დღის ჰოროსკოპი

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:56 შაბ. 23 ნოემბერი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს სასარგებლოა ახალი ინფორმაციის მოძიება, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობა და ცოდნის ამაღლება. ეს თქვენს კარიერაზე დადებითად აისახება. შესაძლოა, ახლობელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს. მხიარული ხასიათი და გონებამახვილობა ნებისმიერი კამპანიის ცენტრად გაქცევთ.

კურო

პროვოკაციებს ანუ აჰყვებით და აკეთეთ ის, რაც ამჟამად საჭიროდ მიგაჩნიათ. შესაძლოა, თქვენს პირად ურთიერთობას „გადატვირთვა“ სჭირდება - გულწრფელად ისაუბრეთ პარტნიორთან და ეცადეთ კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ. შეთავაზებაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ - ჯერ ყველა რისკი და მოსალოდნელი შედეგი აწონ-დაწონეთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს სხვისი შეცდომები გამოსწორება ან მოჩხუბარი ადამიანების მორიგება მოგიწიოთ.

ტყუპები

ეცადეთ, დღე მშვიდად და სასიამოვნოდ გაატაროთ - ეს რთული და დამღლელი დღეების შედეგ ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან შეხვედრისთვის, მეგობრებთან ერთად გართობისა და შოპინგისთვის. მოკლედ, აკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს სულს და გონებას ესიამოვნება. სასურველია, რომ საღამოს უახლოესი მომავლის სამოქმედო გეგმა შეადგინოთ.

კირჩხიბი

შესაძლებელია, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. ფრთხილად იყავით, რომ დღემ ექსცესების გარეშე ჩაიაროს. სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, მოსალოდნელ შედეგებზე იფიქრეთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს, თუმცა კონფლიქტების მოგვარების თანდაყოლილი უნარი და იუმორის გრძნობა პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ნუ დაელოდებით უკეთეს დროს და ხელსაყრელ მომენტს, ახლავე უნდა იმოქმედოთ.

ლომი

წარმატებული დღეა, როდესაც ყველაზე რთულ საკითხებსაც კი სწრაფად და თქვენ სასარგებლოდ გადაწყვეტთ. გამოიყენეთ შანსი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. შეგიძლიათ, საქმიანობის ფორმის შეცვლაზეც იფიქროთ. კომერციული გარიგებები უახლოეს მომავალში მოგებას მოგიტანთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს მეტი ტაქტი და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.

ქალწული

დასვენების დღეა, ამიტომ უმჯობესია, ამ დღეს მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ახლა ყველაზე მეტად ახალი განცდები და შთაბეჭდილებები გჭირდებათ. სულ ერთია, ეს ექსტრემალური სპორტი იქნება, ახალი ცოდნა თუ სიყვარული. ასევე სასარგებლოა ბინის დასუფთავება, ძველი ნივთების მოშორება და ახალი ნივთების მოწესრიგება.

სასწორი

ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. თუ თქვენს ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდა, გულწრფელი საუბრის გზით უნდა დაძლიოთ. ვიღაც საკუთარი მიზნების მისაღწევად თქვენით მანიპულირებას ეცდება. გირჩევთ, ამ ადამიანისგან თავი შორს დაიჭიროთ და საკუთარ ცხოვრებას მიხედოთ. სასურველია, რომ დღის მეორე ნახევარი საოჯახო საქმეებს დაუთმოთ. თუ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება ოჯახის წევრებს სთხოვეთ.

მორიელი

პირად და საქმიან ურთიერთობებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გელით. ეცადეთ, საქმიან პარტნიორებს და საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მათი განწყობა იგრძნოთ. ამ დღეს თქვენს მოქმედებას ჯანსაღი აზარტი და საქმის სხვებზე უკეთ კეთების სურვილი განსაზღვრავს. იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, აუცილებლად ჩაიწერეთ და სამომავლოდ გამოგადგებათ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სამუშაო გრაფიკის მოსაწესრიგებლად. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და აჩქარებამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ და იცით, როგორ მოახდინოთ ადამიანებზე შთაბეჭდილება. წვრილმანებს ყურადღება მიაქციეთ - მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

თხის რქა

გირჩევთ, ახალი სამოქმედო გეგმის შედგენაზე, საქმიანი კავშირების დამყარებაზე და ახალი მოკავშირეების პოვნაზე იფიქროთ. მალე შანსი მოგეცემათ, რომ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები განახორციელოთ. სახლში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. დროა, ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო სამზადისისთვის გეგმები შეადგინოთ. თუ ემოციების მართვას შეძლებთ, ვარსკვლავები საინტერესო, მოვლენებით მდიდარ დღეს გპირდებიან.

მერწყული

თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი იყოთ, ყველაფრის ერთდროულად კეთებას უნდა გადაეჩვიოთ. გირჩევთ, ეს დღე მშვიდად, მოსვენებულ მდგომარეობაში გაატაროთ. თუ რამეს შეცვლა გსურთ, ამის შესახებ ხმამაღლა უნდა თქვათ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ნდობის აღდგენასა და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებაში დაგეხმარებათ.

თევზები

ამ დღეს თავზე დაუგეგმავი საქმეები დაგატყდებათ და დიდ დროს წაგართმევთ. ნუ ეცდებით ყველაფრის ერთბაშად მოგვარებას, უმჯობესია ორი-სამი მნიშვნელოვანი ამოცანა გამოყოთ და საქმეს შეუდგეთ. თუ რამე არ იცით, ნუ მოგერიდებათ, რომ რჩევა მეგობარს ან კოლეგას ჰკითხოთ. ნურც საკუთარი აზრის გამოთქმის შეგეშინდებათ, თუნდაც ის ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს. ურთიერთობაში ეცადეთ მეტი ტაქტი და თავაზიანობა გამოიჩინოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge