ამბები

რესტავრირებული ქართული კინოს ჩვენება 5 ივნისს გაიმართება

ეკო ტატულაშვილი

18:45

რესტავრირებული ქართული
კინო

14
დაკოპირებულია

5 ივნისს, 19.00 საათზე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით “ისინი” გახსნიან.

3-დღიანი რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ორი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი ქართული კინო, მათ შორის, 1980-იანი წლებიდან ქართველი კლასიკოსის, რეზო ესაძის ფილმი „ნეილონის ნაძვის ხე“, 1990-იანი წლების ქართული კინოდან ლევან ზაქარეიშვილის „ისინი“, ერეკლე ბადურაშვილის „თბილისი ჩემი სახლია“, ზაზა ურუშაძის „აქ თენდება“ და პაატა მილორავას „ვირთხა“.

ფილმები ქართული კინომემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და რესტავრირებული სახით პირველად წარდგება ფართო აუდიტორიის წინაშე.
ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კინომემკვიდრეობაზე ზრუნვაა. აქედან გამომდინარე, რეტროსპექტივას, მაყურებლამდე ფილმების მიტანას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ფილმების ჩვენება გაიმართება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში და მასზე დასწრება ყველასთვის თავისუფალი იქნება. ფილმები ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით.

იხ.დეტალური პროგრამა:
რესტავრირებული ქართული კინო | 5–7 ივნისი
5 ივნისი
19:00
ისინი / ლევან ზაქარეიშვილი / 1992 (125 წთ)

6 ივნისი
17:00
თბილისი ჩემი სახლია / ერეკლე ბადურაშვილი / 1994 (100 წთ)

19:00
აქ თენდება / ზაზა ურუშაძე / 1998 (90 წთ)

7 ივნისი
17:00
ვირთხა / პაატა მილორავა / 1991 (80 წთ)

19:00ნეილონის ნაძვის ხე / რეზო ესაძე / 1985 (72 წთ)


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ლანჩხუთმა "ქართული კლასიკური მუსიკი...

ლანჩხუთი

კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდება...

psp

თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკ...

psp

„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტი...

პსპ

ეროვნული კინოცენტრი ახალი ფესტივალე...

ფესტივალები

PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“-მა Eur...

PSP PSP

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი ანო გოგ...

psp

კანის კინოფესტივალზე ურთიერთთანამშრ...

კინოფესტივა

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე და...

PSP