12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სასიყვარულო ურთიერთობებში შესაძლოა, მცირე უთანხმოება გაჩნდეს — სავარაუდოდ, დროა, ცოტა ხნით ერთმანეთისგან დაისვენოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ამბიციები და პრეტენზიები შეამციროთ და უფრო დამთმობი გახდეთ. შეძლებისდაგვარად, დაპირებების მიცემასა და დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას მოერიდეთ. ამ პერიოდში მთელი ყურადღება მოვალეობებზე გაქვთ გადატანილი, ამიტომ ჯობია სურვილები და ამბიციები დროებით დაივიწყოთ. ფინანსური სირთულეები ნელ-ნელა წარსულს ბარდება და გაჩნდება ვალების გასტუმრების შანსი. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს კბილებთან დაკავშირებული პრობლემები შეაწუხებს; თუ სტომატოლოგთან ვიზიტი უკვე დაგეგმეთ, მისი გადატანა არ ღირს.
კურო
შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ. იდეალური დროა თანამოაზრეების პოვნისა და სოციალური კავშირების განსამტკიცებლად. სულ მალე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენს ბედზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. თქვენს სამუშაო განრიგს გადახედეთ და უმნიშვნელო საქმეები გადადეთ — ახლა წვრილმანებზე დროს ვერ დაკარგავთ. მშვიდად და გონივრულად იმოქმედეთ და ეცადეთ სიტუაცია ობიექტურად შეაფასოთ. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ — მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში მცირე შეფერხება. ასტროლოგები გირჩევენ, უაყოფით ემოციებს და ნერვულ დაძაბულობას მოერიდოთ.
ტყუპები
ამ დღეს შთაგონების განსაკუთრებულ მოზღვავებას იგრძნობთ. გამოიყენეთ ეს მუხტი იმისათვის, რომ საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ. გახსოვდეთ, რომ უხეშობა და აგრესია საპირისპირო შედეგს გამოიღებს. შეურიგდით მათ, ვისთანაც კონფლიქტი გაქვთ. თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში კონსერვატიული მიდგომები ხშირად უშედეგოა, ამიტომ კურსი ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისკენ უნდა აიღოთ. ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რომ კონკურენტებმა თქვენი წარმატების გასაღებს ვერ მიაგნონ. მხნეობისა და კარგი განწყობის შესანარჩუნებლად ვარსკვლავები ვარჯიშსა და ფეხით სიარულს გირჩევენ, თუმცა სიმძიმეების აწევას უნდა მოერიდოთ. მამაკაცებისთვის სირბილი და ტრენაჟორებზე ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.
კირჩხიბი
თამამად გამოხატეთ გრძნობები — შესაძლოა, ამან თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელი და სასიამოვნო ცვლილებები გამოიწვიოს. დროა, ოჯახის ლიდერის როლი შეითავსოთ და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ და მოსალოდნელი შედეგი გათვალეთ. მატერიალური კეთილდღეობის დევნაში სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ღირებულებები არ დაივიწყოთ; ეცადეთ დროის გონივრულად განაწილება ისწავლოთ. ზოგჯერ უბრალო თავის ტკივილი არასასურველი სიმპტომია, რომელიც მიგანიშნებთ, რომ ორგანიზმში რაღაც ხდება. მსგავს მინიშნებებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ!
ლომი
ეცადეთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ! გარდატეხის პერიოდი დგება და თქვენი პირადი ურთიერთობები ზუსტად ისე წარიმართება, როგორც თავად ისურვებთ. ყოველდღიური რუტინითა და მოსაწყენი საქმეებით დაიღალეთ? ასეთ შემთხვევაში, შვებულება აიღეთ და საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობაში წადით. იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოთ და წარმატება მოიპოვოთ, სამომავლო გეგმები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ. სხვა შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ კონკურენტებმა ღირებული იდეა მოგპარონ. შემოქმედებითი საქმიანობა ბევრი ლომისთვის შემოსავლის წყაროდ იქცევა — დროა, თქვენი ნიჭის მონეტიზაცია სცადოთ. ამ დღეს ყოველდღიურ განრიგში შეტანილმა მცირე ცვლილებებმაც კი შესაძლოა დიდი შედეგი მოიტანოს.
ქალწული
სასიყვარულო ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოთ. ხელსაყრელი დროა ძველი გეგმების განხორციელებისთვის. ამ ნიშნის ყველაზე პრაგმატული წარმომადგენლების ფინანსური მდგომარეობაც არ იქნება სრულად სტაბილური, ამიტომ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის მცირე მარაგი უნდა შექმნათ. დროა, ხელმძღვანელობასთან კარიერული წინსვლის საკითხები განიხილოთ, მაგრამ მზად იყავით იმისთვისაც, რომ უფროსისგან გარკვეული პრეტენზიები მოისმინოთ. თუკი ფულის უსარგებლო ნივთებში ხარჯვა ჩვევად გექცათ, დროა ამას ბოლო მოუღოთ, მით უმეტეს, რომ შეიძლება უახლოეს მომავალში მსხვილი თანხა დაგჭირდეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ჩაეწერეთ ფიტნესზე ან დილის სირბილი დაიწყეთ.
სასწორი
ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ გარშემო მყოფებს თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები დაანახოთ! უახლოესი 24 საათის განმავლობაში განსაკუთრებით მიმზიდველი და მომხიბვლელი იქნებით. შორეული ნათესავის ვიზიტი მოულოდნელი იქნება, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, წინასწარ მოემზადოთ. ეს დღე ინტენსიურ შრომაში ჩაივლის. განსაკუთრებული ყურადღება საბუთებს, საბუღალტრო თუ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. მოერიდეთ გაუმართლებელ ხარჯებს, რადგან ამან შესაძლოა ფინანსური პრობლემები გამოიწვიოს. ამ დღის მთავარი დევიზი ზომიერება უნდა იყოს! ვარსკვლავები გირჩევენ ცდუნებები დაძლიოთ და გამაღიზიანებელ ადამიანებთან ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ.
მორიელი
შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა გაცხარებამ შეიძლება ურთიერთობებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ახლობელ ადამიანებთან საუბრის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ არასწორი ინტერპრეტაციები თავიდან აიცილოთ. სიცხადე და გამჭვირვალობა ბევრ პრობლემას თავიდან აგაცილებთ. თუ ფინანსური მხარდაჭერა გჭირდებათ, ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობას უნდა აცნობოთ, მიღებული რესურსი კი გონივრულად განკარგოთ. თუ ალერგიისკენ მიდრეკილი ხართ, ამ დღეს ღია ცის ქვეშ ყოფნას მოერიდეთ — მოსალოდნელია სიმპტომების გამწვავება.
მშვილდოსანი
ურთიერთობებში ზედმეტ დრამატიზმსა და კონფლიქტებს მოერიდეთ. პლუტონისა და ვენერის ასპექტი მიანიშნებს, რომ მთელი ყურადღება ჰარმონიასა და ურთიერთგაგებაზე უნდა გადაიტანოთ. საზოგადოებრივ ცხოვრებას ნუ მოწყდებით და დატვირთულ განრიგში სტუმრად წასვლის დრო გამონახეთ. ახლა მთელი ყურადღება სამუშაოსა და კარიერულ წინსვლაზე უნდა გადაიტანოთ — შანსი გაქვთ, დაწინაურებას მიაღწიოთ, რომელსაც ასე ძალიან ელით. სამუშაო მაგიდაზე ნივთები ისე განალაგეთ, რომ დადებითი ენერგიის შემოდინებას ხელი შეუწყოთ და წინაღობები თავიდან აირიდოთ. ფინანსებთან დაკავშირებულ ზონებში (სადაც ფულს ინახავთ) სისუფთავე და წესრიგი შეინარჩუნეთ. სამსახურში დატვირთვამ და მუდმივმა ნერვიულობამ გამოფიტვამდე მიგიყვანათ, ამიტომ ეცადეთ შეძლებისდაგვარად ადრე დაიძინნოთ.
თხის რქა
ვარსკვლავები მარტოხელა ადამიანებს ურჩევენ, საპირისპირო სქესს წარმომადგენლებთანთან ურთიერთობაში მაქსიმალურად გულწრფელები იყვნენ. ეს დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ გაუგებრობები, რომლებიც ურთიერთობის განვითარებას ხელს უშლის. იყავით დამთმობი და ოჯახის წევრებს ყველა წამოწყებაში მხარი დაუჭირეთ. უახლოესი დღეების განმავლობაში თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი პიკზე იქნება, თუმცა შინაგანი ენერგიის სიჭარბემ შესაძლოა კოლეგებთან ურთიერთობაში მცირე დაძაბულობა გამოიწვიოს. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს — ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული! სხვების დახმარებას ნუ დაელოდებით და ფინანსური მდგომარეობის გასამყარებლად რეალური ნაბიჯები გადადგით. დეპრესიის თავიდან ასაცილებლად სამუშაო პროცესში ჩაერთეთ— შრომითი თერაპია ახლა დიდ სარგებელს მოგიტანთ!
მერწყული
ახლად დაწყებული რომანტიკული ურთიერთობები ჰარმონიულად წარიმართება, მთავარია, თქვენს რჩეულს ყურადღებით მოუსმინოთ. გამონახეთ დრო დაგროვილი საქმეების მოწესრიგებისთვის — შესაძლოა, დასუფთავების პროცესში დიდი ხნის წინ დაკარგული ნივთი იპოვოთ. ფრთხილად იყავით, შესაძლოა ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს, ამიტომ მხოლოდ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ. თუ შენიშნეთ, რომ ხასიათი მუდმივად გიფუჭდებათ ან ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები გაქვთ, ექიმს დროულად მიმართეთ.
თევზები
თქვენი ინტუიცია ახლა განსაკუთრებით ძლიერია, რაც პარტნიორის სურვილების უსიტყვოდ გაგებაში დაგეხმარებათ — გამოიყენეთ ეს ნიჭი ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. სამყაროსთან და გარემოცვასთან ურთიერთობაში მცირე დაძაბულობა იჩენს თავს, თუმცა თქვენი წინდახედულობა არაკეთილმოსურნეთა ხაფანგების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ნაჩქარებულ მოქმედებებსა და დაუფიქრებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს. საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის ახლობლებს ან სანდო მეგობრებს მიმართეთ. ბანკიდან სესხის აღებისგან თავის შეკავება ჯობს, რადგან მისი დაბრუნება გაგიჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში გამონახეთ დრო რელაქსაციისთვის და სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან