იმპლანტაცია – დაკარგული კბილების აღდგენა თანამედროვე მეთოდით
13:00
დაკარგული კბილების აღდგენის დანიშნულება მხოლოდ ღიმილის ვიზუალური მხარის გაუმჯობესება კი არა, ზოგადად, პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ყბა-სახის სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობაა. საქმე ისაა, რომ კბილის დაკარგვისას დროთა განმავლობაში იცვლება კბილთა განლაგება, რაც გავლენას ახდენს ღეჭვაზე, მეტყველებასა და ყბის ძვლის მდგომარეობაზე.
დღეს თანამედროვე მეთოდებითა და მასალების დახმარებით, დაკარგული კბილის ჩანაცვლება მარტივადაა შესაძლებელი. ამ სტომატოლოგიურ პროცედურას კბილის იმპლანტაცია (ჩასმა) ეწოდება.
ის რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ რიგში, ყბის ძვალში სპეციალური იმპლანტი თავსდება, რომელიც კბილის ფესვის ფუნქციას ასრულებას. შემდეგ კი მასზე ფიქსირდება გვირგვინი, ხიდი ან სხვა ორთოპედიული კონსტრუქციები. საბოლოოდ, ამ მანიპულაციების დახმარებით, შესაძლებელია როგორც კბილის ფუნქციის, ისე მისი ბუნებრივი ვიზუალის აღდგენა.
ზუსტი დიაგნოსტიკის მნიშვნელობა
იმპლანტაცია კომპლექსური პროცედურაა, რაც მოითხოვს თითოეული მანიპულაციის დეტალურად დაგეგმვასა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ვერც სასურველი ვიზუალური შედეგი მივიღოთ და ვერც ყბა-სახის სისტემის ფუნქციის სრულფასოვნად აღდგენა შევძლოთ.
წარმატებული მკურნალობის საფუძველს დიაგნოსტიკა ქმნის. იმპლანტის სწორად განსათავსებლად აუცილებელია ექიმმა სწორად შეაფასოს ყბის ძვლის მოცულობა და ანატომიური თავისებურებები. ამისთვის კი, საჭიროა როგორც სპეციალისტის კვალიფიკაცია და გამოცდილება, ისე დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებები.
თბილისის ერთ-ერთი წ ამყვანი სტომატოლოგიური კლინიკა „პრიმერო“ სწორედ ამგვარი სადიაგნოსტიკო საშუალებებითაა აღჭურვილი. მათ შორის ცენტრში ხელმისაწვდომია პანორამული და 3D (CBCT) ტომოგრაფია, ინტრაორალური სკანერი და CAD/CAM სისტემები.
პანორამული და 3D (CBCT) ტომოგრაფია საშუალებას იძლევა ზუსტად შეფასდეს ყბის ძვლის მოცულობა და ანატომიური სტრუქტურები, რათა იმპლანტის ჩასმის მანიპულაცია სწორად დაიგეგმოს. ინტრაორალური სკანერი უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის ციფრული ანაბეჭდის აღებას, რაც უმნიშვნელოვანესია იმპლანტზე დასაშენებელი გვირგვინისა და სხვა პროთეზული კონსტრუქციების შესაქმნელად. CAD/CAM სისტემები კი სპეციალისტს ეხმარება მათი ციფრული დიზაინის შექმნასა და რეალური კონსტრუქციების დამზადებაში.
რატომ უნდა იყოს იმპლანტი ხარისხიანი მასალისგან დამზადებული?
იმპლანტოლოგიური მკურნალობა ორიენტირებულია გრძელვადიან შედეგზე, შესაბამისად, დეტალები, რომელიც ამ პროცედურისთვის გამოიყენება წლების განმავლობაში რჩება პირის ღრუში. ამიტომ ის, თუ როგორი იქნება მასალების ხარისხი ამ სტომატოლოგიური მანიპულაციის შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
იმპლანტი უნდა იყოს უსაფრთხო და ბიოთავსებადი და მარტივად უნდა ინტეგრირდებოდეს ყბის ძვალთან. ამასთან, აუცილებელია გამოირჩეოდეს გამძლეობითა და სტაბილურობით, რათა გაუძლოს დატვირთვას წლების განმავლობაში. დაბოლოს, იმპლანტი და სხვა დეტალები ვიზუალურად მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს ბუნებრივთან. სწორედ ამიტომ კლინიკა „პრიმეროში“ პროცედურისთვის საჭირო უმცირესი დეტალის ხარისხსაც უდიდესი ყურადღება ექცევა.
აღსანიშნავია, რომ „პრიმერო“ პაციენტებს სთავაზობს სრულ იმპლანტოლოგიურ მკურნალობას, რაც გულისხმობს როგორც დენტალური იმპლანტის ჩასმასა და მასზე გვირგვინის ფიქსაციას, ისე სხვა დამატებით მანიპულაციებს. მათ შორისაა ძვლის რეკონსტრუქცია (აუგმენტაცია) ანუ ძვლის მოცულობის აღდგენა ან გაზრდა იმპლანტის საიმედო ფიქსაციისთვის, ღია და დახურული სინუს-ლიფტინგი, რაც იმპლანტაციამდე ზედა ყბაში ძვლის საჭირო სიმაღლის შექმნას გულისხმობს და იმპლანტის გარშემო რბილი ქსოვილების კორექცია ღრძილების ფორმისა და ბუნებრივი ესთეტიკის გასაუმჯობესებლად.
გარდა ამისა, „პრიმეროში“ შეგეძლებათ მიიღოთ არა მხოლოდ ძირითადი სტომატოლოგიური მომსახურებები, არამედ ჩაიტაროთ კოსმეტიკური პროცედურებიც, როგორებიცაა კბილის გათეთრება, კბილების პროფესიული წმენდა და სხვა.
საკონტაქტო ინფორმაციის სანახავად და ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ჩვენს კონტაქტის გვერდს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან