ამბები

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დებატების საერთაშორისო ტურნირში წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართება

ეკა ტიკარაძე

12:39 პარ. 19 თებერვალი, 2021 წელი

ხელნაწერთა ეროვნულ
ცენტრში დებატების
საერთაშორისო ტურნირში
წარმატებული მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართება

14
დაკოპირებულია

18 თებერვალს 15:00 საათზე, „ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში“ (მ. ალექსიძის ქ. 1/3) გაიმართა საერთაშორისო დებატების ტურნირში მოხვედრილი წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება. კონკურსში, მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე არსებული დებატკლუბის წევრები მთელი საქართველოდან.

ღონისძიებას, სკოლების პედაგოგებთან და კლუბების წევრ მოსწავლეებთან ერთად, დაესწრნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს:

  • ლალი კალანდაძე- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი
  • ზურაბ კერვალიშვილი - გუდავაძე-პატარაკაციშვილის ფონდის დირექტორიღონისძიება განხორციელდა

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ Visegrad Fund-ის პროექტის “დებატები მუზეუმებში” მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, სამინისტროსთან თანამშრომლობით და პროექტ ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ.

პროექტში „დებატები მუზეუმებში“ ჩართულია რამდენიმე ევროპის ქვეყანა საქართველოსთან ერთად. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუზეუმებში განათლების წახალისებას, რაც განხორციელდება მუზეუმების სივრცეებში იმ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარებით, რომელიც დაკავშირებულია ფორმალურ დებატებთან.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები - ა...

psp

მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულ...

psp

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღ...

psp

იმპლანტაცია – დაკარგული კბილების აღ...

იმპლანტაცია

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრე...

psp

სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაც...

psp

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყ...

psp

ლანჩხუთმა "ქართული კლასიკური მუსიკი...

ლანჩხუთი

რესტავრირებული ქართული კინოს ჩვენებ...

რესტავრირებული ქართული
კინო