სახელმწიფო, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს
16:00 ხუთ. 8 ივლისი, 2021 წელი
ამ მონარქიულმა სახელმწიფომ ბედნიერების სამინისტრო შექმნა - ბჰუტანში ღიმილი ქვეყნის კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. ბჰუტანის ხელისუფლება მშპ-ს არ ითვლის, აქ, მის ნაცვლად, ნაციონალური ბედნიერების მაჩვენებელზე ამახვილებენ ყურადღებას.
ბჰუტანელთა მსოფლმხედველობის საფუძველია: სულიერ ღირებულებების უპირატესად აღიარება, ძველი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება, ერთმანეთის პატივისცემა.
ბჰუტანი ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ოფიციალური რელიგიად ტანტრული ბუდიზმია აღიარებულია და ქვეყნის პოლიტიკური ისტორია მჭიდრო კავშირშია რელიგიურ ისტორიასთან. ამიტომაც ხელისუფლება მთავარ პრიორიტეტად თითოეული მოქალაქის ბედნიერებისაკენ სწრაფვას აცხადებს.
ბჰუტანში კედლებზე მრავლად შეხვდებით ფალოსის გამოსახულებას. ეს გასაკვირი სულაც არ არის - ბჰუტანელები პატივს სცემენ ფალოსს - სიცოცხლის სიმბოლოს, ისევე როგორც ბუდისტური რელიგიის სხვადასხვა წარმომადგენლები.
ცხოველების მოკვლა კანონით ისჯება, ამიტომაც თითქმის ყველა ბჰუტანელი ვეგეტარიანელია. აქ იკრძალება ქიმიური სასუქის გამოყენება და ყველაფერი, რაც ამ ქვეყნის მიწაზე იზრდება ეკოლოგიურად სუფთაა.
1971 წლიდან გაეროს წევრია. 2002 წელს გაიხსნა ნაციონალური ტელევიზია, მანამდე აკრძალული იყო.
ბჰუტანის გამორჩეული მონარქი იყო ბჰუტანის მეოთხე მეფე, ჯიგმე სინგე ვანგჩუკი, რომელიც ტახტზე ავიდა 1972 წელს, 16 წლის ასაკში. მისი მეფობისას ქვეყანაში უცხოელების შეზღუდული რაოდენობა დაიშვებოდა.
მეფემ დაიწყო ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება - ელექტროენერგია, ტელეფონები, გზები, თან ისე, რომ მაქსიმალურად უფრთხილდებოდნენ ეკოლოგიას.
მან ყურადღება გაამახვილა განათლებაზე, მართვის დეცენტრალიზაციაზე, ტურიზმის განვითარებაზე და სოფლად ვითარების გაუმჯობესებაზე. იგი კმაყოფილი დარჩა ბჰუტანის გარდამავალი დემოკრატიზაციის პროცესით და გადადგა 2006 წლის დეკემბერში. მისი ვაჟი, ჯიგმე კესარ ნამგიელ ვანგჩუკი გახდა მეფე
2002 წელს ქვეყანაში დაარსდა ნაციონალური ტელევიზია (მანამდე ქვეყანაში ტელევიზია აკრძალული იყო). ბოლო წლებში ბჰუტანმა ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა ის კვლავ მკაცრად იცავს ეროვნულ ტრადიციებს.
ბჰუტანი მსოფლიოში პირველი სახელმწიფოა, რომელმაც 2010 წლის თამბაქოს აქტით, არა მხოლოდ მოწევა, არამედ თამბაქოს გაყიდვა აკრძალა. კანონი, ასევე, კრძალავს ქვეყანაში თამბაქოს მოყვანას, წარმოებას, მიწოდებას და დისტრიბუციას.
ქვეყნის მოსახლეობა 758 288 ადამიანია, 2017 წლის აღწერის მიხედვით.
ფოტოზე: ბჰუტანის მეფე ჯიგმე კესარ ნამგიელ ვანგჩუკი და დედოფალი. ბჰუტანის მეფე ყველაზე პატარა ასაკის მონარქია მსოფლიოში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან