დღის ჰოროსკოპი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:30 ხუთ. 29 ოქტომბერი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სავარაუდოდ, წინ რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ და უამრავ სასიამოვნო ქათინაურს მიიღებთ. ამ დღეს ზედმეტ აქტიურობას გამონუ გამოიჩენთ — უმჯობესია, რელაქსაციის ატმოსფეროში ჩაიძიროთ. სამსახურში წარმატების მისაღწევად დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, თუმცა შედეგი და ჯილდო ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. სულ მალე სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ, რომელიც მატერიალურ პრობლემებს მოგიგვარებთ. საკუთარ თავს შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ — თქვენი ენერგეტიკული მარაგი მაღალია, მაგრამ მის აღდგენაზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ.

კურო

შესაძლოა, ამ დღეს კუპიდონის ისრების სამიზნე გახდეთ. ამან შეიძლება დიდი ტკივილი მოგაყენოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხოვრების წესის შეცვლას არ გეგმავთ. დაოჯახებულ კუროებს შეიძლება შვილებმა იმედები გაუცრუონ, მაგრამ მათ მიმართ ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებით. უმჯობესია, გაიხსენოთ მათ ასაკში როგორი იყავით და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. უახლოესი 24 საათის განმავლობაში ძალების უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ. ეცადეთ ეს ძალა პროფესიული განვითარებისკენ მიმართოთ და ხელმძღვანელობას თავი მოაწონოთ. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული ნივთის შესაძენად სესხის აღებისგან, რადგან ვალის გადახდისთვის ბევრ რამეზე უარის თქმა მოგიწევთ. შფოთვის გრძნობამ შესაძლოა დისკომფორტი შეგიქმნათ, ამიტომ სცადეთ, სრულფასოვანი დასვენებისთვის დრო გამონახოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და დაავადების სიმპტომებს ნუ უგულებელყოფთ.

ტყუპები

ერთადერთი, რასაც ამ დღეს უნდა მოუსმინოთ, საკუთარი ინტუიციაა და არა ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ აზრს თავს გახვევენ! თუ სხვის ჭკუაზე ცხოვრებას აპირებთ, ურთიერთბრალდებები და კონფლიქტები გარდაუვალი იქნება. ნერვების დამშვიდებისა და პოზიტიური ემოციებით დამუხტვისთვის სილამაზის სალონში სტუმრობა ან გარდერობის განახლება შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება. თქვენი შემოქმედებითი აზროვნება ახალი პროექტის წარმატებით დასრულების მთავარი გასაღებია. დროა, დამატებით შემოსავალზეც დაფიქრდეთ და ვაკანსიების საიტები დაათვალიეროთ. ყურადღება მიაქციეთ რას მიირთმევთ — ცხიმიანი და ქოლესტერინით მდიდარი საკვები არა მხოლოდ წონაში მატებას, არამედ ჯანმრთელობის გაუარესებასაც გამოიწვევს.

კირჩხიბი

აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა, ამიტომ მიზნების მისაღწევად დიდ ენერგიასა და ძალისხმევას დახარჯავთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის თავისუფალ წარმომადგენლებს სიმპათიურ ადამიანთან შეხვედრის შანსი აქვთ — ვარსკვლავები ვნებიანი რომანის დაწყებას მიანიშნებენ. ამ დღეს სახლის დალაგება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, რადგან სახლში ენერგეტიკის განახლების მწვავე მოთხოვნილებას იგრძნობთ. ძალები მოიკრიბეთ, წარსული შეცდომები გაიაზრეთ და დასახული მიზნების მისაღწევად საჭირო სტრატეგია შეიმუშავეთ! ცვლილებებისა და აქტიური მოქმედებების დრო ცოტა მოგვიანებით დადგება. თუ სახლის დალაგებას დაიზარებთ და გარშემო არეულობას დააგროვებთ, ეს ფინანსურ ნაკადებს დაბლოკავს, რაც, თავის მხრივ, ოჯახურ პრობლემებს გამოიწვევს; წესრიგი კი, პირიქით, წარმატებას და ფინანსურ კეთილდღეობას მიიზიდავს.

ლომი

ვენერა თავის დესტრუქციულ ენერგიას გააძლიერებს, ამიტომ წინ ემოციური ქარიშხლები გელოდებათ. შესაძლოა, დახმარება დაგჭირდეთ, ამიტომ ახლობლებისთვის მისი თხოვნა ნუ მოგერიდებათ; ცხადია, ამის გაკეთება ბევრად უფრო ადვილი იქნება, თუ სხვების მხარდაჭერაზე არც თავად ამბობთ უარს. შესანიშნავი დღეა საინტერესო ადამიანებთან გასაუბრებისა და ახალი ნაცნობობისთვის. სამსახურში მოსალოდნელია მიმზიდველი შეთავაზების მიღება, თუმცა სანამ დათანხმდებით, საბუთები გულდასმით წაიკითხეთ — არ არის გამორიცხული, რომ არახელსაყრელი პირობები შეგაპარონ. უახლოეს მომავალში სრულ სიმშვიდეს იგრძნობთ, ზუსტად ისე, როგორც კურორტზე დასვენების შემდეგ.

ქალწული

ეცადეთ სახლიდან ხშირად გამოხვიდეთ და საკუთარ თავზე ყურადღების მიქცევა ნუ მოგერიდებათ! შესაძლოა, მალე საბედისწერო შეხვედრა შედგეს, რომელიც თქვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. რუტინას შეუძლია ფიზიკურად და ემოციურად ყველაზე ძლიერი ადამიანიც კი გამოფიტოს, ამიტომ ყოველდღიურ საქმეებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ თქვენი გამორჩეულობა წაშალოს. სამსახურში რთული პერიოდი გელოდებათ — სიტუაციის გამოსასწორებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. დღეს შესაძლოა ვინმემ ფულის ადვილად შოვნის იდეა შემოგთავაზოთ — სიფრთხილე გამოიჩინეთ. სავარაუდოდ, თქვენს წინაშე თაღლითია, ამიტომ მეტისმეტად მიმნდობი ნუ იქნებით. მსუბუქი დაღლილობა უყურადღებოდ არ დატოვოთ. სცადეთ, დრო სუფთა ჰაერზე გაატაროთ, რაც განწყობას საგრძნობლად აგიმაღლებთ.

სასწორი

ცხოვრების შესახებ საკუთარი, სრულიად განსხვავებული ხედვა გაქვთ. ახლო ურთიერთობები სიამოვნებას და საკუთარი თავის რწმენას მოგიტანთ. ამ დღეს პარტნიორთან ურთიერთობაში თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ და თქვენი უარყოფითი ემოციები არ დაანახვოთ. მიზნის მისაღწევად ეცადეთ ნელა და თანმიმდევრულად იმოქმედოთ. ნუ უარყოფთ იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც თქვენი მხარდაჭერა გსურს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და დაუფიქრებლად არაფერი დაიჯეროთ. გზებზე სიფრთხილეა საჭირო — ყურადღების მოდუნების გამო ავარიის ალბათობა იზრდება. ასევე მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.

მორიელი

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ვნებიანი რომანის გაბმის შესაძლებლობა მიეცემათ; მართალია, მას ხანგრძლივს ვერ უწოდებთ, სამაგიეროდ დროს შესანიშნავად გაატარებთ! პარტნიორის უსამართლო ქცევას მშვიდად შეხვდით — ადრე თუ გვიან შეცდომას თავად მიხვდება დაპატიებას გთხოვთ. თუ თქვენი საქმიანობა პოლიტიკას ან მეცნიერებას უკავშირდება, საზოგადოებაში თავს განსაკუთრებით პოპულარულად იგრძნობთ, მით უმეტეს, რომ სოციალური მუშაობა თქვენს ბუნებასთან ახლოსაა. ოჯახურ ცხოვრებაში მოსალოდნელია ეჭვიანობის შემოტევა ან ფინანსური უთანხმოება, თუმცა დრო გავა და ყველაფერი მოგვარდება. მტკიცე ჯანმრთელობა და საკუთარი წარმატების რწმენა დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ წინააღმდეგობას გაუმკლავდეთ. ამ დღეს საკმარისი დრო გექნებათ სპორტისა და თავის მოწესრიგებისთვის — ეწვიეთ სტილისტს და გარდერობი განაახლეთ.

მშვილდოსანი

კონფლიქტების მიუხედავად, ამ დღეს თქვენი პირადი ცხოვრება საკმაოდ ჰარმონიული იქნება და შეძლებთ, პარტნიორს თავი ბედნიერად აგრძნობინოთ. გირჩევთ ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ნუ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლების გამოც შეიძლება მომავალში ინანოთ. მერკურის ენერგეტიკა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ჰოროსკოპი ფინანსურად ხელსაყრელ დღეს გპირდებათ. ზოგი თქვენგანი მომავლის მყარი საძირკვლის ჩასაყრელად ხელსაყრელ შესაძლებლობას მიიღებს. მარტივად რომ ვთქვათ — რასაც დღეს დასთესთ, მომავალშიც იმას მოიმკით. ერიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას: სატურნი მარსთან არახელსაყრელ ასპექტში შედის, რაც შეიძლება ტრავმების მიზეზი გახდეს.

თხის რქა

გირჩევთ გარშემო მყოფებს საკუთარი გრძნობები დაუმალოთ, თუნდაც ამის გაკეთება დროდადრო რთული იყოს — ირგვლივ ყოველთვის მოიძებნებიან შურიანები და არაკეთილმოსურნეები. დაიცავით საყოველთაოდ მიღებული წესები, რათა ირგვლივ მყოფები არ გააღიზიანოთ. უახლოეს დღეებში საკუთარი და სხვისი შეცდომების გასწორება და ანგარიშების მომზადება მოგიწევთ. ქაღალდებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცედურები დიდ დროს წაგართმევთ. განსაკუთრებული ყურადღება ფულისა და დოკუმენტების მიმართ გამოიჩინეთ — მუდამ თან იქონიეთ და უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ენერგიას ფუჭ დავებზე ნუ დახარჯავთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საპასუხისმგებლო თანამდებობა გიკავიათ.

მერწყული

სანამ პარტნიორზე გაბრაზდებით, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედეთ და მიხვდებით, რომ მისი პრეტენზიები უსაფუძვლო არაა. თუ ამ მშვენიერ დღეს მუშაობას გადაწყვეტთ, თქვენი ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი პერიოდია რთული ამოცანების მოსაგვარებლად, რომლებსაც აქამდე უშედეგოდ ებრძოდით. სასურველია, ყველა ძველი ვალი დაფაროთ და ახალი ბიუჯეტის შედგენაზე იზრუნოთ. სპეციალისტებთან კონსულტაცია ან სანდო ინფორმაცია დიდ სარგებელს მოგიტანთ. ეს დღე ჯანმრთელობის მიმართ გაზრდილ ყურადღებას და ზომიერ დატვირთვებს მოითხოვს. სადილის შემდეგ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, თუმცა ემოციებიც მოიმატებს — ამიტომ ისეთი გარემო და საქმეები შეარჩიეთ, რომლებიც მხოლოდ სიხარულს განიჭებთ.

თევზები

გრძნობების ღიად გამოხატვის ნუ შეგშინდებათ — ამით ოჯახში ურთიერთგაგებას კიდევ უფრო აამაღლებთ. მარტივი საუბარი წარსულში დაგროვილი გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ ახლა საუკეთესო დროა მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. სამსახურში უამრავი ახალი საქმეა, რომლებსაც თავი მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გაართვათ. ერიდეთ თვითმკურნალობას — ყველა ხალხური მეთოდი უშედეგო აღმოჩნდება და თქვენს შემთხვევაში, შესაძლოა, ზიანიც კი მოგაყენოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge