ამბები

გიორგი შარვაშიძე - დისტანციური სწავლება იყო გამოსავალი, რომელიც უნივერსიტეტმა აირჩია მაშინ, როცა მართლა იდგა მძიმე არჩევანი - ცუდსა და უარესს შორის

ეკა ტიკარაძე

13:28 ორშ. 6 ივნისი, 2022 წელი

თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი შარვაშიძე

14
დაკოპირებულია

„დისტანციური სწავლება ეს იყო გამოსავალი, რომელიც უნივერსიტეტმა აირჩია მაშინ, როცა მართლა იდგა მძიმე არჩევანი - ცუდსა და უარესს შორის. ახლა კი, როცა პანდემია აღარ არის ქვეყანაში, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ სწავლებისა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს და ეს არ ხდება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვა არაერთი უნივერსიტეტი დაუბრუნდა სწავლის სტანდარტულ პირობებს“, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რექტორმა სტუდენტთა ერთი ჯგუფის პროტესტის შესახებ და სტუდენტური საერთო საცხოვრებლების შესახებაც ისაუბრა: „ჩვენ ისიც გვახსოვს, როგორ ითხოვდა სტუდენტთა სხვა ჯგუფი ჯერ კიდევ თებერვალში სწავლის სააუდიტორიო რეჟიმში აღდგენას. ამის შემდეგ სტუდენტებს ჰქონდათ ობიექტური პრობლემა ბინების გაძვირებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის გასაგები იყო ეს პრობლემა და უნივერსიტეტმა შესაბამისად, ერთი მხრივ, სწავლა გააგრძელა შერეულ ფორმატში და, მეორე მხრივ, გაგრძელდა მიღება საერთო საცხოვრებლებში, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად მძიმე ფონისა, მსურველების რაოდენობა არ იყო იმდენი, რამდენსაც მოველოდით და ადგილები საერთო საცხოვრებლებში - მათ შორის ლისის საერთო საცხოვრებელში, რომელიც ახალი აშენებულია, დღემდე თავისუფალია“, - განაცხადა შარვაშიძემ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უნდა მიხვიდეთ გინეკოლოგთან მა...

გინეკოლოგი

NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთა...

NEXT

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომს...

psp

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვე...

psp

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც...

psp

AD Black Sea 2026-ის გრან-პრის მფლო...

abs

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty o...

psp

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვა...

PSP

ბათუმში ცხოვრება ტურისტული სეზონის...

ბათუმი