დღის ჰოროსკოპი

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:42 პარ. 9 ოქტომბერი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მშვენიერი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის. ერიდეთ ნათესავებთან კამათს და ურთიერთობების გარკვევა სხვა დროისთვის გადადეთ. მოსალოდნელია მომგებიანი კომერციული წინადადებები, რომლებზეც უარის თქმა გაგიჭირდებათ. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ. კარგი დღეა შოპინგისთვის, განსაკუთრებით ტექნიკის შესაძენად. მარსი თქვენს მხარეზეა - ასე რომ, საქმეები თანდათან დალაგდება. გირჩევთ ამ დღეს გაცნობილ ადამიანთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ. ყური უგდეთ საკუთარ სხეულს და როგორც კი დაღლილობას იგრძნობთ, აუცილებლად დაისვენეთ.

კურო

თქვენი პირადი ცხოვრება გარშემომყოფთათვის ცხრაკლიტულში დაცული საიდუმლო უნდა იყოს. გახსოვდეთ, რომ თქვენმა წარმატებამ შესაძლოა ვინმეს შური აღუძრას, ხოლო მარცხმა — სიხარული. საუკეთესო პერიოდია ოჯახური ურთიერთობების განმტკიცების, ქორწინებისა და ოჯახის დაგეგმვისთვის. გამორიცხული არ არის მოგების ან სარფიანი შენაძენის წყალობით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. სამსახურში ჯობია დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და საჭირო ინფორმაცია შეაგროვოთ. ემოციების მართვის უნარი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ — უბრალოდ მოითმინეთ და ხელსაყრელ მომენტს დაელოდეთ. ფინანსური ოპერაციებისთვის ნეიტრალური პერიოდია. ჯანსაღი და სრულფასოვანი ძილი ძალებს აღგიდგენთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ტყუპები

თუ ერთბაშად რამდენიმე თაყვანისმცემელი გყავთ, შესაძლოა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ — დადგა დრო, რთული, მაგრამ აუცილებელი არჩევანი გააკეთოთ. ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება. თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ მცირე წვეულება მოაწყოთ და ძველი მეგობრები მიიწვიოთ. თამამად დაიკავეთ თქვენი პოზიცია — ზედმეტმა თავმდაბლობამ და ჩაკეტილობამ შესაძლოა თქვენზე მცდარი შთაბეჭდილება შექმნას. წარმატებას მხოლოდ ის აღწევს, ვინც მარცხს არ ეგუება. თუ ბოლო დროს საქმეები ისე ვერ მიდის, როგორც გსურდათ, ეს დანებების მიზეზი ნამდვილად არ არის. იდეალური დღეა ნებისმიერი ფიზიკური აქტივობისთვის: სპორტდარბაზში ვარჯიშით დაწყებული, სახლში გენერალური დასუფთავებითა თუ ავეჯის გადაადგილებით დამთავრებული. შეეცადეთ, დაგროვილი ენერგია სწორი მიმართულებით დახარჯოთ!

კირჩხიბი

ამ დღეს განვითარებული მოვლენები თქვენს ცხოვრებაში უამრავ ახალ ადამიანს შემოიყვანს, რაც ყოველდღიურობას ბევრად უფრო საინტერესოს გახდის. ძველ მეგობართან შეხვედრის გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ, სამაგიეროდ საღამოს სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატარებთ. იუპიტერისა და მთვარის განლაგება საუკეთესო პირობებს შექმნის, რომ ცხოვრებიდან უსარგებლო საგნები და ადამიანები საბოლოოდ გააქროთ. სამსახურში მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ, ნუ დახარჯავთ დროს უაზროდ. იუპიტერისა და სატურნის ასპექტი მცდარი ნაბიჯებისკენ გიბიძგებთ, ამიტომ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. მოერიდეთ გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვასა და კვებას — უპირველეს ყოვლისა, მენიუდან მარილიანი და შებოლილი პროდუქტები გამორიცხეთ, რომლებიც ორგანიზმში სითხეს აკავებს.

ლომი

თუ თქვენი გული თავისუფალია, შესაძლოა ამ დღეს სიყვარული გეწვიოთ. ეჭვიანობა და უნდობლობა ცუდი მრჩევლებია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საყვარელი ადამიანის ერთგულებაში ეჭვის შეტანის მიზეზი არ გაქვთ. პროექტების განხილვისას კონფლიქტებს ერიდეთ — ახლა კოლეგებსა და პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა უმნიშვნელოვანესია. ქალებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ — არსებობს მოტყუების რისკი. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ნუ დაუჯერებთ დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ. ეჭვით მოეკიდეთ ახალ საქმიან წინადადებას, როგორ მაცდურადაც არ უნდა ჟღერდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ჩანაფიქრის შესახებ არავის უამბოთ — არავის მისცეთ უფლება, გეგმები შეგაცვლევინოთ. ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებისთვის უკეთეს დროს ვერ ნახავთ — შეგიძლიათ დიეტა დაიწყოთ ან განტვირთვის დღე მოაწყოთ.

ქალწული

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ იპოვოთ ადამიანი, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს. ნაცნობობა შეიძლება არაფრით გამორჩეულ ადგილას: ოფისში, ტრანსპორტში ან მაღაზიაში მოხდეს. დღეს მოსალოდნელია მეგობრებისა თუ ახლობლების სტუმრობა, რაც საშუალებას მოგცემთ დრო სასიამოვნო საუბრებში გაატაროთ. ზოგადად, ხალხში ტრიალისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი მოგემატებათ. ერიდეთ ინტრიგებს, რომლებშიც შესაძლოა არაკეთილმოსურნეებმა თქვენი ჩათრევა სცადონ. ყური დაუგდეთ გამოცდილი კოლეგების რჩევებს. თქვენს მეგობარს შეიძლება ფინანსური დახმარება ან რჩევა დასჭირდეს — თუ შესაძლებლობა გაქვთ, გასაჭირში ნუ მიატოვებთ. თქვენი ენერგია იმატებს, აპათიას კი მხნეობა შეცვლის, ასე რომ, შეგიძლიათ იმ რთულ საქმეებს შეეჭიდოთ, რომლებსაც ყოველთვის გვერდს უვლიდით.

სასწორი

ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული თავგადასავალი ელოდებათ. ნუ შეხედავთ ამ ურთიერთობებს ისე, თითქოს თქვენი საქმიანი პროექტების გაგრძელება იყოს. მშვენიერი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისთვის — საინტერესო მარშრუტების განხილვა დადებით ემოციებს მოგიტანთ და ურთიერთობებსაც გაამყარებს. სამუშაო დატვირთვის მიუხედავად, ჯანმრთელობა ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ, თორემ ვალდებულებების შესრულება გაგიჭირდებათ. შეურიგდით მათ, ვისაც უნებლიეთ აწყენინეთ — ამით არა მხოლოდ სიმშვიდეს იპოვით, არამედ ღირებულ რჩევასაც მიიღებთ. ნუ გამოცდით ბედს და ერიდეთ სარისკო ნაბიჯებს — უარი თქვით სიმაღლეზე მუშაობაზე და ელექტრომოწყობილობებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ.

მორიელი

გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჩიხში შედის. დაპირისპირების მიზეზი შესაძლოა საყოფაცხოვრებო საკითხები ან პარტნიორის მშობლებთან ურთიერთობა გახდეს. დაშორების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის გარკვეული ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. დღეს შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობები სამეწარმეო და ფინანსურ სფეროში საუკეთესოდ გამოავლინოთ. სამსახურში ბევრი ახალი ამოცანა გამოჩნდება, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ჰოროსკოპი სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას გიწინასწარმეტყველებთ, თუმცა გონივრული ეკონომია მაინც არ გაწყენთ. სტრესულ ფაქტორებს ყურადღება მიაქციეთ და შეეცადეთ მათი გავლენა შეამციროთ. რელაქსაციის მარტივი პრაქტიკები, მაგალითად, სუნთქვითი ვარჯიშები, დღეს ბევრად შეგიმსუბუქებთ.

მშვილდოსანი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სრული იდილიაა. შეგიძლიათ ამ ბედნიერი პერიოდით დატკბეთ! ახლობლებთან ურთიერთობაც თბილი და ჰარმონიული იქნება — ახლა ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით. გამოიჩინეთ პრინციპულობა და დაიცავით საკუთარი პოზიცია კამათის დროსაც კი — ეს პროფესიულ წრეში თქვენი ავტორიტეტის ამაღლებას ხელს შეუწყობს. უახლოეს მომავალში თქვენი შემოსავლები გაიზრდება, თუმცა ხარჯებიც მოიმატებს, ამიტომ ზომიერება გახსოვდეთ და უაზრო დანახარჯებს მოერიდეთ. თუ ენერგიის ნაკლებობა გაწუხებთ, ფიზიკური აქტივობა უნდა გაზარდოთ — სასურველია, მსუბუქი დატვირთვითა და სუნთქვითი ვარჯიშებით დაიწყოთ.

თხის რქა

იოლი წარმატებისა და სწრაფი გამარჯვების იმედი ნუ გექნებათ. სასურველი შედეგის მისაღწევად ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. უქმეები ისეთ საინტერესო ადგილას გაატარეთ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ — ეს ახალი შთაბეჭდილებების შექნაში დაგეხმარებათ. თუ თქვენს პარტნიორს რაიმე ჰობი აქვს, შეგიძლიათ მისი ინტერესების შესაბამისი საჩუქრით გაახაროთ. ერთბაშად რამდენიმე საქმეს ნუ შეეჭიდებით, თორემ შეიძლება ბოლომდე ვერც ერთი მიიყვანოთ. მთლიანობაში, მრავალმხრივ ხელსაყრელი დღეა. ნუ გაუშვებთ ინიციატივას ხელიდან და დახმარებაზე უარს ნუ იტყვით — სანდო ადამიანების რჩევა და მხარდაჭერა ძალიან გამოგადგებათ. ერიდეთ გადაღლას, ჭარბ ფიზიკურ დატვირთვასა და რისკიან ფინანსურ გარიგებებს.

მერწყული

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ეძლევათ შანსი, რომ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყონ. დროა, ფეხზე მყარად დადგეთ და ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვოთ. ოჯახში კარგი ურთიერთობა გაქვთ, თუმცა ბოლო დროს გეჩვენებათ, რომ ეს გარემო თქვენს თავისუფლებას ზღუდავს. შესანიშნავი დღეა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის, ფიზიკური დატვირთვისა და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის. ეს დღე პასიურად არ უნდა გაატაროთ, რადგან ეს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

თევზები

ასტროლოგები მარტოხელა თევზებს ურჩევენ, ყურადღებით მიმოიხედონ — შესაძლოა ის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებთ, ახლოსაა. შეეცადეთ, ოჯახის წევრების მიმართ მეტი ზრუნვა გამოაჩინოთ, ეს ურთიერთობების გაღრმავებასა და ნდობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს. მსუბუქი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, განსაკუთრებით, სამსახურებრივი მიმართულებით სწრაფად მოაგვაროთ. პიროვნული თვისებები, სასარგებლო კავშირები და გამოცდილება ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მთავარია, ყურადღებით იყოთ და გახსოვდეთ, რომ ფორტუნას ტრაბახა ადამიანები არ უყვარს. ეცადეთ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ დაავადების სიმპტომებს გრძნობთ, გირჩევთ ექიმს მიმართოთ და ყველა საჭირო პროცედურა ჩაიტაროთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge