23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 წუთის წინ
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს გრძნობების ფრონტზე ნამდვილი ვნებათაღელვაა! სასიყვარულო თავგადასავლები თავად მოგძებნიან — მთავარია, სახლში არ ჩაიკეტოთ. შესაძლოა, ოჯახის წევრებთან ურთიერთობებში გარკვეული სირთულეები შეგექმნათ, ზოგიერთმა ახალმა ამბავმა კი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის შეცვლა გაიძულოთ. თქვენი ნიშნის წარმომადგენლები უქმეებზეც კი სამუშაოზე ფიქრობენ, თუმცა დღეს გამონაკლისი უნდა დაუშვათ და მთელი დრო ძალების აღდგენას დაუთმოთ. კინოში ან თეატრში გაისეირნეთ — კულტურული განტვირთვა ნამდვილად წაგადგებათ. გირჩევთ შემოსავლის გაზრდის გზებზე დაფიქრდეთ, ოღონდ ახალი საქმის წამოწყებას უნდა მოერიდოთ. შესაძლოა, ბოლოდროინდელმა სტრესმა ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ ეცადეთ, ნებისმიერ ვითარებაში ნერვებს გაუფრთხილდეთ.
კურო
ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის გაწეული ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის — პარტნიორი მცდელობას დააფასებს და იმავეთი გიპასუხებთ. თუ გსურთ ოჯახური ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოთ, პირველ რიგში, გარემო შეიცვალეთ, ხოლო თუ შესაძლებლობა გექნებათ, შვებულება აიღეთ. საკუთარ უფლებამოსილება სხვებს ნუ გადააბარებთ — თქვენს საქმეს თქვენზე უკეთ და ხარისხიანად მაინც ვერავინ შეასრულებს. დღის მეორე ნახევარში ვარსკვლავები განსაკუთრებულ აქტიურობას გირჩევენ — ჩაერთეთ აქციებში და დაეხმარეთ მათ, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება. ხანდაზმულ კუროებს შეიძლება ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდეთ, ამიტომ როფილაქტიკაზე იზრუნეთ.
ტყუპები
მალე თქვენი პარტნიორი უჩვეულო სინაზესა და სიყვარულს გამოავლენს. ისეთი განცდა გაქვთ თითქოს მეორე თაფლობის თვე გეწყებათ! საყოფაცხოვრებო და სამსახურებრივი საზრუნავი დროებით ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. გამორიცხული არ არის, მალე ავადმყოფი ან სამსახურიდან წასული კოლეგის შეცვლა მოგიწიოთ. გირჩევთ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება ხელმძღვანელთან წინასწარ შეათანხმოთ. იმის ნაცვლად, რომ ნუგეში ახლად გაცნობილ ადამიანებში ეძებოთ, ეცადეთ დრო ოჯახთან ერთად გაატაროთ — ეს სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ. მალე ფინანსური მდგომარეობა სტაბილური გახდება — დამატებით შემოსავალს ან საინვესტიციო შანსებს უნდა ელოდოთ. მზად იყავით შესაძლებლობების გამოსაყენებლად და ფინანსური მიზნებიც არ დაგავიწყდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ემოციებსა და შინაგან მდგომარეობას — ეს პერიოდი შეიძლება დაძაბული იყოს, ამიტომ აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისა და განტვირთვისთვის.
კირჩხიბი
ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ და საყვარელ ადამიანს ურთიერთობის დაკანონება შესთავაზეთ! ხაზი გაუსვით ქორწინების სასიამოვნო მხარეებს, რათა რჩეულს პასუხისმგებლობის არ შეეშინდეს. ოჯახურ ურთიერთობებში რთული ვითარებაა — თუ არ მოაგვარებთ, დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი უთანხმოებები კონფლიქტში გადაიზრდება. ოჯახი თქვენი დასაყრდენია, ამიტომ საყვარელ ადამიანებს მხარი დაუჭირეთ და სანაცვლოდ, უფრო მეტ სითბოს მიიღებთ. თუ დროს უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგავთ, სამუშაო დღე სირთულეების გარეშე ჩავლის. ეს დღე იდეალურია როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური განვითარებისთვის — შეგიძლიათ იოგით დაკავდეთ, გამოფენას ან სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებას ეწვიოთ.
ლომი
ბოლო დროს სამსახურის საქმეებში იმდენად ჩაიძირეთ, რომ შესაძლოა, თქვენი დატვირთული განრიგი პირად ცხოვრებაზე უარყოფითად აისახოს. ახლა დანაკლისის ანაზღაურების დროა! ამ დღეს საყოფაცხოვრებო წვრილმანებთან გამკლავება მოგიწევთ, შესაძლოა, ბავშვებმაც გარკვეული პრობლემები შექმნან. სამაგიეროდ, მატერიალური მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. საქმიანი ურთიერთობა ძალიან ნაყოფიერი იქნება — ეცადეთ ეს დრო ახალი კავშირების დასამყარებლად გამოიყენოთ. თანამოსაუბრეს გულწრფელი დაინტერესება დაანახვეთ და წარმატებას მიაღწევთ. ხელსაყრელი დღეა ქველმოქმედებისთვის. თუ ფინანსური დანაზოგი გაქვთ, შეგიძლიათ ის საკუთარი იმიჯის გაუმჯობესებისკენ მიმართოთ. ქრონიკული დაღლილობის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, უფრო ხშირად დაისვენოთ და ზედმეტად მძიმე საქმეს არ შეეჭიდოთ.
ქალწული
ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს ნუ მისტირით, გულს მოუსმინეთ და შეცდომის დაშვების ნუ შეგეშინდებათ. თქვენი კავშირი კიდევ უფრო მყარი და ჰარმონიული რომ გახდეს, ეცადეთ, ავეჯის გადაადგილებიდან დაწყებული, რემონტით დამთავრებული, ყველაფერი ერთად აკეთოთ. ბევრი შრომა მოგიწევთ, მაგრამ ბრწყინვალე შედეგებს მიაღწევთ, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ფინანსურ საკითხებში მხარდაჭერა მეგობრებსა და ახლობლებს სთხოვეთ — მათმა დახმარებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. ტკბილეულისადმი თქვენი ნაზი გრძნობები შესაძლოა ფიგურაზე აისახოს — სცადეთ, ნამცხვრები სულიერი საზრდოთი ჩაანაცვლოთ.
სასწორი
სასურველია, რომ ამ დღეს გამოცდილი ადამიანების რჩევა გაითვალისწინოთ, რომელიც თავიდან უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ მოგვიანებით ძალიან გამოგადგებათ. დროა საკუთარი ბედის მართვა საკუთარ ხელში აიღოთ! იქნებ იმიჯის შეცვლის ან გარდერობის განახლების დროა? სასწრაფოდ დაიწყეთ საქმე, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავდით, თორემ პრობლემების წყაროდ იქცევა. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ — ზოგჯერ ადამიანებს გრძნობებში გასარკვევად დრო სჭირდებათ. პროფესიულ სფეროში სჯობს ექსპერიმენტებს მოერიდოთ და გამოცდილი ხერხებით იხელმძღვანელოთ. ფინანსური პრობლემები, რომლებიც ბოლო პერიოდში თავს გახსენებდათ, თანდათან უკანა პლანზე გადავა და საბოლოოდ თავისუფლად ამოისუნთქებთ. ჯანმრთელობაზე საწუწუნო არ გექნებათ — ენერგიის მოზღვავება ძალებს შეგმატებთ. ამ დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში, განსაკუთრებით სუფთა ჰაერზე.
მორიელი
პირადი ცხოვრება ზედმეტად უინტერესო გახდა და მრავალფეროვნების მოთხოვნილება გაგიჩნდათ? ასეთ დროს ფანტაზიას ნუ შეზღუდავთ და იმოქმედეთ. საყოფაცხოვრებო პრობლემებს ახლობლების მხარდაჭერით იოლად დაძლევთ. ბავშვების აღზრდასა და ოჯახში ჰარმონიის შექმნას მეტი დრო დაუთმეთ. საჯარო მოხელეებს ამ პერიოდში პროფესიული უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მიეცემათ. მეგობრებთან ურთიერთობა შეიძლება განსაკუთრებით ჰარმონიული გახდეს. ფინანსურ საკითხებში მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. ეცადეთ უფრო დამთმობი იყოთ ოჯახის იმ წევრების მიმართ, რომლებსაც დაუგეგმავი შენაძენის გაკეთება სურთ. დროა სპორტულ დარბაზში ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სიარული დაიწყოთ — ფიზიკური აქტივობა ახლა ჰაერივით გჭირდებათ.
მშვილდოსანი
ეცადეთ ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ — ურთიერთობის განმტკიცების ხელსაყრელი შანსი გეძლევათ. დაძაბული დღეა და სკანდალის ალბათობაც არსებობს. ახლობლებთან კამათის თავიდან ასაცილებლად თავი ხელში აიყვანეთ და ზედმეტი არაფერი თქვათ. ხელმძღვანელობა თქვენს შრომას დააფასებს — არ არის გამორიცხული, პრემიაც მიიღოთ, თუმცა მატერიალური წახალისება ერთადერთი ბონუსი არ იქნება. გაესაუბრეთ მეგობრებს და ფინანსური საკითხები განიხილეთ. გაითვალისწინეთ საქმიანი პარტნიორის კეთილი რჩევა და ახალი პროექტის დაწყებაზე ჯერჯერობით უარი თქვით. დღეს დიეტის დაწყება არ ღირს — ნაკლებად ეფექტური იქნება. ეცადეთ საკუთარი ორგანიზმის მოთხოვნების მოსმენა ისწავლოთ!
თხის რქა
უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში სასიყვარულო საქმეებში ნაკლებად გაგიმართლებთ. მოწყენილობის დასაძლევად შეგიძლიათ სტუმრები დაპატიჟოთ ან საღამო ხალხმრავალ წვეულებაზე გაატაროთ. ახალ პროექტზე მუშაობა დაგეგმვით უნდა დაიწყოთ — სხვაგვარად სასურველ შედეგზე არ უნდა იოცნებოთ. თუ დროს უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგავთ სამუშაო დღე სირთულეების გარეშე ჩავლის. ფინანსური წარმატება შეიძლება მხოლოდ დიდი შრომის შედეგად მოვიდეს. ბოლო პერიოდში თავს დატეხილმა უამრავმა საქმემ სრულიად გამოგფიტათ — ახლა ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ.
მერწყული
ყურადღებიანი იყავით პარტნიორის მოთხოვნების მიმართ და ეცადეთ, ისინი დააკმაყოფილოთ. გაუგებრობა დროულად უნდა აღმოფხვრათ, რომ უფრო მნიშვნელოვან პრობლემებში არ გადაიზარდოს; გულწრფელი საუბარი ვითარებას ნათელს მოჰფენს. გეგმები დასახეთ — თქვენთვის კარიერული წინსვლის დრო დადგა. გირჩევთ კორპორაციულ ცხოვრებაში სრულად ჩაერთოთ და კოლექტივს არ მოშორდეთ. თავი შეიკავეთ ნებისმიერი შენაძენისგან — შეიძლება ფული უსარგებლო და უხარისხო ნივთში გადაყაროთ. საჭმლის მომნელებელი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი სისტემების პრობლემებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების განმტკიცებისთვის ნათესავებთან და საყვარელი ადამიანის მეგობრებთან. ამ დღეს იმდენად დამაჯერებელი იქნებით, რომ ნებისმიერი ადამიანის დაყოლიებას შეძლებთ. სიყვარულის ნავი ყოფით პრობლემებს რომ არ შეეჯახოს, ინიციატივა გამოიჩინეთ და მეორე ნახევართან ურთიერთობა დაალაგეთ. სასურველია იმ საქმეებით დაკავდეთ, რომლებიც თქვენში ინტერესს იწვევს — მძიმე და უინტერესო სამუშაო მალე მოგბეზრდებათ. უფრთხილდით თაღლითებს, განსაკუთრებით შორეულ მგზავრობაში — გარემოებები შესაძლოა თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს და თანხის ნაწილი დაკარგოთ. მეგობრებთან და ოჯახთან სიახლოვე სტრესის მოხსნასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. დამატებით შეგიძლიათ რელაქსაციის პრაქტიკები სცადოთ, რათა გონება დაიმშვიდოთ და სულიერი წონასწორობა აღიდგინოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან