დღის ჰოროსკოპი

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:05 ორშ. 28 სექტემბერი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საიდუმლო თაყვანისმცემელი თვალს არ გაშორებთ! თუ თქვენი გული თავისუფალია, წინ ვნებიანი რომანი გელით. ყურადღება მიაქციეთ ახლო ნათესავებს — ერთ-ერთ მათგანს ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. დღეს მიხვდებით, ვისზეა საუბარი და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამთ. კოლეგებთან ურთიერთობაში შესაძლოა, დიპლომატიური უნარების გამოვლენა დაგჭირდეთ, რაც კამათის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ზოგიერთ ვერძს ახალი იდეების განხორციელების სურვილი გაუჩნდება; იმოქმედეთ, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება რამდენიმე დღით გადადეთ — მალე ახალი, მოულოდნელი გარემოებები გამოიკვეთება. მეტი დაისვენეთ და ნუ ინერვიულებთ, გადაღლა თქვენს ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება.

კურო

ეს დღე თქვენი პირადი ცხოვრების განვითარებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება. გირჩევთ, საკუთარ სურვილებსა და ოცნებებზე გულახდილად ისაუბროთ. ეს ოჯახის წევრებთან დაახლოებასა და მათ უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები, რომლებიც თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება. არ არის გამორიცხული, საკმაოდ დიდი თანხის სესხება დაგჭირდეთ. მოერიდეთ ფულის სარისკო პროექტებში ჩადებას, უმჯობესია უკეთეს პერიოდს დაელოდოთ. საუბრისას მტკივნეული თემების წამოჭრას მოერიდეთ, რომ ფსიქოემოციური წონასწორობა არ დაარღვიოთ. ამ დღეს სხეულის მოვლას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ — შესაძლოა, მასაჟი ან სპა პროცედურები სწორედ ის იყოს, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. ბუნების ხმები და მშვიდი მუსიკა კი შინაგან სიმყუდროვეს შეგიქმნით.

ტყუპები

ურთიერთგაგება თქვენს წყვილში ჰარმონიის მთავარი გასაღები გახდება. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა. მოქმედების ნუ შეგეშინდებათ, თუნდაც სიტუაცია ბოლომდე ნათელი არ იყოს. საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვის უნარი საქმიანი პარტნიორობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში კომპრომისები ეძებეთ და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ. უფროსი ხანდაზმულ ტყუპებს შესაძლოა, ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდეთ — გირჩევთ, საჭირო მედიკამენტები მოიმარაგოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ძველი შეცდომების გამოსწორებისა და გრძნობების განახლებისთვის მშვენიერი შანსი გექნებათ. შესაძლოა, უფროსმა ნათესავებმა თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევა სცადონ. ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეთ, თუმცა მათ მითითებებს ნუ გაითვალისწინებთ — თავად ყველაზე კარგად იცით, რა გსურთ და მიზანს როგორ მიაღწიოთ. გამახვილებული ინტუიცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გზას დაგანახვებთ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, ამიტომ ფინანსებს უფრო ყურადღებითა და ეკონომიურად უნდა მოეპყროთ. ეცადეთ არ გადაიღალოთ — თქვენი ენერგია დროებით დაქვეითებულია და დიდმა დატვირთვამ შესაძლოა ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავოთ.

ლომი

დაოჯახებულ ლომებს უთანხმოება ელით, რისი მიზეზიც ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები ან ნათესავებთან დაძაბული ურთიერთობაა. თუ გუშინ ნაყოფიერად იშრომეთ, დღეს თქვენი ძალისხმევა ღირსეულად დაფასდება, თუმცა ხელმძღვანელს მაინც ექნება სურვილი, რომ თქვენი პროფესიული მომზადების დონე შეამოწმოს. შეწყვიტეთ წვრილმანების გამო საკუთარი თავის დადანაშაულება და სხვების საქციელზე პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ, თორემ შესაძლოა დამნაშავის კომპლექსი ჩამოგიყალიბდეთ.

ქალწული

ამ დღეს შესაძლოა ახალი სასიყვარულო თავგადასავალი დაიწყოს. იდეალური დროა მოგზაურობისთვის — ახალი შთაბეჭდილებები, სულიერი სიმშვიდე და თავდაჯერება სწორედ ის არის, რასაც მგზავრობიდან ჩამოიტანთ. ამ დღეს გავლენიან ადამიანთან დაახლოების შანსი გაგიჩნდებათ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ. მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებამდე პირველ რიგში, საკუთარ რეპუტაციაზე იზრუნეთ და მატერიალურ სარგებელზე მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრეთ. მოსალოდნელია, ვინმემ თქვენი საეჭვო საქმეში ჩათრევა სცადოს, რასაც კანონთან პრობლემები მოჰყვება. თუ სწრაფად იღლებით და თავს შეუძლოდ გრძნობთ ალკოჰოლური სასმელი უნდა შეზღუდოთ, მენიუდან კი ცხიმიანი ხორცი და ცომეული გამორიცხოთ.

სასწორი

მარტოხელა სასწორებს ამ დღეს პირადი ცხოვრების მოწყობის შანსი აქვთ. იმოქმედეთ და თქვენს ბედნიერებას აუცილებლად იპოვით! უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ არის გამორიცხული წვრილმანი გაუგებრობები, ამიტომ დღის განრიგი წინასწარ უნდა შეათანხმოთ. მალე ძალების მოზღვავებას იგრძნობთ და უიმედო სიტუაციიდანაც კი გამოსავალს იპოვით. ამ დღეს ფინანსურ საქმეებში იღბალი თქვენს მხარეს არ არის, ამიტომ აზარტულ თამაშებს ან სანაძლეოს დადებას უნდა მოერიდოთ. თქვენი ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსი ამჟამად მაღალ დონეზეა, ჯანმრთელობაც ხელს გიწყობთ, ასე რომ შეგიძლიათ ნებისმიერი საქმე და შეხვედრა დაგეგმოთ. მომდევნო 24 საათში ნაცნობი ადამიანისგან ძვირფას რჩევას მიიღებთ.

მორიელი

ამ დღეს სამსახური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. შესაძლოა, ფინანსური კეთილდღეობისკენ გადაჭარბებულმა სწრაფვამ რეალობის განცდა დაგიკარგოთ და ზოგი მეგობარი ჩამოგაშოროთ. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს ნებისმიერ წამოწყებაში წარმატება ელით. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ — ახლა სახიფათო პერიოდია, ფულის სესხება ან გასესხება არ ღირს. სამაგიეროდ, ფინანსურად მოგებიან გარიგებებს, რომლებიც სწრაფ შემოსავალს მოიტანს, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა საღამოს ზურგის ტკივილმა შეგაწუხოთ, თუმცა პრობლემა მალე გაივლის.

მშვილდოსანი

იდეალურობისკენ სწრფვამ შეიძლება მეუღლესთან კამათი გამოიწვიოს. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა გსურთ, 29 სექტემბერი ამისთვის შესანიშნავი დროა. მალე საშუალება გექნებათ, პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. სამსახურში ზოგი კოლეგა თქვენი ადგილის დაკავებას ცდილობს, ამიტომ მხოლოდ მათთან ითანამშრომლოთ, რომლებსაც ენდობით. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე! მიმზიდველი, შთამბეჭდავი იმიჯი ძალასა და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. დილა ვარჯიშით დაიწყეთ — ფიზიკური აქტივობა მთელი დღის მანძილზე მხნეობასა და კარგ განწყობას უზრუნველყოფს.

თხის რქა

თუ ურთიერთობებში გაუგებრობა გაჩნდა, ახლა საუკეთესო დროა პრობლემებზე საუბრისთვის. გულახდილობა და კეთილგანწყობა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, თქვენი ერთგული მოკავშირეები და კარგი მეგობრები გახდებიან, ამიტომ, მიწვევაზე უარს ნუ იტყვით და წვეულებაზე გაემგზავრეთ. მშვენიერი პერიოდია სწავლისთვის, ახალი უნარების ათვისება კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენებსა და ფინანსურ ინვესტიციებს — შესაძლოა, რისკმა არ გაამართლოს. რაც შეიძლება მეტი იარეთ ფეხით და ლიფტის ნაცვლად, კიბე გამოიყენეთ. ეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს ბედი მარტოხელა მერწყულებზე განსაკუთრებულად იზრუნებს და დაუვიწყარ შეხვედრას მოუწყობს. ეცადეთ პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ. საკუთარი შეცდომების აღიარებაც სასარგებლო იქნება. დაოჯახებული მერწყულებისთვის ოჯახის გარეთ ურთიერთობა შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს. თქვენი გამჭრიახობა ისეთ პერსპექტივებს გაგიხსნით, რომლებზეც სხვები ვერც იოცნებებდნენ. თქვენი იდეები ბევრს განაცვიფრებს და აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან. ცხოვრება ხშირად ჩახლართულ ამოცანებს გვთავაზობს, თუმცა ახლა მშვიდი და კეთილდღეობით სავსე პერიოდი იწყება — დროა, დახარჯული ძალები აღიდგინოთ.

თევზები

ვარსკვლავები ამბობენ, რომ პირად ურთიერთობებში კომპრომისზე წასასვლელად მზად არ ხართ! მეტი ყურადღება დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს, რათა ოჯახში კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. შვილების აღზრდა მეტ გაგებას და მოთმინებას მოითხოვს. ფრთხილად იყავით დაპირებებთან, განსაკუთრებით ხელმძღვანელობასთან — შეუსრულებელი ვალდებულებები უკმაყოფილების მიზეზი გახდება. თუ ბოლო დროს იდეების განხორციელებისთვის ფინანსები არ გყოფნიდათ, სიტუაცია მალე შეიცვლება და დამატებით შემოსავლის წყაროს იპოვით. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge