დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 ორშ. 19 ოქტომბერი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ახალი ნაცნობობისთვის არახელსაყრელი დღეა — შესაძლოა, ანგარებიან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს გამოყენებას ეცდება. სხვის აზრს ბრმად ნუ ენდობით, თუნდაც აღიარებულ ავტორიტეტად მიგაჩნდეთ. სხვისი გამოცდილებით ცხოვრებას ყოველთვის სჯობს, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ. გამორიცხული არ არის, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. სამუშაოზე შექმნილი დაძაბული ვითარება მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ უფულობა ნამდვილად არ გემუქრებათ. ეცადეთ, ოპტიმისტურად იაზროვნოთ. სევდიანი ფიქრები და ნერვიულობა როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ განწყობაზეც უარყოფითად აისახება.

კურო

ვარსკვლავები სიყვარულში სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ — გამორიცხული არ არის, თქვენი გულის მოგება ისეთმა ადამიანმა სცადოს, რომელსაც პირადი ინტერესები ამოძრავებს. ახლობლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობები, თუმცა ემოციებს ნუ აჰყვებით და ეცადეთ, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იპოვოთ. სამსახურში საკუთარ შესაძლებლობებს ბრწყინვალედ გამოავლენთ, მაგრამ დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ. ბოლო დროს ბედი ფინანსური შემოსავლებით არ განებივრებთ, თუმცა მთავარი მატერიალური მხარე კი არა, ჯანმრთელობაა - ამ მხრივ კი ყველაფერი წესრიგშია. საღამოს შეიძლება მცირე ნოსტალგია იგრძნოთ, რამაც შეიძლება დღევანდელ დღეს სევდა შემატოს.

ტყუპები

სასიკეთო ცვლილებები კარს მოგადგათ და სავარაუდოდ, ეს სრულიად მოულოდნელად მოხდება! ურთიერთობების გარკვევას ნუ იჩქარებთ — დუმილი ყოველთვის დამარცხებას არ ნიშნავს. უზარმაზარი პოტენციალი გაქვთ, ამიტომ წვრილმანებზე ნუ დახარჯავთ — პრიორიტეტული საქმეები გამოყავით და პირველ რიგში ისინი მოაგვარეთ. ნუ ეცდებით, რომ საკუთარი მოვალეობების ნაწილი სხვას გადააბაროთ — ამით გუნდში ავტორიტეტს დაკარგავთ. ბიუჯეტის დაგეგმვას მეტი ყურადღება დაუთმეთ, თორემ შეიძლება ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდეთ. იუპიტერის მეხუთე სახლში გადასვლის გამო შესაძლოა სისუსტე იგრძნოთ, თუმცა გვირილისა და ბარამბოს ჩაი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

იმად თავის მოჩვენებას, ვინც არ ხართ, აზრი არ აქვს, რადგან ადრე თუ გვიან ნიღბის ჩამოხსნა მოგიწევთ და თქვენი ტყუილი გაცხადდება. საერთო საქმე თქვენს კავშირს უფრო გაამყარებს. ხელსაყრელი დღეა ადრე დაწყებული პროექტების დასასრულებლად და ყოველდღიური ამოცანების გადასაჭრელად. რასაც ვეღარ შეცვლით იმაზე ფიქრში დროს ნუ დაკარგავთ. ეცადეთ, ეჭვებისგან გათავისუფლდეთ და სამოქმედო გეგმა დაისახოთ. ფინანსურ სფეროში სტაბილურობამდე შორსაა, ამიტომ მსხვილ და გაუთვალისწინებელ ხარჯებს უნდა მოერიდოთ. სიმძიმეების აწევისას სიფრთხილე გამოიჩინეთ — ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება ხერხემალი დააზიანოს.

ლომი

ახლო მომავალში მხიარულ წვეულებაზე აღმოჩნდებით, სადაც უამრავ ქათინაურს და თბილ სიტყვას მოისმენთ, თუმცა ახალმა თაყვანისმცემელმა შეიძლება გაგაღიზიანოთ. გირჩევთ, ეს დღე მთლიანად საოჯახო საქმეებს დაუთმოთ. ოჯახის წევრები თქვენს ინიციატივას სიამოვნებით შეხვდებიან და დაგეხმარებიან კიდეც. სამსახურში უმჯობესია მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ — თქვენი გეგმების შესახებ რაც უფრო ნაკლები ადამიანი გაიგებს, მით უკეთესია. ფინანსური ექსპერტებისა და ანალიტიკოსების რჩევებზე მეტად საკუთარ ინტუიციასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას უნდა ენდოთ. ეცადეთ, უსიამოვნო ფიქრები თავიდან ამოიგდოთ. საყვარელი საქმიანობა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ქალწული

თუ რამე სირთულეს ან პრობლემას წააწყდით, ნუ მოგერიდებათ, რომ დახმარებისთვის ახლობელ ადამიანებს მიმართოთ. შესაძლოა, უახლოეს დღეებში გათხოვილ ქალბატონებს უსიამოვნო ამბავი შეატყობინონ, რომელიც სიცრუე აღმოჩნდება. ავის მოსურნეთა მიერ დაყრილ ჭორებს ნუ ენდობით და თქვენს ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს. შეხვედრები, სატელეფონო ზარები და საქმიანი მოლაპარაკებები — ასეთია უახლოესი პერიოდის მოვლენები, რომლებსაც ჰოროსკოპი გიწინასწარმეტყველებთ! ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ სანდო დამხმარეები გყავთ, რომლებიც მზად არიან, თქვენი ტვირთის ნაწილი საკუთარ თავზე აიღონ.
დღეს დაშვებულმა შეცდომებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგი გამოიწვიოს. გამორიცხული არ არის, მალე ღირებულებათა გადაფასებისა და სულიერი ძიების პერიოდი დაიწყოს, რაც თქვენს შინაგან მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

სასწორი

მოთხოვნები, რომლებსაც საყვარელ ადამიანს უყენებთ, გადაჭარბებულია — ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული. ამ დღეს განსაკუთრებით ოჯახურ ჰარმონიაზე უნდა იზრუნოთ. გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად და ურთიერთგაგების ატმოსფერო შექმენით. შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებისას მეტი მოთმინებისა და დიპლომატიის გამოჩენა დაგჭირდეთ. ეცადეთ, ისეთი გამოსავალი იპოვოთ, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. სამსახურში მოსალოდნელია უთანხმოება, მათ შორის - ხელმძღვანელობასთანაც. არც შინაური გარემო იქნება განსაკუთრებით მშვიდი. გარშემომყოფები თქვენზე ნაწყენები არიან, ამიტომ წონასწორობის შენარჩუნება საკმაოდ გაგიჭირდებათ.
გამოიჩინეთ გულუხვობა და გაჭირვებულს დაეხმარეთ — სიკეთე აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ. საყიდლებზე წასასვლელად არახელსაყრელი დღეა. მჭრელ და წვეტიან საგნებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ.

მორიელი

მოერიდეთ მეგობრებთან და ნაცნობებთან პირადი ცხოვრების განხილვას. ნუ მისცემთ ჭორიკანებს უფლებას, რომ თქვენს ცხოვრებაში ჩაერიონ. ხანდაზმულმა ნათესავმა შეიძლება გონივრული რჩევა მოგცეთ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ ადამიანებს ეხებათ, ვის აზრსაც ენდობით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ პოპულარობის უეცარმა ზრდამ შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ, მაგრამ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ! ფინანსურ სირთულეებზე არ ინერვიულოთ — ეს დროებითი სირთულეებია და მალე დაძლევთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია სუფთა ჰაერზე სეირნობა და გართობა, რაც ამ დღის სირთულეებს დაგავიწყებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება მიხვდეს, მისგან რას ითხოვთ და რაში გჭირდებათ ეს. სასურველია, რომ საღამო ახლო მეგობრების ან ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროთ — ახლა ყველაზე მეტად დადებითი ემოციები გჭირდებათ. სავარაუდოდ, არაკეთილმოსურნეები თქვენს წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ —გუნდში თქვენი ავტორიტეტი გაძლიერდება. დღეს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს აღმოაჩენთ და ინტუიცია გიკარნახებთ, სახსრები საით მიმართოთ. თუ ბოლო დროს გულის ან თავის არეში ტკივილს გრძნობთ, ეს იმის ნიშანია, რომ ჯანმრთელობას უნდა მიხედოთ.

თხის რქა

მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ საკუთარ გრძნობებსა და საჭიროებებს ყურადღება მიაქციოთ. მოსალოდნელია ახალი ამბავი, რომელიც თქვენს საქმეებზე დადებითად იმოქმედებს. თუ არ იზარმაცებთ, სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენი გეგმები რეალობად იქცეს. ნუ მოგერიდებათ ორგანიზატორული უნარების გამოვლენა თუნდაც გუნდს სხვა ხელმძღვანელობდეს. ამ დღეს ნებისმიერი შენაძენი წარმატებული იქნება, მთავარია ფული უსარგებლო ნივთებში არ გადაყაროთ. თქვენი ზოდიაქოს წარმომადგენლები საკმაოდ მგრძნობიარე ბუნებისანი არიან — ზედმეტი განცდები კი ჯანმრთელობას ვნებს, რაც გარეგნობაზეც აისახება.

მერწყული

უახლოესი დღეები ვენერას მფარველობით ჩაივლის — სიყვარულით აივსებით, გარშემომყოფებს სითბოს აჩუქებთ და ახლობლებზე იზრუნებთ. ბედისწერა გამოცდას გიწყობთ — იმაზე ჩააბარებთ თუ არა, ბევრი რამ არის დამოკიდებული. მომდევნო კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყროთ და კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მოსალოდნელია ისეთი ადამიანის გაცნობა, რომელიც თქვენი საიმედო ბიზნესპარტნიორი გახდება. შესანიშნავი დროა გარიგებებისა და ხელშეკრულებების დადებისთვის, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთანაც. ამ დღეს ახალი საქმის წამოწყებას არ გირჩევთ — მისი დროულად დასრულება და წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ.

თევზები

წარმატებული ნაცნობობის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, განსაკუთრებით თუ სიყვარულს ეძებთ. კოლეგების შეცდომების შესახებ ხელმძღვანელობას ნურაფერს ეტყვით, თორემ შეიძლება კოლეგების კეთილგანწყობა დაკარგოთ და ახალი მტრები შეიძინოთ. იმოქმედეთ და ხელიდან ნუ გაუშვებთ მცირე შანსსაც კი, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ექსპრეს-დიეტა ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში დაგეხმარებათ, თუმცა სითხის მიღებას ნუ შეზღუდავთ. თუ შინაგან შფოთს და მოუსვენრობას ვერ ერევით, ჯობია დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge