22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
22:20 სამ. 21 იანვარი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
პრობლემებს ზურგს ნუ შეაქცევთ. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა რთული და უსიამოვნო ამოცანების მოსაგვარებლად. ამ დღეს კარგად გამოცდილი გზებით უნდა იაროთ და ექსპერიმენტებს მოერიდოთ. მოსალოდნელია ოდესღაც გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა, დიდი შესყიდვები და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა.
კურო
ამ დღეს აჩქარებამ შეიძლება შეცდომები და არასწორი გათვლები გამოიწვიოს. მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისა და მათთან ძალების გაერთიანებისთვის. შეგიძლიათ საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ. თუ ახლობელი ადამიანების მოტივები და ქმედებები არ გესმით, გულწრფელად ესაუბრეთ და თქვენი აზრი გამოხატეთ.
ტყუპები
შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა სარისკო და საეჭვო ქმედებებისკენ გიბიძგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, 22 იანვარს მსგავს მოვლენებს მოერიდოთ და ისე იმუშაოთ, როგორც აქამდე მუშაობდით. ყველაზე რთული ამოცანები დილისთვის დაგეგმეთ - არის შანსი, რომ ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური და ქონებრივი საკითხების განხილვისთვის. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
კირჩხიბი
საკუთარი ძალების რწმენა და აქტიური ქმედებები ურთულესი საქმეების სწრაფად და წარმატებით გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ ახალი იდეები კოლეგებს გაუზიაროთ, რომ მათგან საჭირო დახმარება და პრაქტიკული რჩევები მიიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ.
ლომი
გირჩევთ ამ დღეს ახალი საქმის დაწყებაზე უარი თქვათ და მთელი დრო დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმოთ. სასურველია ინფორმაციის ნაკადი შეზღუდოთ და ყურადღება მიაქციოთ მხოლოდ იმას, რაც თქვენს საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია. შესაძლოა, ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმაროთ. დროა, ძველ ნაცნობებს შეხვდეთ - მათთან განსახილველი თემები დაგიგროვდათ.
ქალწული
მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ისე იმოქმედეთ, როგორც შინაგანი ხმა გკარნახობთ. ეს დაგეხმარებათ, რომ დიდი შეცდომები თავიდან აიცილოთ. ვიღაცამ შეიძლება საკუთარი მიზნებისთვის თქვენი გამოყენება სცადოს, ამიტომ ყველასთან გულწრფელობას მოერიდეთ, მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებთ. ახალი იდეის განხორციელება დიდ წარმატებას გპირდებათ.
სასწორი
სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითება საშუალებას არ გაძლევთ, რომ აქტიურად იმუშაოთ და რთული საკითხები გადაჭრათ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს რუტინულ სამუშაოს, დაასრულეთ დაწყებული საქმეები და მოაწესრიგეთ საბუთები. შესაძლოა თავში რამდენიმე ორიგინალური და საინტერესო იდეა მოგივიდეთ, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ, რომ მოგვიანებით, თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ზოგი სასწორი იმ ურთიერთობის გაწყვეტაზე იფიქრებს, რომელსაც ძალიან აფასებდა. ნუ აჩქარდებით - ასეთი გადაწყვეტილება კარგად უნდა გაიაზროთ.
მორიელი
ამ დღეს უამრავ ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ნამდვილად საჭირო და მნიშვნელოვანი არ გამოგეპაროთ. თქვენს უახლოეს გარემოცვაში შეიძლება ვიღაც არაკეთილსინდისიერი ადამიანია, ამიტომ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. თავი შორს დაიჭირეთ მენეჯმენტისგან და ეცადეთ დღის მეორე ნახევარში ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. გარემოებები სწრაფად იცვლება და პარტნიორები პირობას არ ასრულებენ. ზედმეტი კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ არავის უამბოთ. ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათი მოხიბვლის ნიჭი ძალიან გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ, რომ გუნდურ მუშაობაზე ნაყოფიერი ინდივიდუალური მუშაობა იქნება.
თხის რქა
მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობების და ისეთი ვალდებულებების აღებას, რომელთა შესრულებაც გაგიჭირდებათ. ნებისმიერ საქმეში, რომელიც ფულს და ქონებას ეხება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - არსებობს შეცდომის დაშვების რისკი, რომელსაც უსიამოვნო შედეგები მოჰყვება. გირჩევთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მიიღებთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.
მერწყული
ეს დღე შესანიშნავია კომპრომისების მოსაძებნად და სხვადასხვა დავების მოსაგვარებლად. ეს ეხება როგორც საქმიან კონტაქტებს, ასევე პირად ურთიერთობებს. ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ, დაგეგმეთ საღამო მათთან ერთად. ინტუიცია გიკარნახებთ რა უნდა შეცვალოთ საკუთარ ცხოვრებაში. უმჯობესია ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე ჯერჯერობით უარი თქვათ, რადგან იმედგაცრუებული დარჩებით.
თევზები
ვარსკვლავები თევზებს წარმატებულ დღეს ჰპირდებიან. ეს დღე საშუალებას მოგცემთ თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და გარშემო მყოფებზე ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ. შესაძლოა, თქვენ წინაშე ახალი, საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდეს. ამ დღეს გადაწყვეტილებები ინტუიციურად უნდა მიიღოთ. ახალი, დიდი პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადეთ, რადგან ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან