დღის ჰოროსკოპი

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 პარ. 2 ოქტომბერი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თითქმის უცნობი ადამიანებისთვის გულის გადაშლას ნუ იჩქარებთ, განსაკუთრებით ერიდეთ პირად ცხოვრებაზე საუბარს. დღეს შესაძლოა ყველას ჭკუის დამრიგებლის როლში მოევლინოთ, რაც თქვენს რეპუტაციას ნამდვილად არ წაადგება. თავი დაანებეთ მენტორულ ტონს, ეს სულაც არ გიხდებათ! ახლა საკუთარი ენერგიის დაზოგვის დროა. რუტინულ საქმეებს შორის მხოლოდ ისეთებს შეეჭიდეთ, რომლებიც დიდ დროს არ წაგართმევთ. თუ დამოუკიდებლად იმოქმედებთ, ფინანსური საკითხების მოგვარებას შეძლებთ, — თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა გჭირდებათ. უმიზეზო შიშმა შეგიპყროთ და თავს მოუსვენრად გრძნობთ? პიტნისა და გვირილის ჩაი ნერვებსაც დაგიწყნარებთ და ორგანიზმს საჭირო მიკროელემენტებითაც გააჯერებს.

კურო

თქვენი ხალისი და ენერგიულობა გარშემომყოფებს მიიზიდავს, რაც რომანტიკული ურთიერთობების დაწყების მშვენიერი შანსია. ამ დღეს პირველ ადგილზე ოჯახური ღირებულებები უნდა დააყენოთ — გამოძებნეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნისა და საინტერესო თემებზე საუბრისთვის. სავარაუდოდ, ამ დღეს განმარტოება და დასვენება ჩვეულებრივზე მეტად დაგჭირდეთ. ნურავის მისცემთ უფლებას, რომ თქვენი ნაბიჯები შეაფასოს ან თქვენს თვითშეფასებაზე მოახდინოს გავლენა. საკუთარი ძალების ირწმუნეთ და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ხელსაყრელი დროა ფინანსური სტრატეგიის განახლებისთვის — იფიქრეთ შემოსავლების გაზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის ახალ გზებზე. სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა ენერგიით აგავსებთ.

ტყუპები

ნუ ეცდებით იმ ადამიანის მოხიბვლას, რომელიც თქვენს არსებობასაც კი ვერ ამჩნევს. ოჯახურ წყვილებს მალე საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარება მოუწევთ — შესაძლოა, ეს სესხის ან ძველი ვალის დაბრუნებას უკავშირდებოდეს. ამ დღეს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის წონასწორობის პოვნა უაღრესად მნიშვნელოვანია. დროა, საკუთარ თავზე მეტი იზრუნოთ და საკუთარი სურვილები მეტად გაითვალისწინოთ. ეცადეთ, ემოციები დამალოთ — ეს საშუალებას მოგცემთ გარშემო მყოფთა ფარულ მიზნებსა და ჩანაფიქრს უკეთ ჩასწვდეთ. სატურნის და მარსის არახელსაყრელმა განლაგებამ შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს, ასე რომ ცხიმიან, ცხარე, მარილიან და შემწვარ-შებოლილ საკვებს უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი

ნუ მისცემთ წვრილმან გაუგებრობებს უფლებას, ხასიათი გაგიფუჭონ. პრობლემების ღიად განხილვაც ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სახლში ავეჯის განახლება ან მცირე რემონტი სიმყუდროვისა და სიმშვიდის განწყობას შექმნის. ოჯახის წევრების საქციელი როგორც არ უნდა გაღიზიანებდეთ, ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და ახლობლებს შემოქმედებით წამოწყებებში მხარი დაუჭირეთ. ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კირჩხიბებისთვის საკმაოდ დატვირთული პერიოდი იწყება — კლიენტების ნაკადი იზრდება, რის გამოც სამსახურში მეტი დროის გატარება მოგიწევთ. ამ დღეს შეგიძლიათ გავლენიანი ქალბატონის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ხელსაყრელი დროა სანდო კომპანიებში ინვესტიციების განხორციელებისთვის. მთვარის და სატურნის ოპოზიცია ემოციურად უფრო მგრძნობიარეს გაგხდით, ამიტომ ზედმეტი სტრესის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ.

ლომი

საყვარელი ადამიანისგან სითბოს და მზრუნველობას ვეღარ გრძნობთ? ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით, უბრალოდ მისი მისამართით ირონიულ შენიშვნებს ერიდეთ და ეცადეთ, ერთად მეტი დრო გაატაროთ. ეს დღე ყოველდღიურ საქმეებს უნდა დაუთმოთ — შესანიშნავი დროა როგორც სახლის, ისე აგარაკის მოწესრიგებისთვის. სუფთა ჰაერზე ფიზიკური მუშაობა უსიამოვნო ფიქრებს აგაცილებთ და გუნება-განწყობას გამოგიკეთებთ. უარი თქვით იმის კეთებაზე, რაც სიამოვნებას არ განიჭებთ და ნურავის მისცემთ უფლებას, საკუთარი ნება თავზე მოგახვიოთ. არახელსაყრელი დროა ფულის გასესხების ან საბანკო კრედიტის აღებისთვის — ვალების დაბრუნება გაგიჭირდებათ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან არსებობს ვირუსის შეყრის რისკი.

ქალწული

თუ თქვენს ურთიერთობაში სიცივე და გაუცხოება გაჩნდა, მალე მოგეცემათ შანსი, რომ პრობლემას სრულიად ახალი თვალით შეხედოთ. ეცადეთ, ეჭვიანობას ძლიოთ — ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ თქვენი უსაფუძვლო ეჭვებით შეიძლება საყვარელი ადამიანი საბოლოოდ დააფრთხოთ. გირჩევთ სამუშაო პროცესში მცირე სიახლეები შეიტანოთ; ძველი საქმეების განსხვავებული ხედვა წარმატების ახალ გზებს გაგიხსნით. მოსალოდნელია მცირე ფინანსური მოგება და კარიერული წინსვლა. ვარსკვლავები გირჩევენ, ყელს გაუფრთხილდეთ, თორემ შეიძლება ანგინა დაგემართოთ.

სასწორი

უახლოესი დღეები ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. ახალი საქმიანი პარტნიორების შეთავაზება საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ უნარები, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ. სავარაუდოდ, რომელიმე ნათესავთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ, რამაც შეიძლება უთანხმოება გამოიწვიოს. ჯანმრთელობის მხრივ შეფერხებები არ გელით. სამსახურში გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება მოგიწევთ, სადაც ყველა მხარის ინტერესები უნდა გაითვალისწინოთ. ინვესტორის ოქროს წესი არ დაივიწყოთ და მხოლოდ თავისუფალი ფული დააბანდეთ! —ზედმეტი რისკი ახლა არაფერში გჭირდებათ. შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ ნერვიულობასა და გადაღლას მოერიდეთ.

მორიელი

ყოველდღიური საზრუნავი გვერდზე გადადეთ და მთელი დრო რჩეულს დაუთმეთ — როგორც ჩანს, ერთმანეთისთვის ბევრი რამ გაქვთ სათქმელი. მალე გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ერთფეროვან ყოველდღიურობაში ახალი შტრიხები შეიტანოთ. გირჩევთ ოჯახური წვეულება მოაწყოთ და დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოიწვიოთ. ხელსაყრელი დღეა ხელმძღვანელობასთან ან სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის, თუმცა საკუთარი გეგმები საიდუმლოდ შეინახეთ, თორემ დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ყველაფერი წყალში ჩაგეყაროთ. სავარაუდოდ, ფინანსური წიგნიერებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა მოგიწევთ რაც მომავალში შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვას — ამის თავიდან ასაცილებლად ალკოჰოლზე უარი თქვით და მჭრელ საგნებს ფრთხილად მოეპყარით.

მშვილდოსანი

ეჭვიანობასა და წყენას უფლებას ნუ მისცემთ, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. ამ დღეს ახალ, უცნობ საქმეებს ნუ შეეჭიდებით — გამოუცდელობამ შეიძლება უსიამოვნო შეცდომებამდე მიგიყვანოთ. არახელსაყრელი დღეა სამსახურსა თუ ბიზნესში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად; დღეს ცდილობთ სასურველი რეალობად აღიქვათ და მნიშვნელოვან საკითხებს ყურადღება არ მიაქციოთ. სამსახურში შეთანხმების მიღწევა რთული იქნება — კოლეგების ქცევამ შეიძლება კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. შეგიძლიათ საღამოს პაემანი დაგეგმოთ — ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც გსურთ.

თხის რქა

ვარსკვლავები ვნებიანი და ემოციებით აღსავსე რომანის დაწყებას გპირდებიან, თუმცა, ეს ხანმოკლე გატაცება იქნება. დაოჯახებულ თხის რქებს, რომლებსაც მოზარდი შვილები ჰყავთ, ხშირად მათთან საერთო ენის პოვნა უჭირთ — ეცადეთ, შეხების წერტილები და საერთო ინტერესები იპოვოთ. თუ გეგმის განხორციელებას ვერ ახერხებთ, გულს ნუ გაიტეხით! გახსოვდეთ, რომ სიტუაცია შეიძლება ყოველ წუთს შეიცვალოს. ახალი ინფორმაცია ძალიან გამოგადგებათ და მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად სწორ გზას გიჩვენებთ. კონფლიქტი, რომელიც დღეს მოხდება, ძალას წაგართმევთ, ამიტომ კოლეგებთან დაპირისპირებას ერიდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

მერწყული

დღეს შესაძლოა ბრწყინვალე იდეა დაგებადოთ, რომელიც აუცილებლად მეორე ნახევარს უნდა გაუზიაროთ. ის მზად არის,თქვენი ჩანაფიქრი მოიწონოს და თქვენი აღფრთოვანება გაიზიაროს. ფულისა და კეთილდღეობის დევნაში ახლობელი ადამიანები არ უნდა დაივიწყოთ — ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ, თქვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე უნდა იყვნენ. ხელსაყრელი დღეა გარიგებების დადებისა და სამუშაო ადგილის შეცვლისთვის. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისას დიპლომატიის ხელოვნება არ დაივიწყოთ — ყოველთვის სჯობს მორიგდეთ, ვიდრე ღია კონფლიქტზე წახვიდეთ. კარგი დროა გარდერობის განახლებისა და სტილის შეცვლისთვის, თუმცა ეცადეთ, ეს ზედმეტი ხარჯების გარეშე გააკეთოთ. ბოლო დღეების დაძაბულობამ და ხშირმა სტრესმა თავისი გაიტანა და ძალები გამოგელიათ — ახლა მოდუნებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროა. ფრთხილად! ვარჯიშის დროს შეიძლება მყესის დაჭიმულობა ან სხვა მტკივნეული ტრავმა მიიღოთ, რომელიც დიდხანს შეგაწუხებთ.

თევზები

ამ დღეს ბედი რომანტიკულ ნაცნობობას გპირდებათ. საყვარელ ადამიანს სრულიად ჩვეულებრივ ადგილზე შეხვდებით და თვალს ვერ მოაცილებთ. ეს დღე უამრავ ხელსაყრელ შესაძლებლობას გთავაზობთ, თუმცა დასახული მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავი შრომა მოგიწევთ. ახალი პროექტების წამოწყება არასასურველია. საქმიანი პარტნიორი ან ხელმძღვანელი არჩევანის წინაშე დაგაყენებთ და გადაწყვეტილების მიღება დაუყოვნებლივ მოგიწევთ; მშვენიერი დროა სილამაზის სალონში მისვლისა და გარეგნობაზე ზრუნვისთვის — პლანეტები იმიჯის შეცვლას გირჩევენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge