11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:26 შაბ. 10 ოქტომბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვენერას ენერგია ძლიერდება, რაც თქვენს შინაგან მდგომარეობაზეც აისახება. დადგა დრო, რომ გაწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ და შეურიგდეთ ადამიანს, რომელსაც ახლახან დაშორდით. ენდეთ საკუთარ ინტუიციას — ის ნამდვილად არ გიღალატებთ. ეცადეთ, ენას კბილი დააჭიროთ. სხვა შემთხვევაში, საყვარელ ადამიანთან უთანხმოება და წვრილმანების გამო კამათი გელით. სამსახურში გრძნობთ, რომ საჭირო და სასარგებლო ადამიანი ხართ და საკუთარ მოვალეობებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებით. დროა, გათავისუფლდეთ ნივთებისგან, რომლებიც უსიამოვნო მოგონებებს გიახლებენ. გაათავისუფლეთ ადგილი ახალი შესაძლებლობებისა და მიღწევებისთვის. გახსოვდეთ, რომ თვითდინებაზე მიშვებული პრობლემები მომავალში ცხოვრებას გაგირთულებთ. ექიმთან ვიზიტი თუ გჭირდებათ, ნუღარ გადადებთ.
კურო
შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა გაუფერულდა და პროზაული გახდა. გარემოს შეცვლა ძალიან წაგადგებათ — ახალი შთაბეჭდილებები ვნებასა დაგიბრუნებთ. სარემონტო თუ აღდგენითი სამუშაოები წარმატებულად ჩაივლის. კოლეგებთან მცირე უთანხმოებაა მოსალოდნელი, თუმცა თქვენი იუმორისა და დიპლომატიური უნარების წყალობით საქმე კონფლიქტამდე არ მივა. ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად მოემზადეთ — ამ დღეს შეძლებთ, სარფიან გარიგებებს მიაღწიოთ. კარგი იქნება, თუ სპორტით დაკავდებით და დღეს აქტიურად გაატარებთ, თუმცა ზედმეტ დატვირთვას მოერიდეთ, რომ საპირისპირო შედეგი არ მიიღოთ.
ტყუპები
უარს ნუ იტყვით პაემანზე — ის დიდ სიხარულს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი ნაცნობობა ხანგრძლივ მეგობრობაში ან რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. თქვენმა მეორე ნახევარმა უწყინარი ფლირტი შეიძლება ნამდვილ ღალატად აღიქვას, რის შემდეგაც ნდობის აღდგენა გაგიჭირდებათ. სამსახურში ჯობია, ლოგიკაზე მეტად, ინტუიციას ენდოთ. მალე საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ასტროლოგიური პროგნოზი გპირდებათ, რომ მალე საკუთარი შესაძლებლობების სრული ბრწყინვალებით გამოვლენას შეძლებთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა, განსაკუთრებით ძილის წინ, განწყობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.
კირჩხიბი
სამსახურში ამბიციები მოთოკეთ — გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიბიძგოთ. თუ სამყაროს მუდმივად „შავი სათვალით“ უყურებთ, ეს თქვენს ოჯახურ ჰარმონიაზე უარყოფითად აისახება. საკუთარ თავს ნუ შეზღუდავთ და პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. მარტო ნუ იმოქმედებთ — ეცადეთ, თანამოაზრეთა მცირე გუნდი შეკრიბოთ და საერთო მიზნისკენ გაუძღვეთ. ახალმა ნაცნობობამ შეიძლება თქვენს კარიერულ და მატერიალურ წარმატებას საფუძველი ჩაუყაროს. გამორიცხული არ არის, გავლენიანი მფარველიც იპოვოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა, ძველმა ტრავმებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ ფიზიკურ გადაღლას მოერიდეთ.
ლომი
ვარსკვლავები რომანტიკულ თავგადასავალს გპირდებიან, რომელიც სასიამოვნო და დაუვიწყარი იქნება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ემოციურობა ადამიანებს აფრთხობს. თავი ხელში აიყვანეთ, წვრილმანების გამო ნუ ნერვიულობთ და ოჯახში მშვიდობა აღდგება. გაუფრთხილდით ნერვული სისტემა და გაითვალისწინეთ, რომ სტრესის დროს თქვენი შრომისუნარიანობა და ინტუიცია მკვეთრად იკლებს. ამინდზე მგრძნობიარე ადამიანებს სატურნის აქტიურობის გამო, შესაძლოა წელის ტკივილმა თავი შეახსენოს. ფიზიკურად და გონებრივად დატვირთული დღეა, ამიტომ ახლა დასვენება გჭირდებათ.
ქალწული
ეს დღე იდეალურია ფეხის მოვლის პროცედურებისა და ახალი ფეხსაცმლის შესაძენად. ბევრი ქალწული საპირისპირო სქესისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობს. სიფრთხილე არ გაწყენთ — პირველ რიგში იმ ადამიანებთან, ვისაც კარგად არ იცნობთ. სამსახურში გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიბიძგოთ. ეს პერიოდი მგზავრობისა და კომერციულ სფეროში აქტიურობისთვის ხელსაყრელია. მოსალოდნელია ძლიერი მფარველების გამოჩენა, რომლებიც ყველა წამოწყებაში მხარს დაგიჭერენ. ყურადღება მიაქციეთ კვებას — სავარაუდოდ, ძალიან ბევრ მავნე პროდუქტს იღებთ. ეცადეთ ეს შეცდომა გამოასწოროთ და შედეგი გაგაოცებთ.
სასწორი
თუ თქვენს ურთიერთობაში ყოველდღიურმა რუტინამ დაისადგურა, იზრუნეთ, რომ მასში სასიამოვნო მრავალფეროვნება შეიტანოთ. პროფესიული საქმიანობა ჩვეულებრივზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ საღამოს საათებში სრულფასოვანი დასვენება დაგჭირდებათ. დროა, თქვენი შრომის შედეგები შეაჯამოთ და წარსული შეცდომები გააანალიზოთ, რათა მომავალში აღარ გაიმეოროთ. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენებს — ვალები ახლა ნამდვილად არ გჭირდებათ. მაქსიმალურად მოერიდეთ სწრაფ კვებას და გაუფრთხილდით საჭმლის მომნელებელ სისტემას.
მორიელი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ქუჩაში ადამიანების გაცნობას ან ძველი კავშირების აღდგენას მოერიდოთ, რამაც შეიძლება სიყვარულში ნამდვილი კატასტროფა გამოიწვიოს. მოსალოდნელია უსიამოვნება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. იმედია, თქვენი წინდახედულობა და გონიერება უთანხმოებების მოგვარებაში დაგეხმარებათ. შესანიშნავი დროა პროფესიული ზრდისთვის. კარიერული და ფინანსური თვალსაზრისით წინ ამაღელვებელი მოვლენები გელით. კარგი დღეა სამკურნალო ბალახების შეგროვებისთვის ან ხალხური მედიცინით მკურნალობის დაწყებისთვის.
მშვილდოსანი
ეცადეთ კონფლიქტები თავიდან აიცილოთ და ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, რაც გაერთიანებთ. პარტნიორის გადაკეთებას და საკუთარ ინტერესებზე მორგებას ნუ ეცდებით — მისი ინდივიდუალურობის დათრგუნვა ადრე თუ გვიან სკანდალით დასრულდება. თუ მეთოდურად და თანმიმდევრულად იმოქმედებთ, გამარჯვებას ყველაზე განსხვავებულ სფეროებში მიაღწევთ. თქვენი მატერიალური მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძვირად ღირებული შოპინგისგან თავის შეკავება სჯობს. ჰოროსკოპი გვიჩვენებს, რომ მალე სიტუაცია შეიცვლება და დანაკლისს აინაზღაურებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სამუშაო ადგილზე მეტისმეტად ნუ გადაიტვირთებით, თორემ ზედმეტმა დაძაბულობამ შესაძლოა ნერვულ აშლილობამდე მიგიყვანოთ.
თხის რქა
შესაძლოა დაწყებული დაპირისპირება გამწვავდეს, მაგრამ თქვენი წინდახედულობა და დიპლომატია სკანდალებს აგარიდებთ. ენდეთ ინტუიციას, თუმცა ნაკლები იაქტიურეთ — სრული დატვირთვით მუშაობისთვის არახელსაყრელი დროა. თუ საქმე, რომლითაც დაკავებული ხართ, კმაყოფილებას აღარ განიჭებთ დროა, ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანებისგან, რომლებმაც შეიძლება თავიანთი მავნე ჩვევებით თქვენზე გავლენა მოახდინონ. იზრუნეთ იმუნიტეტისა და შინაგანი ენერგეტიკული მარაგის გაძლიერებაზე. მენიუდან სრულად გამორიცხეთ ცომეული, რომელიც კალორიების დაგროვებას ხელს უწყობს.
მერწყული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გაუგებრობის პერიოდი დგება. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ — ეს პირად ცხოვრებას ჩვეულ კალაპოტში დააბრუნებს. დაქორწინებულმა წყვილებმა დაგროვილი პრობლემები მორიგი შვებულების დადგომამდე უნდა მოაგვარონ, თორემ მთელ დროს, დასვენების ნაცვლად, ურთიერთობების გარჩევაში დახარჯავთ. სამსახურში მთელი დღე ქაღალდებში ქექვა მოგიწევთ შეცდომის აღმოსაჩენად, რომელსაც ფინანსური დანაკარგი მოჰყვება. არახელსაყრელი დროა ინვესტიციებისთვის — ჩადებული ფული სარგებელს არ მოიტანს, ამიტომ ჯობია ინვესტიცია საკუთარ განათლებასა და განვითარებაში ჩადოთ.
თევზები
შესაძლოა ორ ადამიანს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ — გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ ინტუიციას დაეყრდნოთ. იყავით ღია ახალი იდეებისთვის და ახლობლებს წამოწყებებში მხარი დაუჭირეთ. უმჯობესია მგზავრობასა და ახალ შეხვედრებზე უარი თქვათ. თქვენს ჰოროსკოპში მერკური პოზიციებს იძლიერებს, ამიტომ მალე ფინანსური სიტუაცია გაუმჯობესდება. მომდევნო 24 საათის განმავლობაში ალკოჰოლი საკმაოდ სახიფათოა თქვენთვის, ისევე როგორც სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები და საღებავები. პარფიუმმაც კი შეიძლება ალერგიული რეაქცია მოგცეთ. კვებაშიც ზომიერება გმართებთ — დელიკატესებმა და მაღალკალორიულმა საკვებმა შესაძლოა ვნება მოგიტანოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან