ხურტკმელი - უნდა შეიყვაროთ, თუ წონაში დაკლება გსურთ
18:22 პარ. 22 სექტემბერი, 2023 წელი

ეს გემრიელი კენკრა დაგეხმარებათ, რომ წონაში მკაცრი დიეტების გარეშე დაიკლოთ. დიდი ბრიტანეთის ჩიჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ თუ ხურტკმელის ნაყენს ხუთი დღის განმავლობაში დალევთ და მეტი ეფექტისთვის, ყოველდღიურად 20-30 წუთი ფეხით ივლით, შთამბეჭდავ შედეგებს მიიღებთ.
რა მცენარეა ხურტკმელი?
ხურტკმელი - უმაღლესი კლასიფიკაცია: მოცხარი, მეცნიერული სახელწოდება: Ribes uva-crispa (ლათ. Grossularia reclinata, რუს. крыжовник, ინგ. gooseberry);
1 მეტრამდე სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, გავრცელებულია საქართველოს ბევრ რეგიონში.
ნაყოფი ივლისში მწიფდება, საჭმელად მოუმწიფებელ ნაყოფსაც იყენებენ.
ხურტკმელის სასარგებლო თვისებები
- იყენებენ ათეროსკლეროზის სამკურნალოდ
- ამცირებს ქოლესტერინის დონეს
- წმენდს სისხლს
- ხალხური მედიცინაში აგრეთვე იყენებენ საფაღარათე, შარდ და ნაღველდამდენ საშუალებად
- პოპულარულია ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და გასუქების საწინააღმდეგოდ.
ხურტკმელი ჭარბი წონის დასაკლებად
გასუქების საწინააღმდეგოდ შავი ხურტკმელის საიდუმლო ამ კენკრის შემადგენლობაში ჭარბად არსებული ბუნებრივი მცენარეული ნაერთები ანთოციანინებია. ეს ნაერთები აიძულებს სხეულს, რომ ცხიმი ენერგიის წყაროდ გამოიყენოს.
ხურტკმელი ანთოციანინის 500-ზე მეტ სახეობას შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ცხიმების წვის პროცესს აჩქარებს.
ექსპერიმენტში ათობით ქალი მონაწილეობდა, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღიური, 30 წუთიანი სწრაფი სიარულის წინ 600 მგ. ხურტკმელის ნაყენს იღებდა. შედეგების თანახმად, ხურტკმელმა ცხიმების წვა 25%-ით დააჩქარა.
განსაკუთრებით შესამჩნევი ეფექტი წელის ქვედა არეებში დაფიქსირდა, სადაც ცხიმის მოცულობა 66%-ით შემცირდა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ქალის ცხიმოვანი უჯრედების მახასიათებლებით აიხსნება. ამრიგად, ქალებმა ბევრად უკეთეს შედეგებს მიაღწიეს, ვიდრე მამაკაცებმა, რომლებიც წონის კლების იმავე რეჟიმს იცავდნენ.
ამის შესახებ თუ იცით? 👇
15 პროდუქტი, რომელიც წონის კლებას აბრკოლებს
ყავის რეცეპტი, რომელიც მეტაბოლიზმს აჩქარებს
ბროწეულის ნატურალური წვენი და მურაბა - ვიტამინები ზამთრისთვის
გოგრის დიეტა - 4 დღე და მინუს 4 კილოგრამი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან