13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:41 ორშ. 12 ოქტომბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია და მომხიბვლელობა პიკს აღწევს. სრულიად შესაძლებელია, რომ სასიყვარულო ურთიერთობის წყალობით მატერიალური ან სოციალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უთანხმოება გაჩნდა, პრობლემებზე თვალი დახუჭვა გამოსავალი არ არის — დაპირისპირება ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება. დღეს შესანიშნავი შანსი გექნებათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ და კოლექტივში ავტორიტეტი განიმტკიცოთ. განსაკუთრებით აქტიური ვერძების ბიუჯეტი ნელა, თუმცა სტაბილურად შეივსება. ფულის ხარჯვისას გონიერება გამოიჩინეთ — სანამ რამეს შეიძენთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ, ნამდვილად გჭირდებათ ეს ნივთი თუ არა. იდეალური დღეა ფიზიკური აქტივობისთვის.
კურო
დღევანდელი დღე თითქოს საგანგებოდ რომანტიკული შეხვედრებისა და დაუვიწყარი წუთებისთვისაა შექმნილი. დაოჯახებული კუროები უმჯობესია, ოჯახური ცხოვრებით დატკბნენ და სასიყვარულო ურთიერთობების ძებნას მოერიდონ. სამსახურში დღე სიახლეების გარეშე, მოსაწყენად ჩაივლის. გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ. გირჩევთ ყურადღება პროფესიულ განვითარებაზე გადაიტანოთ, რაც მომავალში შემოსავლების ზრდას მოგიტანთ. სატურნის და იუპიტერის ტრინის გამო შესაძლოა, ენერგიის მცირე დაქვეითება იგრძნოთ. ხელსაყრელი დღეა მავნე ჩვევების დავიწყების, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის.
ტყუპები
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც პრიორიტეტების გადაფასებას გაიძულებთ. შესანიშნავი დროა ყოველდღიური საქმეების მოგვარებისა და სახლში წესრიგის დამყარებისთვის. დროა პირადი სივრცე უსარგებლო ნივთებისა და ბოროტი ადამიანებისგან გაათავისუფლოთ, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში, ტკივილის გარდა, არაფერი მოაქვთ. მალე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კარგი შანსი გექნებათ — ნუ იჩქარებთ, თითოეული ნაბიჯი დეტალურად დაგეგმეთ. მზად იყავით ახალი შესაძლებლობებისა თუ გარკვეული რისკებისთვის, თუმცა პერსპექტიულ შანსებს ხელიდან ნუ გაუშვებთ!
კირჩხიბი
ამ დღეს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. შესაძლოა, ძველი თაყვანისმცემლის შეთავაზებას დათანხმდეთ და ურთიერთობის განახლება გადაწყვიტოთ. დღის მეორე ნახევარი ოჯახს, საოჯახო საქმეებსა და ბავშვებს დაუთმეთ. სიყვარულში ეს დღე ჰარმონიასა და დიდი სიამოვნებას გპირდებათ. ეცადეთ ბიზნესში მეტი მოქნილობა გამოიჩინოთ და ცვლილებებს ფეხს ადვილად აუწყობთ. საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულებს შესაძლოა დაუგეგმავი ფინანსური შემოწმება ეწვიოთ, რაც გონებრივი ძალების სწრაფ თავმოყრას მოითხოვს. საღამომდე სულიერადაც და ფიზიკურადაც გადაიღლებით. ძალების აღდგენაში ფიზიკური ვარჯიში და სწორად შერჩეული რაციონი დაგეხმარებათ.
ლომი
სიყვარულში მეტი წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ — გამორიცხული არ არის, რომ ადამიანს, რომელმაც თავბრუ დაგახვიათ, მხოლოდ მატერიალური ინტერესები ამოძრავებს. კარს მომდგარი ცვლილებები სწორედ ცხოვრების მატერიალურ მხარეს შეეხება, ამიტომ ეცადეთ, გარკვეული თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გადაინახოთ. ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელია ახალი საქმის დასაწყებად. მამაკაცებს შანსი ექნებათ, რომ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინონ. თავისუფალი დრო თუ გამოგიჩნდებათ, აუცილებლად პარკში ისეირნეთ, ხოლო თუ ამინდი ხელს შეგიწყობთ, ბუნებაში ან აგარაკზე განტვირთვა მოაწყვეთ.
ქალწული
შესანიშნავ ფორმაში ხართ! საუკეთესო პერიოდი დგება ახალი რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად. შესაძლებელია რომანი წამოიწყოთ იმ ადამიანთანაც კი, ვისთანაც ადრე ურთიერთობა არ აგეწყოთ. მარსის აქტივობამ შესაძლოა ოჯახურ იდილიას ხელი შეუშალოს — მაღალია ალბათობა, რომ ურთიერთობებში დაძაბულობამ იმატოს. დამატებითი შემოსავლის წყაროების ძებნა არ გჭირდებათ, რადგან ბედისწერა საკმაოდ სოლიდურ სიურპრიზს გიმზადებთ! წნევის ცვალებადობისკენ მიდრეკილ პირებს მართებთ სიფრთხილე, რადგან გეომაგნიტურმა ფონმა შესაძლოა უსიამოვნო სიმპტომები გამოიწვიოს. აუცილებელი მედიკამენტები ხელთ იქონიეთ.
სასწორი
პლანეტების მიმდინარე განლაგება თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. სრულიად შესაძლებელია, სულ მალე საკუთარ ბედს შეხვდეთ! იდეალური დღეა გარდერობის გასაახლებლად, ასევე შეგიძლიათ ძვირფასეულობა, ავეჯი ან ინტერიერის ნივთები შეიძინოთ. თუ კოლეგა კაფეში წასვლას შემოგთავაზებთ, უარს ნუ იტყვით — მისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. ისწავლეთ გუნდური მუშაობა — ეს დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. წარმატებული პერიოდია ყველაფრისთვის, რაც ფინანსებს უკავშირდება, თუმცა, საკუთარი გეგმები, პარტნიორების გარდა, არავის გაანდოთ.
მორიელი
ოჯახის წევრებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მაშინაც კი თუ ყელამდე სამუშაოში ხართ ჩაფლული. ოჯახი თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს. თუ სამსახურში ახალ პროექტში ჩართვა შემოგთავაზეს, გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ მოსალოდნელი შედეგები კარგად გათვალოთ. საუკეთესო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, თუმცა ფინანსური შეზღუდვების გამო ამის საშუალება ყველას არ ექნება. თუ გასტრიტისკენ ხართ მიდრეკილი, უმჯობესია მომდევნო კვირა დიეტას დაუთმოთ.
მშვილდოსანი
თუ ცდუნებას ებრძვით, რომ შეცდომა გამოასწოროთ და ძველი ურთიერთობა აღადგინოთ, ამ იმპულსს ნუ აჰყვებით, თორემ იგივე შეცდომას დაუშვებთ. პროექტი, რომელზეც ბოლო დროს მუშაობდით, თითქმის დასრულებულია. სასურველი შედეგის მისაღწევად გირჩევთ, თქვენი გეგმა მცირე ნაწილებად დაყოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. გარშემომყოფთა სიჯიუტის გამო მოსალოდნელია კამათი და ურთიერთბრალდებები, თუმცა ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, დავაში ჩაგითრიონ. გამოცდილი ადამიანების რჩევებს ნუ უგულებელყოფთ— ეს ფინანსურ სირთულეებს თავიდან აგაცილებთ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობის, რომანტიკული პაემნებისა და სიყვარულის ახსნისთვის. ვენერა აქტიურ ფაზაში გადადის — ეცადეთ ეს მომენტი გამოიყენოთ! ძველი მეგობრები თავს შეგახსენებენ. მათთან შეხვედრის დროს შეგიძლიათ თავისუფლად ისაუბროთ ოჯახზე, სამსახურზე თუ იმაზე, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ. ერიდეთ ყველა მოვალეობის საკუთარ თავზე აღებას და სხვებსაც მიეცით საშუალება, რომ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ. გაუზიარეთ სხვებს თქვენი მიღწევები, თუმცა ეცადეთ, ლიდერის პოზიციები შეინარჩუნოთ.
მერწყული
დღეს განსაკუთრებით მიმზიდველი და მომხიბვლელი ბრძანდებით — ერთი შეხედვითაც კი შეძლებთ იმ ადამიანის გულის მოგებას, ვინც მოგწონთ. ინიციატივის გამოჩენა და პირველი ნაბიჯის გადადგმა ნუ მოგერიდებათ. ეს დღე შინაგან თავისუფლებას და განწმენდას განასახიერებს და ხელსაყრელია პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის. ხელმძღვანელი თქვენს შრომით მიღწევებს დააფასებს და ახალ თანამდებობას შემოგთავაზებთ. ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური შრომა სიამოვნებას მოგიტანთ. ეცადეთ კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.
თევზები
ნუ შეეცდებით ერთდროულად რამდენიმე რომანის გაბმას, ასეთი მიდგომა ბედნიერებას ვერ მოგიტანთ. ეცადეთ დაისვენოთ და საკუთარი თავი და ფიქრები წესრიგში მოიყვანოთ. არსებობს ახალი, სასურველი თანამდებობის მიღების შანსი. წარმატება უპირველეს ყოვლისა გაბედულ, შეუპოვარ და მიზანდასახულ ადამიანებს ელის, თუმცა საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. შემოიკრიბეთ გარშემო პოზიტიური ადამიანები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და განწყობას აგიმაღლებენ. სასურველია, საღამო ოჯახის წევრების ან მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან