დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 ოთხ. 14 ოქტომბერი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენი მოლოდინი აუცილებლად გამართლდება! დღეს ისეთ ადამიანს გაიცნობთ, ვინც შეიძლება თქვენი რომანის გმირად იქცეს. გირჩევთ კარგი ამინდით ისარგებლოთ და ოჯახის წევრებთან ერთად კონცერტზე ან თეატრში წახვიდეთ, რაც თქვენს ოჯახურ ურვერთობებს ახალ ფერებს შემატებს. გარშემომყოფთა ქცევის სიყალბემ შესაძლოა, გაგაღიზიანოთ, თუმცა ეცადეთ ყურადღება საინტერესო წინადადებებსა და პერსპექტიული ნაცნობობის შანსებზე გადაიტანოთ. კვების მენიუ აკონტროლეთ და გვიან ჭამისგან თავი შეიკავეთ — ყველაფერი, რასაც საღამოს ექვსი საათის შემდეგ მიირთმევთ, შეიძლება ზედმეტ კილოგრამებში აისახოს.

კურო

საყვარელ ადამიანთან მნიშვნელოვანი და სავარაუდოდ, არც ისე სასიამოვნო საუბარი გელით, რომელიც განწყობას გაგიფუჭებთ. საოჯახო საქმეები თქვენს პირად ჩართულობას მოითხოვს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა ან გადადება მოგიწიოთ. ასევე, მოსალოდნელია შორეული ნათესავების ვიზიტი. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე არ ჩაივლის, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ. უახლოესი 24 საათის განმავლობაში უმჯობესია, ყველა რთული საკითხი არა ტელეფონით, არამედ პირისპირ საუბრით განიხილოთ, რათა თანამოსაუბრის ემოციებს თვალი ადევნოთ. ჯანმრთელობის მხრივ ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ, განსაკუთრებით, თუ „ენერგეტიკული ნაგვისგან“ გათავისუფლებას შეძლებთ.

ტყუპები

ნუ ეცდებით, რომ ზედმეტი ინიციატივა გამოიჩინოთ ან მოვლენებს წინ გაუსწროთ. ძველ მეგობართან ან ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრამ შესაძლოა, აგაღელვოთ და ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეები გაგახსენოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო დღეს გახდება, როდესაც მარსის აქტივობა პიკს მიაღწევს. სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ — სავარაუდოდ, ხელმძღვანელობა თქვენს ნაბიჯებს მკაცრად აკვირდება. წარმატებული დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ალკოჰოლის მიღებისას ზომიერება გამოიჩინეთ, იაფფასიანი პროდუქცია კი სამუდამოდ დაივიწყეთ.

კირჩხიბი

კომუნიკაბელურობისა და სხვა პიროვნული თვისებების წყალობით, სამსახურში ყველა ვალდებულებას თავს ადვილად გაართმევთ. მალ შეხვდებით ადამიანს, რომელიც თავდავიწყებით შეგიყვარებთ, თუმცა, ერთ-ერთი ახლო ნათესავი თქვენი პირადი ცხოვრების მიმართ გადაჭარბებულ ინტერესს გამოავლენს. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს ზედმეტ გულახდილობას მოერიდოთ. ისწავლეთ სიტყვა „არას“ თქმა და თქვენი საზღვრები მკაფიოდ განსაზღვრეთ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს უფლებას, რომ თქვენი სიკეთით ბოროტად ისარგებლონ. ახლა მსხვილი ფინანსური გარიგებებისა და ძვირად ღირებული შენაძენების დრო არ არის. ბოლო დღეების სტრესმა შესაძლოა, ძილის დარღვევები გამოიწვიოს, ამიტომ საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა, თბილი აბაზანა ან თაფლიანი რძე მშვიდი დასვენების საუკეთესო გარანტი გახდება.

ლომი

თუ მარტოხელა ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ ხალხმრავლობაში რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ, რადგან ამ დროს საინტერესო ადამიანთან შეხვედრის ძალიან მაღალია. გაუზიარეთ ფიქრები და ემოციები ახლობლებს, რადგან მათი მხარდაჭერა შინაგან დაძაბულობას მოგიხსნით. მერკურის მფარველობა და ადამიანების დარწმუნების უნარი დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი კამათიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ. ბიზნესმენები ახალ პროექტში უდავო წარმატებას მიაღწევენ! ახლა მხოლოდ მოგების დათვლაზე და ფულის მომგებიანად დაბანდებაზე უნდა იზრუნოთ. სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა: დღე ჩვეულებრივი სეირნობით დაიწყეთ, ხოლო თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, სირბილზე გადადით და კვირაში ერთხელ მაინც ფიტნესცენტრს ან აუზს ეწვიეთ.

ქალწული

დროა, დაასრულოთ ისეთი ურთიერთობა, რომელსაც სიხარული აღარ მოაქვს. ეს დღე ხელსაყრელია ძველი ვალდებულებებისგან გათავისუფლებისა და ოჯახთან ერთად დასვენებისთვის. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა ან ახალი ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაალამაზებს. გახსოვდეთ, რომ გონივრული დიპლომატია თავს მოხვეულ პრინციპებს ყოველთვის სჯობს! თქვენ ნებისმიერი გუნდის განუყოფელი და ძლიერი ნაწილი ხართ, თუმცა ეცადეთ, გარშემომყოფებზე ზეწოლა არ მოახდინოთ. ეს პერიოდი ძალზე პერსპექტიულია — ძლიერდება თქვენი აურა, შინაგანი პოტენციალი და მგრძნობელობა, თუმცა საკუთარ ძალებს მაინც გაუფრთხილდით, რადგან ისინი უსასრულო არ არის.

სასწორი

საკუთარ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენთ და ბუნებრივი ხიბლის წყალობით სიყვარულშიც დიდ წარმატებას მიაღწევთ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვების ემოციურ საჭიროებებს — ეს მათთან ნდობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ერთობლივი საქმიანობა და პროექტები შესანიშნავ შედეგს გამოიღებს. თუ ფინანსურ საქმეებში იღბალი ზურგს გაქცევთ, სიყვარულში აუცილებლად გაგიმართლებთ! მარტოხელა სასწორს საინტერესო ნაცნობობა ელის, წყვილებისთვის კი ეს პერიოდი ურთიერთობის გამყარების დრო იქნება. ამ დღეს ღამით მარტო სეირნობას, ავტომობილის სწრაფად მართვასა და ექსტრემალურ სპორტს უნდა მოერიდოთ. გეგმები შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს, ამიტომ სიხარული წვრილმანებში ეძებეთ და იმით დაკმაყოფილდით, რაც გაქვთ.

მორიელი

მარსისა და სატურნის ენერგიები ერთმანეთს კვეთს, ამიტომ ემოციების მართვა სულ უფრო რთული ხდება. ეცადეთ, მოსაწყენ რუტინას თავი აარიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობები ერთფეროვანი გახდება. ხელიდან ნუ გაუშვებთ საქმიანი კავშირების გაფართოების შანსს — ეს სამომავლო ფინანსური ზრდისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. გაუფრთხილდით არსებულ ბიუჯეტს და მოერიდეთ ბრჭყვიალა ნივთების შეძენას, რომლებიც არაფერში გჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, პრობლემებს ცივი გონებით და პრაგმატულად მიუდგეთ. მნიშვნელოვანი საქმის კეთების დროს უმჯობესია, საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და გარე დახმარებას არ დაელოდოთ.

მშვილდოსანი

საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში თითქმის ყველაფერი თქვენს ინიციატივაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ კომპრომისისთვის მზად იყოთ და საკუთარი უპირატესობის ხაზგასმას არ ეცადოთ. დაოჯახებულ მშვილდოსანს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეები ელის, თუმცა მშვიდი საუბრით ყველა კრიტიკულ საკითხზე შეთანხმებას შეძლებთ. აუცილებლად შეურიგდით მათ, ვინც დაუფიქრებლად გაწყენინეთ, სანაცვლოდ კი ღირებულ რჩევას მიიღებთ. დასუსტებული ენერგიის ფონზე მოსალოდნელია ჯანმრთელობის მცირედი პრობლემები, ამიტომ ეცადთ თავს გაუფრთხილდეთ.

თხის რქა

ნუ მოუსმენთ სხვის რჩევებს, განსაკუთრებით ქალებისას — ამან შეიძლება ჩანაფიქრის მიღწევაში ხელი შეგიშალოთ. შეხვედრები და ახალი ნაცნობობა თქვენს მომავალსა და კარიერულ ზრდაზე გავლენას მოახდენს, ამიტომ მიწვევას აუცილებლად დათანხმდით. ეცადეთ, სახლსა და სამსახურს შორის დრო ისე გაანაწილოთ, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს და ყურადღებით წაიკითხეთ საქმიანი ქაღალდები, რათა შეცდომა არ გაგეპაროთ. გირჩევთ დრო და ენერგია ფუჭად არ დახარჯოთ და ისეთი საქმე აკეთოთ, რომელიც სარგებელს მოგიტანთ. ამ დღეს რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ: თქვენმა ნაბიჯმა შესაძლოა, საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს. ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, ჯანმრთელობის პრობლემები არ ემუქრებათ, მავნე ჩვევებისგან კი უმჯობესია, სამუდამოდ გათავისუფლდეთ.

მერწყული

სასიყვარულო საქმეებში შეგიძლიათ მთლიანად საკუთარ ინტუიციას ენდოთ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ, თვითგვემას ნუ მიეცემით - თქვენ უამრავი ღირსება გაქვთ, რასაც კოლეგები აუცილებლად აღნიშნავენ. სამსახურში რჩევისთვის მოგმართავენ — უარი არ თქვათ, რადგან მალე დახმარება თავად დაგჭირდებათ. გამონახეთ დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან სასაუბროდ. თვის დასაწყისში ახალი საქმის წამოწყებას მოერიდეთ, რადგან ამან შესაძლოა, ზარალი მოგიტანოთ. საღამოს მოულოდნელი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

თევზები

შესაძლოა, ლურჯი ყვავილი თქვენთვის ბედისწერის ნიშანი აღმოჩნდეს! თუ მას დღეს შეამჩნევთ, თქვენი ცხოვრება მალე შეიცვლება. დღევანდელი დღე ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისა და სასარგებლო კავშირების დასამყარებლად. ახალი ცოდნის ძიება და პიროვნული უნარების განვითარება თქვენი მთავარი ორიენტირი უნდა გახდეს. თუ ბიზნესით ხართ დაკავებული, მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად სამუშაო ვიზიტები დაგჭირდებათ, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. მშვენიერი დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის— თუ მარტო ვარჯიში გეზარებათ, ფიტნესზე ჩაეწერეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge