დღის ჰოროსკოპი

2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 კვი. 1 ნოემბერი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

პირად ცხოვრებაში ცვლილებებისა და სიახლეების სურვილმა შესაძლოა ნაჩქარევი და ზედმეტად ემოციური ნაბიჯებისკენ გიბიძგოთ. ინტუიცია არ უგულებელყოთ და ყოველთვის ჯანსაღ აზრს დაეყრდენით. წვრილმანებზე კამათს და ახლობლებთან ურთიერთობის გარკვევას მოერიდეთ — ეს უდიდეს ენერგიას წაგართმევთ. გამოცდილი კოლეგების დახმარებით გამოსავლის პოვნას ყველაზე ჩახლართული სიტუაციიდანაც კი შეძლებთ. ამ დღეს ფინანსებთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირადი ნივთები დაიცვათ. თუ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ფიზიკური დატვირთვა უნდა შეამციროთ.

კურო

შანსი გეძლევათ, რომ საყვარელ ადამიანს გრძნობები დაუმტკიცოთ —ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენეთ! მოულოდნელი ამბავი წინასწარ შედგენილი გეგმების შეცვლას გაიძულებთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარება შეძლოთ და კოლეგების რისხვა დაიმსახუროთ. სიტუაციის გამოსწორებას მხოლოდ თქვენი მოხერხებულობისა და წინდახედულების წყალობით შეძლებთ. გირჩევთ სამსახურში მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ - ასე შეიძლება კონკურენტების საიდუმლო გაიგოთ. ბოლო დროს ფული ჯიბეში არ გიჩერდებათ. რა თქმა უნდა, შოპინგი სიამოვნებას განიჭებთ, მაგრამ მუდმივად საკუთარი სისუსტეების ტყვეობაში ყოფნა არ შეიძლება. თუ კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული ჩივილები გაქვთ, ცხიმიანი და მწარე კერძების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

ტყუპები

ამ დღეს ურთიერთობებში დაპირისპირების რისკი იმატებს, რაც თქვენი გადაჭარბებული მოლოდინების ბრალია. დაძაბულობის შესამცირებლად ეცადეთ, შექმნილი ვითარება ობიექტურად შეაფასოთ და ერთმანეთს გვერდით დაუდგეთ. დღე სწრაფად და მსუბუქად ჩაივლის, რაშიც მეგობრული ატმოსფერო და ახლობლების მხარდაჭერა დაგემარებათ. ბევრ მნიშვნელოვან ამოცანას წარმატებით მოაგვარებთ, თუმცა, ზოგიერთმა კოლეგამ შეიძლება თქვენით მანიპულირება სცადოს. ამჟამად სამსახურში მცირე შეფერხება და უძრაობა შეიმჩნევა. ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდეთ, გადაწყვეტილებები კი ოჯახის წევრებთან შეთანხმებით მიიღეთ. სავარაუდოდ, მხიარულ წვეულებაზე მიგიწვევენ. შეეცადეთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ, რადგან კარგი განწყობა თქვენს ჯანმრთელობაზე საუკეთესოდ აისახება.

კირჩხიბი

წინ საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, რომელიც შეიძლება ვნებიანი რომანის დასაწყისი გახდეს. თქვენმა ლიდერობის სურვილმა და ზედმეტად თავისუფალმა საქციელმა შეიძლება უარყოფითი ემოციები და იმედგაცრუება გამოიწვიოს. წარმატების მისაღწევად წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ — წვრილმანების უგულებელყოფამ შესაძლოა ყველაფერი წყალში ჩაყაროს. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში თქვენმა გუნდმა ფინანსური ბონუსი მიიღოს, თუმცა იქნებით თუ არა ამ სიაში, ჯერჯერობით უცნობია. იდეა, რომელიც თავში მოგივათ, ბედნიერი მომავლისკენ გზას გაგიხსნით. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, საქმეები სამომავლოდ გადადეთ და დაისვენეთ.

ლომი

ეს დღე სასიყვარულო თავგადასავლებს ხელს უწყობს. თუ გართობისა და დასვენების ძალას იპოვით, სასიამოვნო შეხვედრა გელით. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რომ გაცხარებულმა ახლობელ ადამიანს გული არ ატკინოთ. მნიშვნელოვანია, რომ რეალობასთან კავშირი არ დაკარგოთ — თქვენი იდეა არარეალურია, საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულმა რწმენამ კი შესაძლოა პრობლემები შექმნას. თუ ბოლო დროს არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა გაქვთ, იცოდეთ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება და მატერიალური მხარდაჭერა იქიდან მოვა, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელით. ლომებმა, რომლებსაც ჰიპერტონია აწუხებთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან გეომაგნიტური ფონი შესაძლოა ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.

ქალწული

ვარსკვლავები გპირდებიან, რომ მალე საყვარელი ადამიანი სიურპრიზებითა და საჩუქრებით გაგანებივრებთ. უფროს ნათესავებთან ურთიერთობის დროს უხეშობას მოერიდეთ. ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ საღ აზრს სძლიოს. თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობისთვის მზად ხართ, ენერგია კი პასუხისმგებლობით სავსე საკითხების მოსაგვარებლად სრულად გეყოფათ. ფრთხილად —ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით დაბრკოლება, რომელსაც ვერ აკონტროლებთ. ოჯახის წევრებთან ფინანსების განხილვამ შესაძლოა ახალი იდეები და პერსპექტივები გააჩინოს —საკუთარი გეგმების გაზიარების ნუ შეშინდებით. სამყარო პოზიტიური ენერგიით აგივსებთ და მოგცემთ იმ ძალას, რომელიც გეგმის განხორციელებისთვის გჭირდებათ. დღის ბოლოს შეიძლება გულის არეში დისკომფორტი იგრძნოთ, ამიტომ მძიმე და მაღალკალორიულ საკვებს ერიდეთ.

სასწორი

ზოგი თქვენგანი მიხვდება, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მრავალფეროვნება და ახალი შთაბეჭდილებები სჭირდება. საყვარელ ადამიანთან ერთად სცადეთ დროის გატარების უფრო საინტერესო და ორიგინალური გზები მოძებნოთ. თუ ჯერ კიდევ თავისუფალი ხართ, მსუბუქ და მიმზიდველ ფლირტზე უარს ნუ იტყვით. სამსახურში საქმეები თავზე გაყრიათ, მაგრამ ამის გამო პირადი ცხოვრება არ უნდა დაივიწყოთ! ყველაზე გონივრული, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის წონასწორობის დაცვაა. ამ დღეს რისკებისა და სარგებლის შეფარდება თქვენთვის სასარგებლოა, ამიტომ შეგიძლიათ ახალი პროექტი დაიწყოთ. მოერიდეთ ემოციური განცხადებების გაკეთებას, რის გამოც მალე ბოდიშის მოხდა მოგიწევთ. სიტუაციიდან ღირსეულად გამოსასვლელად მაქსიმალური ძალისხმევა დაგჭირდებათ.

მორიელი

შესაძლოა, კოლეგის მიმართ, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ ძლიერი მიზიდულობა იგრძნოთ. ფრთხილად იყავით, რომ ამ რომანის გამო სამსახურიდან წასვლა არ მოგიწიოთ. თითქმის ყველაფერი, რასაც ამ დღისთვის გეგმავთ, წარმატებით შესრულდება, რაც მუშაობის გასაგრძელებლად დამატებით მოტივაციას მოგცემთ. თუ გრძნობთ, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ ხართ, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. თუ რამის მიღწევა გსურთ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მოქნილად და დიპლომატიურად იმოქმედეთ. საჭირო არ არის — უბრალოდ, დაელოდეთ შესაფერის მომენტს. გახსოვდეთ, რომ სიყვარულიდან აგრესიამდე ერთი ნაბიჯია, ამიტომ ეცადეთ წყენა დაივიწყოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. თუ თავს დათრგუნულად და უხასიათოდ გრძნობთ, ეცადეთ ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ, ვიდრე სახლში, ტელევიზორთან ან კომპიუტერთან.

მშვილდოსანი

უახლოეს მომავალში ისეთი შეხვედრა გელოდებათ, რომელსაც თქვენი ბედის შეცვლა შეუძლია. ფრთხილად იყავით — თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენზე უარყოფით გავლენას ახდენს. შესაძლოა, თქვენამდე აბსურდულმა ჭორებმა მოაღწიონ ან უსაფუძვლო ჭორების ობიექტი თავად გახდეთ. სამსახურში მთელი ყურადღება პროფესიული უნარების ამაღლებასა და გამოცდილების გაზიარებაზე უნდა გადაიტანოთ. სწრაფი გამდიდრების გეგმები ჯერჯერობით უნდა დაივიწყოთ. კოსმოსური ენერგია მატერიალური საკითხების, განსაკუთრებით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებას ხელს არ უწყობს. მოერიდეთ გადაღლას, რადგან ამან შეიძლება სტრესამდე მიგიყვანოთ. ახლა სამომავლო წარმატებებისთვის ძალების აღდგენის დროა.

თხის რქა

თუ ბოლო დროს თქვენ შორის ცივი კედელი აღიმართა, ახლა მისი დამსხვრევისთვის შესანიშნავი დროა! ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ძველი წყენა და გაუგებრობები წარსულს ჩაბარდება და თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. თქვენი ნიშნის ბევრ წარმომადგენელს სამსახურში გაუმართლებს და მნიშვნელოვან გამარჯვებებს მიაღწევს, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერ საქმეს თამამად შეეჭიდოთ. ვარსკვლავები ინვესტიციებიდან სَოლიდურ მოგებასა და მსხვილი გარიგებების წარმატებით დადებას გპირდებიან, თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ვაჭრობასა და ფასიან ქაღალდებთან მუშაობაში თქვენი წარმატება პროფესიულ ცოდნაზეა დამოკიდებული. ნუ ეცდებით სტრესის ტკბილეულით „მკურნალობას — ეს მიდგომა მცირე შვებას მოგცემთ, თუმცა ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

მერწყული

ამ დღეს ახლო ნათესავების რჩევებს სერიოზულად ნუ მიიღებთ — ისინი ნაკლებად გამოგადგებათ. საკუთარი პოზიციის დაცვისას აგრესიას და უხეშობას მოერიდეთ — ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ. ეს დღე ხელსაყრელია მათთვის, ვინც უძრავი ქონების შეძენას ან მსხვილი ფინანსური გარიგების დადებას გეგმავს. ხელსაყრელი დღეა გარეგნობაზე ზრუნვისთვის: სასარგებლო იქნება სახის მკვებავი ნიღბები, ცელულიტის საწინააღმდეგო პროცედურები და თმის მოვლა. თუ შფოთვისკენ ხართ მიდრეკილი, სუფთა ჰაერზე დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

თევზები

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები გულის სიღრმეში ბედისწერის მიერ დანიშნულ საბედისწერო შეხვედრას ელიან. სულელურ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ, დაუფიქრებელი პირობების მიცემას მოერიდეთ. მშვენიერი დღეა მეგობრებისა და ნათესავების სანახავად — საშუალება გექნებათ, რომ ახლობლები ახალი კულინარიული შედევრით გააოცოთ. გირჩევთ ოჯახში გულწრფელი და პატიოსანი ურთიერთობები წაახალისოთ და ისეთი გარემო შექმნათ, სადაც თითოეული ადამიანი საკუთარი აზრებისა და ემოციების გამოხატვისას თავს კომფორტულად იგრძნობს. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, ამიტომ უმჯობესია ფულის დაზოგვაზე იზრუნოთ. დღეს შეგიძლიათ სილამაზის სალონს ესტუმროთ და იმიჯი ან ვარცხნილობა შეიცვალოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge