18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23 წუთის წინ
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენს ცხოვრებაში ისეთი წინააღმდეგობები გაჩნდება, რომელთა სწრაფად და იოლად მოგვარება არ გამოგივათ. ასტროლოგიური პროგნოზი გაფრთხილებთ, რომ ნაჩქარევი ნაბიჯებისგან თავი შეიკავოთ — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება. პირად ურთიერთობებში კომპრომისები ეძებეთ და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ. მალე რჩევისთვის ისეთი ადამიანი მოგმართავთ, რომელიც მოდის თანამედროვე ტენდენციებს ვერ ეწყობა. ამ პერიოდში ვარსკვლავები ბიზნესმენებს ინვესტიციების ჩადებას არ ურჩევენ, რადგან შეიძლება დაბანდებული თანხა დაკარგოთ. საღამოს შეგიძლიათ სამსახურის შესახებ დაივიწყოთ და ახლობელ ადამიანებთან სამომავლო გეგმები განიხილოთ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა მეტაბოლიზმის დაჩქარებაში დაგეხმარებათ, რაც ფიგურის დახვეწისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება.
კურო
შესაძლოა, რაიმე ავანტიურაში ჩართვის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ახლობელი ადამიანები შეცდომებისგან დაგიცავენ. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის საკმაოდ წინააღმდეგობრივი დღეა. დილას ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება, საღამოს კი ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაბრკოლება გელით. იმისათვის, რომ სასურველ შედეგებს მიაღწიოთ, აქტიურობის გამოჩენა მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ისწავლოთ განტვირთვა და პოზიტივის ძებნა ყველგან, სადაც კი შესაძლებელია. გაანებივრეთ საკუთარი თავი შოპინგით, კარგი წიგნითა და ფინჯანი ჩაით რაიმე ტკბილთან ერთად! ეცადეთ ახალი, საინტერესო ადგილი მოინახულოთ და დადებითი ემოციებით დაიმუხტოთ.
ტყუპები
გრძნობები გულში არ შეინახოთ, სიყვარულს გასაქანი მიეცით და ყველა მიმართულებით გაანაწილეთ. ეს დღე ბედნიერებითა და სითბოთი იქნება სავსე — გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანთან ერთად და ამ წუთებით დატკბით. ამ დღეს შეიძლება სულ მცირე წვრილმანმაც კი სიხარული მოგიტანოთ, ასეთი წუთები თქვენს ოჯახურ კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს. ბევრი ტყუპები საღამოს ახალი საქმით დაინტერესდება, რომელიც სამომავლოდ დამატებით შემოსავალს მოუტანს. შესაძლოა, საღამოს ვინმემ განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ნუ მისცემთ უფლებას, რომ უსიამოვნებებმა დაგთრგუნოთ — ზედმეტი დარდი და შფოთვა ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს და კანთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოიწვევს.
კირჩხიბი
თუ მარტოხელა ხართ, ახალი რომანტიკული ნაცნობობის შესანიშნავი პერსპექტივა გელოდებათ! ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება პირად ცხოვრებაში წარმატებულ პერიოდს გპირდებათ. მალე საშუალება გექნებათ, ოჯახსა და ახლობლებს მეტი დრო დაუთმოთ. სახლის თბილი ატმოსფერო სამომავლო წარმატებებისთვის ძალებს შეგმატებთ. დღევანდელი დღე იდეალურია ახალი ადამიანების გაცნობისა და ოფიციალურ უწყებებთან ურთიერთობისთვის. ისწავლეთ გულუხვობის გამოჩენა, რათა მომავალში უფრო მეტი არ დაკარგოთ. თუ სიძუნწესა და ანგარებას გამოიჩენთ, შეიძლება პარტნიორებთან ხანგრძლივი დაპირისპირება დაიწყოს. დიეტის დაწყება ორიოდე დღით გადადეთ — წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტიური სატურნი ყველანაირად ხელს შეგიშლით და გემრიელობით გაცდუნებთ.
ლომი
ეს დღე შეიძლება სასიყვარულო საკითხებში საკმაოდ პერსპექტიული აღმოჩნდეს. თუ მეორე ნახევარს ეძებთ, იცოდეთ, რომ კუპიდონი თქვენს ძახილს უყურადღებოდ არ დატოვებს! ახლო ნათესავებთან ან კოლეგებთან ურთიერთობა შეიძლება მოულოდნელად დაიძაბოს, ამიტომ ეცადეთ პირად საუბრებში ორაზროვან თემებს ერიდოთ. შესაძლოა, ვიღაც საკუთარი მიზნებისთვის თქვენს გამოყენებას ცდილობს — ასეთი ფსიქოლოგიური შანტაჟის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ, შემდეგ კი თავად უნდა გადაწყვიტოთ, ამ ადამიანთან ურთიერთობას გააგრძელებთ თუ არა. ამ დღეს შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა მცირე პრობლემამ თავი იჩინოს, თუმცა საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს ვერ შეგიშლით. ძილის წინ სუფთა ჰაერზე სეირნობა დასვენების ხარისხს საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.
ქალწული
ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ — ეს ორივე თქვენგანზე დადებითად აისახება და შემოქმედებითი ენერგიით აგავსებთ. შესაძლებლობა გექნებათ, იმ ადამიანებს შეხვდეთ, რომელთა გარემოცვაშიც თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობთ. საპასუხისმგებლო საქმეების შესრულებისგან (გარიგებების დადება, მოლაპარაკებები თუ მსხვილი შენაძენები) ჯერჯერობით თავი შეიკავეთ! ამ დღეს ვარსკვლავები კომერციულ საქმიანობაში, ახალი ხელშეკრულებების დადებასა და ფასიან ქაღალდებთან მუშაობაში წარმატებას გპირდებიან. ბევრი რამ თქვენს აქტივობასა და პირად არჩევანზე იქნება დამოკიდებული. მერკურის გავლენა თქვენს ნიშანზე შესამჩნევად გაიზრდება, რის წყალობითაც უამრავი ახალი და ორიგინალური იდეა გაგიჩნდებათ. დღეს წვრილმანებზე ნერვიულობა არ ღირს — სულიერი წონასწორობა ქრონიკული დაავადებების შემსუბუქებას ხელს შეუწყობს.
სასწორი
ნუ აიტანთ პარტნიორს, რომელიც უხეშად გექცევათ და თქვენს დამცირებას ცდილობს. ტოქსიკურ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელებას და მუდმივ დისკომფორტს სიმშვიდე და მარტოობა ჯობს. ვარსკვლავები ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ ხმაურიან წვეულებებს თავი აარიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ნახევართან უთანხმოება გელით. გინდათ თუ არა კოლეგების დახმარება და მათი ვალდებულებების ნაწილის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი და არცთუ ისე გამართლებული ხარჯები, ამიტომ ნაღდ ფულთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დილით მოზღვავებული ენერგია საღამოს შეიძლება გაღიზიანებაში გადაიზარდოს, ამიტომ შეეცადეთ მიმდინარე მოვლენებს მშვიდად შეხვდეთ.
მორიელი
მათ, ვინც მეორე ნახევარი უკვე იპოვა, ვურჩევთ წყნარ, რომანტიკულ ადგილზე განმარტოვდნენ და მტრულად განწყობილ გარე სამყაროს მოწყდნენ. დღეს მთელი ყურადღება სამსახურსა და პროფესიულ მოვალეობებზე გექნებათ გადატანილი. დაწინაურებაზე ოცნებობთ და ამისთვის ყველაფერს აკეთებთ, თუმცა პროფესიულ წარმატებას ოჯახი და ჯანმრთელობა არ უნდა შესწიროთ. ამჟამად ინტუიციას ნუ მიენდობით, რადგან შეიძლება გიღალატოთ. საღამო სამომავლო გეგმების დაგეგმვას დაუთმეთ.
მშვილდოსანი
ახლა ყველაზე მეტად პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და საყვარელი საქმეების კეთება გჭირდებათ. თუ იმაზე ფიქრით დაიღალეთ რა დამოკიდებულება აქვს თქვენ მიმართ ადამიანს, რომელიც მოგწონთ, უმჯობესია ამის შესახებ პირდაპირ ჰკითხოთ. მალე თქვენს ცხოვრებაში ვნება და სიყვარული დაისადგურებს, მანამდე კი მთელი ყურადღება სამსახურზე უნდა გადაიტანოთ. მუშაობის გადატვირთული გრაფიკი პირად პრობლემებზე ფიქრისგან გაგათავისუფლებთ, რაც განწყობაზეც დადებითად აისახება. ფინანსური მდგომარეობა უახლოეს მომავალში სტაბილური გახდება — ვარსკვლავები მიუთითებენ, რომ ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ. გირჩევთ, სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რომ შეფერხების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ.
თხის რქა
სიყვარულის პლანეტა ვენერა გმფარველობთ, შესაბამისად, ეს პერიოდი რომანტიკული თავგადასავლებისთვის იდეალურია. დაოჯახებულ თხის რქებს ბავშვებთან და მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოუწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად დაგეგმილი საქმეები დილიდანვე დაიწყოთ. შენაძენებთან დაკავშირებით აჩქარება არ ღირს — არსებობს რისკი, რომ დიდი თანხა სრულიად უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ. მაღაზიებში სიარულის დროს ფრთხილად იყავით, რომ ფული ან ძვირფასი ნივთი არ დაკარგოთ. ამ დღეს ჯანმრთელობამ შესაძლოა გარკვეული დისკომფორტი შეგიქმნათ, ამიტომ თავს ნუ გადატვირთავთ და დასვენება არ დაგავიწყდეთ.
მერწყული
მარსი ამ ნიშნის წარმომადგენლებს ენერგიას შემატებს, ამიტომ მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენს მიმართ ყურადღება გაიზრდება! ეცადეთ ოჯახის წევრებს უხეში სიტყვებით გული არ ატკინოთ. არ არის გამორიცხული, რომ გაღიზიანების მიზეზი გქონდეთ, მაგრამ უმჯობესია უარყოფითი ემოცია შეიკავოთ. ძველი აქტივებიდან ან ინვესტიციებიდან მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი გელით — მზად იყავით, რომ ფული გონივრულად გამოიყენოთ. გულითადი რჩევა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ გელოდებათ, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებით. ასევე, ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.
თევზები
ახლა გულახდილი საუბრების დრო არ არის. ემოციები თქვენთვის შეინახეთ, რათა არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჭორების საფუძველი არ მისცეთ. ხელსაყრელი დროა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებისთვის, მით უმეტეს, რომ ენერგიით სავსე ხართ — მცირედით დაიწყეთ და პრობლემების გორგალი ეტაპობრივად გაიხსნება. შეამცირეთ სამსახურში ამბიციური მისწრაფებები და ზედმეტი აქტიურობა — ახლა ამას არავინ დაგიფასებთ. ფინანსური კუთხით სრული წესრიგია, ახალ შემოსავლებსაც მალე მიიღებთ. მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა, მათთან საუბარი ძალებს შეგმატებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან