ამბები

მივესალმები სტუდენტურ აქტივიზმს, უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა ამ თვალსაზრისით - გიორგი შარვაშიძე

ეკა ტიკარაძე

13:23 ორშ. 6 ივნისი, 2022 წელი

თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი შარვაშიძე

14
დაკოპირებულია

„მე მივესალმები სტუდენტურ აქტივიზმს, უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა ამ თვალსაზრისით. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას. სტუდენტთა ნაწილი ითხოვს დღეს გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩაბარებას. მე ამ სტუდენტურ ჯგუფთან ორჯერ მქონდა შეხვედრა, მე მესმის, რომ პანდემიის შემდეგ რთულია ცხოვრების ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნება, თუმცა, როცა აღარ არის პანდემიური მდგომარეობა, როცა ქვეყანაში ყველა სფეროში პრაქტიკულად აღდგა სტანდარტული სამუშაო პროცესი - უნივერსიტეტიც უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ სასწავლო რეჟიმს“, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„უპირველესად უნივერსიტეტი უნდა ფიქრობდეს განათლების ხარისხზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენტული და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რაც სტანდარტულ ვითარებაში სწორედ აუდიტორიული მეცადინეობის პირობებში მიიღწევა. როგორც განათლების სპეციალისტი გეტყვით: მსოფლიოში, არცერთი უნივერსიტეტი არ ამბობს იმას, რომ ონლაინ ჩაბარებული გამოცდა შედეგიანია - გვინდა, ხარისხი, რომელიც თსუ-ში არსებობს შევინარჩუნოთ და ამ პროცესში ყველა სტუდენტი იყოს ჩართული“, - განაცხადა შარვაშიძემ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უნდა მიხვიდეთ გინეკოლოგთან მა...

გინეკოლოგი

NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთა...

NEXT

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომს...

psp

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვე...

psp

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც...

psp

AD Black Sea 2026-ის გრან-პრის მფლო...

abs

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty o...

psp

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვა...

PSP

ბათუმში ცხოვრება ტურისტული სეზონის...

ბათუმი