დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვენერა მარსთან ჰარმონიულ ასპექტში შედის, რის გამოც ზოგიერთ თქვენგანს ძველი, შეწყვეტილი ურთიერთობების განახლების სურვილი გაუჩნდება, რაც დიდი შეცდომა იქნება. წინა დღეებში დაგროვილი დაღლილობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას და გაღიზიანებას გამოიწვევს. შესაძლოა, უეცარი კონფლიქტიც შეიქმნას, თუმცა დიპლომატიური თვისებების დამსახურებით მას ძალიან ადვილად და თქვენთვის სასარგებლოდ მოაგვარებთ. ჰოროსკოპი გახსენებთ, რომ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი თავად ხართ და მარცხზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ გეკისრებათ. ამ დღეს ფინანსურ საკითხებშიც სიურპრიზები გელით, ამიტომ შავი დღისთვის გადანახული მარაგის გახსნა დაგჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიურ მენიუს, რადგან მაღალკალორიულმა საკვებმა შეიძლება კუჭის მუშაობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

კურო

თუ მარტოხელა ხართ და ნამდვილ სიყვარულს ეძებთ, ვარსკვლავები ახალ ნაცნობობას გპირდებიან. იყავით გახსნილი და პირველი ნაბიჯის გადადგმა ნუ შეგშინდებათ. სახლის მოვლა და ოჯახური ვალდებულებები ყველას საერთო საქმეა, ამიტომ საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გაინაწილოთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ; კოლეგებთან კამათი არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, უფრო პირიქით — დამატებით სირთულეებს შეგიქმნით. უარი თქვით მსხვილ შენაძენებზე და სესხის აღებისგანაც თავი შეიკავეთ, რადგან ამ პერიოდში საფულეს განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ. უძილობასა და დაღლილობასთან გამკლავებაში სუფთა ჰაერზე სეირნობა დაგეხმარებათ.

ტყუპები

დროა, წარსულს სbვა თვალით შეხედოთ — ეს პირველ რიგში, სასიყვარულო და მეგობრულ ურთიერთობებს ეხება. ბევრი საოჯახო საქმის დამოუკიდებლად მოგვარება მოგიწევთ და სხვების დახმარების იმედიც ნაკლებად გექნებათ, სამაგიეროდ, ზუსტად გეცოდინებათ, რომ ყველაფერს საუკეთესოდ გააკეთებთ! შეიძლება არაკეთილგანწყობილი კოლეგების ინტრიგებმა გული გაგიტეხოთ, მაგრამ ეცადეთ ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ. გარკვეული ხარჯების გაღება მოგიწევთ, მაგრამ მალე აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ. ამ ნიშნის მამაკაცებს მეტი გულმოდგინება მართებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ფინანსურ ოპერაციებში წარმატებას გპირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ კვების მენიუს გადახედოთ და სწრაფი კვების პროდუქტები სასარგებლო ხილითა და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ.

კირჩხიბი

ახლა თაყვანისმცემელთან საერთო ენის პოვნა ცოტა გაგიჭირდებათ, ამიტომ ჯობია ცოტა ხნით ერთმანეთისგან დაისვენოთ. შესაძლოა, ოთხ კედელში განმარტოების სურვილმა შემოგიტიოთ — ამ სურვილს ნუ შეეწინააღმდეგებით, რადგან ახლა ხალხმრავლობაში ყოფნა არასასურველია. წინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გელით, რომელიც თქვენს კარიერაზე გავლენას მოახდენს. ეცადეთ არ იჩქაროთ და ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად აწონ-დაწონოთ. მოერიდეთ ფულის სესხებას და სარისკო ფინანსურ ოპერაციებს. თქვენი განწყობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ამიტომ ცუდი ფიქრები მოიშორეთ და იმ სიკეთეებზე იფიქრეთ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

ლომი

უახლოეს დღეებში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენი ოცნების ადამიანს ჰგავს. სამსახურში საკუთარ თავზე ნაკლები ილაპარაკეთ, რომ მტრები არ გაიჩინოთ და ჭორებს თავი აარიდოთ. საკმაოდ დაძაბული დღეა — შესაძლოა, ჩვეულმა მოვალეობებმაც კი სირთულეები შეგიქმნათ. ჰოროსკოპი გირჩევთ, ყველაფრის მიუხედავად, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ და მიზნისკენ სვლა განაგრძოთ. შესანიშნავი დღეა ინტერიერის განახლებისა და ავეჯის შეძენისთვის, მაგრამ თუ ფული არ გყოფნით, კრედიტის აღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ვარსკვლავების მხარდაჭერით თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ. შესაძლოა, უახლოეს დღეებში ქრონიკული დაავადებების სეზონურმა გამწვავებამ იჩინოს თავი — საჭიროების შემთხვევაში ექიმს დროულად მიმართეთ.

ქალწული

ეს დღე რომანტიკული ურთიერთობებისთვის ძალიან ხელსაყრელია. თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გყავთ, შეგიძლიათ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყოთ. დაოჯახებულ ქალწულებს შორეულ ნათესავებთან მცირე უთანხმოება ელით. ახლა ფინანსურ საკითხებს ძალიან დიდ დროს უთმობთ, ჰოროსკოპი კი გირჩევთ ყოველდღიური საქმეების რუტინისგან განთავისუფლდეთ. ბიზნესმენებისთვის ეს დღე საქმიანი ღონისძიებებისთვის იდეალურია — შეგიძლიათ თანამშრომლებთან, ტექნიკის შეძენასთან და ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხები მოაგვაროთ. თუნდაც მცირედი ფიზიკური აქტივობა საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

მარტოხელებმა, რომლებსაც ყველაფრის მარტო კეთება მობეზრდათ და სიყვარულს ეძებენ, ინიციატივა ხელში უნდა აიღონ. ნუ დაელოდებით, სანამ მეორე მხარე გააქტიურდება და პირველი ნაბიჯი გადადგით. დღეს ისეთ გარემოში აღმოჩნდებით, სადაც თავს მარტივად და სასიამოვნოდ იგრძნობთ. იუპიტერის ხელსაყრელი განლაგება ურთიერთობებს ხელს უწყობს. ნუ მოჰკიდებთ ხელს ისეთ საქმეს, რომელშიც ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, რადგან შემდგომმა წარუმატებლობამ შეიძლება თქვენს ავტორიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს. დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრებს დაუთმეთ. თუ მიზნის მისაღწევად ეშმაკობასა და ტყუილს მიმართავთ, მხოლოდ საქმეს გაიფუჭებთ და ავტორიტეტს დააზარალებთ — ადრე თუ გვიან ყველაფერი ფარული ხომ ცხადი ხდება. ბევრი წყალი და ახალი პროდუქტები თქვენი კანის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

მორიელი

ახალი რომანის დასაწყებად არცთუ ისე ხელსაყრელი დროა და შესაძლოა თაყვანისმცემელმაც იმედი გაგიცრუოთ. ეცადეთ საკუთარ ნაკლოვანებებს კრიტიკულად შეხედოთ და საყვარელ ადამიანს დაუსაბუთებელი მოთხოვნები არ წაუყენოთ. სამსახურში თქვენი გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება, ამიტომ შეგიძლიათ ახალბედა კოლეგებს დაეხმაროთ. მალე იღბალი გაგიღიმებთ და იმ პროექტების განხორციელებას შეძლებთ, რომლებზეც დიდი ხანია ფიქრობთ. დროა, შინაგანი სამყარო მოიწესრიგოთ და დაგროვილ წინააღმდეგობებს გაუმკლავდეთ. გირჩევთ ემოციური დაძაბულობა საღამოს, სპორტდარბაზში ან აუზზე მოხსენით.

მშვილდოსანი

წინ ახალი და საინტერესო ნაცნობობა გელით — სავსებით შესაძლებელია, რომ ოფიციალური ურთიერთობები მეგობრულში გადაიზარდოს. ამ დღეს შეძენილი ნებისმიერი ნივთი როგორც თქვენ, ისე თქვენი ოჯახის წევრებს სიხარულს მოუტანს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო ცვლილებები. ახლობელი ადამიანების მოთმინებას ნუ გამოცდით, თორემ შეიძლება მათი რისხვა თავს დაგატყდეთ. თქვენი მოუცლელობა ხშირად კამათის და დაძაბულობის მიზეზი ხდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ ოჯახის წევრებთან მეტი დრო გაატაროთ. ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება წარმატებას მოგიტანთ, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ ახლა უნდა შეასრულოთ. ინტელექტი და გამჭრიახობა არ გაკლიათ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის — პროფესიული უნარების განვითარებაც საჭიროა. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სტრესულ სიტუაციებს. მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები დაძაბულობის შემცირებაში და მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

სიყვარულს მთელი არსებით იგრძნობთ და მის სითბოს გარშემომყოფებსაც უხვად გაუნაწილებთ. არ დაიშუროთ საჩუქრები და თბილი სიტყვები მათთვის, ვინც გულთან ახლოს გყავთ — ახლობლებს თქვენი ყურადღება ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ. რაც უფრო მეტ ახალ კავშირს დაამყარებთ თქვენი პოზიციები სამსახურში მით უფრო მყარი გახდება; ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველა წინაპირობა არსებობს. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია წყლის პროცედურებისთვის, მათ შორის აბანოში ან საუნაში სტუმრობისთვის.

მერწყული

ახლად დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ხანმოკლე იქნება, მაგრამ შეიძლება თქვენს ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვოს. საყვარელი ადამიანი ამჯერად სიხარულზე მეტ ნერვიულობას მოგიტანთ — ეგოიზმი მას აუტანელ მანიპულატორად აქცევს. შესაძლოა, ხელმძღვანელმა ბოლოდროინდელი შედეგებისთვის პრემიით დაგაჯილდოოთ. სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით ფულს ნუ გაანიავებთ — არაგონივრულმა ხარჯვამ შესაძლოა ეკონომიკური პრობლემები შეგიქმნათ. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი შემოსავალიც, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი არ ღირს. იყავით უფრო თავშეკავებული, რათა მტრები არ გაიჩინოთ. თუ ჰიპერტენზიისკენ მიდრეკილი ხართ, მაქსიმალურად თავი შეიკავეთ სიგარეტისგან და ყავისგან.

თევზები

შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ახალი, მომხიბლავი რომანი დაიწყოს. შემთხვევითი ნაცნობობა საკუთარ თავზე წარმოდგენას შეგიცვლით და ხასიათის ახალი მხარეების გამოვლენისკენ გიბიძგებთ. საქმე, რომელსაც ხელმძღვანელი დღეს განდობთ, თქვენთვის მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს. კომერციულ საქმეებში იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თავის ტკივილი და წნევის ცვალებადობა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge