19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:18 კვი. 18 ოქტომბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შესაძლოა, გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფსკრულის პირასაა და დაშორებას არაფერი გიკლიათ, თუმცა ბოლო წუთს მაინც მიხვდებით, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი. ეცადეთ, საღამო ოჯახის წევრებს დაუთმოთ — ბევრი სალაპარაკო დაგიგროვდათ და დროს საინტერესოდ გაატარებთ. თუ შესაძლებელია, კოლეგებთან კამათში ნუ ჩაერთვებით და თქვენი საქმე მშვიდად შეასრულეთ. ხელსაყრელი დღეა მაღაზიებში სიარულისთვის — შანსი გაქვთ, შეიძინოთ ის, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა მკურნალ ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი მაინც სასურველია — ეს სამომავლო გართულებებს თავიდან აგაცილებთ.
კურო
ამ დღეს შემთხვევითი შეხვედრა მტკიცე და საიმედო კავშირს საფუძველს ჩაუყრის. დღის მეორე ნახევარში ნათესავებთან ურთიერთობის მოწესრიგებას და ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ, რომელიც დღემდე მოსვენებას არ გაძლევთ. საღამოს სტუმრების მისაღებად მოემზადეთ, რომლებიც კარგი ამბებით მოვლენ. ბუნებით ლიდერი ხართ და არა უბრალო შემსრულებელი, ამიტომ ეცადეთ, თქვენს პროფესიულ შესაძლებლობებს ღირსეული გამოყენება მოუძებნოთ. გახსოვდეთ, რომ ფინანსური სტაბილურობა მოთმინებას, სიმტკიცესა და დისციპლინას მოითხოვს. ახალი უნარების ათვისებაში, სწავლასა და განვითარებაში ჩადებული ენერგია ადრე თუ გვიან უხვ ნაყოფს გამოიღებს. მედიტაცია საუკეთესო წამალია, რომელიც თქვენი შრომის ნაყოფიერებას საგრძნობლად გაზრდის.
ტყუპები
ჰოროსკოპი მიგვანიშნებს, რომ შეიძლება თქვენს ურთიერთობაში ბზარები გაჩნდეს. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი ცოტა ხნით განმარტოება და დასვენებაა. თუ ოჯახურ ცხოვრებაში არასტაბილური პერიოდია და გაქვთ ემოციური ცვალებადობა სიყვარულიდან სიძულვილამდე, ვარსკვლავები გირჩევენ, რაღაც შეცვალოთ. სამსახურში ახალ პროექტს შემოგთავაზებენ, რაც სამომავლოდ საინტერესო შემოქმედებითი იდეების განხორციელების საშუალებას მოგცემთ. წინ აქტიური და შემოქმედებითად დატვირთული დღეა. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი ნიჭი და უნარები ურთიერთობებიდან დაწყებული, დაგეგმვით დამთავრებული, ყველაზე განსხვავებულ სფეროებში გამოავლინოთ. სატურნის მარსთან არახელსაყრელი განლაგება თქვენს განწყობაზე უარყოფითად აისახება, რამაც შეიძლება მომატებული შფოთვა გამოიწვიოს.
კირჩხიბი
პრობლემებთან გამკლავებით სასარგებლო გამოცდილებას შეიძენთ და გაცილებით ძლიერი გახდებით. გრძნობების გაღრმავებისა და ურთიერთობის განმტკიცებისთვის საუკეთესო პერიოდია. ამ ჰარმონიას ვერც საყოფაცხოვრებო და ვერც ფინანსური პრობლემები ვერ დაარღვევს. თუ გრძნობთ, რომ ერთ დროს საყვარელ საქმეს კმაყოფილება აღარ მოაქვს და ტვირთად გექცათ, საქმიანობის სფეროს უნდა შეცვალოთ. ფულისა და კეთილდღეობის დევნაში ახლობლებს ნუ დაივიწყებთ —გახსოვდეთ, რომ ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ, თქვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე უნდა იყვნენ. ეცადეთ მხოლოდ სასიამოვნოზე იფიქროთ — ეს დადებითად აისახება როგორც თქვენს ჯანმრთელობაზე, ისე შრომისუნარიანობაზე.
ლომი
მარტოხელა ლომებო, ახლა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის შესაფერისი პერიოდი არ არის, ამიტომ მთელი ყურადღება პროფესიულ საქმიანობაზე უნდა გადაიტანოთ. სამსახურში შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მოგეცემათ და ხელიდან არ გაუშვათ. ხელმძღვანელები თქვენს მონდომებას შენიშნავენ და ღირსეულად დააფასებენ. მეორე ნახევარს თქვენთვის რაღაცის თქმა სურს, თუ თავად გაქვთ სალაპარაკო? ერთმანეთს ყურადღებით მოუსმინეთ — ეს ნებისმიერი გაუგებრობის დაძლევაში დაგეხმარებათ. ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, ყურადღება საყოფაცხოვრებო საქმეებზე გადაიტანოთ, თორემ დაგროვილი პრობლემები მძიმე ტვირთად დაგაწვებათ. ფინანსებს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ — ბიუჯეტის პერიოდული კონტროლი თქვენს ჯიბეს ზედმეტი ხარჯებისგან დაიცავს. ეცადეთ, ამ დღეს საჭესთან არ დაჯდეთ — დაბნეულობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი მომატებულია.
ქალწული
თავს ნუ დაიტანჯავთ ეჭვებით. ვითარებაში გარკვევა გსურთ? საუკეთესო გამოსავალი გულახდილი საუბარია. თუ მარტოხელა ხართ, ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ იმას, ვინც ერთი ნახვით მოგხიბლავთ და თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. სამსახურში ორგანიზატორული ნიჭის სრულად გამოვლენა, მოთმინებისა და შემოქმედებითი მიდგომის გამოვლენა მოგიწევთ. წინ მოვლენებით დატვირთული და აქტიური დღე გელით: მოლაპარაკებები, შეხვედრები, უწყვეტი სატელეფონო ზარები... დროის დიდ ნაწილს სამუშაო ადგილზე გაატარებთ, თუმცა თავს ზედმეტი ვალდებულებებით ნუ დატვირთავთ — ძალების სწორად განაწილება და საღი აზრი დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
სასწორი
თუ გეჩვენებათ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კრიზისი დადგა, ცოტა ხნით საკუთარ ფიქრებთან უნდა განმარტოვდეთ და გრძნობებში გაერკვიოთ. ნათესავების ჩამოსვლა ან მეგობრების სტუმრობა დიდი სიურპრიზი იქნება, ამიტომ სახლი საფუძვლიანად უნდა დაალაგოთ. ზურგს უკან ჭორებსა და ჩურჩულს ყურადღებას ნუ მიაქცევთ — თუ თქვენზე ლაპარაკობენ, თქვენი შურთ! ნებისმიერი საქმის შესრულებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსურ ხარჯებს ეხება. ამ დღეს ქურდობის საფრთხეც არსებობს, ასე რომ, ხალხმრავალ ადგილებში ყურადღება არ მოადუნოთ. ერიდეთ წვრილმან უსიამოვნებებს, რომლებმაც შეიძლება განწყობა დიდი ხნით გაგიფუჭოთ.
მორიელი
დღის მეორე ნახევარში მოხდება მოვლენა, რომელიც სამყაროს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ! როგორც ჩანს, ეს ცვლილება თქვენს პირად ცხოვრებას უკავშირდება. დღე უამრავი სიურპრიზით იქნება დახუნძლული — სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა და დადებითი ემოციებით დამუხტვა გელით. იზრუნეთ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებაზე; პერიოდული შესვენებები ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ამ დღეს სესხის აღება ცუდი იდეაა — ეცადეთ, არსებულ რესურსს დასჯერდეთ. მნიშვნელოვანი საქმეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ — ახალი პარტნიორების მოსაძებნად არახელსაყრელი დროა.
მშვილდოსანი
თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი პიკზეა. მშვენიერი შანსი გაქვთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. გონებას ყოველდღიური საყოფაცხოვრებო წვრილმანებით ნუ გადატვირთავთ. გამორიცხული არ არის, რომ მეგობრებს ან ნათესავებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. ნუ გადადებთ დაპირებების შესრულებას, რომელიც ახლახან გაეცით! დიდი ალბათობით, მალე თავს უამრავი საქმე დაგატყდებათ, რაც პირობის შესრულებაში ხელს შეგიშლით. წინ აქტიური პერიოდი გელით, რაც ფიზიკურ და სულიერ რესურსებს მოითხოვს. სირთულეების მიუხედავად, საკუთარ მიზნებზე უარს ნუ იტყვით. კიდევ სცადეთ და სასურველს აუცილებლად მიაღწევთ.
თხის რქა
ახლახან დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა მალე დასრულდება — ვარსკვლავები ამ კავშირი გაგრძელებას ხელს არ უწყობენ. ოჯახში შესაძლოა მცირე სირთულეებმა იჩინოს თავი, თუმცა ნუ იდარდებთ, ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით. კონფლიქტების მშვიდობიანად მოსაგვარებლად ცოტა ეშმაკობის და ცოტა დიპლომატიური თვისებების გამოჩენა მოგიწევთ. სამსახურში რაც უფრო გადამჭრელად იმოქმედებთ, მით უფრო წარმატებით დასრულდება თქვენი წამოწყება და ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. ვარსკვლავები შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძიებასა თუ საქმიანობის ახალ სფეროზე გადასვლაში წარმატებას გპირდებიან. საუკეთესო დროა სპორტისთვის, ასე რომ, ფიზიკური ფორმის გაუმჯობესების შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.
მერწყული
სასიყვარულო თავგადასავლებით დატვირთული პერიოდია, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დღევანდელი დღე საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა გაატაროთ; რესტორანში ერთობლივი ვახშამი საუკეთესო საჩუქარი იქნება. შესაძლოა, შემოსავლის დამატებითი წყარო გამოჩნდეს — ეს იქნება ნახევარ განაკვეთზე შრომა, სადაც ფიზიკურად დატვირთვა მოგიწევთ. ვარსკვლავები ყველაზე ამბიციური მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან. დღის პოზიტიური ტენდენციები გარიგებების დადებასა თუ კომერციულ საქმიანობაში წარმატებას გპირდებათ. იმატებს ტრავმის მიღების რისკი, ამიტომ ექსტრემალურ სპორტსა და გართობას მოერიდეთ.
თევზები
საყვარელი ადამიანი თქვენზე ნაწყენია — სამუშაოს მეტ დროს უთმობთ და მას ნაკლებ, ამიტომ შეცდომა უნდა გამოასწოროთ. პარტნიორთან დებატები დაგეხმარებათ, დაინახოთ, რა უნდა გააუმჯობესოთ თქვენს საქმიანობაში, რათა უკეთესი შედეგები აჩვენოთ. შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ იმ პროექტის განხორციელება, რომელსაც აქამდე სიფრთხილის ან სახსრების ნაკლებობის გამო სამომავლოდ ინახავდით — ვარსკვლავები წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ! ვარჯიში, სუფთა ჰაერი და ჯანსაღი ძილი — აი, ის სამი პირობა, რომელიც შესანიშნავ განწყობასა და ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან