22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:43 შაბ. 21 ნოემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები და მწარე შენიშვნები კონფლიქტს გამოიწვევს, ამიტომ სასიყვარულო პაემნებიც კი შეიძლება დაძაბულობით დასრულდეს. სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები და ისეთი ამბები, რომლებსაც დიდხანს ელოდით. თუ ინიციატივას გამოიჩენთ და აქტიურად იმოქმედებთ, ბევრ რამეს მიაღწევთ. თქვენს იდეებს ენთუზიაზმით შეხვდებიან, ამიტომ საკუთარი მოსაზრებების გაზიარება ნუ მოგერიდებათ — გულწრფელობა და გახსნილობა ახალ კარს გაგიღებთ. თუ ფული სასწრაფოდ არ გჭირდებათ, კრედიტის აღებას თავი აარიდეთ, რადგან შესაძლოა, სესხი არახელსაყრელი პირობებით შემოგთავაზონ. თუ სამსახურის საქმეებში თავით გადაეშვით და დასვენების დრო არ გრჩებათ, ვეცადეთ, სტრესულ სიტუაციებს მაინც მოერიდოთ.
კურო
სასიყვარულო სფეროში არასტაბილურობამ შეიძლება შინაგანი წონასწორობა დაგირღვიოთ და უმიზეზო გაღიზიანება გამოიწვიოს. დღის განმავლობაში მოსალოდნელია უსიამოვნო ცვლილებები და ურთიერთსაყვედურები. გირჩევთ სიმშვიდე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან ახლობელ ადამიანთან კამათის ალბათობა საკმაოდ მაღალია. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ურთიერთგაგება, კმაყოფილება და წარმატება. სამსახურში წინსვლა თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული — დამატებითი ვალდებულებების აღებას ნუ მოერიდებით, რადგან ეს კარიერული ზრდისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ამ დღეს შეგიძლიათ კარგი შემოსავლის ან მოულოდნელი ბონუსის იმედი გქონდეთ. თქვენი ნიშნის სუსტი ადგილი ფილტვები, საჭმლის მომნელებელი სისტემა, ღვიძლი და კიდურებია. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, რადგან უზომო ჭამა-სმამ შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ღვიძლის მუშაობის პრობლემები გამოიწვიოს.
ტყუპები
სანამ სასიყვარულო მორევში გადაეშვებით პარტნიორს კარგად დააკვირდით. ეცადეთ ეს ურთიერთობა საყოფაცხოვრებო წვრილმანებით არ დაამძიმოთ — ახლა ყველაზე მეტად ერთმანეთის მხარდაჭერა და სითბოს გაზიარება გჭირდებათ. მატერიალური სირთულეების გამო ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან გაუგებრობა ელის. ზოგადი გაღიზიანების მიუხედავად, ბევრი თქვენგანი საქმის წინ წაწევას შეძლებს. სანამ ფინანსურ ხელწერილს ან ვალდებულებას გააფორმებთ, თქვენი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აწონ-დაწონეთ. შეეცადეთ გარშემო მხოლოდ მხიარული და დადებითად განწყობილი ადამიანები შემოიკრიბოთ, რომ ემოციური ფონი აიმაღლოთ. ძილის წინ ეცადეთ მოდუნდეთ და ყოველდღიური საზრუნავი დაივიწყოთ.
კირჩხიბი
თქვენი მარტოხელა ცხოვრება დასასრულს უახლოვდება და მალე პირად ბედნიერებასაც იპოვით. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახს, სახლს, შვილების აღზრდასა და მეორე ნახევარს. სიფრთხილე გამოიჩინეთ ტექნიკასთან და ელექტრობასთან. რადიკალური ცვლილებების განხორციელებას ნუ იჩქარებთ — ჯერ ახალი იდეები კარგად უნდა გაიაზროთ. ხელმძღვანელობასთან მნიშვნელოვანი საუბრისთვის არახელსაყრელი დღეა. შეიძლება შეეჯახოთ პრობლემას, რომელიც კარიერულ წინსვლაში ხელს გიშლით. გულუხვობა გამოიჩინეთ და დახმარების ხელი გაუწოდეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს, ჩვეულებრივ, კარგი იმუნიტეტი აქვთ და ჯანმრთელობას იშვიათად უჩივიან, თუმცა ორპირ ქარებს და ვირუსებს მაინც უნდა ერიდოთ.
ლომი
ამ დღეს დადებითი ემოციები არ მოგაკლდებათ — ეცადეთ სიხარული ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებსაც გაუზიაროთ. საღამო ოჯახის წევრების წრეში გაატარეთ — მათ ახლა თქვენი მხარდაჭერა და ბრძნული რჩევა სჭირდებათ. განიხილეთ მიმდინარე საკითხები, მაგრამ ნურც ოჯახური ცხოვრების სასიამოვნო მხარეებს დაივიწყებთ. საპასუხისმგებლო საქმეს ნუ შეუშინდებით — თუ არ იზარმაცებთ და მონდომებით იმუშავებთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. მარსი შრომისმოყვარე ლომების დახმარებას ცდილობს და კარიერული წინსვლისთვის კარგ შანსებს გპირდებათ. თუ სიახლეებს ეძებთ — იქნება ეს ახალი პროფესია, საცხოვრებელი ადგილი თუ ურთიერთობა — მომდევნო 24 საათში შეგიძლიათ სანუკვარი სურვილი აისრულოთ. გარდა ამისა, შესაძლებელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. უკიდურესობება ყველაფერში საზიანოა, ტკბილეულის მიღება იქნება თუ გადაჭარბებული მუშაობა. შეინარჩუნეთ წონასწორობა შრომასა და დასვენებას შორის, რათა სტრესი თავიდან აიცილოთ.
ქალწული
ის, რომ გარშემომყოფებისგან განსხვავდებით, სულაც არ ნიშნავს, რომ ამის უნდა გრცხვენოდეთ — პირიქით, ეცადეთ თქვენი თვითმყოფადობა დააფასოთ. კარგი დღეა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, გარემოს განახლების, ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. გაუბედაობამ შეიძლება უმწეო მდგომარეობაში ჩაგაგდოთ; კიდევ უფრო რთულია, როცა ირგვლივ მყოფებიც ასევე ყოყმანობენ. ვარსკვლავები თქვენი შემოსავლის ზრდას ხელს უწყობენ. კარგი დროა დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელების, ახალი სამსახურის პოვნის ან კომერციული გეგმების ასრულებისთვის. ამ პერიოდში მხედველობას განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ — ეცადეთ თვალები ზედმეტად არ გადატვირთოთ.
სასწორი
ინტუიცია გიკარნახებთ, მეორე ნახევარი როგორ გააოცოთ — მცირე ყურადღებაც კი რომანტიკულ განწყობას შექმნის. ახლობელი ადამიანის გულისწყრომა შესაძლოა უსაფუძვლო სულაც არ იყოს; ყოველ შემთხვევაში, ეცადეთ, საკუთარ ცხოვრებაში ბევრ რამეს ახალი თვალით შეხედოთ და გადააფასოთ. ამ დღეს პრობლემის არსს ადვილად ჩაწვდებით და რთული საკითხის გადაჭრის გზასაც იპოვით. გაითვალისწინეთ იმ ადამიანების რჩევები, ვისაც ნამდვილად ენდობით. უახლოეს დღეებში სჯობს ფული არავის ასესხოთ, რადგან არსებობს რისკი, რომ უკან ვეღარ დაიბრუნოთ. თუ სასწორზე ზედმეტი კილოგრამები შენიშნეთ, საუკეთესო გამოსავალი სპორტული დარბაზი და ჯანსაღი კვეება იქნება. ვარსკვლავები ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხეზე მიუთითებენ —ოფისში მომუშავე ადამიანებს სამუშაოს შემდეგ აქტიური დასვენება სჭირდებათ.
მორიელი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა გარეშე პირი ჩაერიოს, თუმცა ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. უსიამოვნო ამბავმა შესაძლოა შინაგანი წონასწორობა დაგირღვიოთ და ოჯახურ ურთიერთობებზე იმოქმედოს. გარემოს შეცვლა თქვენს შეგრძნებაზე სასიკეთოდ იმოქმედებს, მეგობრებთან ურთიერთობა კი დადებითი ენერგიით აგავსებთ. ამ დღეს ხელშეკრულებებისა და გარიგებების დადებას უნდა მოერიდოთ, რადგან ყურადღება გეფანტებათ და შესაძლოა, მნიშვნელოვანი წვრილმანები გამოგრჩეთ. უახლოეს მომავალში გაჩნდება შანსი, რომ გარკვეული თანხა სამომავლოდ გადადოთ — ამ ხელსაყრელ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებთ. მოერიდეთ მათ, ვინც ნერვებს გიშლით. მთვარის ძლიერი გავლენა ენერგეტიკულად უფრო მგრძნობიარესა და მოწყვლადს გაგხდით.
მშვილდოსანი
ამ დღეს საკუთარ გრძნობებში გარკვევა დღეს იოლი არ იქნება — ის, რაც ნამდვილი სიყვარული გგონიათ, შესაძლოა წუთიერი გატაცება იყოს. ეცადეთ, საკუთარ პრობლემებს ცოტა ხნით მოსწყდეთ და მეგობრებს, ახლობლებსა და შვილებს დაეხმაროთ — ახლა მათ თქვენი თანადგომა სჭირდებათ. მალე საჭირო ადამიანებთან კავშირის დამყარებას შეძლებთ, რაც სამომავლოდ თქვენს კარიერაზე დადებითად აისახება. თქვენი ქარიზმა, მიზნის მიღწევის უნარი და შინაგანი ენერგეტიკა გაძლიერდება, სამაგიეროდ, საქმიანი ალღო გიმტყუნებთ, რაც ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს — მსხვილი შენაძენები მომდევნო კვირისთვის უნდა გადადოთ. ემოციურ მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციეთ, ფიზიკური აქტივობა კი დაგეხმარებათ მხნეობა დაიბრუნოთ.
თხის რქა
ამ დღეს ფინანსური უთანხმოების გამო შესაძლოა ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი წარმოიშვას. დროა, სხვისი თვალსაზრისის პატივისცემა ისწავლოთ. მომდევნო 24 საათში შეიძლება რომელიმე ნათესავთან ურთიერთობა დაიძაბოს, ამიტომ პრობლემური და პრინციპული საკითხების გარჩევას თავი უნდა აარიდოთ. საქმიანი თვისებების, გამჭრიახობისა და გამძაფრებული ინტუიციის წყალობით, წარმოქმნილ სირთულეებს იოლად გაუმკლავდებით. თუ მომდევნო დღის განმავლობაში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდნობით, ბევრს მიაღწევთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს, რადგან კუჭში სიმძიმესა და გულძმარვას გამოიწვევს; უმჯობესია, ამ დღეს ახალი ბოსტნეული და ხილი, უცხიმო ცილოვანი საკვები, წყალზე მომზადებული ფაფები და უცხიმო რძის პროდუქტები მიირთვათ.
მერწყული
საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება ხანგრძლივ კონფლიქტს გამოიწვევს, ამიტომ ურთიერთობების გარკვევას უნდა მოერიდოთ. ეს დღე კარგია განტვირთვისთვის, ბავშვების აღზრდისთვის, ასევე ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. პირად ურთიერთობებში მოულოდნელი ცვლილებები ან ახალი ნაცნობობა გელით, რაც მძაფრ ემოციებსა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოგიტანთ. იზრუნეთ გადადებულ საქმეების დასრულებაზე ან სამუშაო მაგიდა დაალაგეთ — ეს დიდი ხნის დაკარგული ნივთის პოვნაში დაგეხმარებათ. თუ რთულ ამოცანაზე დიდხანს ფიქრობდით, დღეს ანალიტიკური უნარები გაგიმძაფრდებათ და სწორ გადაწყვეტილებას იპოვით. გაუფრთხილდით ყელს და სახმო იოგებს ზედმეტად ნუ დაძაბავთ.
თევზები
დღის მეორე ნახევარში შესაძლოა განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ, რაც საკუთარი გრძნობების გადაფასებაში დაგეხმარებათ და პარტნიორთან კავშირსაც გაამყარებს. მორიგი საყოფაცხოვრებო საქმეები თქვენს ყურადღებას მოითხოვს, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით ისინი ბევრად უფრო მსუბუქი და ნაკლებად დამღლელი იქნება. ეცადეთ, ამოცანები ისე გაანაწილოთ, რომ არავინ გადაიტვირთოს. ენერგიის განსაკუთრებულ მოზღვავებას გრძნობთ, ამიტომ ეს დღე მნიშვნელოვანი საქმეების დასასრულებლად გამოიყენეთ. შემოსავლის მთავარი წყარო არაოფიციალური, დამატებითი სამუშაო გახდება, ხელფასის მხრივ კი შესაძლოა ხანმოკლე შეფერხება შეინიშნოს. თუ დღეს ვერ გამოიძინეთ ან დაღლილობას გრძნობთ საჭესთან დაჯდომას უნდა მოერიდოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან