24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:35 ორშ. 23 ნოემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანებს დაეხმაროთ და ისეთი პრობლემები მოაგვაროთ, რომლებსაც თქვენი დახმარების გარეშე ვერ დაძლევდნენ. როცა საქმე საერთო ქონებას ან საყოფაცხოვრებო საკითხებს ეხება, გადაწყვეტილების მიღებისას ოჯახის წევრების სურვილები და ინტერესები უნდა გაითვალისწინოთ. რასაც ამ დღეს ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ და ყველაზე რთული ვითარებიდანაც კი გამოსავალს იპოვით. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღის შუა ნაწილია. მოსალოდნელია როგორც ოფიციალური, ისე პირადი შეხვედრები. ვარსკვლავები იღბლიანად განლაგდნენ — ყოველ შემთხვევაში, თქვენი ნიშნისთვის ნამდვილად ასეა. შეგიძლიათ შესაძლებლობით ისარგებლოთ და სურვილი ჩაიფიქროთ, ოღონდ ბედს ზედმეტად ბევრს ნუ მოსთხოვთ. თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მხრივ პრობლემები გაქვთ, ეცადეთ ამ დღეს კონფლიქტებსა და სტრესს მოერიდოთ.
კურო
სასიყვარულო საქმეებში გაგიმართლებთ — ეცადეთ, მეორე ნახევრის პოვნის შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ამ დღეს სრული უფლება გაქვთ, ცოტა მოდუნდეთ, მთელ ცხოვრებას რუტინას ხომ ვერ მიუძღვნით — მიხედეთ იმას, რაც ნამდვილად სიამოვნებას განიჭებთ. აქტიური იუპიტერის გავლენით ხელმძღვანელობა თქვენს მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნი იქნება, ამიტომ ეცადეთ დისციპლინა არ დაარღვიოთ. მალე შეიძლება დიდი პრემია მიიღოთ, რომლითაც საკუთარ თავს სასიამოვნო შენაძენის უფლებას მისცემთ. ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ ახლა სულიერ წონასწორობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ერიდეთ ყველაფერს, რაც გაღიზიანებას, ბრაზსა და სტრესს იწვევს.
ტყუპები
მშვენიერი დღეა გასართობი ღონისძიებების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. თუ საყვარელ ადამიანთან ერთად სტუმრად წახვალთ, ეცადეთ ყურადღება არ მოაკლოთ. პლუტონის მფარველობა სწორ გზაზე დაგაყენებთ და დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების დასრულებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე მალე დასრულდება და კარგ შედეგს მოიტანს. სამსახურში მცირე გაუგებრობები გელით, მაგრამ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მშვენიერი დღეა გარიგებების დადებისა და საფინანსო დაწესებულებებში ვიზიტისთვის, თუმცა შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე ყველა პირობა უნდა გადაამოწმოთ. გირჩევთ კვების მენიუ ყველითა და ბოსტნეულის სალათებით გაამდიდროთ, ხოლო ცომეულსა და ნახევარფაბრიკატებს მოერიდოთ — კუჭი ასეთი საკვებისთვის მადლობას ნამდვილად არ გეტყვით.
კირჩხიბი
დროა, დაასრულოთ ურთიერთობა, რომელიც ტვირთად გექცათ. ახლა საჭიროა მუშაობის შედეგების შეჯამება, პრობლემებში გარკვევა და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა. დღევანდელი დღე რაღაც კარგით დაგამახსოვრდებათ, რასაც მომავალში ხშირად გაიხსენებთ. ახლობელმა ადამიანმა საოცარი სიურპრიზი მოგიმზადათ, რომლის შესახებ მალე შეიტყობთ. სირთულეები თქვენს ენთუზიაზმს ვერ მოერება და სწორედ იმას მიაღწევთ, რისკენაც დიდხანს და დაჟინებით მიდიოდით. ეს წარმატება ნამდვილად დაიმსახურეთ. პლანეტები ქონებრივ და ფინანსურ სფეროებზე მოახდენენ გავლენას, ამიტომ ეცადეთ ყურადღება მატერიალურ მხარეზე გაამახვილოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ თავს მეტი ყურადღებით მოუსმინოთ და დღის განრიგი ორგანიზმის მოთხოვნებს მოარგოთ. თუ აპათიასა და ძილიანობას გრძნობთ, მეტი დასვენება გჭირდებათ.
ლომი
თუ საყვარელი ადამიანი რომანტიკულ უქმეებს შემოგთავაზებთ, უარს ნუ ეტყვით — ამ დღეს მთავარია, სახლში არ დარჩეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას მოერიდეთ, რადგან შესაძლოა ნაჩქარევად და დაუდევრად იმოქმედოთ. ამ დღეს წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მუშაობა მოგიტანთ, ამიტომ რჩევებისთვის არავის მიმართოთ. პოზიტიური განწყობა და ენთუზიაზმი სამუშაო ამოცანების მარტივად გადაჭრასა და გარშემომყოფების შთაგონებაში დაგეხმარებათ. შრომისმოყვარეობის წყალობით შეძლებთ ოცნების ასრულებისთვის საჭირო თანხა დააგროვოთ. ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ და ეცადეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი სამუშაო განრიგი იპოვოთ.
ქალწული
ბოლოს და ბოლოს, პირად ცხოვრებაში სიყვარული და ურთიერთგაგება დაისადგურებს. თუ მეტ სიბრძნესა და მოთმინებას გამოიჩენთ მეზობლებთან ურთიერთობა უფრო მშვიდი გახდება. ბავშვებს მეტი ესაუბრეთ, კითხვები დაუსვით და მათი აზრი მოისმინეთ. შესაძლოა, კოლეგები კონფლიქტისკენ გიბიძგებენ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, თავი ხელში აიყვანოთ — დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. სამსახურში გამორიცხული არ არის შეცდომა, რომელმაც შესაძლოა ფინანსური ზარალი ან ავტორიტეტის შელახვა გამოიწვიოს და თავის მართლება მოგიწიოთ. ოთახის განიავებისას ორპირ ქარს მოერიდეთ, თორემ გაცივდებით.
სასწორი
ნუ მოგერიდებათ და პაემანზე დაპატიჟეთ ადამიანი, რომლის მიმართაც გულგრილი არ ხართ. დღეს მარსი განსაკუთრებით აქტიურია, რაც პირველ რიგში, საფრთხეს ოჯახურ ურთიერთობებს შეუქმნის. შესაძლო უსიამოვნებებისთვის მოემზადეთ და ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა სირთულეს არ შეგიქმნით, ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში კი შეიძლება კონფლიქტი წარმოიშვას. უარყოფით ფიქრებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ და მიღებული ინფორმაცია ყოველთვის გადაამოწმეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენმა გულუხვობამ შეიძლება მოულოდნელი ნაყოფი გამოიღოს, რთულ წუთებში კი მეგობრებისა და კოლეგების მხარდაჭერას განსაკუთრებულად დააფასებთ. ნუ დაუჯერებთ დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით. ეცადეთ ენერგია დღის განმავლობაში გონივრულად გადაანაწილოთ, თუ ეს არ გამოგივათ, დასვენებისთვის მეტი დრო გამონახეთ.
მორიელი
საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით. შესაძლოა, ახალი იდეების მნიშვნელობა მაშინვე ვერ შეაფასოთ, მაგრამ მათ უარყოფას ნუ იჩქარებთ — ასე ხელსაყრელ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებთ. ეცადეთ ყოველდღიურ საქმეებთან ერთად არც დღის განმავლობაში წამოჭრილი პრობლემები დატოვოთ უყურადღებოდ, თორემ კარგ შანსს დაკარგავთ. სავარაუდოდ, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. საკუთარი ჩანაფიქრი საიდუმლოდ შეინახეთ და არავის მისცეთ უფლება, რომ გეგმები შეგაცვლევინოთ. ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, რომ მენიუ იოდით მდიდარი პროდუქტებით გაამდიდროთ ან კერძების მოსამზადებლად იოდიზებული მარილი გამოიყენოთ.
მშვილდოსანი
თუ გარშემო ყურადღებით მიმოიხედავთ, შესაძლოა ის ადამიანი შენიშნოთ, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება. ძალის პოზიციიდან ნუ იმოქმედებთ — გამომგონებლობა და ნატიფი დიპლომატია სასურველ შედეგამდე ბევრად სწრაფად მიგიყვანთ. არახელსაყრელი დღეა ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციასა და გონების დაძაბვას მოითხოვს. დროა, დაგროვილ სამუშაო და საოჯახო საქმეებს მიხედოთ. საქმიანი ურთიერთობებისთვის პერსპექტიული დღეა — შესაძლოა, ორმხრივად მოგებიანი გარიგება დადოთ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება მუშაობა მომსახურების სფეროში დასაქმებული მშვილდოსნებისთვის. ამ დღეს ჯანმრთელობის ყველა პრობლემა არასწორი კვების ბრალია, თუმცა ვარსკვლავები მენიუს მკვეთრ ცვლილებას არ გირჩევენ — უბრალოდ, მავნე კერძები გამორიცხეთ.
თხის რქა
ამ დღეს ახლობლებთან ურთიერთობაში განსაკუთრებული მოთმინება და გაგება უნდა გამოიჩინოთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, საყვარელი ადამიანების მიმართ სიყვარულისა თუ მადლიერების გამოხატვა არ დაგავიწყდეთ. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას მოერიდეთ — უფროსი ცუდ ხასიათზე იქნება და შეიძლება ჯავრი თქვენზე იყაროს. თავი შეიკავეთ სარისკო ინვესტიციებისა და ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან. ამ დღეს მთელი ყურადღება ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებასა და გრძელვადიანი გეგმების შედგენაზე უნდა გადაიტანოთ. თუ ზედმეტ კილოგრამებს ებრძვით, კალორიების თვლა ჩვევად უნდა გექცეთ.
მერწყული
თუ მეორე ნახევრის ბოლოდროინდელი საქციელი არ მოგწონთ, გულახდილად დაელაპარაკეთ — ასე კონფლიქტს თავიდან აიცილებთ. ეცადეთ საკუთარი თავის მიმართ მაქსიმალურად ობიექტური იყოთ და სიტყვებს დაუკვირდეთ, რომ შემთხვევით ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ. შესაძლოა, თანამშრომლებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ და თხოვნაზე უარს ნუ ეტყვით. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება კარიერულ წინსვლას და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. თუ დიდი ხანია დიეტის დაწყებას აპირებთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ.
თევზები
ჯობს, ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა რომანტიკა დროებით გვერდზე გადადონ და საოჯახო საქმეებს მიხედონ — ახლა დაწყებულ რომანს მომავალი არ ექნება. თქვენი ძალისხმევისა და მიღწევების აღსანიშნავად ოჯახში პატარა დღესასწაული მოიწყვეთ. შურიანი კოლეგების ჭორებს უფრთხილდით — მათ შეუძლიათ თქვენს რეპუტაციას სერიოზული საფრთხე შეუქმნან. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა სახსრების ან კუნთების ტკივილი იგრძნოთ. ახლა ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, სამაგიეროდ, ხანმოკლე სეირნობა სარგებელს მოგიტანთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან