დღის ჰოროსკოპი

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

55 წუთის წინ

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ინტუიციას არ ენდოთ და გამოცდილი ადამიანების რჩევებს დაეყრდნოთ. უცნაურია, მაგრამ ასეთი საქმიანობა განწყობას აგიმაღლებთ. რამდენადაც არ უნდა ეცადოთ, ამ დღეს სამსახურში თავს ვერაფრით გამოიჩენთ, ამიტომ ძალებს ტყუილად ნუ დახარჯავთ.მშვენიერი დღეა ფულის საშოვნელად, განსაკუთრებით თუ საჯაროდ გამოჩენას ან თქვენი გეგმების ყველასთვის გაზიარებას არ აპირებთ — თქვენი მოკრძალება აღიარებული იქნება. გაითვალისწინეთ, რომ დღეს მცირე ტრავმების მიღების რისკი იმატებს. სამაგიეროდ, ხელსაყრელი დღეა კოსმეტოლოგიურ ცენტრში სტუმრობისა და სხვადასხვა შენაძენისთვის.

კურო

თუ საყვარელ ადამიანს მეტ ყურადღებას დაუთმობთ, თქვენი გრძნობა უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. ერთ გულწრფელ ქათინაურს შეუძლია, დღე უფრო სასიამოვნო და ბედნიერი გახადოს. შესაძლოა, სამსახურში თქვენმა ინიციატივამ ხელმძღვანელობის ან თანამშრომლების ყურადღება და მოწონება დაიმსახუროს. გირჩევთ მიზნის მისაღწევად ძალები კოლეგებთან გააერთიანოთ და ერთობლივად იმოქმედოთ. ფინანსური ცვლილებები ყოველთვის პრობლემებს არ ნიშნავს. ზოგჯერ სირთულეების მიღმა ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები იმალება. მოერიდეთ დეპრესიული განწყობის დაძლევას გარეგანი სტიმულატორების დახმარებით, იქნება ეს ნამცხვარი, ტკბილეული თუ ალკოჰოლი.

ტყუპები

უმჯობესია, რომ ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა დრო რაიმე სასარგებლო საქმიანობას დაუთმონ, ხოლო დაქორწინებულებმა მთელი ყურადღება პარტნიორზე გადაიტანონ. შესაძლოა, ოჯახში ურთიერთობა დაიძაბოს, ამიტომ არსებული უთანხმოებების მოგვარება დიპლომატიური გზით მოგიწევთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რათა დიდი ჩხუბი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.
გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში კარიერულ წინსვლაზე მნიშვნელოვანი საქმეებიც არსებობს, რომლებიც თქვენს ყურადღებას იმსახურებენ. მოერიდეთ ფულის სესხებას და ეცადეთ დაწყებული საქმის დასასრულებლად არსებული რესურსები იკმაროთ. დათმობაზე წასვლის უნარი და მოვლენების წინასწარ გათვლა დაგეხმარებათ, რომ არსებული სამსახური შეინარჩუნოთ ან მასზე უკეთესი იპოვოთ.

კირჩხიბი

როგორი რთულიც უნდა იყოს, პირველი ნაბიჯი მაინც უნდა გადადგათ. გაბედულად იმოქმედეთ და ამას ნამდვილად არ ინანებთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი და გახსნილი იყოთ. მათ, ვინც ოჯახი ახლახან შექმნა, მცირე უთანხმოება ელით. მიზეზი უმნიშვნელო იქნება, ამიტომ უმჯობესია თვალი დახუჭოთ და ყურადღება არ მიაქციოთ. სავარაუდოდ, სამსახურში რაღაცის შეცვლა მოგიწევთ, რომ თავი უფრო მოხერხებულად იგრძნოთ. საქმიანმა ადამიანებმა ძალები გონივრულად უნდა გაანაწილონ, რომ ადრე დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. გამორიცხული არ არის, რომ რაიმე ახალი და ეგზოტიკური კერძის დაგემოვნების სურვილი გაგიჩნდეთ. რაც მთავარია, სწრაფ კვებას მოერიდეთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ენერგია შეინარჩუნოთ.

ლომი

ამ დღეს თითოეული შეხვედრა შეიძლება განუმეორებელი გამოცდილება აღმოჩნდეს, რომელიც ახალ ჰორიზონტებს გაგიხსნით. საყვარელ ადამიანს ისე ნუ მოექცევით, თითქოს თქვენი საკუთრებაა, თორემ მისი უკმაყოფილება შეიძლება დიდ სკანდალად იქცეს. სამსახურში იმ საკითხების განხილვაში ნუ ჩაერთვებით, რომლებიც თქვენ არ გეხებათ, თორემ კოლეგებმა შეიძლება საკუთარი შეცდომები თქვენ გადმოგაბრალონ. უფრთხილდით თაღლითებს, რომლებიც ცდილობენ, თქვენს ფულს დაეპატრონონ! ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ უმჯობესია ამ დღეს საქონელი და მომსახურება დიდი ფასდაკლებით არ შეიძინოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ენერგოვამპირების გავლენამაც თავი იჩინოს: მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომელთა გვერდითაც სევდას და უიმედობას გრძნობთ —საკუთარ ფიზიკურ და ფსიქიკურ ენერგიას გაუფრთხილდით.

ქალწული

ერთობლივი მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებებს გაჩუქებთ და სულიერ კავშირს გაგიმტკიცებთ. თუ დღეს ჩანაფიქრის განხორციელებას ვერ ახერხებთ და ყველაფერი ხელიდან გივარდებათ იმის ბრალია, რომ თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის ვარსკვლავების განლაგება არახელსაყრელია. სამსახურში დაგვიანებისთვის შესაძლოა უფროსისგან საყვედური მიიღოთ. გირჩევთ ეს შეცდომა მომავლისთვის გაკვეთილად მიიღოთ და უფრო დისციპლინირებული გახდით. მეტეომგრძნობიარე ადამიანებს მცირე სისუსტე, თავბრუსხვევა და სახსრების ტკივილი შეაწუხებთ. ფიზიკური დატვირთვა შეამცირეთ და შეეცადეთ, ნერვიულობა თავიდან აიცილოთ.

სასწორი

სავარაუდოდ, ნათესავები და მეგობრები თქვენგან მხარდაჭერას ელიან, თუმცა შესაძლოა ვინმემ თქვენი სიკეთე საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კარიერულ წინსვლაზე ფიქრი დროებით უნდა დაივიწყოთ, სამაგიეროდ, საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, წარმატებით მოგვარდება. სულ მალე თავს ბედისწერის ნამდვილ რჩეულად იგრძნობთ! ფინანსური პრობლემები აღარ შეგაწუხებთ და ყველა სურვილი აგიხდებათ. წინ სრული ჰარმონიის დღე გელით, თუმცა ეცადეთ, ძალიან არ გადაიტვირთოთ.

მორიელი

საკმარისზე მეტი ძალა, მოხერხება და იღბალი გაქვთ იმისათვის, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციოთ. ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვართ, ყველა წამოწყებაში მხარს დაგიჭერენ. მიუხედავად ამისა, გარემოებები ახლა თქვენზე ძლიერია, ამიტომ მოდუნდით და შეეცადეთ, მიმდინარე მოვლენებში უხეშად არ ჩაერიოთ. შესანიშნავი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისა და ყოველდღიური პრობლემების მოგვარებისთვის. დღეს განსაკუთრებით ადვილად შეძლებთ იმის მიღწევას, რაც აქამდე მიუღწეველი გეჩვენებოდათ. ფინანსურ საკითხებში მეტი თავშეკავება გმართებთ — ეცადეთ, ფული საეჭვო პროექტებში არ ჩადოთ. კარგი იქნება თუ დილის ვარჯიშს ცხოვრების წესად აქცევთ, რომ მუდამ კარგ განწყობაზე იყოთ.

მშვილდოსანი

რომანტიკულმა ვახშამმა ან საინტერესო ფილმმა შეიძლება სრულიად განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნას და თქვენ შორის კავშირი კიდევ უფრო გააძლიეროს. ცვლილებები, რომლებიც უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდება, თქვენს მომავალზეც გავლენას იქონიებს. „იჩქარეთ ნელა“, — გვასწავლის ხალხური სიბრძნე. თუ ამ დღეს აჩქარდებით ისეთ შეცდომებს დაუშვებთ, რომელთა გამოსწორებას უამრავი დრო დასჭირდება. შეაფასეთ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები და სესხის აღებას მოერიდეთ. ზედმეტ ნივთებს ნუ იყიდით, რადგან შეიძლება ფული ძალიან მალე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზნისთვის დაგჭირდეთ. სატურნისა და მარსის არახელსაყრელი ასპექტის გამო ამ დღეს გულზე და თირკმელებზე დატვირთვა გაიზრდება, ამიტომ ამ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თხის რქა

საკუთარი გრძნობები გაეჭვებთ თუ იმ ადამიანის განზრახვები, ვინც გიყვართ? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენმა ურთიერთობამ დროის გამოცდა უნდა გაიაროს. ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ. ახლა საკუთარი სიმართლის მტკიცება სრულიად ზედმეტი და უშედეგოა, სამაგიეროდ, პროფესიული თვალსაზრისით უაღრესად ნაყოფიერი დღეა — ხელმძღვანელობა თქვენს ძალისხმევას დააფასებს. უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ხარჯები გელით და ფული რაიმე დიდი პრობლემის მოსაგვარებლად დაგჭირდებათ. თუკი ორგანიზმში რაიმე უსიამოვნო სიმპტომი იგრძენით, არავითარ შემთხვევაში არ უგულებელყოთ! იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რადგან ეს ყველაზე დიდი ფასეულობაა, რაც კი გაგაჩნიათ.

მერწყული

საყვარელი ადამიანი გენდობათ და თქვენგანაც იმავეს ელის. ახლა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახური და მასთან დაკავშირებული საქმეებია, მაგრამ არც მეორე ნახევართან ურთიერთობის მნიშვნელობა დაივიწყოთ. განსაკუთრებული პრობლემები არ გემუქრებათ, თუმცა მაინც ხშირად ხართ ყველაფრით უკმაყოფილო. იმის ნაცვლად, რომ ყურადღება მიმდინარე საქმეებზე გადაიტანოთ, მომავალზე ნერვიულობთ და ისეთ კითხვებზე პასუხებს ეძებთ, რომლებიც ახლა უმნიშვნელოა. სამაგიეროდ, ეს ხელსაყრელი დროა მსხვილი ფინანსური გარიგებების, უძრავი ქონებისა თუ ტრანსპორტის შესაძენად. ჯანმრთელობის მცირე პრობლემები ბოლო დროს რომ გაწუხებდათ, უკან იხევს და მზად ხართ, ფიზიკური ფორმა სრულად აღიდგინოთ.

თევზები

შესაძლოა, ამ დღეს საყოფაცხოვრებო ან ტექნიკური ხასიათის სირთულე შეგექმნათ (სანტექნიკის გაუმართაობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანება), რომელიც დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს. სამსახურში გაკეთებული თითოეული საქმე გადაამოწმეთ — ეს ხელმძღვანელობის მხრიდან პრეტენზიების აცილებაში დაგეხმარებათ. ფინანსური პრობლემებიც წარმატებით მოგვარდება, შესაძლოა, ძველი ვალიც დაგიბრუნონ, რომელიც დიდი ხანია მიგავიწყდათ. ადამიანების მფარველობის ან დახმარების სურვილმა შეიძლება ისეთი შეცდომა დაგაშვებინოთ, რომელიც თავს დიდხანს შეგახსენებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge