ამბები

ფეხბურთის მოყვარული მოზარდებისთვის საქართველოში AC Milan Camp Tbilisi იხსნება

fun time

17:09 სამ. 3 ივნისი

AC Milan Junior Camp Georgia

14
დაკოპირებულია

AC Milan საქართველოში პირველ ოფიციალურ ბანაკს ხსნის. პროექტის ფარგლებში, 6-დან 15 წლამდე ასაკის ქართველი მოზარდებისთვის „მილანის“ ოფიციალური მწვრთნელები სავარჯიშო პროგრამას გამართავენ იმ მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც „მილანის“ ყველა ოფიციალური გუნდისთვის გამოიყენება.

Milan Camp Tbilisi 8 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. ვარჯიშები საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე არსებულ საფეხბურთო ცენტრში გაიმართება.

მონაწილეები ასაკობრივ ჯგუფებად დაიყოფიან (ჯამში, 3 ჯგუფი) და მათ ერთი კვირის განმავლობაში, AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით, საათნახევრიანი ინტენსიური ვარჯიშები ჩაუტარდებათ.

AC Milan Footbal Camp-ზე დასასწრები პაკეტის ღირებულება 800 ლარია (თითოეულ მონაწილეზე). ბილეთების საფასურში შედის: ტრენინგი, მონაწილეებისთვის „მილანის“ ოფიციალური სერთიფიკატისა და მერჩენდაიზის ფორმის (მაისური, შორტი, გეტრები) გადაცემა.

ბანაკი ადგილობრივი მწვრთნელებისთვის AC Milan-ის სემინარით გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მსვლელობისას მოხდება მწვრთნელების მიერ შეჩეული წარმატებული მოზარდების AC Milan-ის საერთაშორისო ბანაკებში უსასყიდლოდ მიწვევა, რაც ფეხბურთის მოყვარულ მოზარდებს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბთან ერთად, უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

„მილანის“ აკადემია არის პროექტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვას სპორტულ აქტივობებში იმ საფეხბურთო ვარჯიშების საშუალებით, რომლებსაც საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ოფიციალური მეთოდოლოგია მოიცავს.

მრავალი წელია, რაც „მილანის“ ბანაკები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამდენიმე შერჩეულ ადგილას ტარდება. ისინი ყველა მონაწილეს სთავაზობენ შესაძლებლობას, გაიზიარონ უნიკალური გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც, შეიძენენ ახალ მეგობრებს, გაატარებენ სასიამოვნო დროს და ითამაშებენ ფეხბურთს სრულიად უსაფრთხოდ, ს.კ. “მილანის“ მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ.

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე AC Milan Junior Camp Georgia


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს...

PSP-სა და საფეხბურთო კლუბ
„ტორპედოს“ შორის
მემორანდუმი გაფორმდა

თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობი...

მუსიკის საღამოები

ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ქართული კლასი...

კლასიკური მუსიკის
საღამოები

რომელი ვიტამინებია საჭირო იმუნიტეტი...

SmartPharm

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფ...

PSP

როგორ დავამარცხოთ გულძმარვა?

როგორ დავამარცხოთ
გულძმარვა?

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

„ქართული კლასიკური
მუსიკის საღამოები“ გალა
კონცერტით გაიხსნა

როგორ მოვიხსნათ საგამოცდო სტრესი? —...

SmartPharm

Valio Valsa ევროპროდუქტში: რატომ არ...

Valio Valsa