დღის ჰოროსკოპი

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 შაბ. 7 ნოემბერი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ბოდიშის მოხდა და შეცდომების აღიარება ნუ შეგაშინებთ — ოჯახური ჰარმონიის აღდგენის სურვილი კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ყოველდღიური რუტინისგან განტვირთვისთვის მოგზაურობა, ბუნებაში დასვენება და გარემოს შეცვლა გჭირდებათ. პერსპექტიული ნაცნობობა და ახალი შთაბეჭდილებები თქვენს მენტალურ მდგომარეობაზე საუკეთესოდ აისახება. შესანიშნავი დღეა ხელშეკრულებების გაფორმების ან სამსახურის შესაცვლელად. ვარსკვლავები გირჩევენ, დასახული მიზნების მისაღწევად ინტერნეტსივრცე გამოიყენოთ — აქ უამრავ ახალ იდეასა და საჭირო ადამიანს იპოვით, შესაძლოა, სამსახურის შეთავაზებაც მიიღოთ. ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიძინებული ქრონიკული დაავადებებია, რომლებიც თავს შეგახსენებთ.

კურო

საყვარელ ადამიანთან რამდენიმედღიანი განშორება თქვენს საქმეს მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება. მარსი თქვენს ჰოროსკოპში მეტისმეტად აქტიურობს, ამიტომ ემოციური ფონი არასტაბილური იქნება. ახლობლების მისამართით უხეშობას და ბრალდებებს მოერიდეთ, თორემ ახალ პრობლემებს შეიქმნით. ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან საუბრის, ასევე სახელმწიფო უწყებებში ვიზიტისთვის — საქმეში წარმატების იმედი გქონდეთ. ნუ მოუსმენთ „მრჩევლებს“, რომლებსაც თქვენი გეგმები აეჭვებთ — თუ საკუთარ გათვლებში დარწმუნებული ხართ, იმოქმედეთ! რაც შეეხება კვებას, სასურველია ზომიერება დაიცვათ და ცხოველურ საკვებზე დროებით უარი თქვათ.

ტყუპები

წყვილებისთვის შესანიშნავი დროა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასაყვანად. ოჯახის შექმნის იდეამდე ფრთხილად და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიხვიდეთ, რომ პარტნიორი არ დააფრთხოთ. თქვენი განწყობა ახლობლების გულებში გამოძახილს იპოვის — ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული დაისადგურებს, პრობლემები კი გვერდს აგივლით. ხელსაყრელი დროა ახალ თანამდებობაზე გადასასვლელად, თუმცა, თქვენი ხელმძღვანელობა ამას ჯერჯერობით ვერ ამჩნევს. დროა, ძველი კავშირები გაიხსენოთ — შესაძლოა, ისინი ახლა ძალზე ფასეული აღმოჩნდეს. თუ ჯანმრთელობის მხრივ, უსიამოვნო სიმპტომმა შეგაწუხათ, პრობლემის მოგვარება არ გადადოთ.

კირჩხიბი

რომანტიკული ფილმი ან საინტერესო სერიალი ოჯახში საუკეთესო ატმოსფეროს შექმნის და საყვარელ ადამიანთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ. მშვენიერი დროა გარშემო მყოფებთან ურთიერთობისთვის, მათ შორის მათთანაც, ვისთანაც აქამდე საერთო ენის პოვნა გიჭირდათ. უახლოესი დღეების განმავლობაში სახლიდან ადრე გასვლა სცადეთ, რადგან ტრანსპორტთან დაკავშირებული შეფერხებები და დაგვიანება გელით. შეგიძლიათ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაში სხვებიც ჩართოთ, მაგრამ უფროსობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოერიდეთ. ერიდეთ ორპირ ქარებსა და სიცივეებს – გაციების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ლომი

ნამდვილი ემოციების გამოჩენა ნუ მოგერიდებათ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი თქვენს გრძნობებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ემოციების ფონზე, შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა უმიზეზოდ გისაყვედუროთ. უსამართლობას სიმშვიდით უპასუხეთ, რადგან ის თავად მიხვდება ყველაფერს და უხეშობის გამო პატიებას გთხოვთ. უმჯობესია, მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადოთ, რადგან სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობთ და შეიძლება შეცდეთ. ფინანსური თვალსაზრისით განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა ტენდენცია შემოსავლების გაუმჯობესებისკენ მიდის. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან.

ქალწული

თქვენი გრძნობები შესაძლოა ჩვეულზე ძლიერი იყოს — მშვენიერი დროა გულწრფელი აღიარებისთვის. დროა, ნათესავებთან და ახლობლებთან უაზრო კამათი დაასრულოთ, რადგან რთულ დროს ისინი თქვენი მთავარი საყრდენები და მხარდამჭერები არიან. მომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ — ვარსკვლავების განლაგება მიუთითებს, რომ თქვენს ცხოვრებაში ნათელი პერიოდი იწყება. ახლა წარმატება თქვენს მხარესაა, ამიტომ იჩქარეთ და ეს ხელსაყრელი შანსი გამოიყენეთ. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული შენაძენებისგან და ფული დაზოგეთ — სავარაუდოდ, ის უახლოეს მომავალში ძალიან დაგჭირდებათ. ჰოროსკოპის პროგნოზით, მაღალი ულტრაიისფერი (UV) ინდექსია მოსალოდნელი, რამაც შეიძლება თვითშეგრძნებაზე იმოქმედოს.

სასწორი

არ არის გამორიცხული, რომ წარსულის მოგონებებში ჩაიძიროთ და მიხვდეთ, სიყვარულში წარუმატებლობის ნამდვილი მიზეზი რა იყო. ეს დაგეხმარებათ, რომ მიმდინარე ურთიერთობაში ძველი შეცდომები აღარ გაიმეოროთ, ხოლო მარტოხელები სიყვარულში საკუთარ პრიორიტეტებს გადააფასებენ. შესაძლოა შვილებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები შეგექმნათ და მათ საჭიროებებზე ოჯახური ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯოს. თუ თქვენი საქმიანობა ფინანსებსა და ბუღალტერიას უკავშირდება, ქაღალდებთან მუშაობა დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ, სამაგიეროდ, შემოქმედებით ადამიანებს სრული იდილია ელით. მოერიდეთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებიც თქვენი ნაშრომის მითვისებას ეცდებიან. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, თუმცა მენიუს მკვეთრად ნუ შეცვლით, რომ ორგანიზმმა სტრესი არ განიცადოს.

მორიელი

საკუთარ თავს და გარეგნობას მეტი ყურადღება დაუთმეთ — ამას ნამდვილად იმსახურებთ. უახლოეს დღეებში მოწყენა არ გემუქრებათ —ახალი ნაცნობობა და გადაუდებელი საქმეები გაიძულებთ მუდმივად მოვლენების ცენტრში იტრიალოთ. სირთულეები ნუ შეგაშინებთ — ოჯახის წევრებისა და ერთგული მეგობრების დახმარებით, მალე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. ფინანსური მდგომარეობა მცირედით გაუარესდება, ამიტომ დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ და დამატებით შემოსავალზე იფიქრეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და იმუნიტეტი გაიძლიერეთ — ახლა ავად ყოფნის დრო არ გაქვთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სევდიანი განწყობა ახლავს, ამიტომ საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გატარება საუკეთესო გამოსავალია — უყურეთ საინტერესო ფილმს ან ვახშამი ერთად მოამზადეთ. ჰოროსკოპი ვარაუდობს ხანდაზმულ, ნაკლებად საინტერესო ადამიანთან შესაძლო შეხვედრას. კოლეგების დახმარების იმედი ნუ გექნებათ — საუკეთესო შედეგისთვის უახლოესი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა ენდოთ. მსხვილი შენაძენები სასურველია სხვა დროისთვის გადადოთ. თუ ამ დღეებში ავადმყოფობის რაიმე სიმპტომი გამოვლინდა, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ხანგრძლივ დაავადებაში გადაიზარდოს.

თხის რქა

ახლახან დაწყებული რომანის გაგრძელებაზე ზედმეტ იმედებს ნუ დაამყარებთ — თქვენი ცხოვრების ნამდვილ მეგზურს ჯერ არ შეხვედრიხართ. ამ დღეს განმარტოებისთვის საუკეთესო ადგილი საკუთარი სახლი იქნება, სადაც ფიქრს მშვიდად შეძლებთ. სამომავლო გეგმების შესადგენად დრო ცოტაა, ამიტომ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. კოლეგებთან ურთიერთობა შესანიშნავად ჩაივლის — ისინი გვერდით დაგიდგებიან და მშვენიერ რჩევებსაც მოგცემენ. დროს ნუ დაკარგავთ საქმეზე, რომელსაც პერსპექტივა არ გააჩნია —ვარსკვლავები გირჩევენ, გარკვეული დროით პასიური პოზიცია შეინარჩუნოთ. ასტროლოგები ასევე გირჩევენ, რომ აუზზე ჩაეწეროთ, ცურვა სასუნთქი სისტემისა და კუნთების სტიმულაციისთვის შესანიშნავი არჩევანია.

მერწყული

მალე შეხვდებით ადამიანს, რომლის გვერდზე თავს ძალზე ბუნებრივად და კომფორტულურად იგრძნობთ. იფიქრეთ იმაზე, როგორ გახადოთ თქვენი სახლი ფენ-შუის დახმარებით უფრო მყუდრო — ამით ოჯახის ყველა წევრს ასიამოვნებთ. თუ დიდი ხანია კარიერულ წინსვლაზე ფიქრობთ, ახლა მოქმედების დროა! ასტროლოგიური პროგნოზით, უახლოეს კვირებში თქვენ წინაშე საინტერესო პერსპექტივები გაიხსნება. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ხარჯები ყოველთვის ფინანსურ სირთულეებამდე მიდის, ამიტომ არსებულ თანხებს მეტად უნდა გაუფრთხილდეთ. მოიძიეთ აქტიური დასვენების კომპანია, რაც განწყობას კიდევ უფრო აგიმაღლებთ.

თევზები

საყვარელი ადამიანი ეჭვიანობს? იქნებ ამის მიზეზი თავად მიეცით? ყველას დახმარებას ნუ იჩქარებთ, ვინც ამას გთხოვთ, რადგან ზოგმა შეიძლება თქვენი გულკეთილობა ბოროტად გამოიყენოს. თუ მეორე ნახევარს ეძებთ, კარგად განსაზღვრეთ, ზუსტად რა თვისებებს ეძებთ თქვენს რჩეულში. სამუშაო საქმეებში წარმატება თქვენს აქტივობაზე იქნება დამოკიდებული — დრო ტყუილად არ დაკარგოთ და ყურადღება პროფესიულ განვითარებაზე გადაიტანეთ. ამ დღეს სატურნის გავლენა არც ისე სასიკეთოდ იმოქმედებს, სამაგიეროდ, სუფთა ჰაერზე სეირნობა განწყობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge