27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
27 წუთის წინ
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვარსკვლავები რომანტიკულ თავგადასავალსა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებს გპირდებათ. უახლოეს დღეებში მხიარული და ზღაპრული დღესასწაულის განწყობა გელოდებათ. გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა ნუ მოგერიდებათ — ეს თქვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს. შეიკრიბეთ და გულითადად გაუზიარეთ ერთმანეთს ფიქრები. გირჩევთ დილა დასვენებას დაუთმოთ, ხოლო დღის მეორე ნახევარში, საქმეებს ახალი შემართებით დაუბრუნდეთ. კითხვებზე პასუხებს სწრაფად და მარტივად იპოვით, შემწყნარებლობა კი მალე თვალსაჩინო შედეგს მოგიტანთ. თუ ხელმძღვანელობის მიმართ შემწყნარებლობას გამოიჩენთ, კარიერული წინსვლის რეალური შანსი გაჩნდება. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუზსა და სავარჯიშო დარბაზს უნდა ესტუმროთ, ხოლო ღია ცის ქვეშ ყოფნის დრო კი, სასურველია, შეამციროთ.
კურო
ბოლო დროს თითქოს ილუზიების ტყვეობაში ხართ. კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა ასე დაუფიქრებლად პირველი შთაბეჭდილების ნდობა. ნუ გამოიწვევთ მეორე ნახევარს და ნუ დაიწყებთ კამათს თემებზე, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობა გაქვთ. სამაგიეროდ, მშვენიერი დღეა მივლინებებისთვის — გარემოს შეცვლა გაგამხნევებთ და ბევრ რამეს სხვა კუთხით დაგანახვებთ. მოსალოდნელია მიმზიდველი შეთავაზებები ერთობლივ საქმიანობაზე. ფინანსური საკითხები მნიშვნელოვან პრობლემად იქცევა, ამიტომ ფულის დაზოგვა მთავარ პრიორიტეტად უნდა აქციოთ. ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება საჭირო არ არის, თუმცა რამდენიმე გონივრული შეზღუდვა ნამდვილად გამოგადგებათ. შინაგანი შფოთვა და ნერვიულობა სულიერ სიმშვიდეს ავნებს, ამიტომ შეძლებისდაგვარად, მძიმე და უსიამოვნო ამბებს ჩამოშორდით.
ტყუპები
სასიყვარულო სფეროში განსაკუთრებულ სიახლეებს არ უნდა ელოდოთ. სავარაუდოდ, განწყობას ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული კამათი გაგიფუჭებთ. შესაძლოა, მეორე ნახევარმა ისეთი კითხვა დაგისვათ, რომელზეც პასუხის გაცემა გაგიჭირდებათ; ეცადეთ, პასუხს თავი დიპლომატიურად აარიდოთ, რათა საქმე ურთიერთობების გარკვევამდე არ მივიდეს. ხელსაყრელი დროა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის —ახალი სერტიფიკატი კარიერულ ზრდაში დაგეხმარებათ, რაც შემოსავალზეც დადებითად აისახება. ეცადეთ ძალები ახალ საქმეშიც მოსინჯოთ, რომელიც დამატებით შემოსავლის წყაროდ იქცევა. ახალი იდეები საკმაოდ პერსპექტიული აღმოჩნდება, თუმცა ბოლო დღეების დაძაბულმა შრომამ, ძალები გამოგაცალათ.
კირჩხიბი
შესანიშნავ ფორმაში ხართ — ენერგიული და ხალისიანი. ეცადეთ ეს შესაძლებლობა ახალი ადამიანების გაცნობისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის გამოიყენოთ. შესაძლოა, სახლში ჩვეულებრივზე მეტი საქმე დაგხვდეთ — საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაუმართაობა ან ყოფითი პრობლემები გაუთვალისწინებელ ხარჯებს გამოიწვევს. ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოკაციებს ნუ აჰყვებით, თუნდაც ბრალი უსამართლოდ დაგდონ. ახლა მოთმინება და თავშეკავება სჯობს, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილოთ და პროფესიული იმიჯი შეინარჩუნოთ. ეცადეთ კარიერულ ზრდასა და ფინანსურ მდგომარეობას მეტი ყურადღება დაუთმოთ, კლიენტებთან ანგარიშსწორებისას კი მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. ფიზიკური აქტივობა კარგია, მაგრამ ზედმეტ დატვირთვას მოერიდეთ — გადაღლა თქვენს მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
ლომი
პირად ცხოვრებაში დიდხანს ნანატრი ცვლილებები იწყება. მალე იმ განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდებით, რომელსაც თქვენი ბედის შეცვლა შეუძლია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეუღლესა და შვილებს ოჯახურ ურთიერთობებში გადაჭარბებული მოთხოვნები არ წაუყენოთ. დღე შესანიშნავია პრეზენტაციებისთვის, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და საქმიანი კავშირების დასამყარებლად. ლომი ქალების ბუნებრივი მომხიბვლელობა იმატებს, რაც გარშემო მყოფთა თვალში კიდევ უფრო მიმზიდველს გაგხდით. ფრთხილად იყავით: აზარტული თამაშები, ავანტიურები და მოულოდნელი ხარჯები ძალიან დაგაზარალებთ. წვრილმანებს ნუ მისცემთ უფლებას, რომ წყობიდან გამოგიყვანოთ — შერყეული ნერვები ხომ ბევრი დაავადების სათავეა.
ქალწული
მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყება, რომლის საფუძველი ურთიერთგაგება და ორმხრივი მიზიდულობა გახდება. ენდეთ ინტუიციას და ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, რომელიც ყველაზე თამამი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუ არ იყოყმანებთ და საქმეს არ გააჭიანურებთ, თქვენი წარმატება მყარი და საიმედო იქნება. საქმიან სფეროში ახალი პერსპექტივები იხსნება; დროს ფიქრში ნუ დაკარგავთ და შესაძლებლობა გამოიყენეთ, თორემ იღბალი ზურგს შეგაქცევთ. ვარსკვლავები დამატებითი შემოსავლის ძიებასა და ახალ პროექტზე მუშაობაში წარმატებას გპირდებიან. ამ დღეს გულგრილობა და სიზარმაცე სახიფათოა — ისინი ნაადრევ დაბერებასა და ნაოჭების გაჩენას იწვევენ.
სასწორი
ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გელით. შვილებთან ურთიერთობაში შესაძლოა სირთულეები გაჩნდეს და მშობლის ავტორიტეტის დასაცავად გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდეთ. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისა და სწავლისთვის. საქმის ხვალისთვის გადადების ჩვევამ შეიძლება სამსახურში პრობლემები შეგიქმნათ და ფინანსურად დაგაზარალოთ. ძველი პრობლემა შესაძლოა, სრულიად მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოგვარდეს. ოჯახში წარმოშობილი უთანხმოებები მშვიდად მოაგვარეთ — ყვირილი და დაპირისპირება უფრო მეტ პრობლემას შეგიქმნით, ვიდრე დაგეხმარებათ. ხელსაყრელი პერიოდია საქმიანი უნარების დახვეწისა და შეხვედრებისთვის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საჭმლის მონელების პრობლემები ან მსუბუქი მოწამვლა.
მორიელი
პირადი ცხოვრების ამბებს ნაცნობ-მეგობრებთან ნუ განიხილავთ და გარშემო მყოფებს თქვენს საქმეებში ჩარევის უფლებას ნუ მისცემთ. სახლში სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. ჰოროსკოპი გირჩევთ, სახსრები არ დაიშუროთ და საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანს მხიარული საღამო მოუწყოთ. ამ დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით, რაც თვითშეფასებას აგიმაღლებთ. ზოგიერთ მორიელს არაფრისგან ფულის კეთების ნიჭი აქვს — დროა, გაარკვიოთ, მათ რიცხვში ხართ თუ არა. ქრონიკულმა დაავადებამ რომ თავი არ შეგახსენოთ, იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ — ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და დაბალანსებული კვება ნამდვილ საოცრებებს ახდენს.
მშვილდოსანი
თუ ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება გსურთ, თვითგვემას თავი დაანებეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი განწყობა გარშემომყოფებსაც გადაეცემა. ეცადეთ, რომ ამ დღეს უკანა პლანზე გადაინაცვლოთ — ბრძანებების გაცემა და საკუთარი შეხედულებების სხვებისთვის თავზე მოხვევა საჭირო არ არის. ნურც მოვლენებს გაუსწრებთ — ახლა სამუშაო პროცესი შეიძლება შედეგზე საინტერესოც კი იყოს. საკუთარ ცხოვრებაში ზედმეტ პრობლემებს ნუ მიიზიდავთ — ნაცნობებზე ჭორაობას მოერიდეთ, უცხოებს რჩევით არ დაეხმაროთ და სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ. ფრთხილად იყავით, რომ საკუთარ ფიქრებსა და შინაგან სამყაროში არ ჩაიძიროთ — ამ დღეს დისციპლინის შენარჩუნება და დაგეგმილი საქმეების დროული შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
თხის რქა
ამურის ისარი მზადაა, იმ ადამიანის გული განგმიროს, ვინც მარტოხელა თხის რქის ყურადღება მიიპყრო. შესაძლოა, თქვენს ყურამდე შურიანი და ბოროტი ადამიანების მიერ გავრცელებულმა უსიამოვნო ჭორმა მიაღწიოს, მაგრამ გულთან ახლოს ნუ მიიტანთ — ახლობლები თქვენს მხარეს არიან და თქვენით ამაყობენ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ეცადეთ, უფრო დამთმობი და მზრუნველი იყოთ. ფინანსური ან კარიერული თვალსაზრისით მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის — შეგიძლიათ ჩვეული საქმიანობა გააგრძელოთ. ამ დღეს ისეთ საქმეს ნუ დაგეგმავთ, რომელიც ფიზიკურ ან ემოციურ გამძლეობას მოითხოვს. საკუთარი თავი სასურველი შენაძენით გაახარეთ, მით უმეტეს, თუ ამისთვის თანხა წინასწარ გადადებული გაქვთ.
მერწყული
თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის გაჩენილი გაუგებრობა, შესაძლოა, იმის ნიშანი იყოს, რომ რომანი დასასრულს უახლოვდება. არ არის გამორიცხული მოულოდნელი ამბავი გაიგოთ, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებს გაართულებს. კოლეგებს თქვენი იმედი აქვთ — დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით და მომავალში მათგანაც მხარდაჭერას მიიღებთ. ბოლო დროს ბევრი სირთულის გადატანა მოგიწიათ, რაც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს. დასვენება და სრულფასოვანი ძილი დაგეხმარებათ, რომ ძალები აღიდგინოთ. კარგი დროა სტომატოლოგთან ვიზიტისა და პროფილაქტიკური გამოკვლევის ჩასატარებლად.
თევზები
ახლად დაწყებულ რომანთან დაკავშირებით ილუზიებს ნუ მიეცემით — დიდი ალბათობით, ეს გატაცება ხანმოკლე იქნება. ახლობლებთან ურთიერთობებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. იყავით გახსნილი და მგრძნობიარე სხვების საჭიროებების მიმართ, მხარში დაუდექით მათ და მზრუნველობა გამოხატეთ. როცა უცხო ადამიანამდე საკუთარი აზრის მიტანას ცდილობთ, მარტივი და გასაგები სიტყვები შეარჩიეთ: რაც უფრო მალე გაგიგებენ, მით მეტი ძალა დაგრჩებათ მთავარი საქმისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ზედმეტ დატვირთვას და ემოციურ სტრესს მოერიდოთ. საქმიან სფეროში, შესაძლოა, გარკვეული სტაგნაცია იგრძნობოდეს, თუმცა ფინანსური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილური დარჩება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან