27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:16 ორშ. 26 ოქტომბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მშვენიერი დღეა სტუმრობის, ურთიერთობისა და ახალი ამბების გაზიარებისთვის. უახლოესი 24 საათის განმავლობაში საყვარელი ადამიანისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი და სასურველი იქნებით. შეგიძლიათ გრძნობებსა და ემოციებს თავისუფლება მისცეთ, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ, რომ სისულელეები არ ჩაიდინოთ. პარტნიორს ნუ გააღიზიანებთ და ეცადეთ პრობლემები მშვიდობიანად მოაგვაროთ, თორემ შეიძლება ეს პერიოდი კონფლიქტებითა და ნერვიულობით დაგამახსოვრდეთ. პროფესიული საქმიანობა და კარიერაზე პირადი ცხოვრებისთვის დროს თითქმის არ გიტოვებთ. ვარსკვლავები კოსმოსურ ენერგიას და შეუზღუდავ შესაძლებლობებს გჩუქნით, დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებული! შეეცადეთ, მხოლოდ ახალი და კარგად დამუშავებული საკვები მიიღოთ, რადგან ინტოქსიკაციის საშიშროება არსებობს.
კურო
მათ, ვინც პირად ცხოვრებას ახლა აწყობს, სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინონ. რჩეულისგან კერპს ნუ შექმნით, თორემ ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებთ. გამორიცხული არ არის მცირე ოჯახური უთანხმოება, რომელიც საბოლოოდ თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ხანგრძლივი მგზავრობა და მოგზაურობა არასასურველია. მტკიცე ნება და მიზანსწრაფულობა დაგეხმარებათ, რომ მიზნის მიღწევის გზაზე ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოთ. შესაძლოა, დღევანდელმა დღემ პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის ახალი შესაძლებლობები გიმოიტანოთ. თუ ფინანსურ ინვესტიციებს ან გარიგებებს გეგმავთ, ყველა პირობა და რისკი უნდა შეამოწმოთ. ფრთხილად იყავით — შეიძლება გეომაგნიტური აქტივობის ზრდამ არტერიული წნევის რყევები გამოიწვიოს.
ტყუპები
საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანზე მიიწვიეთ, სიურპრიზი მოუწყვეთ და თქვენი გრძნობები ახალი ძალით იფეთქებს. უახლოესი 24 საათის განმავლობაში სასიამოვნო ამბავს ან ნანატრ შეხვედრას ელოდეთ. თვითგვემას და ცხოვრების თანამგზავრის მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიებს მოერიდეთ. დროა, თქვენი შრომის შედეგები შეაჯამოთ. წარსულის შეცდომებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ მომავალში აღარ გაიმეოროთ. უახლოეს მომავალში ფინანსური წარმატება გელით - თანხა საკმარისი იქნება, რომ ყველა მიმდინარე პრობლემა მოაგვაროთ. დღის ბოლოს დასვენება, გართობა და სასიცოცხლო ძალების აღდგენა უნდა მოასწროთ, რომლებიც მალე დაგჭირდებათ. კარგი იქნება,თუ მეგობრებთან ერთად ისეთ ადგილებს ეწვევით, სადაც არასდროს ყოფილხართ.
კირჩხიბი
სავარაუდოდ, უახლოეს ხანში რომანტიკული შეხვედრა გელით. ახლა ყველაფერი მხოლოდ თქვენს ინიციატივაზეა დამოკიდებული. მეტი სიფრთხილით მოეკიდეთ ეშმაკი ადამიანების რჩევებს, რომლებიც საკუთარ გამორჩენას ეძებენ. პროფესიულ საქმიანობაში იღბალი მათ გაუღიმებს, ვინც დიდი ხანია, კარიერულ წინსვლაზე ოცნებობს —ბოლოს და ბოლოს თქვენი შრომა დაფასდება. ამ დღეს ნაჩქარევი შესყიდვებისგან თავი უნდა შეიკავოთ და სასურველი ნივთი კარგად შეათვალიეროთ. თქვენი ბოლოდროინდელი პრობლემების მიზეზი თავისუფალი დროის ნაკლებობა, ქრონიკული დაღლილობა და სტრესია, ასეთ დროს კი სიყვარული საუკეთესო წამალია.
ლომი
თუ ახლა სასიყვარულო ფრონტზე გარკვეული პრობლემები გაქვთ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდადაა და მუდამ ასე იქნება. ერთ მშვენიერ დღეს ღრუბლები გაიფანტება და მზე ისევ გამოანათებს. დაქორწინებულ ადამიანებს მეორე ნახევართან საყოფაცხოვრებო და ფინანსურ საკითხებზე კამათი ელოდებათ. გირჩევთ მნიშვნელოვან საკითხებზე ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდოთ და ოჯახის წევრების აზრი გაითვალისწინოთ. ნუ იდარდებთ, თუ ხელმძღვანელობა ზეგანაკვეთურ მუშაობას გთხოვთ — თქვენი შრომა სათანადოდ დაფასდება. ცუდი განწყობის გამო შეიძლება სრულიად უდანაშაულო ადამიანები გაწყენინოთ, ამიტომ ეცადეთ ცივი გონება შეინარჩუნოთ. დროა ყურადღება საკუთარი პრობლემებიდან მეგობრების დახმარებაზე გადაიტანოთ - მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ.
ქალწული
გირჩევთ, სასიყვარულო შეხვედრები რამდენიმე დღით გადადოთ. ახლა მარსი სატურნის ტრინშია, რაც რომანტიკას ხელს არ უწყობს. პარტნიორთან ურთიერთობაში შესაძლოა გაუგებრობა გაჩნდეს, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დაპირისპირებას მოერიდოთ. საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმა ნუ შეგაშინებთ, თუნდაც ის ხელმძღვანელობის პოზიციას ეწინააღმდეგებოდეს. გაჩნდება შანსი, რომ ბიზნესში სანდო და პერსპექტიული პარტნიორი იპოვოთ. ეს დრო ხელსაყრელია გარიგებებისა და შეთანხმებების გასაფორმებლად, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან. ეცადეთ, საკუთარი თავი რაღაც განსაკუთრებულით გაანებივროთ, ეს განწყობას აგიმაღლებთ.
სასწორი
წვრილმანებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რადგან ნამდვილ ბედნიერებას რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მოგიტანთ. ახლა სასიყვარულო რომანებისთვის საუკეთესო დრო არ არის, ამიტომ სცადეთ, სხვა რამეზე კონცენტრირდეთ. მოსალოდნელია წვრილმანი საყოფაცხოვრებო უსიამოვნებები, რომლებიც უახლოესი კვირის განმავლობაში წარმატებით მოგვარდება. ნუ მოდუნდებით — შესაძლოა, ინფანტილიზმმა საკუთარი ძალების რწმენა დაგაკარგვინოთ. თქვენი ნიშნის ზოგი წარმომადგენელი ეცდება ინვესტიცია კრიპტოვალუტაში ან მაღალტექნოლოგიურ ინოვაციებში ჩადოს — წარმატება შესაძლებელი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. კარგი პერიოდია ორგანიზმის გაწმენდის, წონის დაკლების ან განტვირთვის დღეების მოსაწყობად.
მორიელი
სასიყვარულო საქმეებში წარმატება მოსალოდნელია, თუმცა პლანეტები გირჩევენ პარტნიორის შეხედულებებს მეტი ანგარიში გაუწიოთ. სრულყოფილებისკენ მიდრეკილებამ, რომელიც ზოგჯერ აბსურდამდე მიდის, შეიძლება ახლობლებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. სახლში განსაკუთრებულ ცვლილებებს ნუ ელოდებით, მაგრამ იქნება ასე ჯობდეს. უახლოეს დღეებში პერსპექტიული შეთავაზებები და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები გელოდებათ. წარმატებული დღეა ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად. საინტერესო წინადადებები სასურველია, პარტნიორთან ერთად განიხილოთ. ამ დღეს შესაძლებელია არტერიული წნევის ცვალებადობაც, რაც სატურნის აქტივობით იქნება გამოწვეული, ამიტომ შეეცადეთ, რომ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას თავი აარიდოთ.
მშვილდოსანი
დროა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ხელსაყრელი დღეა მავნე ჩვევებისა და ფარისეველი ურთიერთობებისგან თავის დასაღწევად. ბევრ მშვილდოსანს გაუმართლებს და იმ ადამიანებთან მოუწევს ურთიერთობა, რომლის ნიჭი და წარმატება დიდი ხანია, აღაფრთოვანებს. ეს პროფესიულ ზრდაში ძალიან დაგეხმარებათ. შესაძლებელია დაუგეგმავი შესყიდვებიც, თუმცა ყველაზე მეტად ისეთი ტვირთის მოკიდებას უნდა ერიდოთ, რომლის ზიდვაც გაგიჭირდებათ.
თხის რქა
თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს. მარტოხელა ადამიანებს სასიამოვნო ნაცნობობა ელოდებათ, რომელიც ხანგრძლივი ურთიერთობის დასაწყისი გახდება. ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოთ, ამიტომ სასურველია, ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. საბუთებთან მუშაობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ — დაშვებულ შეცდომებსა და ხარვეზებს არავინ გაპატიებთ! სამსახურში მატერიალური წახალისება მოსალოდნელია, მით უმეტეს,რომ მეტისმეტად გულმოდგინედ შრომობთ, თუმცა, არ დაივიწყოთ, რომ ცხოვრებაში მთავარი კარიერა არ არის.გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.
მერწყული
რომანტიკული თავგადასავლები ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ მოსაწყენად ვერ მოიცლით. დროა, იმ საყოფაცხოვრებო საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ, რომლებიც კვირის განმავლობაში დაგიგროვდათ. ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც თქვენი ყურადღების მიპყრობას ზედმეტად აქტიურად ცდილობს. სავსებით შესაძლებელია, რომ მას არაკეთილსინდისიერი მიზნები ამოძრავებს. კარგი განწყობა, მთელი დღის განმავლობაში ენერგიით აგივსებთ! შეეცადეთ, ეს განცდა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ.
თევზები
რთული და დაძაბული დღეა. საყვარელ ადამიანთან საერთო ენის საპოვნელად დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. თქვენი ემოციური მდგომარეობა მერყევია — უსაფუძვლო ოპტიმიზმიდან მელანქოლიამდე, კეთილგანწყობიდან გაღიზიანებამდე. ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა გამოჩნდებიან შურიანი ადამიანები, რომლებიც ეცდებიან, გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალონ. საეჭვო შეთანხმებებს ხელს ნუ მოაწერთ და თავი შორს დაიჭირეთ ადამიანებისგან, რომლებსაც არ ენდობით. მომდევნო 24 საათში განსაკუთრებული ყურადღება კვების მენიუს უნდა მიაქციოთ —კალორიულ კერძებზე უარი თქვით და მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან