4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს სიყვარულით იქნებით გარემოცული. გახსენით გული ახალი შესაძლებლობებისთვის და საკუთარ თავს სიყვარულის სამყაროში მოგზაურობის უფლება მიეცით — წინ ზღვარგადასული თავისუფლება და ახალი ემოციები გელით! დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ — შესაძლოა, შეფასებებში ცდებოდეთ. თუ ახლობელი ადამიანის ქცევა გაღიზიანებთ, გულწრფელად დაელაპარაკეთ. ეცადეთ, საქმეებს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდოთ - ახლა შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ უიმედო საქმეები ადგილიდან დაძრათ. ყურადღება მიაქციეთ რას და რამდენს მიირთმევთ, თორემ შეიძლება ზედმეტი კილოგრამები აკრიფოთ.
კურო
თუ სიყვარულს ეძებთ, სახლში ნუ იჯდებით — ხალხმრავალ ადგილას ცხოვრების მეგზურის პოვნის შანსი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ოთხ კედელში. ზოგჯერ სრული ჰარმონიისთვის სულ ცოტაა საჭირო — თბილი მზერა და ალერსიანი სიტყვა. გირჩევთ, ახლობელ ადამიანებს ყურადღება არ დააკლოთ, თუნდაც მნიშვნელოვანი საქმით იყოთ დაკავებული. ვარსკვლავების განლაგება მიუთითებს, რომ თქვენს თითქმის ყველა წამოწყებას წარმატების შანსი აქვს. თქვენი პრინციპულობა საქმის საბოლოო შედეგზე დადებითად აისახება, რაც სანუკვარი ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ. ბოლო დროს ფიზიკურ აქტივობას ცოტა დროს უთმობთ, ამიტომ ყოველდღიურ განრიგში სპორტული ვარჯიშები უნდა შეიტანოთ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა რომანტიკული შეხვედრებისა და მეგობართან სტუმრობისთვის. ასევე შეგიძლიათ, ეს დრო მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ასევე ძვირად ღირებული შენაძენებისთვის გამოიყენოთ. საქმეში ოჯახის წევრებიც ჩართეთ და საოჯახო საკითხების მოგვარება უფრო სწრაფად და სახალისოდ ჩაივლის, საღამოს კი ერთობლივი დასვენებისთვისაც დრო დარჩება. ინტუიცია საქმეებში სწორი მიმართულებით წაგიყვანთ. კომერციული საქმეები წარმატებით განვითარდება და სასურველ შედეგს მოიტანს. ფსიქიკურ მდგომარეობას გაუფრთხილდით, რადგან მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს.
კირჩხიბი
ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა ცხოვრების წესი უნდა შეიცვალონ და ხალხმრავალ ადგილებში სიარულს მოუმატონ. ძველ მეგობრებთან შეხვედრა და სტუმრების მიღება თქვენი სახლის ენერგეტიკაზე დადებითად აისახება. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურში გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ ემოციური წონასწორობა დაგაკარგვინოთ. უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს განდობენ. სურვილის შემთხვევაში, შემოსავლის დამატებითი წყაროს პოვნასაც შეძლებთ. ჯერჯერობით შემოსავალი მცირე იქნება, მაგრამ ეცადეთ, ვალი არ აიღოთ. იფიქრეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე და საღამო მშვიდ გარემოში დასვენებას დაუთმეთ — ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ლომი
დროა, ახალი პარტნიორი იპოვოთ - ახლა ყურადღება და საზოგადოებრივი აღიარება განსაკუთრებით გჭირდებათ. საყვარელი ადამიანები თქვენგან მზრუნველობას ელოდებიან და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ. თუ ახალი სამსახურის პოვნას ცდილობთ, ახლა რეზიუმეების გასაგზავნად ან გასაუბრებებისთვის შესანიშნავი დღეა. საყიდლებზე ახლობელ ადამიანთან ერთად წასვლა ზედმეტი ხარჯებისგან გიხსნით. დროა, ბუნებრივი ენერგია გამოავლინოთ და აქტიურ მოქმედებებს შეუდგეთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამან შეიძლება მადა გაგიძლიეროთ! თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ორგანიზმის მხარდასაჭერად ვიტამინების კურსის ჩატარება ნამდვილად წაგადგებათ.
ქალწული
პირველი ნაბიჯის გადადგმა ნუ შეგეშინდებათ. ახალი გამოცდილების წყალობით, უფრო თავდაჯერებული და მიმზიდველი გახდებით. რაში გჭირდებათ ახალი პრობლემები, როცა ძველები უკვე გაქვთ? თუ პოზიციებს არ დათმობთ, კოლეგებთან კონფლიქტის თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ამ დღეს მცირე ფინანსური მოგების შანსიც აქვთ. ფინანსური ინტუიცია არ გიღალატებთ, ამიტომ მოქმედების დროა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფულის ხარჯვას მოუკლოთ და დაგროვება დაიწყოთ. შეეცადეთ, ორგანიზმი ფიზიკური ვარჯიშებით არ გადატვირთოთ და მენიუდან ცხიმიანი საკვები ამოიღოთ, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდის.
სასწორი
ცვლილებები ნუ შეგაშინებთ, თუნდაც ისინი ახლობელ ადამიანთან ურთიერთობას ეხებოდეს. ცხოვრების სწრაფი რიტმი და მოვლენათა მრავალფეროვნება უსაქმოდ გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ. იაქტიურეთ და საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. შესაფერისი პერიოდია დამატებითი ცოდნის მიღებისა და ინფორმაციის მოძიებისთვის. ფულს და ძვირფას ნივთებს თვალი არ მოაცილოთ, რადგან ვიღაც მათ დასაკუთრებას შეეცდება. გირჩევთ, ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ და ნებისმიერი ინფორმაცია საგულდაგულოდ გადაამოწმოთ. თუ დღის რაციონალურ რეჟიმს არ დაიცავთ, ქრონიკული უძილობა თითქმის გარანტირებული გაქვთ.
მორიელი
მალე სიმპათიურ უცნობს შეხვდებით, რომელიც საინტერესო წინადადებას შემოგთავაზებთ, თუმცა მის მიღებას ნუ იჩქარებთ! ახალ საქმეს ხელს ნუ მოჰკიდებთ, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ, რადგან მომავალში წარუმატებლობამ შეიძლება თქვენს ავტორიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს. დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრებს დაუთმეთ. დროა, ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინოთ. თქვენი მჭევრმეტყველება და კომუნიკაბელურობა ამ დღეს ნამდვილად გამოგადგებათ. არ დაივიწყოთ ყოველდღიური ვარჯიში და კონტრასტული შხაპი, რომელიც მხნეობისა და განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, კეფირის დიეტა კი ორგანიზმის დეტოქსიკაციის საშუალებას მოგცემთ.
მშვილდოსანი
დღეს შესაძლებლობა გექნებათ, მოხიბლოთ ადამიანი, რომლის მიმართაც ძლიერ სიმპათიას გრძნობთ. დროა, მეორე ნახევრის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, თორემ ბრალდებებისა და პრეტენზიების მოსმენას ვერ ასცდებით. ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საღი აზრით იხელმძღვანელოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვინმემ თქვენი საეჭვო საქმეში ჩათრევა ან, უბრალოდ, მოტყუება სცადოს — ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ქაღალდი, რომლის ხელმოწერასაც აპირებთ! კარგი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის. გამორიცხული არ არის ფინანსური იღბალიც, რომელიც მოგებას ან წარმატებულ შენაძენს უკავშირდება.
თხის რქა
ამ დღეს ენერგია ბევრი რამისთვის გეყოფათ: მრავალწლიან ქორწინებაში ვნების დასაბრუნებლად, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის მოსაგვარებლად ან ცხოვრებაში ახალი ფურცლის დასაწყებად. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ. არასასურველია იმ საქმეების წამოწყება, რომლებზეც ზუსტი წარმოდგენა არ გაქვთ. მალე თქვენი გულმოდგინე შრომა დაფასდება და მატერიალური კეთილდღეობა გაუმჯობესდება. თქვენი ემოციური ფონი შედარებით სტაბილურია, ამიტომ თავს გაცილებით მშვიდად და ხალისიანად იგრძნობთ.
მერწყული
უახლოეს 24 საათში მრავალი ცდუნება გელით, თუმცა მათი განხორციელების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. მოსალოდნელია წვრილმანების გამო მეორე ნახევართან დაპირისპირება. ვარსკვლავები გირჩევენ, კონფლიქტებს მოერიდოთ, რადგან შეიძლება ისეთი რამ წამოგცდეთ, რასაც დიდხანს ინანებთ. სწრაფმა რეაქციამ და გადაწყვეტილების რაც შეიძლება მალე მიღების სურვილმა შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიღოს. ყოველდღიური პრობლემების დავიწყებისთვის დასვენების პასიური ფორმები შეარჩიეთ: წიგნები წაიკითხეთ, ფილმებს უყურეთ, მუსიკას მოუსმინეთ ან რაიმე ლამაზი შექმენით.
თევზები
მშვენიერი დღეა ახალი ურთიერთობის დასაწყებად. ფეთქებადმა ხასიათმა შესაძლოა მეორე ნახევართან დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ, თანაც ისე, რომ ამის განსაკუთრებული მიზეზი არ გექნებათ. უამრავ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა და შეეცადეთ, ზოგი მათგანის უტაქტობით გამოწვეული გაღიზიანება დამალოთ. ფინანსურ საკითხებში ზომიერება გამოიჩინეთ და უარი თქვით შენაძენებზე, რომელთა განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს. მძიმე სამუშაომ ან დაძაბულობამ შესაძლოა ძალები გამოგაცალოთ. წარმატების ნებისმიერი ფასად მიღწევის სურვილი კი განწყობაზე უარყოფითად აისახება. დღეს გამოვლენილი უსიამოვნო სიმპტომი ერთგვარი გაფრთხილებაა — დაფიქრდით, საკუთარ მენიუში და ცხოვრების წესში რა უნდა შეცვალოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან