26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 წუთის წინ
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ახალი ნაცნობობა შეიძლება იმედგაცრუებით დასრულდეს, ამიტომ გრძნობების გამხელას და ოცნების კოშკებია აგებას ნუ იჩქარებთ. საქმიან ქაღალდებთან თუ მატერიალურ ფასეულობებთან განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ — პრობლემები შეიძლება ამას უკავშირდებოდეს. გაჯიუტებას და ყველაფერში ლიდერობის სურვილს მოერიდეთ და გადაწყვეტილების მიღებამდე კოლეგების აზრი გაითვალისწინეთ. კარგი იქნება, თუ ფინანსურ კეთილდღეობას მკაფიოდ და დამაჯერებლად წარმოიდგენთ. საღამოს სახლში ნათესავები მოიპატიჟეთ, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ და მხიარული წვეულება მოაწყვეთ. სული დღესასწაულს ითხოვს, ყოველდღიური საქმეები კი დასვენების საშუალებას არ გაძლევთ? მაშინ უქმეებზე თავს განტვირთვის უფლება უნდა მისცეთ!
კურო
სასიყვარულო საქმეებში წარმატების მისაღწევად ცოტა მეტი თავდაჯერება ნამდვილად არ გაწყენთ. არც ისეა საქმე, რომ ზედმეტად შებოჭილი იყოთ, მაგრამ მეტი თავისუფლება და სითამამე მაინც გამოგადგებათ. დაგროვილი წყენა, უთქმელი საყვედურები, ეჭვიანობა და უნდობლობა უარყოფით შედეგს გამოიღებს — სამწუხაროდ, დაპირისპირებას ვერ ასცდებით. თუ ტყეში დაკარგული პატარა ბავშვივით გრძნობთ თავს, ნუ შეშინდებით — გზა არსებობს, უბრალოდ მის საპოვნელად ქვეცნობიერის ბილიკები უნდა გაიაროთ. ბიუჯეტს გადახედეთ და ხარჯები ოდნავ შეამცირეთ. ეს დროებითი ზომებია, მაგრამ თქვენთვის ასე სჯობს. ეცადეთ გარშემო სიმყუდროვე შექმნათ — სახლში სისუფთავე და წესრიგი შინაგანი წონასწორობის აღდგენასა და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ სივრცე, რომელშიც იმყოფებით, პირდაპირ თქვენს განწყობაზე მოქმედებს.
ტყუპები
პირად ცხოვრებაში ინიციატივას ხელიდან ნუ გაუშვებთ — ამ პერიოდში შეიძლება ისეთ შედეგებს მიაღწიოთ, რომლებზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდით. ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ ეს დღე ურთიერთობებისთვის კარგ პირობებს ქმნის, ამიტომ თითოეულ ადამიანთან საერთო ენის გამონახვას შეძლებთ. თუ გსურთ, რომ უახლოეს მომავალში საკუთარი შრომის პირველი ნაყოფი მოიმკათ, ამ დღეს მაქსიმალური ძალისხმევით იმუშავეთ. სავარაუდოდ, მალე ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელიც ვითარებას ძირეულად შეცვლის. დილით თავბრუსხვევაა მოსალოდნელი, ამიტომ საწოლიდან ფრთხილად წამოდექით.
კირჩხიბი
სასიყვარულო ფრონტზე ვითარებას თქვენი მწარე ენა და სიჯიუტე გაართულებს, მაგრამ ცხოვრება სირთულეებიდან საუკეთესო გამოსავალს გიკარნახებთ. სასურველია, რომ დღის უმეტესი ნაწილი ოჯახთან ურთიერთობას დაუთმოთ, დაგროვილი საკითხები განიხილოთ და პრობლემები მოაგვაროთ. სამსახურებრივი მოვალეობების უგულებელყოფა სხვადასხვა სახის პრობლემას მოგიტანთ, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, დღეს მეტი გულმოდგინება გამოიჩინოთ. რეტროგრადული თუ დასუსტებული მერკური მიანიშნებს, რომ ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელო იქნება — არ არის გამორიცხული, რომ ფულის სესხება ან კრედიტის აღება მოგიწიოთ. სამაგიეროდ, ჯანმრთელობის მხრივ სანერვიულო არაფერია — შეგიძლიათ აღდგენილი ენერგიით დატკბეთ და ახალი ვარჯიშები თუ ფიზიკური აქტივობები მოსინჯოთ.
ლომი
თქვენი ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ბედი დაუვიწყარ ემოციებს ჰპირდება. სრული ურთიერთგაგების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია და არც უნდა სცადოთ — მთავარია, უთანხმოების მიზეზებმა სახიფათო ზღვარს არ გადააჭარბოს. თამამად შეეჭიდეთ ახალ პროექტებს და ხელსაყრელ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ახლა იღბალი თქვენ მხარესაა, თანაც კოლეგები მზად არიან, მხარში ამოგიდგნენ. საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებები იმედის მომცემი შედეგით დასრულდება, რაც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სანერვიულო არაფერი გაქვთ, თავს შესანიშნავად გრძნობთ, რაც სამსახურებრივი და ყოფითი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ქალწული
ასეთი მშვენიერი დღე სულელური კინკლაობის გამო არ უნდა გაიფუჭოთ — ვარსკვლავები გირჩევენ, წყენა აპატიოთ და დაივიწყოთ. ამ დღეს ნათესავების რჩევები მხოლოდ ზიანს მოგიტანთ, სჯობს საკუთარ ინტუიციას მიენდოთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ პრაქტიკული რჩევების მიცემა და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, თანაც ისე, რომ შეცდომის უფლება არ გექნებათ. თქვენი საქმიანი ალღო, პასუხისმგებლობა და შემართება ფინანსური კეთილდღეობის განმტკიცებისთვის კარგ წინაპირობას შექმნის — მთავარია, შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ. ჯანმრთელობის უყურადღებოდ დატოვება შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ.
სასწორი
ამჟამად ვენერა არასტაბილურია, ამიტომ პირად ურთიერთობებში მოულოდნელი ცვლილებები გელით. საკუთარი პრობლემების ნათესავებთან განხილვას მოერიდეთ, თორემ შეიძლება ვითარება გამწვავდეს. შესანიშნავი დღეა ოდესღაც გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენისა და შერიგებისთვის. მთავარია, რომ სწორი სიტყვები მოძებნოთ! ახლა ყველაზე მეტად ძალების აღდგენა გჭირდებათ: წადით აბანოში ან მასაჟზე, ცოტა ხნით მარტო დარჩით საკუთარ თავთან და კარგად გამოიძინეთ. დროა, ეკონომიურად ცხოვრება ისწავლოთ და დანაზოგის გაკეთება დაიწყოთ. ამ დღეს ფიზიკური აქტივობა დაგროვილი ენერგიის დახარჯვაში დაგეხმარებათ.
მორიელი
ადამიანს, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაუახლოვდით, თქვენი გრძნობები სულაც არ ადარდებს — ის უბრალოდ, თქვენს გამოყენებას ცდილობს. ეს დღე ყოველდღიურ რიტმს საგრძნობლად შეცვლის, ამიტომ ცვლილებებისთვის მზად იყავით. გარშემო მყოფთა რჩევებს ბრმად ნუ მიიღებთ, რადგან ფარული მტერი კვლავ თქვენთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. მფლანგველობა კარგს არაფერს მოიტანს — თუნდაც ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოთ, გაუაზრებელ ხარჯებს მაინც უნდა მოერიდოთ. დღეს თქვენი ენერგეტიკული ფონი მაღალია, ამიტომ ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეები სწორედ ამ დღისთვის უნდა დაგეგმოთ.
მშვილდოსანი
ვნება შეიძლება სწრაფად გაქრეს და ურთიერთობა საგრძნობლად გაცივდეს. თუ ასე მოხდა, იცოდეთ, რომ თქვენი ადამიანი ჯერ კიდევ არ შეგხვედრიათ. ახლო მეგობარს ან ნათესავს თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ ამის თქმის ერიდება და თქვენი მიხვედრილობის იმედი აქვს. ეცადეთ, კვირის განმავლობაში ყველა მიმდინარე საქმე დაასრულოთ, რადგან მალე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ამოცანები გელით. მზად იყავით მოულოდნელი ხარჯებისთვის — დანაზოგი სტრესის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობის მხრივ ცვლილებები მოსალოდნელი არ არის — შეგიძლიათ გაერთოთ და ცხოვრებით დატკბეთ.
თხის რქა
თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, რომელიც თქვენთან დაახლოებას ცდილობს. თუ სიყვარული უკვე იპოვეთ, ამ ადამიანის მცდელობას შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოჰყვეს. ეცადეთ კონფლიქტებს თავი აარიდოთ და წვრილმანების გამო განწყობა არ გაიფუჭოთ. ამ დღეს სიმშვიდე თქვენი საუკეთესო მოკავშირეა. დღეს იმ ადამიანების აზრს უნდა მოუსმინოთ, ვისაც ენდობით. ნუ აჰყვებით ემოციებს, რომლებმაც შეიძლება თქვენი ბუნებრივი პრაგმატიზმი დაჩრდილოს და ფინანსური დანაკარგი გამოიწვიოს. ჰოროსკოპი მიანიშნებს, რომ უახლოეს ხანში შეძლებთ სისუსტე, ძილის დარღვევები და ნერვული გადაღლა სამუდამოდ დაივიწყოთ.
მერწყული
ჰოროსკოპი გაუთხოვარ და მარტოხელა ქალებს ურჩევს, ახალი პარტნიორის ძიებისა და შერჩევისას სიფრთხილე გამოიჩინონ. თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩივით, მაგრამ მათ შორის ერთგული ადამიანის პოვნა იოლი არ არის. ყველაზე უწყინარ ფლირტსაც კი შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს თუ ამის შესახებ მეორე ნახევარი გაიგებს. მსხვილი შენაძენები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები ჯობია გარკვეული დროით გადადოთ. ამ დღეს ეგზოტიკური კერძების გასინჯვა — მით უმეტეს იმის, რაც აქამდე არასდროს გაგისინჯავთ კატეგორიულად აკრძალულია, რადგან კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემა დღეს განსაკუთრებით დაუცველია.
თევზები
ეს პერიოდი სასიყვარულო თავგადასავლებისთვის ხელსაყრელია. ვენერა იუპიტერთან ჰარმონიულ ასპექტში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლირტისთვის ბევრი შესაძლებლობა გაჩნდება. თქვენი ლიდერობის სურვილი დასაფასებელია, თუმცა ახლობლებს თქვენი სიჯიუტე მძიმე ტვირთად აწევთ. დაწყებულ საქმეს ნუ მიატოვებთ და უკან ნუ დაიხევთ — თანმიმდევრული, მიზანმიმართული სვლა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ხმაურიან თავყრილობებს და განმარტოვდით — ეს დაგეხმარებათ, რომ საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში გაერკვიოთ. ჭარბი ენერგია სასურველია სპორტდარბაზში დახარჯოთ — დღეს ეს ისე გამოგადგებათ, როგორც არასდროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან