დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:25 პარ. 13 ნოემბერი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე იდეალურია რომანტიკული ნაცნობობისთვის — შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი საიმედო დასაყრდენი გახდება. ერიდეთ სხვა ადამიანების საქმეებში ჩარევას, რათა მათი პრობლემების გადაჭრა არ მოგიწიოთ. ამ დღეს თქვენმა უხეშობამ ან ზეწოლამ შეიძლება მცირე კამათი გამოიწვიოს. თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა არასტაბილურია, თუმცა წამიერ დეპრესიას უფლებას ნუ მისცემთ, რომ თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს! ფინანსური ჰოროსკოპი მიანიშნებს, რომ უახლოეს ხანებში ფულის ნაკლებობას არ იგრძნობთ და მატერიალური სიკეთეები არ მოგაკლდებათ. მოწყენილობა იმ ადამიანების ხვედრია, რომლებმაც არ იციან, თავი რით შეიქციონ, თუმცა თქვენსავით საქმიან ადამიანებს მსგავსი განწყობა არ ემუქრებათ.

კურო

ამ დღეს მოგზაურობა საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს შესაძლოა შვილებთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნათ — იმისათვის, რომ ეს პრობლემა კონფლიქტში არ გადაიზარდოს სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოავლინოთ. სამსახურში თავს სანდო და პასუხისმგებლობიან თანამშრომლად წარმოაჩენთ და ხელმძღვანელობისთვის ნამდვილი დასაყრდენი გახდებით, რაც თქვენს კარიერაზე ხელსაყრელად აისახება. ამ დღეებში შესაძლოა მცირედი ფინანსური კრიზისი შეიქმნას — მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯები თქვენს ბიუჯეტს მძიმე დარტყმას მიაყენებს. ყურადღება არ მოადუნოთ - ახლა დაშვებული შეცდომა თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.

ტყუპები

ეს დრო ახალი და სარისკო ნაცნობებისთვის სრულიად შეუფერებელია. სამსახურებრივი ფლირტი მალე დასრულდება, თუმცა თქვენთვის ასე სჯობია. იმის ნაცვლად, რომ ყველას საკეთებელი მარტომ აკეთოთ, უმჯობესია მოვალეობები ოჯახის წევრებს გაუნაწილოთ. სრულიად სამართლიანი იქნება, თუ თითოეული მათგანი პასუხისმგებლობას აიღებს და შედეგში თავის წვლილს შეიტანს. ეს დღე მნიშვნელოვანი მოვლენებით სავსეა: შესაძლოა, სასურველი ხელშეკრულების გაფორმების შანსი მოგეცეთ ან თავი სრულიად სხვა სფეროში გამოიჩინოთ. მალე მნიშვნელოვან ფინანსურ ბონუსს მიიღებთ, რაც უამრავი პრობლემისგან გაათავისუფლებთ. შეეცადეთ, ამ დღეს ბუნებასთან ახლოს იყოთ და არც ორგანიზმისთვის სითხის მიღების მნიშვნელობა დაგავიწყდეთ — დღეს სუფთა წყალი თქვენი საუკეთესო მეგობარია, მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კი დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ეცადეთ სახლის გარეთ დასვენებასა და განტვირთვას მეტი დრო დაუთმოთ. სულ მალე შეხვდებით ადამიანს, ვისაც მომავალს დაუკავშირებთ. საოჯახო შენაძენები და საყვარელი ადამიანებისთვის განკუთვნილი საჩუქრები განსაკუთრებით წარმატებული იქნება. საღამო შესანიშნავია რომანტიკული თავგადასავლებისთვის. თუ სამსახურში რაიმე დაბრკოლება შეგექმნათ, ნუ მოგერიდებათ რჩევა გამოცდილ კოლეგებს სთხოვოთ. დღეს ფინანსებთან დაკავშირებული ინტუიცია დიდ წარმატებას მოგტანთ — უბრალოდ, თქვენს შინაგან წინათგრძნობას უნდა ენდოთ. მოერიდეთ არაჯანსაღ პროდუქტებსა და გადაჭარბებულ კოსმეტიკას, რადგან ამან შეიძლება არასასურველი რეაქცია გამოიწვიოს.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ძველი წყენის დავიწყებისა და მეორე ნახევართან ურთიერთობის მოწესრიგებისთვის. უახლოესი 24 საათის განმავლობაში საყვარელი ადამიანებისთვის გაწეული დახმარება ღირსეულად დაფასდება და სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ. ამ დღეს ყველაზე მეტად საკუთარ გამჭრიახობას ენდეთ და სხვების რჩევებს ნუ დაეყრდნობით. დროა, მუდმივ ფინანსურ დაგეგმარებას მცირე ხნით თავი დაანებოთ და აქტიურ მოქმედებაზე გადახვიდეთ. მოერიდეთ ყოველგვარ ზედმეტობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია თავის ტკივილმა ან სხვა მსგავსმა სიმპტომებმა თავი იჩინოს. დააკვირდით საკუთარ ორგანიზმს — თუ აპათიას გრძნობთ და გამუდმებით გეძინებათ, მეტი დასვენება გჭირდებათ.

ქალწული

ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის და საკუთარ თავს სრულიად ახალი კუთხით დაგანახვებთ! წინ საინტერესო რომანტიკული პაემანი და თავგადასავლები გელით. შესაძლოა, რომელიმე ახლობელთან ურთიერთობა დაგეძაბოთ, ამიტომ უმჯობესია, პრინციპული საკითხებისა და მტკივნეული თემების განხილვისგან თავი შეიკავოთ. თქვენი პროფესიული იდეები ბევრი კოლეგისთვის ინოვაციური აღმოჩნდება, ხოლო მეწარმეებს შესანიშნავი შანსი აქვთ, რომ მატერიალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარონ. ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისა და სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, ხოლო ბუნებაში ხშირი სეირნობა განტვირთვისა და ენერგიის აღდგენის საშუალებას მოგცემთ.

სასწორი

თუ დაუფიქრებლად იმოქმედებთ, შესაძლოა პრობლემები შეიქმნათ. სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ, დარწმუნდით, რომ შერჩეული ადამიანი ნამდვილად თქვენი შესაფერისია. მეორე ნახევრის თხოვნას მეტი ყურადღება მიაქციეთ, რადგან თქვენმა გულგრილობამ შეიძლება ძალიან გაანაწყენოს. სჯობს, კრედიტებსა და სესხებს ჯერჯერობით თავი აარიდოთ და მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს დაეყრდნოთ, თორემ ისეთ ვალებში გაეხვევით, საიდანაც ძალიან დიდხანს ვერ გამოხვალთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ნერვულ გადაღლას მოერიდეთ.

მორიელი

ამ დღეს ყოველდღიურ საქმეებთან გამკლავებას საუკეთესოდ შეძლებთ. სასიყვარულო ურთიერთობებში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. კინოში ან რესტორანში ვიზიტი თქვენი დღის მშვენიერი დასასრული იქნება. ახლობლები მცირე საჩუქრებით გაახარეთ და გულთბილად ესაუბრეთ — ეს ოჯახურ ატმოსფეროს საგრძნობლად გააუმჯობესებს. შესაძლოა, თვითშეფასება გაგეზარდოთ და რაიმე უჩვეულო ნაბიჯი გადადგათ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ფულის სასარგებლოდ დაბანდების შანსი მიეცემა. დროა, საკუთარი საქმის წამოწყებაზე დაფიქრდეთ. უახლოეს საათებში შეგიძლიათ თავს ინტენსიური ვარჯიშის უფლება მისცეთ, ხოლო ვარსკვლავები გირჩევენ, თვალის ექიმსაც ესტუმროთ.


მშვილდოსანი

საყვარელ ადამიანთან გრძნობების გამოხატვისა და ფიქრების გაზიარების ნუ შეგშინდებათ — მზრუნველობა და ყურადღება დიდ სიხარულს მოგტანთ და ემოციურ დონეზე კიდევ უფრო დაგაახლოებთ.. მოერიდეთ კოლეგების კრიტიკას — შეცდომებს ყველა, მათ შორის თქვენც უშვებთ, ამიტომ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და საკუთარი მუშაობის შედეგებზე იფიქროთ. დღის პირველ ნახევარში ძალისა და შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. დროა, საქმიან სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაგეგმოთ, ხოლო თქვენი პრაგმატიზმი და ინტუიცია სასურველი შედეგის გარანტია იქნება.

თხის რქა

არ დაუშვათ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენთვის მეორეხარისხოვანი გახდეს. სასწრაფოდ შეიტანეთ იგი თქვენს ყოველდღიურ განრიგში და დაე, მთელმა სამყარომ დაიცადოს! ოჯახური ურთიერთობებისთვის საკმაოდ დაძაბული დღეა. შესაძლოა, მეუღლესთან ან ოჯახის სხვა წევრებთან მოსალოდნელია უთანხმოება — საუკეთესო გამოსავალი კომპრომისის ძიება იქნება. თუ შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად გამონახეთ დრო განტვირთვისთვის. უახლოეს მომავალში შემოსავლის ახალ წყაროებს აღმოაჩენთ — ყურადღება მიაქციეთ სფეროებს, რომლებიც მოგებას მოგიტანთ და სწორედ ამ მიმართულებით იმოქმედეთ. ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად და გულწრფელად გაიღიმოთ. ეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

მერწყული

ნუ დაკარგავთ ძვირფას წუთებს ეჭვებზე და უბრალოდ სიყვარულით დატკბით. უახლოესი დღეების ჰოროსკოპი გირჩევთ ახალ ნაცნობობას უფრთხილდეთ, რომელიც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. თქვენს გარემოცვაში აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთები, ვინც თქვენს წარმატებას ეჭვის თვალით უყურებს. მათთან კამათის ნაცვლად, ეცადეთ საკუთარი საქმე მშვიდად და აუღელვებლად აკეთოთ. თავი შეიკავეთ ხალხმრავალი ადგილების მონახულებისა და სესხებისა და კრედიტების აღებისგან, რადგან დამატებითი ფინანსური ვალდებულებები ახლა არაფერში გჭირდებათ. გაატარეთ ეს დღე მშვიდად — ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

თევზები

მარტოობა თქვენი არჩევანი არ არის! ამ დღეს ეცადეთ ხალხში იტრიალოთ, პოზიტიური ენერგია მიიღოთ და თქვენი დადებითი თვისებები გამოავლინოთ. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია უმნიშვნელო წყენა ან გაუგებრობა. სამსახურში ხელსაყრელი ვითარება შეგექმნებათ. თუკი ზუსტ დროს და ზუსტ ადგილას აღმოჩნდებით, ხელმძღვანელობის თვალში მნიშვნელოვან ქულებს ჩაიწერთ.ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, რასაც თქვენამდე ჭორების სახით მოაღწევს — სავსებით შესაძლებელია, რომ კონკურენტები თქვენს დაბნევას ცდილობენ. ხანმოკლე დასვენება და მშვიდი გარემო ახლა თქვენთვის საუკეთესო წამალია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge