7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ახლობელ ადამიანთან დაპირისპირებამ შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ და ავტორიტეტი შეგილახოთ. სავარაუდოდ, ვიღაცის მიმართ ზედმეტად მიკერძოებული ხართ — მოთმინება გამოიჩინეთ და გარშემომყოფებთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ. ამ დღეს ლაპარაკს მოსმენა გირჩევნიათ და თანამოსაუბრეს ყველაფერში ეთანხმებით. ეცადეთ განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობა გამოიჩინოთ — ეს ურთიერთობების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს განსაკუთრებით კონფლიქტურ პოზიციებს მოერიდეთ და სხვების კამათში ნუ ჩაერევით. ფული მხოლოდ უახლოეს ადამიანებს ასესხეთ, ვისაც ბოლომდე ენდობით. ლამაზი აღნაგობისა და მტკიცე ჯანმრთელობისთვის კარგად დაბალანსებული დიეტის დაწყება დაგჭირდებათ. რთული და დაძაბული დღის ბოლოს მოდუნება და დასვენება ნუ დაგავიწყდებათ.
კურო
ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილი იჯდეთ და ელოდოთ, რომ ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება. მიიწვიეთ საყვარელი ადამიანი თეატრში ან რესტორანში და უთხარით ის, რის მოსმენესაც დიდი ხანია, ელოდება. ამ დღეს მთელი ყურადღება ძველი საქმეების დასრულებას უნდა დაუთმოთ — ეს ახალი წამოწყებებისთვის ადგილს გაათავისუფლებს. ნუ დაკარგავთ დროს უსარგებლო ხარჯებზე — ფინანსური მიზნები დაისახეთ და მკაცრად მიჰყევით. სამსახურში ნელა, თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით იმუშავეთ და ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. თუ წნევის ცვალებადობა გაწუხებთ, ამ დღეს ალკოჰოლურ სასმელებს და მაგარ ყავას უნდა მოერიდოთ.
ტყუპები
დაგროვილი სტრესისა და დაღლილობის მოსახსნელად, საყვარელ ადამიანთან ერთად ძველ მეგობრებს ეწვიეთ — ეს გრძნობების განახლებაში დაგეხმარებათ. საზოგადოებრივ ღონისძიებებზე სიარულისგან ჯერჯერობით თავი შეიკავეთ და სახლის საქმეებს მიხედოთ. ეს დღე დიდ პერსპექტივებს გპირდებათ, რადგან პროფესიულ საქმიანობაში ცვლილებები იკვეთება. შესაძლოა, ხელმძღვანელობამ ახალი პოზიცია შემოგთავაზოთ, თუმცა ამ სამსახურის დადებითი და უარყოფითი მხარეების გარკვევა იოლი არ იქნება. გარდა ამისა, ეს რთული დღეა სწავლის, მგზავრობისა და კომერციული საქმიანობისთვის. გარიგებების დადებისას შესაძლოა მოტყუებისა და თაღლითობის მცდელობას წააწყდეთ. ზოგ ტყუპებს დღის მეორე ნახევარში გულისრევის შეგრძნება ან კუჭის არეში სიმძიმე შეაწუხებს. მოერიდეთ მძიმე და ცხიმიან საკვებს და უპირატესობა მსუბუქ, ადვილად ასათვისებელ პროდუქტებს მიანიჭეთ.
კირჩხიბი
თუ მეორის ნახევრის პოვნას ცდილობთ, ნაკლოვანებების ნაცვლად, ყურადღება პარტნიორის დადებით მხარეებზე გაამახვილეთ. გაითვალისწინეთ, რომ გაზრდილმა პასუხისმგებლობამ და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ შეიძლება მნიშვნელოვანი შეცდომები გამოიწვიოს. საყოფაცხოვრებო საზრუნავი გაიძულებთ პროფესიულ საქმიანობას მოწყდეთ, ძველი, დაგროვილი პრობლემებიც დროულად უნდა მოაგვაროთ. ახალი ნაცნობობა, რომელსაც დღეს გააბამთ, მომავალში ძალზე გამოსადეგი აღმოჩნდება. თქვენ გაქვთ ფინანსური წარმატებისა და ახალი საინვესტიციო პროექტების წამოწყების ყველა შანსი. თუ დიდი ხანია სამედიცინო კვლევების ჩატარებას გეგმავთ, ნუღარ გადადებთ.
ლომი
თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაიძაბა, საკუთარ თავს ჰკითხეთ — როდის შეცდით და რა ვერ გაითვალისწინეთ? თუ მთელ დროს სამსახურს დაუთმობთ, ოჯახის წევრების პრეტენზიების მოსმენა მოგიწევთ. გაბედული გადაწყვეტილებები ისეთ შედეგამდე მიგიყვანთ, როგორზეც არასოდეს ოცნებობდით. გარისკეთ და არ შეცდებით! ახლა შესანიშნავი შანსი გაქვთ, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ; მზად იყავით ახალი შესაძლებლობებისთვის, რომლებსაც უახლოეს მომავალში შეამჩნევთ. საკუთარ თავს შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ — თქვენი სასიცოცხლო ენერგიის მარაგი დიდია, მაგრამ სრულფასოვანი დასვენებით მისი შევსება მაინც დაგჭირდებათ.
ქალწული
ზოგი ქალწული შეიძლება უსაფუძვლო ეჭვიანობის ობიექტად იქცეს, რასაც მცირე კამათი მოჰყვება. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი უფლებები მტკიცედ დაიცვათ! თქვენი უახლოესი გარემოცვიდან ვიღაც შეეცდება, მტკივნეული დარტყმა მოგაყენოთ. ფრთხილად იყავით და ახლობლებს ყველა საიდუმლოს ნუ გაუმხელთ. ეს დღე თქვენგან დისციპლინასა და მაღალ შრომისუნარიანობას მოითხოვს. იმისათვის, რომ ახალ საქმეს შეუდგეთ, ჯერ ძველი პროექტები უნდა დაასრულოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინეთ და სხვებს თქვენი გამოყენების უფლებას ნუ მისცემთ — ენერგია მომავალი გამარჯვებებისთვის შეინახეთ. თუ მაღალი არტერიული წნევისკენ მიდრეკილი ხართ, ეცადეთ, სტრესები თავიდან აირიდოთ.
სასწორი
შესანიშნავი დღეა სილამაზის სალონში ვიზიტისა და სტილის შეცვლისთვის. რომანტიკულ ურთიერთობებში სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ, თუმცა პლანეტების განლაგება პანიკისა და ისტერიკის საშიშროებაზე მიანიშნებს; ზოგ სასწორს იძულებითი განშორება ელის. შეცდომების თავიდან ასაცილებლად სულიერი სიმტკიცისა და გამოცდილების წარმოჩენა მოგიწევთ. ისეთ ვალდებულებებს ნუ შეეჭიდებით, რომლებსაც ვერ გაუმკლავდებით, თორემ იძულებული გახდებით დახმარებისთვის თქვენს ოპონენტებს მიმართოთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სულ მცირე, ერთი კვირით გადადოთ. არ არის გამორიცხული ბედისწერის მოულოდნელი შემობრუნება. ვარსკვლავები გირჩევენ თან იქონიოთ მედიკამენტები, რომლებსაც რეგულარულად სვამთ.
მორიელი
ყველაფერი, რასაც გულით ისურვებთ, ადრე თუ გვიან აუცილებლად ახდება, ამიტომ სურვილებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დაივიწყეთ რუტინა და საკუთარ თავს პატარა დღესასწაული მოუწყეთ. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურში კოლეგის შეცდომების გამოსწორება და დაგროვილი საქმეების დროულად დასრულება მოგიწიოთ, მაგრამ უშრეტი ენერგიის წყალობით თავს მშვენივრად გაართმევთ. დაუგეგმავმა ხარჯებმა შეიძლება ამ ნიშნის ზოგ წარმომადგენელს დამატებითი ფულის ძებნა აიძულოს. გაითვალისწინეთ, რომ ახლა ნაცნობებისგან ფულის სესხება არ ღირს. ადამიანთან ურთიერთობაში, რომელსაც არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ამ ადამიანმა შეიძლება თქვენი სიკეთე თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს.
მშვილდოსანი
სიყვარულისთვის შესანიშნავი დრო — რომანტიკული ნაცნობობა წარმატებული იქნება და კარგი გაგრძელება ექნება. მზად იყავით მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან მნიშვნელოვანი საუბრისთვის. ოჯახურმა პრობლემებმა ან ყოველდღიურმა საზრუნავმა შესაძლოა გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს. გამოჩნდება კონკურენტი, რომელიც თქვენი ადგილის დაკავებას ეცდება, ამიტომ ახლა დისციპლინა განსაკუთრებით მკაცრად უნდა დაიცვათ. ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან მოგზაურობისთვის, სწავლისთვის ან მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის დაგჭირდებათ. უმჯობესია ეს დღე ბუნებაში გაატაროთ — წყლის სტიქიასთან სიახლოვე სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ.
თხის რქა
დღის პირველი ნახევარი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ. გამორიცხული არ არის, რომ უახლოესმა ნათესავებმა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. თავი შეიკავეთ მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ საჯარო საუბრისგან. პატიოსნებისა და პასუხისმგებლობის აუცილებლობა ყველა საქმეში უნდა გახსოვდეთ. დღეს ყველა დაბრკოლებას გადალახავთ, თუ მიზნისკენ დაუღალავად ივლით. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თვის ბოლოს გაგიმართლებთ, ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და საქმეებშიც სრული წესრიგი დამყარდება. რაც არ უნდა მოხდეს, შეეცადეთ, კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევა აიცილოთ. ვენერისა და მარსის შეერთება გირჩევთ, რომ ამ დღეს მხოლოდ მოხარშული ან გამომცხვარი საკვები მიირთვათ, თანაც სანელებლების გარეშე..
მერწყული
ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. ეს პერიოდი შესაძლებლობებს გიხსნით ენერგიული დასვენების, შემოქმედებისა და თვითგამოხატვისთვის. უახლოეს მომავალში სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებული მგზავრობა მოგიწევთ, რის გამოც ჩვეული განრიგის შეცვლა დაგჭირდებათ. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. გულის და სისხლძარღვთა პათოლოგიების მქონე ადამიანებს ვარსკვლავები დატვირთვის შემცირებას ურჩევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობის გაუარესება გამორიცხული არ არის.
თევზები
თუ დიდი ხანია ღირსეულ ადამიანთან შეხვედრასა და ოჯახის შექმნაზე ოცნებობთ, იცოდეთ, რომ მიზანთან ახლოს ხართ. ეს პერიოდი იდეალურია როგორც წინასწარ დაგეგმილი შენაძენებისთვის, ისე იმპულსური შესყიდვებისთვის — შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ძვირად ღირებული ნივთები, ისე წვრილმანები. მსუბუქი ხილისა და ბოსტნეულის დიეტა ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით სასარგებლოდ იმოქმედებს, ხოლო მძიმე და ცომეული კერძებისგან დღეს უმჯობესია თავი შეიკავოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან