ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

ეკო ტატულაშვილი

12:09

psp

14
დაკოპირებულია

ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე 2 თვის პრემია საჩუქრად - ერთადერთი საზაფხულო კამპანია არ არის, რომელსაც “ვაიზერი” სთავაზობს საზოგადოებას.

ზაფხული მოგზაურობის დროა, სიმშვიდეს კი სწორედ დაზღვევა ქმნის. სადაზღვევო კომპანია „ვაიზერის“ ავტოდაზღვევის საზაფხულო კამპანია 31 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს რამდენიმე სპეციალური შეთავაზებიდან შეუძლიათ არჩევანის გაკეთება:

ავტოდაზღვევის სრული პაკეტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი 2 თვის სადაზღვევო პრემიას საჩუქრად მიიღებს.

სხვადასხვა ტიპის ავტომობილისთვის შეთავაზება ასევე მოიცავს არჩევით ბენეფიტებს, მათ შორის 1 ან 2 თვის პრემიას, მინი მაცივარს, ავტომობილის ორგანაიზერს, ავტომობილის რეცხვას, ტექდათვალიერების ან პარკინგის ხარჯების ანაზღაურებას.

ჯიპების დაზღვევის შემთხვევაში შეთავაზება ვრცელდება როგორც სტანდარტულ, ისე პრემიუმ პაკეტებზე.

“ვაიზერის”ავტოდაზღვევის სტანდარტული პაკეტი ფარავს ავტოსაგზაო შემთხვევით, ქურდობით, ძარცვით, ყაჩაღობით, ხანძრით, აფეთქებით, ვანდალიზმით, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, სტიქიური მოვლენებით, მათ შორის მიწისძვრითა და სეტყვით, ასევე მინების, სარკეებისა და დამატებითი დეტალების დაზიანებით გამოწვეულ ზარალს. პოლისი ასევე ითვალისწინებს 1 500 ლარამდე ზარალის ადგილზე ანაზღაურებასა და პირადი ზარალის მენეჯერის მომსახურებას.

პოლისი ითვალისწინებს 24/7 ავტო-ასისტანსის მომსახურებას დიდ ქალაქებში, ევაკუატორის გამოძახების, ადგილზე საწვავის მიტანის, საბურავის შეცვლისა და ავტომობილის დაქოქვის ჩათვლით.

“ვაიზერში” ასევე შეგიძლიათ მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის (TPL) დაზღვევა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან (MA) დაზღვევა.

“ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მათ შორის თქვენს მშვიდ საზაფხულო მოგზაურობას. ყველაზე მშვიდი მგზავრობა ისაა, როცა მოულოდნელი შემთხვევაც გათვალისწინებულია, ამიტომ შევქმენით საზაფხულო შეთავაზებების და საჩუქრების მრავალფეროვანი არჩევანი”, - აცხადებენ სადაზღვევო კომპანია “ვაიზერში”.

“ვაიზერის” ავტოდაზღვევის საზაფხულო კამპანია 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულ...

psp

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღ...

psp

იმპლანტაცია – დაკარგული კბილების აღ...

იმპლანტაცია

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრე...

psp

სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაც...

psp

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყ...

psp

ლანჩხუთმა "ქართული კლასიკური მუსიკი...

ლანჩხუთი

რესტავრირებული ქართული კინოს ჩვენებ...

რესტავრირებული ქართული
კინო

კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდება...

psp