსული ინფორმაცია - შესაძლოა, მათზე ბევრი რამ იყოს დამოკიდებული. ხელსაყრელი შესაძლებლობები რომ ხელიდან რომ არ გაუშვათ, ნამდვილი მონადირის ინსტინქტი უნდა აამუშაოთ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან