დღის ჰოროსკოპი

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:35 ხუთ. 8 ოქტომბერი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს თქვენი ინტუიცია და წინათგრძნობა საგრძნობლად გამახვილდება. გრძნობების გამჟღავნებისას სიფრთხილე და თავშეკავება გმართებთ — ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი ინტერესის ობიექტი უკეთ დაინახოთ და შეაფასოთ. თუ საყვარელი ადამიანის გაკრიტიკებას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ პასუხიც შესაბამისი იქნება, ამიტომ მთელ დღეს ერთმანეთის ნაკლოვანებების განხილვაში ნუ დახარჯავთ. შესაძლოა, საქმიანობის სფეროს შეცვლაზე დაფიქრდეთ. ასტროლოგიური პროგნოზით, მერკურის გავლენა იმატებს, რაც ხელსაყრელი გარიგების დადების საშუალებას მოგცემთ. ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და უმნიშვნელო სიმპტომსაც კი დააკვირდით. თუ რამე გაწუხებთ, სპეციალისტთან ვიზიტს ნუ გადადებთ.

კურო

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ნუ შეეცდებით, რომ ყველაფერში იდეალურად მოიქცეთ — ზოგჯერ შეცდომა ყველას მოსდის. მზად იყავით, რომ გარშემომყოფები თქვენს დადებით თვისებებსაც და ნაკლოვანებებსაც შეამჩნევენ. ეს დღე ხელსაყრელია სპონსორებთან და შუამავლებთან მოლაპარაკებებისა და ერთობლივი საქმიანობის ახალი სფეროების განსაზღვრისთვის. მოსალოდნელია ძვირად ღირებული ნივთის შეძენა ან საჩუქრად მიღება. აუცილებლად დაისვენეთ — პრობლემებმა და ყოველდღიურმა საზრუნავმა საკმაოდ დაგღალათ. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზეა, მთავარია, ვარჯიში არ მიატოვოთ. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს ან დაკავდით იმით, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

ტყუპები

ეს დღე რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებთ. გონებაში წარსული სიყვარულის ისტორიები და ყოფილი პარტნიორები გაგიცოცხლდებათ. ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს პირად ინფორმაციას ნუ ანდობთ, რადგან შეიძლება ჭორების ობიექტად იქცეთ, რაც მომავალში დაგაზიანებთ. ეს დღე სასარგებლო ცოდნის შეძენასა და პროფესიულ ზრდას ხელს უწყობს. კოლეგებთან ურთიერთობა წარმატებით განვითარდება, თუმცა სახიფათო პერიოდია და ჯობს, მკვეთრ ნაბიჯებს მოერიდოთ. შეგიძლიათ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დამცავი რიტუალები გამოიყენოთ. ნაშუადღევს საგზაო ინციდენტების რისკი იმატებს, ამიტომ როგორც საჭესთან, ისე ქუჩაში გადასვლისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებმა საღამოს შესაძლოა არასასიამოვნო ამბავი შეიტყონ.

კირჩხიბი

ეს პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობისთვის ხელსაყრელია, თუმცა ახლის დასაწყებად სტაბილურ ურთიერთობას ნუ დაანგრევთ. ამ დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და დაპირისპირებებს მოერიდეთ. თუ დებატებში ჩართვა მოგიწიათ, ოპონენტს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ. მალე მიხვდებით, რომ შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად ერთადერთი გზა კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან პირდაპირი საუბარია. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ ხარჯები გულდასმით დაგეგმეთ და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას მოერიდეთ; დღეში თუნდაც 20-30 წუთიანი ფეხით სეირნობა ჯანმრთელობას გაგიმტკიცებთ.

ლომი

მარტოხელა გულებო, გაიხარეთ! სიყვარულის პლანეტა ვენერა თავის წყალობას არ მოგაკლებთ. ასტროლოგები რომანტიკულ შეხვედრებსა და პერსპექტიულ ნაცნობობას გიწინასწარმეტყველებენ! საღამოს რთული საქმეების წამოწყებას მოერიდეთ. ამ დღეს თქვენი გეგმები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ, თორემ დღის მეორე ნახევარში შეიძლება ყველაფერი ჩაიშალოს. ერთადერთი, რამაც შესაძლოა განწყობა გაგიფუჭოთ, უიღბლო შენაძენია, ამიტომ ფულს უსარგებლო წვრილმანებში ნუ გადაყრით. ენერგიას ამაოდ ნუ გაფანტავთ — ის კიდევ დაგჭირდებათ. ბოლო დროს ფულზე ზედმეტად ბევრს ფიქრობთ და შეიძლება რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, მაგალითად ახლობლებთან ურთიერთობა გამოგრჩეთ.

ქალწული

ვენერა აქტიურობის ეტაპზე გადადის, რაც ახალი რომანის დაწყებას ან ძველი ურთიერთობების აღდგენას მოასწავებს. ახლა ოჯახის წევრებთან სანდო ურთიერთობის დამყარება ყველაზე მნიშვნელოვანია. ყურადღება გამოიჩინეთ და ღია ურთიერთობისთვის მოემზადეთ, რომ თბილი გარემო შექმნათ. დღეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ, რომელიც სამსახურებრივ წარმატებას მოგიტანთ. მახვილი ინტუიცია და ანალიტიკური უნარები პრობლემიდან საუკეთესო გამოსავალს დაგანახვებთ. გახსოვდეთ, რომ ფინანსური სირთულეები დროებითია, ამიტომ სიმშვიდე და თავდაჯერება შეინარჩუნეთ. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების ფინანსური მდგომარეობა მხოლოდ თვის ბოლოს გაუმჯობესდება. ნაშუადღევს მსუბუქი გასეირნება თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე შესანიშნავად აისახება.

სასწორი

ამ დღეს მეტისმეტად დაძაბული იქნებით, ამიტომ ენერგიის უსაფრთხოდ დაცლის გზები მოძებნეთ ან ცოტა ხნით განმარტოვდით. მშვენიერი დროა იმისთვის, რომ ურთიერთობა მეგობრობიდან სიყვარულში, ხოლო სიყვარულიდან ცოლ-ქმრობაში გადაიყვანოთ. საუკეთესო დროა კარიერული წინსვლისა და საქმიანი პარტნიორობის გასამყარებლად. ეცადეთ, მკვეთრ ნაბიჯებსა და რადიკალურ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ. სასურველსა და რეალობას შორის სხვაობამ შესაძლოა გუნება გაგიფუჭოთ. ამ დღეს არასასურველია ფულის გასესხება ან ვალის აღება. მოსალოდნელია მცდარი ინფორმაციის მიღებაც, ასე რომ, ყოველი ამბავი გადაამოწმეთ. ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მხედველობას და ვიტამინი A მიიღეთ.

მორიელი

თავი შეიკავეთ საეჭვო ავანტიურებში ჩაბმისგან — ენდეთ ლოგიკასა და უბადლო ინტუიციას. ფრთხილად იყავით — დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შეიძლება თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობა გააფუჭოს. შეზღუდეთ ურთიერთობა მათთან, ვინც პატივს არ გცემთ და თქვენს დროს არ აფასებს. თავში უამრავი პერსპექტიული გეგმა მოგივათ; მათ ნაწილს დაუყოვნებლივ განახორციელებთ, ნაწილს კი მომავლისთვის შეინახავთ. შინაგანი ხმა გკარნახობთ, რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევთ და ეს შეგრძნება არ მოგატყუებთ. დღის მეორე ნახევარში სამუშაო იარაღებთან, დანებთან და მჭრელ საგნებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ — მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო ტრავმა.

მშვილდოსანი

შესაძლოა, საყვარელი ადამიანი რაღაცით გაღიზიანებთ, მაგრამ სულგრძელობა გამოიჩინეთ და პირად ცხოვრებაში უარყოფით ემოციებს გასაქანს ნუ მისცემთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსალოდნელია დაპირისპირება რომელიმე ნათესავთან, ამიტომ პრობლემური და პრინციპული საკითხების განხილვას მოერიდეთ. ხელმძღვანელი საშუალებას მოგცემთ, რომ გულწრფელად ისაუბროთ, ასე რომ დიალოგისთვის მოემზადეთ და ის კითხვები დასვით, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. წინა ღამეს ნანახი სიზმარი მცდარია და არასოდეს ახდება. მელანქოლიის წუთიერ შემოტევებს ნუ აჰყვებით — სევდიანმა განწყობამ დასახული გეგმების განხორციელებასა და ახლობლებთან ურთიერთობაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ.

თხის რქა

პირად ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის; საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა მშვიდ და პოზიტიურ კალაპოტში წარიმართება. ასტროლოგიური რჩევაა — სამუშაოს სახლში ნუ წაიღებთ, ყველა სამსახურებრივი პრობლემა თუ საზრუნავი კარის ზღურბლს მიღმა დატოვეთ. გირჩევთ დღის დასაწყისი შედეგების შეჯამებასა და მომავალი ნაბიჯების დაგეგმვას დაუთმოთ. უმჯობესია ფინანსური საკითხების მოგვარება მომავალი კვირისთვის გადადოთ, ახლა კი დაგროვილ საქმეებს მიხედეთ, რომლებიც თქვენს ყურადღებას ითხოვს. საღამოს საათებში ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი დიდი ხნის უნახავი ადამიანისგან სიახლეს გაიგებს. თუ ზედმეტი წონა და მაღალი ქოლესტერინი გაწუხებთ, ფეხით სიარული და ვარჯიში თავს უკეთ გაგრძნობინებთ.

მერწყული

ადამიანი, რომლის აზრსაც სრულად ენდობით, თქვენს მიმართ არაკეთილსინდისიერად მოიქცევა. ნუ იქნებით მეტისმეტად მომთხოვნი ახლობლების მიმართ და ემოციებს თქვენი მართვის უფლებას ნუ მისცემთ, თორემ შეიძლება გაცხარებულ გულზე ახლობლებს აწყენინოთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ მიმტევებლობა ისწავლოთ — უნაკლო ადამიანი ხომ არ არსებობს. თუ ბოლო დღეებში ბევრი იმუშავეთ, დასვენების დღე აიღეთ და დახარჯული ენერგია აღიდგინეთ. თუ ახალი საქმეების წამოწყება გსურთ, ახლა სწორედ შესაფერისი დროა — ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან მარსის უარყოფითი გავლენა იმატებს — ახლა აქტიური სპორტი და ფიზიკური დატვირთვა არასასურველია.

თევზები

დაივიწყეთ ყოველდღიური რუტინა და უჩვეულო პაემანი მოაწყვეთ— ეს თქვენს ურთიერთობას ახალ ვნებას შემატებს. საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯები იქნება საჭირო, თუმცა ყოველთვის შეგიძლიათ ახლობლების იმედი გქონდეთ. დღევანდელი დღე ხელსაყრელია კომერციული საქმეებისთვის, ვაჭრობისა და კონტრაქტების გაფორმებისთვის. სამუშაო დღის ბოლოს აქტიური დასვენება და წყლის პროცედურები დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს ორგანიზმს განტვირთვა სჭირდება!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge