დღის ჰოროსკოპი

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:03 პარ. 30 ოქტომბერი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში თქვენთვის ბედნიერი ცხოვრების საგზური გახდება. თავი შეიკავეთ მეორე ნახევართან ურთიერთობის გარკვევისგან — ვითარება ისედაც დაძაბულია და ნებისმიერმა, თუნდაც უმნიშვნელო კამათმა, შეიძლება ხანგრძლივ დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ. გაუფრთხილდით და დააფასეთ ის, ვინც გვერდით გყავთ. შეუდექით რთული ამოცანების ამოხსნას — თქვენს მონდომებას ხელმძღვანელობა სათანადოდ დააფასებს. თქვენი ინიციატივები ნაკლებად მოხერხებული კოლეგების ფონზე ხელსაყრელად გამოგარჩევთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან — არსებობს რისკი, რომ დიდი თანხა უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ. საღამოს საათებში უმჯობესია, მძიმე საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კუჭის შებერილობა და საჭმლის მონელების პრობლემები გელით.

კურო

დაინახავთ ადამიანს, რომელიც ბედმა გამოგიგზავნათ და მას მაშინვე იცნობთ. თქვენი დაახლოება თავისთავად, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოხდება. თქვენი სამუშაო განრიგი და მოუცლელობა ოჯახურ ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება, ამიტომ დროა, დაკარგული აინაზღაუროთ! გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. ეს დღე უამრავ ხელსაყრელ შესაძლებლობას გპირდებათ, თუმცა დასახული მიზნების მისაღწევად ბევრი შრომა მოგიწევთ. შეეცადეთ, ყველა უსიამოვნებას მშვიდად შეხვდეთ, რადგან ამ დღეს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას ვერ შეძლებთ. თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენაზე ოცნებობთ, გირჩევთ ყოველთვიურად შემოსავლის 15% გადაინახოთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და დასვენების დრო გამონახოთ.

ტყუპები

ნაპერწკალი, რომელიც თქვენსა და ახლად გაცნობილ ადამიანს შორის გაიელვებს, ახალი რომანის დასაწყისი გახდება, თუმცა მასზე გადაჭარბებულ იმედებს ნუ დაამყარებთ — მალე ვენერას გავლენა გაძლიერდება, რაც თქვენს ურთიერთობას მთლიანად შეცვლის. გაბედული იდეები უფრო შესაფერისი დროისთვის გადადეთ, რადგან ახლა ხელმძღვანელობა მზად არ არის, თქვენი წინადადებები განიხილოს. მოულოდნელი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდებათ, თუმცა ძირითადი საქმიანობის უგულებელყოფა არ ღირს. ეცადეთ სახლში სიმშვიდის ატმოსფერო შექმნათ — სანთლები, მუსიკა და სასიამოვნო არომატები თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს. ბოლო დროს ბევრი მუშაობა გიწევთ, რაც უკვე თქვენს განწყობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება.

კირჩხიბი

ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და პარტნიორისგან ზედმეტი არ მოითხოვოთ. ახლობლებთან კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად მეტი მოთმინება გამოიჩინეთ და სათქმელი კარგად აწონ-დაწონეთ. ცხოვრებისეული პოტენციალის ზრდა თქვენს საქმიან აქტივობაზე დადებითად აისახება. სიფრთხილე გამოიჩინეთ დაპირებების გაცემის ან ხელშეკრულებებზე ხელის მოწერის დროს. ეს დღეები მგზავრობისა და მოგზაურობისთვის იდეალურია; მთავარია, დარწმუნდეთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გეგმების განხორციელების საშუალებას გაძლევთ. დაიწყეთ ვარჯიში, რომელიც კუნთოვანი მასის გაძლიერებისკენაა მიმართული, მაგრამ მკვეთრ დატვირთვებს მოერიდეთ — დასაწყისისთვის უბრალოდ ფორმაში ჩადგომა გჭირდებათ!

ლომი

საეჭვოა, რომ დღეს სასურველი ნივთი შეიძინოთ, სამაგიეროდ, სასიამოვნო ადამიანის გაცნობის შანსი გექნებათ — შესაძლოა, ეს თქვენი მომავალი ცხოვრების მეგზურია. ეცადეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის დრო გამონახოთ, რათა ამასთან დაკავშირებული უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. გირჩევთ ახლობლებთან ურთიერთობაში უფრო გულახდილი და პატიოსანი იყოთ. მთლიანობაში, ეს პერსპექტიული დღეა სამსახურებრივი წინსვლისა და კარიერული ზრდის თვალსაზრისით: ხელმძღვანელობა დაგაფასებთ, კოლეგები კი თქვენს აზრს გაითვალისწინებენ. მატერიალური მდგომარეობა სტაბილური იქნება; ყველაზე დიდი შემოსავალი მომდევნო კვირის ბოლოსაა მოსალოდნელი, თუმცა ამისთვის ბევრი მუშაობა მოგიწევთ. თუ დიდი ხანია სამედიცინო გამოკვლევას გეგმავთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.

ქალწული

ოჯახური საკითხების მოგვარების დროს მოთმინება გამოიჩინეთ — ეს ძველი უთანხმოებების მოგვარებაში დაგეხმარებათ. დაქორწინებული ქალწული რთული საუბრისთვის მზად უნდა იყოს, სადაც შესაძლოა ურთიერთბრალდებები გაისმას. ხელსაყრელი დღეა თანამოაზრეებთან შეხვედრისა და იდეების გაზიარებისთვის. შესაძლებლობა გაქვთ, რომ თქვენი კავშირები ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ან სამსახურებრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად გამოიყენოთ. შეეცადეთ, საკუთარ ემოციებსა და მიზნებში კარგად გაერკვეთ და თავს მშვიდად და ჰარმონიულად იგრძნობთ. მოიშორეთ ბნელი ფიქრები და იმ სასიამოვნო მოვლენებზე იფიქრეთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

სასწორი

სიყვარულში იმედგაცრუებისა და წარსული შეცდომების გადატანა გაგიჭირდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნის დაოჯახებული წარმომადგენლები აღმოაჩენენ, რომ მათი ცხოვრება სიყვარულით სავსეა და გარემოს შეცვლაზე ვნება ახალი ძალით იფეთქებს. თუ თქვენი საქმიანობა ფინანსებსა და ბუღალტერიას უკავშირდება, ამ დღეს აუდიტორის ვიზიტი გელით — შეეცადეთ, შემოწმებისთვის კარგად მოემზადოთ. გაჩნდება შანსი, რომ კომერციულ სფეროში წარმატებული თანამშრომლობისთვის ღირსეული პარტნიორი იპოვოთ. შესაფერისი დროა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთანაც. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ტრავმის მიღების ალბათობა დიდია, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ.

მორიელი

კოლეგასთან ურთიერთობაში გაჩენილ სიცივეს მნიშვნელოვანი მიზეზები აქვს. უმჯობესია, დაპირისპირება ჩანასახშივე ჩაახშოთ, სანამ ის ღია დაპირისპირებაში გადაზრდილა. დღის შუა პერიოდი იმედგაცრუებასა და მნიშვნელოვან შეცდომებს მოიტანს; გარშემო მყოფების ობიექტურად შეფასება და გონივრული ნაბიჯების გადადგმა გაგიჭირდებათ. დილის საათები ხელსაყრელია გუნდური მუშაობისთვის, ასევე შესრულებული სამუშაოს შეფასებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროებით ყურადღება ფინანსური პრობლემებისგან სხვა მიმართულებით გადაიტანოთ: ეს პერიოდი ფულადი ოპერაციებისთვის არასახარბიელოა და შესაძლოა ზარალი მოგიტანოთ. თუ ბოლო დროს ძალიან მოდუნდით, ახლადროა, სპორტსა და ვარჯიშს დაუბრუნდეთ და მენიუდან ცხიმიანი და ცომეული კერძები გამორიცხოთ.

მშვილდოსანი

მცდარ წარმოდგენებს არ აჰყვეთ, რადგან ახლა თქვენი გრძნობები და განწყობა ძალიან მერყევია! ვენერა სატურნს სახიფათოდ მიუახლოვდა, რამაც შეიძლება ლოგიკურ აზროვნებაზე უარყოფითად იმოქმედოს. სული რომანტიკას ითხოვს, მაგრამ ჯერჯერობით საყოფაცხოვრებო პრობლემებისა და მომაბეზრებელი მოვალეობების შესრულება მოგიწევთ. გამოსავალი ერთია — მოთმინება და არსებულ ვითარებასთან შეგუება. ურთიერთობებში ემოციებს ნუ აჰყვებით — უმნიშვნელო კამათი ან დაუფიქრებელი ფრაზა შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. შესაძლოა, სხვა სამსახურში გადასვლის შეთავაზება მიიღოთ — სანამ დათანხმდებით ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა აწონ-დაწონოთ. შესაძლოა, შეთავაზებული საქმიანობა თქვენს ხასიათს საერთოდ არ შეესაბამება. ახლა თქვენს ორგანიზმს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ სასურველია, ვიტამინების კურსი ჩაიტაროთ.

თხის რქა

ენდეთ პარტნიორს და დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე ბრალდებებს ნუ წაუყენებთ. შესაძლოა, ახლობლებთან ურთიერთობაში სირთულეებს წააწყდეთ, თუმცა საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებთ — ვიღაც თქვენს პროვოცირებას ცდილობს. სიჯიუტე დაივიწყეთ და შეეცადეთ, შეცდომების აღიარება შეძლოთ. თუ ახალ თანამდებობაზე ოცნებობთ, რომელიც თქვენს პროფესიონალურ უნარებს შეესაბამება, ეცადეთ ინტერნეტში შესაფერისი ვაკანსია მოძებნოთ. გაუმართლებელმა რისკმა შეიძლება მატერიალური ზარალი მოიტანოს — ამ პერიოდში პარტნიორულ ვალდებულებებში მოტყუებისა და თაღლითობის რისკი მაღალია. საღამოს მოსალოდნელია დეპრესიული განწყობა, რაც ვენერასა და პლუტონის უარყოფითი ასპექტის ბრალია. შეეცადეთ მოდუნდეთ და არაფერზე ინერვიულოთ.

მერწყული

ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და დიდ სიხარულს მოგტანთ, თუმცა მეგობრებთან მათ განხილვას ნუ იჩქარებთ. ოჯახურ ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები გელით. მზად იყავით ახალი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოიტანს. დღის შუა პერიოდში არ არის გამორიცხული გარკვეული სირთულეები ხელმძღვანელობასთან ან თანამშრომლებთან ურთიერთობაში. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესება: ფულადი პრიზი, წარმატებული შოპინგი ან ძველი ვალის დაბრუნება. მავნე ჩვევებზე უარის თქმის დროა —ჯანმრთელობის პრობლემები არ ემუქრებათ იმ მერწყულებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებს იცავენ.

თევზები

შეეცადეთ, სამუშაო მოვალეობებიდან ყურადღება ახლობელ ადამიანებზე გადაიტანოთ; არ არის გამორიცხული, რომ ბოლო დროს მათ თქვენი ყურადღება აკლდათ. სამუშაოზე ყველაფერი იდეალურად იქნება. საღამოს საათებში აუცილებლად მოდუნდით, რომ დღის განმავლობაში დახარჯული ენერგია აღადგინოთ. სამსახურში გადატვირთვის გამო შესაძლოა მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნოთ: გირჩევთ, ხშირად შეისვენოთ და მუშაობისას ოთახი გაანიავოთ — ჟანგბადის ნაკლებობა ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. მიირთვით მეტი მწვანილი, სვით ნატურალური წვენები და ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge