დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 ორშ. 16 ნოემბერი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება, თუ რაიმეს შეცვლას თავად არ გადაწყვეტთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელშია. ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, რომ ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და ოჯახური კავშირები კიდევ უფრო გააძლიეროთ — ამ შემთხვევაში საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას აუცილებლად მიიღებთ. ეცადეთ რაც შეეხება სამუშაოს, ძირითადი სირთულეები უკვე დაძლიეთ, ახლა მთავარია წინასწარ შედგენილ გეგმას მიჰყვეთ. მარსისა და მერკურის განლაგება მიანიშნებს, რომ დღევანდელი დღე ფინანსურ გამოწვევებს გიმზადებთ, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ და დიდ ხარჯებს მოერიდეთ. უარი თქვით მაღალკალორიულ საკვებსა და ალკოჰოლურ სასმელებზე, რადგან ეს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

კურო

ტკბილი მოგონებები თქვენს გონებას მთლიანად დაიპყრობს და მიმდინარე საქმეებზე ფიქრში ხელს შეგიშლით — გირჩევთ მსგავსი განწყობა სასწრაფოდ მოიცილოთ! გამორიცხული არ არის, რომ მეზობლებთან რაიმე საერთო საქმე გამოგიჩნდეთ, ასე რომ, გინდათ თუ არა, ძალების გაერთიანება მოგიწევთ. სამსახურში შეიძლება შეიქმნას პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ მოგვარებას მოითხოვს. სამაგიეროდ, ფინანსური კუთხით ვითარება მეტად ხელსაყრელია — ფულის ნაკლებობაზე ნამდვილად არ იწუწუნებთ, თუმცა, სანამ მსხვილ შენაძენს გააკეთებთ ან ინვესტიციას ჩადებთ, თქვენი შესაძლებლობები კარგად აწონ-დაწონეთ. ახლა დიეტის დაწყება არ ღირს. სუფთა ჰაერი და აქტიური ცხოვრების წესი სწორედ ისაა, რაც დღეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ტყუპები

დღევანდელი დღე იდეალურია რომანტიკული ურთიერთობებისთვის. ბევრ თქვენგანს დაუვიწყარი შეხვედრა და პერსპექტიული ნაცნობობა ელის. შესანიშნავი დროა ძველი პრობლემების მოგვარებისა და შინაგანი კომპლექსებისგან გათავისუფლებისთვის. სიახლეები და ექსპერიმენტები ნუ შეგაშინებთ, რადგან ერთფეროვნება და რუტინა ყველაზე მყარ ურთიერთობებსაც კი დააზიანებს. ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ გსურთ, რომ ვინმეს გული გადაუშალოთ — სანდო მეგობრის მხარდაჭერა ახლა ჰაერივით გჭირდებათ! შესაძლოა, მოულოდნელი შემოსავალი ან აზარტულ თამაშებში მოგება მიიღოთ, მაგრამ გახსოვდეთ — ფული, რომელიც ასე ადვილად მოდის, ასევე ადვილად ქრება. ამ დღეს კოფეინის და მით უმეტეს ალკოჰოლის მიღება არასასურველია — მარსი აქტიურ ფაზაშია, ამიტომ ნებისმიერმა მასტიმულირებელმა საშუალებამ შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.

კირჩხიბი

ბედნიერება ძალიან ახლოსაა — ასტროლოგიური პროგნოზი გპირდებათ, რომ მალე შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. დაოჯახებულებს შესაძლებლობა ექნებათ, პარტნიორში ისეთი ღირსებები აღმოაჩინონ, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იცოდნენ — სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. კარიერულ სფეროში მოსალოდნელია ცვლილებები, თუმცა რა მიმართულებით, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ეს დღე ხელსაყრელია ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის, განსაკუთრებით კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმეებში. თქვენი შინაგანი რესურსები ახლა მაღალ დონეზეა, თუმცა ნერვულ სისტემას ემოციებით ნუ გადატვირთავთ, რადგან ამან შესაძლოა მთლიანად გამოგფიტოთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე და დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ.

ლომი

სასიყვარულო ბარათს ან მოულოდნელ საჩუქარს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს — ეს თქვენს მეორე ნახევარს დაანახვებს, თუ რამდენად ძვირფასია ის თქვენთვის. ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა ძალას შეგმატებთ, რომ „მთები გადადგათ“! თუმცა, გირჩევთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთი საქმე არ დაიწყოთ, რომელსაც ვერ დაასრულებთ. ფინანსური ჰოროსკოპი მიუთითებს, რომ დილის საათები კარიერული ცვლილებებისთვის ძალიან ხელსაყრელია — ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავებას ცდილობს. ეცადეთ, ყურადღება ცხოვრების სასიამოვნო მხარეებზე გაამახვილოთ. თუ რაიმეს შეძენას, ვინმესთან შეხვედრას ან სადმე წასვლას გეგმავთ, აღარ გადადოთ!

ქალწული

ამ დღეს ბევრი ქალწული პასიური დამკვირვებლის როლში აღმოჩნდება და ხელსაყრელ შანსს ხელიდან გაუშვებს. ოჯახის წევრებთან უთანხმოებამ შეიძლება სახლში დაძაბულობა და ურთიერთბრალდებები გამოიწვიოს. ეცადეთ მტკივნეული საკითხების განხილვას და დაპირისპირებებს თავი აარიდოთ. უახლოეს მომავალში ხელმძღვანელისგან საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ — თქვენს პასუხზეა დამოკიდებული კარიერულ წინსვლას დაიმსახურებთ თუ არა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრინციპულად იმოქმედოთ და საკუთარი იდეები და შეხედულებები დაიცვათ. ბოლო პერიოდის ხარჯთაღრიცხვა დაგეხმარებათ, რომ ოჯახური ბიუჯეტი გონივრულად განკარგოთ. აქტიური სატურნი თქვენს ენერგეტიკულ ფონს შესუსტებს, თუმცა ეცადეთ ბრაზი ახლობლებზე არ იყაროთ, რადგან ისინი თქვენს ცუდ განწყობაში დამნაშავენი არ არიან.

სასწორი

ამ დღეს კონფლიქტები ახლობელ ადამიანებს შორისაც კი მოსალოდნელია. თუ ასეთი უსიამოვნება მოხდა, ეცადეთ ერთმანეთს რაც შეიძლება მალე შეურიგდეთ. თუ გულუხვობას გამოიჩენთ, მთელი თვის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდოთ! ჰოროსკოპი გირჩევთ, საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების ყიდვა არ დაივიწყოთ, თორემ დიდი ხნის მანძილზე მისი საყვედურების მოსმენა მოგიწევთ. ყველა შემოსული ინფორმაცია ყურადღებით შეისწავლეთ — შესაძლოა, მათზე ბევრი რამ იყოს დამოკიდებული. ვარსკვლავები თვითგანვითარებასა და ცხოვრებისეულ ცვლილებებს მხარს უჭერენ, ასე რომ, იღბალი ხელიდან არ გაუშვათ! დაღლილობისა და უძილობის დამარცხებას ენერგეტიკული სასმელებით ნუ შეეცდებით — უმჯობესია სამსახურიდან ადრე წამოხვიდეთ და დროულად დაიძინოთ.

მორიელი

შფოთვა და დარდი მალე წარსულს ჩაჰბარდება და მიღწეულით ტკბობის დრო დადგება. თუ გეგმების ძირფესვიანად შეცვლას აპირებთ, მოულოდნელ სირთულეებს უნდა ელოდოთ — ყოველ შემთხვევაში, მეორე ნახევართან უთანხმოება გარდაუვალია. ბევრ მორიელს დღეს მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება მოუწევს. დაივიწყეთ ყოველგვარი ეჭვი და კომპრომისი — დღეს მხოლოდ წინ უნდა იაროთ! თქვენი შემოსავალი თანდათან იზრდება და ფინანსებთან დაკავშირებული პროექტები თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ახალი უნარების დაუფლება გაგიჭირდებათ, რადგან თქვენს ჰოროსკოპში ვარსკვლავების განლაგება ამას ხელს არ უწყობს. ყურადღება მიაქციეთ გულს: მოერიდეთ გადამეტებულ კარდიო დატვირთვებსა და ემოციურ სტრესებს.

მშვილდოსანი

თუ მარტოხელა ხართ, შესაძლებელია, ამ დღეს განსაკუთრებული ადამიანი გაიცნოთ, ხოლო თუ დაოჯახებული ხართ, ეცადეთ საყვარელ ადამიანთან დრო განმარტოებით გაატაროთ და ურთიერთობით დატკბეთ. დროა სახლში ძველი ნივთები გადაარჩიოთ და მოიშორეთ ყველაფერი, რასაც აღარ იყენებთ — ეს სივრცეს განტვირთავს და ცხოვრებას გაგიადვილებთ. სამსახურში მოულოდნელი ბონუსი ან თქვენი შრომისმოყვარეობის დაფასება გელით. დატკბით ამ სასიამოვნო წუთებით და წარმატებები კოლეგებსაც გაუზიარეთ. მატერიალურ სფეროში ჯერჯერობით სტაბილურობა მოსალოდნელი არ არის, ამიტომ მსხვილი შესყიდვებისგან თავი შეიკავეთ. ხანდაზმულმა მშვილდოსნებმა განსაკუთრებული ყურადღება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას უნდა მიაქციონ. მუდმივად გაიზომეთ წნევა, მარილი შეზღუდვით და ემოციები აკონტროლეთ.

თხის რქა

თუ მარტოხელა ხართ, სასიყვარულო რომანის დაწყებას ნუ იჩქარებთ, რადგან ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა. ეცადეთ რეალისტი იყოთ და ახლობლებს გადაჭარბებული მოთხოვნები არ წაუყენოთ — მხოლოდ ასე შეძლებთ ერთმანეთის მიმართ დამთმობი იყოთ. შესანიშნავი დღეა ახალი საქმიანი ნაცნობობისთვის, თუმცა ყველა შეთავაზებას ნუ მიიღებთ, რადგან ბევრი მათგანი უიმედო იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ჯანმრთელობამ დაუგეგმავი ხარჯები მოითხოვოს. გაუფრთხილდით გულსა და ნერვულ სისტემას! თქვენი იმუნიტეტი ახლა შესუსტებულია, ამიტომ ორგანიზმს ყოველდღიურ სტრესებთან გამკლავება გაუჭირდება — რაციონში მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული ჩართეთ.

მერწყული

მეგობრული ურთიერთობა სიყვარულში არ აგერიოთ — მსგავსმა შეცდომამ შესაძლოა დეპრესიამდე მიგიყვანოთ. ბედისწერით განსაზღვრული მეორე ნახევარი ჯერ არ შეგხვედრიათ, მაგრამ ყველაფერი წინაა! შესაძლოა, ახალმა მეზობლებმა გარკვეული დისკომფორტი შეგიქმნან, თუმცა ჩხუბსა და აყალმაყალს ჯობია სარემონტო სამუშაოების დასრულება აცადოთ. გირჩევთ წარმატების მისაღწევად არასტანდარტული აზროვნება განავითაროთ და რუტინულ მოვალეობებს შემოქმედებითად მიუდგეთ. ასეთი მიდგომა სამუშაოსგან მხოლოდ დადებით ემოციებს მოგიტანთ, ხოლო წარმოქმნილი პრობლემები ბევრად უფრო ადვილად მოგვარდება. თუ გაციების სიმპტომები იგრძენით, ლიმონიანი ჩაი და სითბო ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად დაგეხმარებათ.

თევზები

იმის მიუხედავად, კომპრომისისთვის მზად ხართ თუ არა, პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულეები გელოდებათ. მშვენიერი დროა ახალი ცოდნის მისაღებად და დროის სასიამოვნო გასატარებლად. თუ დიდი ხანია რაიმე ნივთზე ოცნებობთ, გირჩევთ მისი შეძენა დააჩქაროთ. დღეს ვარსკვლავები ენერგიის მოზღვავებას გპირდებიან, რაც აქტივობის შენარჩუნებას გაგიმარტივებთ. ბოლოდროინდელი სტრესების გამო თქვენი იმუნური სისტემა შესუსტებულია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაისვენოთ და არაფერზე ინერვიულოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge