დღის ჰოროსკოპი

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:20 ორშ. 5 ოქტომბერი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ფიქრობთ, რომ თქვენ შორის „შავმა კატამ გაირბინა“? საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი და პრობლემის მიზეზების გარკვევა ვითარებას უცებ განმუხტავს. გაურკვევლობაში გზის გაგნება ცოტა გაგიჭირდებათ, მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვლილებაც. გამორიცხული არ არის, ერთდროულად უამრავი საქმის მოგვარება დაგჭირდეთ. ბოლო დროს ფინანსური პრობლემები გაქვთ? სავარაუდოდ, უახლოეს ხანში ვითარება თქვენ სასარგებლოდ შემობრუნდება. ფრთხილად იყავით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებთან — შესაძლოა უსიამოვნო კონფლიქტში აღმოჩნდეთ, რომელიც არ გჭირდებათ. თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემა არ გაწუხებთ, ამ დღეს თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობას არაფერი ემუქრება.

კურო

სიყვარულისა და რომანტიკისთვის საუკეთესო პერიოდია! ყურადღება არ მოადუნოთ — თქვენი ბედნიერება სადღაც ახლოსაა. უცხო ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო არაა, თუმცა, რას იზამთ, ზოგჯერ ოჯახის წევრებიც კი გიფუჭებენ განწყობას: უადგილოდ აკრიტიკებენ თქვენს საქციელს და გულს გტკენენ. გამორიცხული არ არის, საჯარო მოხელეებს დღეს ახალი პოზიცია შესთავაზონ. უყოყმანოდ დათანხმდით, რადგან უახლოეს დღეებში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება. დაუღალავი შრომის მიუხედავად, ჯერჯერობით ფინანსური ნაკადი არ იზრდება, ამიტომ დამატებით შემოსავალზე უნდა იზრუნოთ. შესაძლოა, საღამოს ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ — სავარაუდოდ, გამოძინება და დასვენება გესაჭიროებათ.

ტყუპები

წინ უამრავი ახალი შეხვედრა, საინტერესო ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი გელით. მიტევების უნარი საუკეთესო პირობებს შექმნის როგორც ოჯახური სიმყუდროვის აღდგენის, ისე ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად. იდეალური დროა პროფესიული წინსვლისა და განვითარებისთვის. იღბალი მათ მხარესაა, ვისაც საკუთარი ემოციების, სურვილებისა და ქმედებების გაკონტროლება შეუძლია. ვარსკვლავების აზრით ჯილდოს იმსახურებთ — თამამად ელოდეთ ფინანსურად წარმატებულ პერიოდს! ემოციური დაძაბულობისგან ძველი მეგობარი ან ნათესავი გიხსნით, რომელსაც გულს გადაუშლით.

კირჩხიბი

თუ ნათესავები თქვენს პირად ცხოვრებაში ხშირად ერევიან დღეს გექნებათ შანსი, რომ პასუხი გასცეთ და საკადრისი ადგილი მიუჩინოთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია პარტნიორის დახმარება ან ბედის მოულოდნელი საჩუქარი. ნუ დადებთ გარიგებას ადამიანთან, რომელიც ინტუიციურად არ მოგწონთ — ქვეცნობიერი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაფრთხილებთ. ფრთხილად იყავით, შინაგანი ენერგიის მოზღვავებამ შეიძლება განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მეტეოდამოკიდებული კირჩხიბები შეიძლება თავის ტკივილმა შეაწუხოს, ამიტომ საჭირო მედიკამენტები მოიმარაგეთ.

ლომი

თუ გამუდმებით წარსულის მარცხზე იფიქრებთ, მომავალს ვეღარ დაინახავთ. უახლოეს მომავალში აქტიური პერიოდი გელით — ეს შეიძლება ბინის რემონტი, აგარაკის მოწესრიგება თუ საქმიანი მივლინებები იყოს. წარმატებული დღეა! შეგიძლიათ თამამად დადოთ გარიგებები, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებებს და მოლაპარაკებები აწარმოოთ. ბედი შანსს გაძლევთ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტის დროა — პროფილაქტიკური შემოწმება გართულებებს თავიდან აგაცილებთ. ხელსაყრელი დღეა გარემოს შესაცვლელად — კარგი დასვენება უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ.

ქალწული

ამ დღეს წარმატება სახლიდან მოშორებით გელით. ეს, პირველ რიგში, მარტოხელა ქალწულებს ეხებათ, რომლებსაც რომანტიკული ურთიერთობების წამოწყება სურთ. საღამოს ოჯახის ახლობელთან დაკავშირებით ახალ ამბავს გაიგებთ, რაც თქვენს შემდგომ ურთიერთობაზეც აისახება. შესაძლოა მოულოდნელმა მივლინებამ ან არაგეგმურმა შემოწმებამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. ამ დღეს ინტუიციას ნუ ენდობით — მეექვსე გრძნობის ჩურჩულმა შესაძლოა მცდარი გზით წაგიყვანოთ. ეცადეთ, შეურიგდეთ ყველას, ვისთანაც კონფლიქტი ან დაძაბული ურთიერთობა გაკავშირებთ. ამ დღეს დაწყებული მსუბუქი დიეტა სასარგებლო იქნება და საშუალებას მოგცემთ ორგანიზმი გააჯანსაღოთ.

სასწორი

შესაძლოა, საყვარელი ადამიანი ერთგულებაში დაეჭვდეთ, თუმცა სკანდალის დაწყებამდე, ჯობია ეჭვები პარტნიორთან განიხილოთ და დარწმუნდეთ, რომ ისინი სრულიად უსაფუძვლოა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების ნუ შეგეშინდებათ, თუმცა ოჯახის წევრთა რჩევებსაც ნუ უგულებელყოფთ. მეგობრებთან და ძვირფას ადამიანებთან შეხვედრა უამრავ ემოციას მოგიტანთ. მოსალოდნელია საინტერესო პროფესიული წინადადებაც, რაც წარმატებული თანამშრომლობის საწინდარია. ვარსკვლავები გირჩევენ, იმიჯი შეცვალოთ და გარდერობი განაახლოთ. საუკეთესო დროა მომგებიანი შენაძენებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გასაახლებლად.

მორიელი

ვენერა თქვენი მფარველია, ასე რომ, თამამად დაპატიჟეთ საყვარელი ადამიანი პაემანზე! უკმაყოფილების მიზეზიც რომ გქონდეთ, ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ, რადგან ამ დღეს დაწყებული კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება. ადრე დაწყებული საქმეები წარმატებით დაგვირგვინდება, მოსალოდნელია გავლენიანი პირების მოულოდნელი მხარდაჭერაც. შუადღემდე უამრავი საქმის მოსწრებას შეძლებთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ ამ მონაკვეთში უნდა დაგეგმოთ. ენდეთ საკუთარ ალღოს და ის არ გიღალატებთ.

მშვილდოსანი

მოვლენებით დატვირთული დღეა, ამიტომ უსარგებლო საუბრებში დრო არ უნდა დაკარგოთ. მზად იყავით, რომ ახლობლების პრობლემები მოაგვაროთ — ეს თქვენი ფიზიკური და მორალური გამძლეობის თავისებური გამოცდა იქნება. მატერიალური პერსპექტივები იმედის მომცემი ხდება — ამაზე თქვენს ჰოროსკოპში მერკურისა და მთვარის წარმატებული განლაგება მიუთითებს. დღეს როგორც კი დაღლილობას იგრძნობთ, მუშაობა შეწყვიტეთ და დაისვენეთ.

თხის რქა

ყური დაუგდეთ ინტუიციას — სიყვარულის საკითხებში ის სწორ გადაწყვეტილებებს გიკარნახებთ. ზოგადად, შინაგან შეგრძნებებს ნუ უგულებელყოფთ, მათ შეუძლიათ შეცდომებისგან დაგიცვან. არაკეთილმოსურნეთა ცილისწამებამ შესაძლოა ოჯახურ ურთიერთობებს საფრთხე შეუქმნას — ეცადეთ, სიტუაცია არ გაამწვავოთ და მეორე ნახევარი უსაფუძვლო პრეტენზიებით არ დაღალოთ. პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომელი ხართ, რომელმაც თავისი საქმე იცის, ამიტომ მატერიალურ წახალისებას უნდა ელოდოთ. გეჩვენებათ, რომ ბედი სასტიკად გექცევათ და სიკეთეს გიკარგავთ? იცოდეთ, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა მალე უკეთესობისკენ შეიცვლება! ეს დღე იდეალურია ახალი წამოწყებისთვის.

მერწყული

ამ დღეს პარტნიორთან წარმოქმნილ წვრილმან უსიამოვნებებს ადვილად გადალახავთ. დაოჯახებულმა მერწყულებმა ფინანსების მართვას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ — გადასახადების ქვითრები გადაამოწმონ და ხარჯები გააანალიზონ. ამ დღეს თქვენი მჭევრმეტყველება და კომუნიკაბელურობა ძალიან გამოგადგებათ. წარმატებული დღეა ბიზნესმენებისთვის საჭირო კონტაქტების დასამყარებლად. უახლოეს მომავალში ეცადეთ მხოლოდ საკუთარ რესურსებს დაეყრდნოთ; თუ შესაძლებლობა გექნებათ, გარკვეული თანხა „შავი დღისთვის“ გადადეთ. წვრილმანებზე ნაკლები ინერვიულეთ და ჯანმრთელობის მდგომარეობაც მყისიერად გაგიუმჯობესდებათ.

თევზები

დროა, სასიყვარულო ფრონტზე აქტიურობა შეამციროთ, თორემ შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომელსაც ვერაფრით გამოასწორებთ. ამ დღეს წინააღმდეგობრივ ამბებს გაიგებთ — ნუ ენდობით ინფორმაციას, თუ მის სანდოობაში დარწმუნებული არ ხართ. სამსახურში მოხდება მოვლენა, რომელსაც დიდი ხანი ელოდით. შესაძლოა, ძველი დამსახურების გამო დაწინაურებაც კი შემოგთავაზონ. გაუფრთხილდით საჭმლის მომნელებელ სისტემას და მენიუ აკონტროლეთ - ეს თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge