2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:08
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
უახლოეს მომავალში თქვენს გარემოცვაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენ მიმართ აშკარა ინტერესს გამოიჩენს. ნათესავებთან ურთიერთობაც თანდათან დალაგდება — მთავარია, ცოტა დრო მისცეთ. დროა, თვითგანვითარებაზე იზრუნოთ. ახალი ცოდნისა და უნარების შეძენით საკუთარ ფასს როგორც გარშემომყოფების, ისე ხელმძღვანელის თვალში საგრძნობლად აამაღლებთ. ამ დღეს გაკეთებული შენაძენი წარმატებული აღმოჩნდება — ფაქტობრივად, ეს ნივთი თქვენს იღბლიან თილისმად იქცევა. შესაძლოა, ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, ამიტომ ეცადეთ, დასვენების დრო გამონახოთ. მეგობრების გარემოცვაში განსატვირთად. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ გირჩევთ მენიუში ცხელი კერძები ჩართოთ.
კურო
მოერიდეთ უხეშობას და პარტნიორის პირად სივრცეს პატივი ეცით. წაშალეთ საზღვრები — სიყვარულმა შეზღუდვები არ იცის. სამსახურში მოსალოდნელია სირთულეები, ამიტომ ეცადეთ დისციპლინა არ დაარღვიოთ. სახლში წამოსვლამდე ჯობია მბრძანებლური ტონი და ყველაფრის კონტროლის ჩვევა სამსახურში დატოვოთ. ამ დღეს თქვენი შრომისუნარიანობა ოდნავ მოიკლებს, თუმცა დაგეგმილი საქმეების დასრულებას მაინც შეძლებთ. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, თუმცა ოჯახის წევრების აზრიც უნდა გაითვალისწინოთ. საღამოს საათები ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმეთ — დამამშვიდებელი მასაჟის სეანსი თქვენს ორგანიზმზე სასიკეთოდ იმოქმედებს.
ტყუპები
გამორიცხული არ არის, რომ თქვენს ურთიერთობაში მესამე ადამიანი გამოჩნდეს და ყველაფრის გაფუჭება სცადოს. თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობა იძაბება, ეცადეთ გულწრფელად ისაუბროთ და პრობლემების მიზეზი გაარკვიოთ. მარსის გავლენა საგრძნობლად მოიმატებს, რაც ზოგ შემთხვევაში, აგრესიის მატებაში გამოვლინდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ბრაზი საყვარელ ადამიანზე არ იყაროთ, თორემ კონფლიქტებს ვერ გადაურჩებით. ეცადეთ, ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგებისას განსაკუთრებული ყურადღება და სიზუსტე გამოიჩინოთ. ეცადეთ, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ, თორემ ჯანმრთელობას დაიზიანებთ.
კირჩხიბი
სასიყვარულო ფრონტზე ხანმოკლე სიმშვიდე ვენერას დაბლოკილი ენერგიით არის გამოწვეული, თუმცა, უახლოეს მომავალში რომანტიკული თავგადასავალი გელით. თუ შვილმა რჩევა გთხოვათ, საკუთარი გამოცდილების გაზიარებას ნუ მოერიდებით — ეს თქვენს კავშირს უფრო განამტკიცებს. გამონახეთ დრო თვითგანვითარებისთვის — პროფესიული ლიტერატურის კითხვა თუ ვებინარებში მონაწილეობა თავდაჯერებას შემატებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება პრობლემების მოგვარებაზე დადებითად აისახება — რთული ამოცანების გადაჭრას საოცარი სიმსუბუქითა და წარმატებით გაართმევთ თავს. შეგიძლიათ დიეტაც დაიწყოთ; წონას მარტივად, თუმცა ეტაპობრივად დაიკლებთ.
ლომი
თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ცდუნების ნამდვილ დიდოსტატებს უწოდებენ! თქვენი გამორჩეული თვისებების წყალობით კიდევ უფრო მიმზიდველი და საიდუმლოებით მოცული გახდებით. ახლა საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა თუ მგზავრობისთვის საუკეთესო დრო არ არის. გამოცდილი თანამშრომლების აზრს ნუ უგულებელყოფთ, თუნდაც ეს ადამიანები არ მოგწონდეთ. მხოლოდ იღბლის იმედად ყოფნით, ადრე თუ გვიან, წაგებული დარჩებით — ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც სარისკო ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებს. რეგულარულად ივარჯიშეთ, რომ კუნთები გაიმაგროთ, ნივთიერებათა ცვლა გაიუმჯობესოთ და ჯანსაღი წონა შეინარჩუნოთ.
ქალწული
საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ მოთხოვნებს ნუ გადააჭარბებთ, თორემ კონფლიქტებს ვერსად გაექცევით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საზოგადოებრივ პროექტებში მონაწილეობისა და ფუჭი დაპირებებისგან თავი შეიკავოთ. საკმაოდ სახიფათო დღეა, რომელიც ოჯახურ და პროფესიულ საქმეებში მოსალოდნელი დაბრკოლებებით სავსეა. შესაძლებელია კოლეგების ან ხელმძღვანელის მხრიდან არაობიექტური დამოკიდებულება იგრძნოთ, მაგრამ ეცადეთ მოთმინება და სულიერი სიმტკიცე გამოიჩინოთ. შესაძლოა, უცნაური, უჩვეულო თუ საიდუმლოებით მოცული მოვლენების გამო გეგმების შეცვლა ან საქმეების გადადება მოგიწიოთ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, რადგან მოსალოდნელია ხერხემალსა და სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები.
სასწორი
მალე მიხვდებით, რომ არ ღირს საყვარელი ადამიანის სიტყვების გულთან მიტანა — მით უმეტეს, რომ მისი ოხუნჯობები ხანდახან ზედმეტად თამამი ან უადგილო გეჩვენებათ. იქნებ ჯობდეს, რომ უბრალოდ მეგობრებად დარჩენა შესთავაზოთ? დროა, მშვიდობა დაამყაროთ კოლეგებთან, რომლებსაც ახლახან ეჩხუბეთ — თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ვერ შეძლებთ, კარიერულ წინსვლაზე ფიქრი შეგიძლიათ დაივიწყოთ. პრაქტიკული გონება, რომლითაც ბუნებამ დაგაჯილდოვათ, ამ დღეს სრულიად არამიწიერი ფიქრებით იქნება დაკავებული. შესაძლოა, თავში მოგივიდეთ იდეა, რომელიც ძალიან წარმატებული მოგეჩვენებათ, თუმცა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ. მძღოლებმა გზაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რადგან დაბნეულობის გამო საგზაო ინციდენტების ალბათობა იზრდება. მეტი დაისვენეთ და ნაკლები ინერვიულეთ - სტრესი თქვენს ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება.
მორიელი
საკმარისია, რამე ინატროთ, რომ პარტნიორი უკვე თქვენი სურვილების ასასრულებლად მიდის. დროა, როლები გაცვალოთ და სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ! სამსახურში ვიღაც თქვენს ცდუნებას ცდილობს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ წუთიერ გატაცებას მშვიდი ოჯახური ცხოვრება სჯობს. ჰოროსკოპი ხანდაზმულ და მოსაწყენ ქალბატონთან შეხვედრას გიწინასწარმეტყველებთ, თუმცა მისი შედეგი თქვენთვის სასიამოვნო იქნება. მზად იყავით ახალი გამოწვევებისთვის, რადგან თითოეული ახალი გამოცდილება განვითარების შესაძლებლობაა. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ხარჯები ზედმიწევნით აღრიცხეთ. ეს დღე იდეალურია სილამაზის სალონში ვიზიტისა და სხვადასხვა შენაძენისთვის.
მშვილდოსანი
სადღაც ახლოს არის ადამიანი, რომელიც თქვენ მიმართ გულგრილი არ არის, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ ბედავს! ვარსკვლავები ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს ურჩევენ, ახლობლებს მეტი დრო დაუთმონ — ნათესავებს ხშირად ეწვიეთ და საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ზრუნვა გამოიჩინეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციასა და განსჯის უნარს — სწორ გადაწყვეტილებამდე სწორედ ისინი მიგიყვანენ. ამ დღეს მსხვილი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ — ყურადღებით შეამოწმეთ ყველა პუნქტი, რომ იურიდიული პრობლემები თავიდან აიცილოთ. ამინდის ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე მშვილდოსნები შეიძლება წნევის ცვალებადბამ შეაწუხოს, ამიტომ წამლები მოიმარაგეთ.
თხის რქა
ამ დღეს პირად შემოქმედებასა და საყოფაცხოვრებო საქმეებს მეტი დრო დაუთმეთ. მარტოხელა ადამიანების პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები — შესაძლებელია რომანტიკულ გატაცებასა და საკუთარ სოციალურ სტატუსს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. საღამოს განტვირთვაში შოპინგი და მეგობრებთან ერთად გართობა დაგეხმარებათ. პროფესიულ სფეროში მეტი ყურადღება გმართებთ, რადგან დანაკარგების ალბათობა მაღალია. კოლეგებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობები, ამიტომ ეცადეთ, ყველაფერი მშვიდობიანად მოაგვაროთ. გამორიცხული არ არის მნიშვნელოვანი ნაცნობობა ან მოვლენების მოულოდნელი განვითარება, რაც თქვენი საქმეების წინსვლაზე დადებითად აისახება. მშვენიერი დროა აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის.
მერწყული
სასიყვარულო ცხოვრებაში სიმშვიდეა, ამიტომ შეგიძლიათ დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. დაოჯახებული ადამიანები მძიმე საუბრისთვის უნდა მოემზადონ, რომელიც ურთიერთბრალდებებით იქნება სავსე. შეწყვიტეთ საყვარელი ადამიანის კრიტიკა — ეს დამღლელია და გრძნობებს კლავს. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს განვითარებაში. იქნებ დროა, კარიერულ ზრდაზე იზრუნოთ. ამ დღეს წარმატება მათ მხარესაა, ვინც მეტ აქტიურობას გამოიჩენს. გარიგებების დადებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ — ყურადღებით შეამოწმეთ ყველა პუნქტი, რომ იურიდიული პრობლემები თავიდან აიცილოთ. სპორტი და ვიტამინები უგუნებობის დაძლევასა და სხეულის ტონუსში შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
თევზები
ვენერას გავლენა აქტიურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო თამაშებისთვის საუკეთესო დრო დგება! ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები წარმატებულად ჩაივლის. თუ თქვენი გული თავისუფალია, შესაძლებელია, ვინმე სიყვარულში გამოგიტყდეთ. მშვენიერი პერიოდია საქმიანი მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობისთვის. უსარგებლო ნივთებში ფულის ხარჯვას მოერიდეთ — ორიოდე კვირის შემდეგ შოპინგისთვის ხელსაყრელი დრო დადგება. სავარაუდოდ, ამ დღეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. დაუჯერეთ ადამიანებს, რომლებიც სიმართლეს გეუბნებიან, თუნდაც ეს უსიამოვნო იყოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან