დღის ჰოროსკოპი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:50

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესაძლოა, პარტნიორის გაგება გაგიჭირდეთ, მაგრამ განსხვავებული აზრის პატივისცემა თქვენს კავშირს მხოლოდ გააძლიერებს. მოსალოდნელია აზრთა სხვადასხვაობა უახლოეს ადამიანებთანაც, თუმცა სიმშვიდის აღდგენას მალევე შეძლებთ. შესაძლოა, თქვენი ყურადღება მაცდურმა იდეამ მიიქციოს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა. აკეთეთ ის, რაც უკვე კარგად იცით და არჩეული კურსი შეინარჩუნეთ. კომერციული იდეები წარმატებით განვითარდება და შემოსავლის ახალი წყაროების პოვნაში დაგეხმარებათ. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს — ისინი სარგებელსა და სიამოვნებას მოგტანთ.

კურო

ამ დღეს თქვენი ფსიქიკა განსაკუთრებით დაუცველია, ამიტომ ეცადეთ მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანთან კამათი სხვა დროისთვის გადადოთ, თუნდაც ამის მიზეზი გქონდეთ. სახლის კეთილმოწყობის ან შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის უკეთეს დღეს ვერ მონახავთ. ნუ მოდუნდებით —თქვენი კონკურენტები და არაკეთილმოსურნენი შეტევისთვის ემზადებიან. ეცადეთ ძალები მოიკრიბოთ და მთავარი ამოცანების შესრულებითვის მოემზადოთ. ენთუზიაზმით იმუშავეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ! შესანიშნავი დღეა შოპინგისა და გარდერობის განახლებისთვის. უგუნებობა და ჯანმრთელობის მცირედი პრობლემები წარსულ შეცდომებსა და გადაცდომებზე მიგითითებთ. საკუთარ ცხოვრებაში რაღაც უნდა შეცვალოთ და დროა, იმოქმედოთ.

ტყუპები

პირად ურთიერთობებს საფრთხე ემუქრება — ამის მიზეზი მარსისა და სატურნის არახელსაყრელი განლაგებაა. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, სასურველია, რომ ურთიერთობა ცოტა ხნით შეზღუდოთ. ეცადეთ ბავშვებისთვის მეტი დრო გამონახოთ — მათ ახლა თქვენი ყურადღება ჰაერივით სჭირდებათ. ეს პერიოდი ხელსაყრელია პროფესიულ კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობისთვის, სადაც უამრავ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ. ამ დღეს შეეცადეთ, რომ დიდ მოლებსა და სავაჭრო ცენტრებს გვერდი აუაროთ, რადგან ფულის დაკარგვის ან ქურდობის დიდი რისკია; ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საღამოს ოჯახთან ერთად დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ეცადეთ პირად სივრცესა და ურთიერთობებს შორის წონასწორობა შეინარჩუნოთ — ეს დაძაბულობის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. რთულ დროს საყვარელმა ადამიანმა მხარი არ დაგიჭირათ? შესაძლოა, საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელად აქვს და ვერ მოიცალა! გულახდილი საუბარი ვითარების უკეთ გააზრებასა და სწორი დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ. თუ გსურთ, ხელმძღვანელობაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, თავს მოდუნების უფლება არ მისცეთ და გამოცდილი თანამშრომლის შთაბეჭდილება დატოვეთ, რომელიც ვითარებას სრულად აკონტროლებს. ამ დღეს ბანკიდან სესხის აღება არასასურველია, რადგან გამორიცხული არ არის, რომ ხელშეკრულება არახელსაყრელი პირობებით გაფორმდეს. მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებთ, უბრალოდ თითოეული წამით დატკბით! გახსოვდეთ, რომ თქვენი მთავარი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა.

ლომი

ამ დღეს ზოგიერთ ლომს საყვარელ ადამიანთან ყოფნასა და ძველი იდეების განხორციელებას შორის რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოთ, გახსოვდეთ, რომ პოზიციის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ემოციებით სავსე ხართ. პარტნიორთან გაუგებრობის მოსაგვარებლად საუკეთესო გზა გულწრფელი საუბარია. თქვენი მოსაზრება ხელმძღვანელობას ძალიან მოეწონება, ამიტომ შეგიძლიათ ახალი წინადადებები თამამად წამოაყენოთ. შესაძლოა, არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა თქვენი ნდობის მოპოვება სცადოს, ამიტომ ახალ ნაცნობს, რომელიც სწრაფი გამდიდრების ბუნდოვან სქემებს გთავაზობთ, ყურადღებით დააკვირდით. მკურნალობის მეთოდის შერჩევისას მხოლოდ პროფესიონალი ექიმების რჩევებს დაეყრდენით, რადგან ამ დღეს ხალხური მედიცინის რჩევებმა შეიძლება დაგაზარალოთ.

ქალწული

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება მოულოდნელი გარემოებები ჩაერიოს — მაგალითად, აღმოაჩინოთ, რომ თქვენი რჩეული თავისუფალი არ არის. ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება საოჯახო ურთიერთობებს, მათ განმტკიცებასა და მოწესრიგებას მიაქციეთ. შესაძლოა, საერთო საქმეების მოსაგვარებლად ახლობლებთან ურთიერთობას მეტი დრო დასჭირდეს. პრეტენზიები, რომლებიც დღეს შეიძლებამოისმინოთ, სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდება, ამიტომ გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ამ დღეს ნაღდი ფულის სესხად გაცემა ან აღება არასასურველია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ნაცნობებთან ფინანსურ ურთიერთობებს ეხება — თანხის უკან დაბრუნება გაგიჭირდებათ. საკუთარ თავზე ზრუნვა სამომავლოდ არ უნდა გადადოთ, რადგან ჯანმრთელობა მუდამ პრიორიტეტული უნდა იყოს.

სასწორი

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის არასდროს გიღალატებთ. საყვარელ ადამიანთან შესაძლებელია მცირედი უთანხმოება და წვრილმანებზე კამათი. ბოლო დროს მეორე ნახევართან თქვენს ურთიერთობაში განწყობა დიდ როლს თამაშობს — ეს გაითვალისწინეთ, რომ უსარგებლო კონფლიქტები თავიდან აირიდოთ. უახლოეს მომავალში თქვენი კარიერა აღმასვლას დაიწყებს, ხოლო ფინანსური მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. სამსახურებრივმა წარმატებამ შეიძლება ნაკლებად წარმატებული კოლეგების შური გამოიწვიოს. შეეცადეთ დღეს მთელი ყურადღება თქვენს მთავარ ოცნებაზე გადაიტანოთ, რომელიც აქამდე მიუღწეველი გეჩვენებოდათ. შესანიშნავი დღეა ორგანიზმის, კერძოდ კი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებისთვის.

მორიელი

შესაძლოა, ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები შეგექმნათ, რადგან მათთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და კამათს მოერიდოთ. სამსახურში წარმატების მისაღწევად ძველი შეცდომების გათვალისწინება და ახალი მიდგომების ძებნა დაგჭირდებათ — ნუ გაიმეორებთ იმას, რამაც წარსულში შედეგი არ მოიტანა. ფინანსური თვალსაზრისით რთული პერიოდი იწყება, ამიტომ ბიუჯეტის განაწილებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ გადადეთ. საღამოს შესაძლოა დაღლილობა იგრძნოთ. კარგი იქნება, თუ დროს სახლში, მშვიდ გარემოში გაატარებთ.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლოა ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეთ, რომელიც მოთმინებისა და დიპლომატიის გამოჩენას მოითხოვს. ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთბაშად დასრულებას — ზოგჯერ მცირე პაუზა ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე გაუაზრებელი წინსვლა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნებისთვის მეტი სითბო და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. სამსახურში შესაძლოა ახალი პერსპექტივები გამოჩნდეს, რაც თქვენს პროფესიულ ზრდას ხელს შეუწყობს. ფულთან სიფრთხილე გამოიჩინეთ და დაუგეგმავი ხარჯებისგან თავი შეიკავეთ. საღამო სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ, რომელიც კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.

თხის რქა

თუ საყვარელ ადამიანთან არსებული ურთიერთობა არ გაკმაყოფილებთ, ეცადეთ ეს პრობლემა მშვიდად და გულწრფელად განიხილოთ. ეს დღე ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისთვის, ურთიერთობებისთვის, მგზავრობისთვის ან სტუმრების მისაღებად. სავარაუდოდ, მოულოდნელი ამბავი გაიძულებთ უახლესი დღეების გეგმებს გადახედოთ. აქტიური და შემოქმედებითი დღეა. თქვენი ნიჭისა და უნარების გამოვლენას წარმატებით შეძლებთ. კოლექტიური საქმიანობა და თანამოაზრეებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება. ეს დღე ასევე კარგ პირობებს ქმნის ფინანსური მდგომარეობის შესწავლისთვის. რაც შეეხება ჯანმრთელობას, უარი თქვით ალკოჰოლზე და ზომიერება დაიცავით კვებაში, რათა კუჭ-ნაწლავი არ გაიღიზიანოთ.

მერწყული

წარუმატებლად დასრულებული რომანი სულიერი ტანჯვის მიზეზი გახდება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ამით არ მთავრდება და თქვენს ბედნიერებას აუცილებლად იპოვით! გირჩევთ, რომ ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს სამსახურზე მეტი ყურადღება მიაქციოთ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო და უინტერესო საუბრიდან შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და ამაში თქვენი ანალიტიკური უნარები დაგეხმარებათ. მოსალოდნელია დაუგეგმავი ფინანსური შემოსავლებიც. თუ გსურთ, ზედმეტი წონა სწრაფად მოიცილოთ, კარგად დაბალანსებული დიეტა უნდა დაიწყოთ.

თევზები

ამ დღეს განსაკუთრებით მომხიბვლელი იქნებით, რაც პოტენციური თაყვანისმცემლების ყურადღებას მიიქცევს. ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, რომ შვილის ახალ მეგობრებს ყურადღებით დააკვირდეთ და დარწმუნდეთ, რომ ბავშვი ცუდ წრეში არ მოხვედრილა. ამ დღეს თქვენი დევიზი შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება და დროული მოქმედებაა. დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანეთ და სამომავლოდ ნუ გადადებთ. იღბალი კვლავ თქვენს მხარესაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური შანსი გაქვთ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ! ეს დღე მთლიანად დასვენებას დაუთმეთ. თუ ძალას იპოვით და ყოველდღიურ საზრუნავსა და პრობლემებს ჩამოიშორებთ, ენერგიის წარმოუდგენელ მოზღვავებას იგრძნობთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge