ურთიერთობა

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც ცოლად ოთხი და ჰყავს?

fun time

16:00 სამ. 26 მარტი

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

14
დაკოპირებულია

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ის სახელმწიფოს მართავდა, მაგრამ ახლახან ძალაუფლება შვილს გადასცა და პენსიაზე გავიდა. ის მსოფლიოში ერთადერთი მამაკაცია, რომელიც ოთხ დაზე ერთდროულად არის დაქორწინებული. 

დიახ, მისი ცოლები ერთმანეთის დები არიან, მაგრამ ეს სრულიად არ ეუხერხულებათ.

***

ამბავი რომელსაც გიამბობთ, ბჰუტანის სამეფოში მოხდა. ბჰუტანი პატარა, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, 750 ათასი მცხოვრებით, რომელიც ჰიმალაის კალთებზე მდებარეობს და ორი მხრიდან ინდოეთი და ჩინეთი აკრავს.

ბჰუტანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა. 1999 წლამდე ქვეყანაში აკრძალული იყო ტელევიზია, ინტერნეტი და მობილური ტელეფონები, თუმცა ბოლო წლებში ქვეყანამ დაიწყო აქტიური განვითარება, რასაც ხელი შეუწყო ინტერნეტის აღდგენამ, ასევე საერთაშორისო საჰაერო რეისების განახლებამ და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მეტ-ნაკლებად შედინებამ.

ბჰუტანი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ოფიციალურ რელიგიად, ”სულიერ მემკვიდრეობად” ბუდიზმის ტანტრული მიმართულებაა აღიარებული. ამიტომაც, ხელისუფლების მთავარ მიზანს ქვეყნის თითოეული მოქალაქის გაბედნიერება წარმოადგენს, ეს კონსტიტუციის მე-9 მუხლშია გაწერილი.

ქვეყანაში ასევე გავრცელებულია ბუდისტური სკოლა ნინგმა და რელიგია ბონი. ქვეყნის სამხრეთით გავრცელებულია ინდუიზმი (მოსახლეობის 25 %), მოსახლეობის 5 % მუსლიმანია.

ქვეყანას 1907 წლიდან მართავს სამეფო დინასტია. სახელმწიფოს მეთაური ფლობს ტიტულს Druk Gyalpo, რაც ნიშნავს "დრაკონის მეფეს". მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას უვადოდ მართავს, სახელმწიფოს მეთაური ვალდებულია, დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია.

***

ქრისტიანობაში მრავალცოლიანობა აკრძალულია, ისლამში არა, მაგრამ ღვიძლ დებზე დაქორწინება კატეგორიულად იკრძალება. სამაგიეროდ, ბუდიზმის ბჰუტანურ ვერსიაში ასეთი შეზღუდვები არ არსებობს.

1979 წელს მე-4 "დრაკონის მეფემ", 24 წლის ჯიგმე სინგიე ვანგჩუკმა, რომელიც ქვეყანას 1972-2006 წლებში მართავდა, დაქორწინება გადაწყვიტა.

მომავალი დედოფლის არჩევა ადვილი არ იყო. მონარქს ჭკვიანი, ლამაზი და ჯანმრთელი საცოლეები ყველაზე ცნობილი ოჯახებიდან უნდა აერჩია.

ისე მოხდა, რომ მკაცრ კრიტერიუმებს მხოლოდ ოთხი პოტენციური პატარძალი აკმაყოფილებდა და ისინი დები იყვნენ. მათ ასევე მეხუთე, უფროსი და ჰყავდათ, მაგრამ იმ დროისთვის იგი დაქორწინებული გახლდათ. მეფეს ბევრი არ უფიქრია და ოთხივე დაზე ერთდროულად დაქორწინება გადაწყვიტა.

საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ მეფის ოთხივე ცოლმა დედოფლის ტიტული მიიღო. სამეფო ოჯახში უფროსი და უმცროსი ცოლები არ არსებობენ, ოთხივე ქალი თანასწორია და მეუღლის მიმართ თანაბარი უფლებები აქვს.

მეფეს და მის ცოლებს 10 შვილი (5 ვაჟი და 5 ქალიშვილი) ჰყავთ.

***

სხვათა შორის, ჯიგმე სინგიე ვანგჩუკის სახელს უკავშირდება ბჰუტანის ბევრი თანამედროვე რეფორმა.

2008 წელს ბჰუტანში ”საყოველთაო ბედნიერების სახელმწიფო კომისია” შეიქმნა, (Gross National Happiness Commission) რომელსაც ქვეყნის მეთაური ხელმძღვანელობს.

მოსახლეობის აღწერისას მოქალაქეებს კითხვას უსვამენ: ” ხართ თუ არა ბედნიერი?” 2015 წელს, უკანასკნელი აღწერისას მოსახლეობის 45.2%-მა ამ კითხვას გასცა პასუხი ” ძალიან ბედნიერი ვარ”, 51.6%-მა – ”ბედნიერი ვარ”, და მხოლოდ 3.3%-მა – ”არცთუ ისე ბედნიერი ვარ”.

***

ბჰუტანი მართლაც საოცარი ქვეყანაა, სადაც არ არის შიმშილი და კრიმინალი, სადაც ხალხი ლაღად ცხოვრობს და არ იცის, რა არის ომი და სიღარიბე. ბჰუტანელები ძალიან სტუმართმოყვარეები და გახსნილები არიან და უფრთხილდებიან თავიანთ უნიკალურ კულტურას.

აქ ცხოველების დახოცვა აკრძალულია, ამიტომ, თითქმის ყველა ვეგეტარიანელია. იკრძალება ქიმიური სასუქის შეტანა, ამიტომ, რასაც კი ამ მიწაზე აწარმოებენ, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა. არ იჩეხება ტყეები, პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხე დაირგოს.

ასევე, ბჰუტანი მსოფლიოში პირველი სახელმწიფოა, რომელმაც 2010 წლის თამბაქოს აქტით, არა მხოლოდ მოწევა, არამედ თამბაქოს გაყიდვა აკრძალა. კანონი, ასევე, კრძალავს ქვეყანაში თამბაქოს მოყვანას, წარმოებას, მიწოდებას და დისტრიბუციას.

***

2006 წლიდან ბჰუტანს მე-5 "დრაკონის მეფე", ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი მართავს.

ამჟამინდელ მეფეს სერიოზული განათლება აქვს მიღებული. მათ შორის, დამთავრებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტი. მას, მამისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი ცოლი ჰყავს, რომლის მიმართაც თავისი გრძნობის აფიშირებას არ ერიდება.

ესეც საინტერესოა:

რატომ არ გადაარჩინეს ტაილანდელებმა საყვარელი დედოფალი დახრჩობას?

რომანოვების ასული, რომელმაც სამეფო ტახტს ქართველი თავადი არჩია

ბავშვები, რომლებმაც მსოფლიო უნდა მართონ - ვინ არიან სამეფო ოჯახების შთამომავლები?

წყარო: www.unofficialroyalty.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?