დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:26 პარ. 16 ოქტომბერი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღეს ვარსკვლავები პატარა დრამას გიწინასწარმეტყველებენ .არ არის გამორიცხული, საყვარელ ადამიანთან იჩხუბოთ, თუმცა საღამო აუცილებლად ტკბილი შერიგებით დასრულდება. ოჯახურ ცხოვრებაში სიმშვიდე ისადგურებს — რჩეულის გვერდით თავს მშვიდად და ბედნიერად იგრძნობთ, თუმცა, ფარული თაყვანისმცემელი მოულოდნელ სიურპრიზს გიმზადებთ!

თითქმის ყველა სფეროში წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, რასაც შურიანების გააქტიურება მოჰყვება. ამ ადამიანებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ განწყობა გაგიფუჭონ. მოსალოდნელია დამატებითი შემოსავალი. ეცადეთ ფული გონივრულად გამოიყენოთ და ყურადღება მთავარ ფინანსურ მიზნებსა თუ ინვესტიციებზე გადაიტანოთ.

კურო

მარტოხელა კუროს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება. შეიძლება ახალმა ამბავმა წონასწორობა დაგაკარგვინოთ, თუმცა ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ — ყველაფერი ისე საგანგაშოდ როდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

სამსახურში ორმხრივად სასარგებლო გარიგებები ახალი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. მეტის გამომუშავების სურვილი თქვენს შესაძლებლობებს აჭარბებს, ამიტომ ეს პერიოდი მსხვილი შენაძენებისა და ინვესტიციებისთვის არახელსაყრელია — გირჩევთ, ფული უკეთესი დროისთვის დაზოგოთ!

ამ დღეს მთავარია, ძალების აღდგენა შეძლოთ — გემრიელი კერძები მიირთვით, სასიამოვნო ადამიანებს ესაუბრეთ, პარკში ისეირნეთ ან უბრალოდ შოპინგით გაერთეთ.

ტყუპები

სიყვარულში წინსვლა და წარმატება გელით! ვარსკვლავები გირჩევენ, ინიციატივა გამოიჩინოთ, თუმცა სხვა შეთავაზებებზეც უარს ნუ იტყვით. მეორე ნახევართან ურთიერთობა იდეალურად აეწყობა — მისი გაფუჭება მხოლოდ თქვენს თავაწყვეტილ გართობას შეუძლია.

ჯობია, ბიზნესმენებმა შესვენება აიღონ და ახალ შეთანხმებებს ხელი არ მოაწერონ: იუპიტერს სატურნის უარყოფითი ენერგია კეტავს, რაც საქმეებს გაართულებს. საუკეთესო პერიოდია მავნე ჩვევებთან დასაშვიდობებლად, საღამო კი, ასტროლოგების რჩევით, პირად ცხოვრებას და სულიერ განვითარებას უნდა დაუთმოთ. ეცადეთ კომპიუტერთან ან წიგნთან აღარ გაათენოთ და დილაობით დაღლილობის შეგრძნებაც გაქრება.

კირჩხიბი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნას, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. ეცადეთ, გულახდილად ისაუბროთ და ყველაფერში გაერკვიოთ. მოსალოდნელია უსიამოვნო სიურპრიზი, რაც თქვენგან ძალების მობილიზებასა და ცივ გონებას მოითხოვს.

შესაძლოა სურვილი გაგიჩნდეთ, რომ პროფესიული საქმეები სამომავლოდ გადადოთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე აუცილებლად ბოლომდე მიიყვანოთ. ეს დღე მოქმედების სფეროს გაფართოებისთვის არახელსაყრელია, რადგან ავტორიტეტული ადამიანების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ. გარდა ამისა, წარსულის მოვლენებმა შესაძლოა თქვენს რეპუტაციასა და თვითშეფასებაზე ძალიან იმოქმედოს.
მოერიდეთ გაციებას, რადგან ამ დღეს გაციების რისკი განსაკუთრებით მაღალია.

ლომი

თქვენი მხიარული განწყობა საოჯახო საქმეებსა თუ ერთობლივ აქტივობებს განსაკუთრებით საინტერესოს გახდის. შეგიძლიათ სახლის დალაგება ოჯახის წევრებს გადააბაროთ და ხელები უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის გაითავისუფლოთ!

კოლეგებთან საკუთარი მიღწევებით თავის მოწონებას ერიდეთ — ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ. გაითვალისწინეთ, რომ უარყოფითი განწყობა მხოლოდ უსიამოვნებებს იზიდავს, ამიტომ ეცადეთ, დადებითად იაზროვნოთ მაშინაც კი, თუ ამის მიზეზი არ გაქვთ.

თუ ბოლო დროს სამსახურში გადატვირთული ხართ, შაბა-კვირას აუცილებლად დაისვენეთ — ცხელი ჩაი და კარგი წიგნი დაღლილობის საუკეთესო წამალია.

ქალწული

რომანტიკული გატაცებებისა და მთვარის შუქზე სეირნობის დრო ჯერ არ დამდგარა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარულში შანსი არ გაქვთ. უბრალოდ, ტემპი უნდა შეანელოთ, თორემ შეცდომებს დაუშვებთ.

დაოჯახებულებმა გამონახეთ დრო მეუღლესთან ერთად სეირნობისა და გულახდილი საუბრებისთვის — განტვირთვა და გარემოს შეცვლა ჰაერივით გჭირდებათ. სამსახურში შეთანხმების მიღწევა გაგიჭირდებათ, რადგან კოლეგები მთავარ საკითხებში ვერ დაითანხმეთ.

ფინანსებთან არასერიოზულმა დამოკიდებულებამ შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ. დღეს შეიძლება ჯიბის ქურდების სამიზნეც კი გახდეთ! რაც შეეხება ჯანმრთელობას, პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მთავარია, დროულად დაიძინოთ და ორგანიზმის გასაძლიერებლად ვიტამინები შეიძინოთ.

სასწორი

ამ დღეს მშვენივრად გაერთობით წვეულებაზე, სადაც შეძლებთ იხალისოთ და ცოტა იფლირტაოთ კიდეც. გირჩევთ, თავისუფალ დროს სახლის კეთილმოწყობით დაკავდეთ, რათა ბინაში მყუდრო ატმოსფერო შეიქმნას.

წვრილმანი საკითხები ძირითად საქმეებს მოგწყვეტთ, ამიტომ ეცადეთ, ისინი სხვებს გადააბაროთ. გახსოვდეთ, მდიდარი ის კი არ არის, ვისაც ბევრი ფული აქვს, არამედ ის, ვისაც რაც აქვს, ის ჰყოფნის. ასტროლოგები გირჩევენ, მოდურ ტენდენციებს არ აჰყვეთ და გაუმართლებელ ხარჯებს მოერიდოთ.

საჭესთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ — არსებობს ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი.

მორიელი

ამ დღეს ყველას მოხიბლავთ! ასე რომ, თაყვანისმცემლების ნაკლებობა არ გემუქრებათ. დაოჯახებულ მორიელებს ფინანსების ნაკლებობის ან ნათესავებთან ურთიერთობის გამო უთანხმოება ელით.

პროფესიული ზრდისა და ოფიციალური შეხვედრებისთვის მშვენიერი პერიოდია. სავარაუდოდ, შეძლებთ, რომ პირადი კავშირები მატერიალური მხარდაჭერისა და სამსახურებრივი სტატუსის განმტკიცებისთვის გამოიყენოთ. ეცადეთ სასიამოვნო საქმით დაკავდეთ — ის შემოსავლის ახალ წყაროდ იქცევა.

დროა გასული თვე შეაჯამოთ და მიმდინარე თვის გეგმა შეადგინოთ. გირჩევთ კვების რეჟიმი დაიცვათ და მენიუდან ცხიმიანი, შემწვარი და მარილიანი საკვები ამოიღოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენს გზაზე მთავარი დაბრკოლება არარგანიზებულობაა. ეცადეთ, ცხოვრება მოაწესრიგოთ და გაცილებით მეტს მიაღწევთ! ეს დღე წარმატებულია ხელშეკრულებების დადების, საბუთების გაფორმებისა და ფინანსური ტრანზაქციებისთვის. სწორად შედგენილი გეგმა საშუალებას მოგცემთ, ყველა დავალება დროულად დაასრულოთ. თუ თქვენს ცხოვრებაში პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

საყოფაცხოვრებო საკითხებში მოსალოდნელია მცირე სირთულეები. თუ სპორტდარბაზში დადიხართ, ჯობს ფიზიკური დატვირთვა ცოტათი შეამციროთ.

თხის რქა

ხმაურიან წვეულებებზე და მეორე ნახევართან საქმეების გარჩევაზე რამდენიმე დღით უარი უნდა თქვათ. მთლიანობაში, პოზიტიური ენერგიით სავსე დღეა. შესაძლოა, საინტერესო იდეა გეწვიოთ, თუმცა მისი განხორციელება ჯერ ადრეა — შინაგანი ხმა გიკარნახებთ, ეს საქმე როდის დაიწყოთ.

ფინანსური პრობლემები დროებით დაივიწყეთ. ახლა ნებისმიერი ფულადი ოპერაცია ზარალს მოგიტანთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე — ახლა პროფილაქტიკური კვლევების ჩატარებისთვის შესაფერისი დროა.

მერწყული

უმჯობესია, რომ მარტოხელა მერწყულებმა სიყვარულის ძებნა ცოტა ხნით გადადონ — ახლა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის არახელსაყრელი დროა. შორეული ნათესავების სტუმრობა მოულოდნელი იქნება, ამიტომ ჰოროსკოპი გირჩევთ, სახლი საფუძვლიანად დაალაგოთ, რათა ასეთ სიურპრიზს მომზადებული შეხვდეთ.

ზოგი ჩანაფიქრი მნიშვნელოვან შესწორებას მოითხოვს, ზოგ გეგმაზე კი საერთოდ უარის თქმა მოგიწევთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება გაჩერდა! საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ სამუშაო ადგილის შეცვლაზც იფიქროთ. ყურადღება დაუთმეთ ახლობლებს — შესაძლოა ვიღაც შეუძლოდ არის და ამას თავადაც ვერ აცნობიერებს.

თევზები

თუ ფიქრობთ, რომ განშორების შემდეგ ხელმეორედ შეყვარებას ვეღარასდროს შეძლებთ, ეს მცდარი შეგრძნებაა — მალე შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს!

ახლობელი ადამიანი ერთ საჩოთირო საქმეზე რჩევას გკითხავთ, თუმცა გაითვალისწინეთ — შესაძლოა, ეს პასუხისმგებლობის თქვენთვის გადმობარების მცდელობა იყოს. ზოგი თევზი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუმცა გამოსავალს კოლეგებთან ან ახლობლებთან ერთად იპოვის. ბიუჯეტის დაგეგმვა ზედმეტ ხარჯებს თავიდან აგაცილებთ. ასტროლოგები უახლოესი 24 საათის განმავლობაში ინტენსიურ ვარჯიშებს არ გირჩევენ, ფეხით სეირნობა კი ნამდვილად წაგადგებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge