დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:48 ხუთ. 15 ოქტომბერი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

მფარველი პლანეტის ენერგია ახალ სიმაღლეებზე აგიყვანთ და ყველა ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ოჯახში სითბო და სიმშვიდე დიდხანს შენარჩუნდება, თუმცა ვარსკვლავები აზრთა სხვადასხვაობასაც არ გამორიცხავენ. გაითვალისწინეთ, რომ გამოცდების პერიოდი ჯერ არ დასრულებულა: ნებისმიერი საქმე დიდ ძალისხმევას და არასტანდარტულ მიდგომებს მოითხოვს. წინ რთული და შრომატევადი დღეებია, პარალელურად კი ძველ ვალებსა და ფინანსურ ვალდებულებებსაც უნდა მიხედოთ. თუ ბოლო დროს ზურგი ან თეძოები გაწუხებდათ, ამ დღეს შესამჩნევ შვებას იგრძნობთ, თუმცა კუნთებს ჯერ კიდევ დასვენება სჭირდება — გადატვირთვას უნდა მოერიდოთ!

კურო

ბოლო დროს ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ და ცხოვრებისეული გზის ძიებაში ხშირად უკიდურესობებში ვარდებით. ოდნავ შეჩერდით, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და ეცადეთ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ. გეჩვენებათ, რომ ახლობლებთან ურთიერთობა ჩიხში შევიდა? ცდებით, რადგან საერთო ენის გამონახვა ყოველთვის შესაძლებელია. ხელმძღვანელობისა თუ კოლეგების ზეწოლას ნუ აჰყვებით და უქმეებზე მუშაობაზე უარი თქვით — სახლი და ოჯახი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური შემოსავალი. ამ დღეს ნებისმიერი შენაძენი, ინვესტიცია თუ საინტერესო პროექტში მონაწილეობა წარმატებული იქნება, თუმცა, დიდმა დატვირთვამ შესაძლოა ენერგია გამოგაცალოთ — სიმშვიდე და დასვენება ჰაერივით გჭირდებათ.

ტყუპები

ვნების ცეცხლი ახალ ძალას იკრეფს — მიეცით სიყვარულს უფლება, რომ სული გაგიბრწყინოთ და დაუვიწყარი წუთები გაჩუქოთ. უმჯობესია, ეს დღე ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაში გაატაროთ; საყვარელი ადამიანი დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ და სასიამოვნო სიურპრიზით გაგახარებთ. მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადეთ, რადგან დღეს გონებაგაფანტული ხართ და შესაძლოა მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩეთ. თუ ფინანსურ სტაბილურობაზე ოცნებობთ, მალე ოცნება აგისრულდებათ და მატერიალური პრობლემები უკვალოდ გაქრება. ამ კვირაში სუნთქვის ორგანოები განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ გაციებასა და ანგინას უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი

შესაძლებლობა გეძლევათ, რომ პარტნიორთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და ერთმანეთს ფიქრები თუ გრძნობები გულწრფელად გაუზიაროთ. ემოციებს ნუ დამალავთ — მიეცით სიყვარულს უფლება, ცხოვრება სითბოთი და რომანტიკით აგივსოთ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, თუმცა მალევე მოგვარდება. ვარსკვლავების განლაგება ვენერას მფარველობას გპირდებათ. მოემზადეთ სამსახურებრივი მივლინებისთვის, რომელიც შეიძლება უახლოეს დღეებში დაიგეგმოს. სულ მალე თქვენი ბიუჯეტი მნიშვნელოვანი შემოსავლებით შეივსება, მანამდე კი ხარჯები მოიმატებს, თუმცა ეს განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. გირჩევთ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. იმუნიტეტი გაიძლიერეთ, რათა ვირუსების სეზონს მომზადებული შეხვდეთ.

ლომი

მარტოხელა ლომებს რომანტიკული ნაცნობობის შესანიშნავი შანსი ეძლევათ. თუ მოინდომებთ, შესაძლოა ვნებიანი რომანიც კი წამოიწყოთ. თუ მეორე ნახევარი ნერვებს გიშლით, ეცადეთ რამდენიმე დღით განმარტოვდეთ და ყველასგან დაისვენოთ. შესანიშნავი დღეა ნაყოფიერი შრომის, ოფიციალური კავშირების დამყარებისა და ხელმძღვანელობასთან საუბრისთვის. სამსახურში თქვენი ენერგიულობა და მონდომება აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს. საკუთარ ფინანსურ წარმატებებზე საუბარს ნუ მოერიდებით — შესაძლოა, ეს ახალი პერსპექტივების გაჩენის საფუძველი გახდეს. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, მენიუდან ამოიღეთ ზედმეტად მარილიანი და ცხიმიანი, ასევე შემწვარი კერძები და ალკოჰოლი.


ქალწული

თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობა ტვირთად დაგაწვათ და მძიმე ბორკილივით გექაჩებათ, დროა, ამ თამაშს წერტილი დაუსვათ. სავარაუდოდ, ახლობლების მხრიდან ჭკუის სწავლების მოსმენა დიდხანს გიწევდათ, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ დაგროვილმა უკმაყოფილებამ მალე გარეთ გამოხეთქოს. თქვენს გარემოცვაში ბევრი ჭორაობის მოყვარულია, ასე რომ, მეტი სიფრთხილე გმართებთ! იწყება ხელსაყრელი პერიოდი ახალი საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად, თუმცა გახსოვდეთ, რომ ახალ ნაცნობებს ბრმად არ უნდა ენდოთ. უქმეებზე თანამოაზრეების შემოკრებას შეძლებთ. ეცადეთ ფიზიკური დატვირთვა შეამციროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კუნთებისა და იოგების დაჭიმვას ვერ აიცილებთ!

სასწორი

დროა, ყველა კითხვას საბოლოო პასუხი გასცეთ. რაში ემთხვევა თქვენი და თქვენი რჩეულის ინტერესები? რისი კეთება გიყვართ ერთად ყველაზე მეტად და შეგიძლიათ თუ არა ერთმანეთის ნდობა? პირად ცხოვრებაში დროებითი სიმშვიდეა — ამ ნიშნის წარმომადგენლები მთლიანად საოჯახო საქმეებში ჩაეფლობიან. ჭორიკანა კოლეგებთან გულახდილ საუბრებს მოერიდეთ. დღეს ნებისმიერ საქმეში თქვენი მთავარი მოკავშირე სიმტკიცე და შეუპოვრობა უნდა იყოს. თქვენი შრომის ნაყოფიერება შთამბეჭდავი იქნება — იმაზე გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე გეგმავდით. ეს შინაგანი გარდასახვის, ფარული ცოდნის მიღებისა და სულიერი გაწმენდის დღეა. მოერიდეთ ხისტი ნაბიჯების გადადგმას, გაუმართლებელ რისკსა და ცდუნებებს.

მორიელი

შესაძლოა, გადაჭარბებული ემოციურობა ხელს გიშლით, რომ არსებულ ურთიერთობას ობიექტურად შეხედოთ. მეორე ნახევრის გაკერპება საჭირო არ არის, მაგრამ ნურც მისი ნაკლოვანებების მიზანმიმართულ ძებნას ეცდებით. ძველი ნაცნობი დახმარებას გთხოვთ — ბოლოს და ბოლოს, მეგობრები სწორედ იმისთვის არიან, რომ გასაჭირში ერთმანეთს დაეხმარონ. ყურადღება მთავარზე გადაიტანეთ და წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველი პრობლემების მოგვარებამ ან შეცდომების გამოსწორებამ მთელი თქვენი დრო წაიღოს. ასევე მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებიც. სხვებზე მორგების აუცილებლობა წარსულს ჩაბარდა — კოსმოსური ენერგია დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ მიზანს მიაღწიოთ.

მშვილდოსანი

თუ თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის გაუგებრობა იყო, იცოდეთ, რომ ძალიან მალე ის წარსულს ჩაჰბარდება. თქვენს ურთიერთობაში მთავარ ადგილს სიყვარული, პატივისცემა და ურთიერთგაგება დაიმკვიდებს, მშვიდ ოჯახში კი როგორც წესი, ჯანსაღი ატმოსფერო სუფევს. ხელმძღვანელებს ვურჩევთ ხელქვეითთა შრომას უფრო ყურადღებით დააკვირდნენ — შესაძლოა, ისინი დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერ ართმევენ. გამორიცხული არ არის, რომ ახლო მომავალში ძლიერი კონკურენტი ან მოწინააღმდეგე გამოგიჩნდეთ, რაც თქვენგან წინდახედულობასა და გადამწყვეტ ნაბიჯებს მოითხოვს. ამ დღეს ნერვიულობასა და შფოთვას მოერიდეთ, საღამოს კი საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე ისეირნეთ.

თხის რქა

საყვარელი ადამიანი მიეჩვია, რომ მისი კეთილდღეობისთვის უკნ არაფერზე დაიხევთ, თუმცა გიპასუხებთ თუ არა იმავეთი, არავინ იცის. ნუ დაიჯერებთ, რომ საბოლოო სიტყვა თქვენ გეკუთვნით. თუ კამათში ჩაბმას აპირებთ, დარწმუნდით, რომ ხელში უტყუარი არგუმენტები გაქვთ! ეს დღე მრავალი თვალსაზრისით პერსპექტიული იქნება. შესანიშნავი დროა ერთობლივი საქმიანობისთვის, ახალი საქმეების ათვისებისა და შემოქმედებითი მუშაობისთვის. იზრუნეთ ფინანსური ზრდის შესაძლებლობებზე და უარს ნუ იტყვით იდეებზე, რომლებსაც დამატებითი შემოსავლის მოტანა შეუძლიათ. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა ძალების გამოლევა იგრძნოთ. მოსალოდნელია სიყალბესთან და ილუზიებთან შეჯახებაც — დაღლილობამ კი შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.

მერწყული

შესაძლოა, ახალი ნაცნობობა მალე ნამდვილ რომანში გადაიზარდოს! მალე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი წარმატებით მოგვარდება, მათ შორის ისინიც, რომლებიც ბოლო დროს თქვენ და თქვენს ოჯახს გაწუხებთ. გექნებათ შანსი, რომ ფასეული ინფორმაცია, რომელიც მალე გამოგადგებათ, სხვებზე ადრე შეიტყოთ. ეს პერიოდი იდეალურია რთულ პროექტებზე მუშაობისთვის — თქვენი ენთუზიაზმი საქმის დათქმულ ვადაზე ადრე დასრულებაში დაგეხმარებათ. დღეს მშვიდად შეგიძლიათ ყველასთვის პრინციპული საკითხები განიხილოთ. ერთადერთი, რამაც შესაძლოა ხასიათი გაგიფუჭოთ, ფინანსებისადმი დამოკიდებულებაა — ფული სწრაფად იხარჯება, თქვენ კი ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებთ. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე და ცადეთ ამინდის შესაბამისად შეიმოსოთ.

თევზები

შესანიშნავი დღეა ერთობლივი საქმიანობისთვის. დღეს ენერგიითა და ძალებით იქნებით სავსე, რაც ნებისმიერ დაბრკოლებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს სხვისი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. ეს ძალისხმევას მოითხოვს, სამაგიეროდ ახალ მეგობრებს შეიძენთ, რომელთა იმედიც კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის გექნებათ. დარწმუნდით, რომ სამსახურში გადადგმული თითოეული ნაბიჯი პრაგმატულ მიზანს ემსახურება და სასურველ შედეგს იძლევა. ჯანსაღ ლოგიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები დასახული მწვერვალების დაპყრობაში დაგეხმარებათ. თქვენი ენერგეტიკული ფონი საგრძნობლად ამაღლდება, თუმცა ჰოროსკოპი გირჩევთ, საკუთარი ძალები ობიექტურად შეაფასოთ და მარცხისთვის განწირულ საქმეებს არ შეეჭიდოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge