1. „მე და სხვები“
ეს დოკუმენტური ფილმი საბჭოთა პერიოდშია გადაღებული და იმის შესახებ ყვება, როგორ ექცევიან ადამიანები ბრბოს გავლენის ქვეშ.
2. „ფხვიერი მონეტა“ - ფილმი აკრძალულია აშშ-ში
ფილმი მოგითხრობთ, ვინ და რატომ მოაწყო 11 სექტემბერი. თუ ეს ფილმი ჯერ არ გინახავთ, მისი ყურება, ალბათ, შოკში ჩაგაგდებთ.
3. „სახლი“ - ფილმი აკრძალულია 36 ქვეყანაში
ამ ფილმმა მთელი მსოფლიოს სოციალურ ქსელებში ცხარე დისკუსია გამოიწვია. ლუკ ბესონის ხარისხიანმა გადაღებებმა და გარემოსდაცვითმა პრობლემებმა თავისი საქმე გააკეთა.
4. „საიდუმლო“
ფილმი, რომელიც ფსიქოლოგებისა და ბიზნესტრენერების მიერ პირველ რიგში საყურებლადაა რეკომენდებული. ფილმი გაგიმხელთ საიდუმლოს იმის შესახებ, როგორ იფიქროთ სწორად, რათა ნებისმიერი ოცნება აისრულოთ.
5. „კურსკი - წყალქვეშა ნავი ტალახიან წყალში“ - აკრძალულია რუსეთში
ფილმი მოგითხრობთ ჩაძირული წყალქვეშა ნავის საიდუმლოს. ეს შეიძლება მესამე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გამხდარიყო.
6. „ეფიმოვი - ლექცია „ფეესბეში“
ლექცია იმის შესახებ, ვინ და როგორ გვმართავს, რისკენ მიისწრაფვის „საიდუმლო მსოფლიო მმართველობა“ და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს ყველაფერი.
7. „ცაიტგაისტი“ - აკრძალულია აშშ-ში
იცოდით, რომ ამერიკას რამდენიმე ოჯახი მართავს? მათ კონტროლქვეშ მოაქციეს დოლარის ბეჭდვა და ახლა, უბრალოდ, აშშ-ს სესხულობენ. ბანკირთა ეს ოჯახები უკვე სხვა ქვეყნებსაც აკონტროლებენ.
8. „ნიკოლა ტესლა - მსოფლიოს მბრძანებელი“
შესაძლოა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მეცნიერი და ისტორიკოსი, რომლის სახელიც ახლა გახდა ცნობილი უმრავლესობისთვის. ტესლამ თავის დროს რამდენიმე საუკუნით გაუსწრო. ინტერნეტი, ტელეფონი, ტელევიზორი, რადიო და კიდევ ბევრი სხვა რამ მისი შრომის ნაყოფია.