ამბები

PSP მომხმარებელს ახალი კონცეფციის აფთიაქს სთავაზობს - ბრენდი 30 წლისაა

ეკო ტატულაშვილი

14:23 ორშ. 3 ივნისი, 2024 წელი

PSP

14
დაკოპირებულია

PSP-ს დაარსებიდან 30 წელი გავიდა და დღესაც კომპანია, ისევე როგორც განვითარების 30 წლის მანძილზე აგრძელებს მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე ზრუნვას.

PSP სთავაზობს სრულიად ახალი კონცეფციის აფთიაქს. პირველი ზუსტად ეს აფთიაქი იყო, მაშინ, როცა ბრენდმა დაიწყო განვითარება.

2017 – 2020 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კომპანიის საცალო ქსელის როგორც საქართველოს ყველა კუთხის მოცვა ისე მისი ფორმატების ცვლილება, რათა მომხმარებელს მიეღო მაღალი ხარისხის სერვისი, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და შოპინგის ახალი გამოცდილება.

დღეს PSP თვეში 2 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. ჩვენს ქსელში ყოველდღიურად 200 ათასზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით წლიდან წლამდე ვითარდება და უმჯობესდება კომპანიის ონლაინ პლატფორმა, რომელსაც თვის მანძილზე 500 ათასზე მეტ ადამიანი სტუმრობს. დღეს კომპანია 2017 წელს შემუშავებული სააფთიაქო კონცეფციის ახალ ვერსიას სთავაზობს მოსახლეობას. კონცეფცია სრულიად მორგებულია ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს: აგრძნობინოს მომხმარებელს თავი სრულიად განსხვავებულ გარემოში, გაუმარტივოს მას ყიდვის პროცესი და დაუზოგოს დრო.

ახალი კონცეფციის მქონე აფთიაქი მომხმარებელს უმარტივებს პროდუქციის ძებნას, სივრცეში შემოთავაზებული პროდუქცია ისეა განლაგებული, რომ სხვადასხვა საჭიროების მქონე მომხმარებელს ზედმეტი ძებნის გარეშე შეაგროვებს მისთვის საჭირო ყველა პროდუქტს.

ვიზუალურად მკაფიოდ გამოყოფილი ნავიგაციები, კიდევ უფრო მარტივს და სასიამოვნოს ხდის ამ გამოცდილებას. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტი პენსიონერია, ჩვენი სააფთიაქო ქსელი, თვის ჭრილში 300 ათასზე მეტ პენსიონერს ემსახურება. სწორედ მათი გამოცდილების გასამარტივებლად მოცემულ სივრცეში მოთავსებულია სააფთიაქო რობოტი, რომელიც ყიდვის პროცესს უფრო მარტივს და სწრაფს ხდის.

აფთიაქში, გარდა რობოტისა, გვაქვს უამრავი სიახლე ახალი თავის მოვლის ბრენდების სახით, მათ შორის არის წარმოდგენილი ნიშ პარფიუმის სუნამოების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

დეჰიდრატაციის გამომწვევი მთავარი მი...

დეჰიდრატაციის გამომწვევი
მთავარი მიზეზები

შაკიკის პრევენცია - მითია თუ რეალობ...

შაკიკის პრევენცია - მითია
თუ რეალობა?

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის კონკურს...

ღამის სერენადები

პირველი აკრედიტებული სამეცნიერო კონ...

მიკრობიოტი

15-წლიანი წარმატების ისტორიის შემდე...

Wizer

„ბრავოსა“ და „ბისის“ შეძახილებით, მ...

„ბრავოსა“ და „ბისის“
შეძახილებით, მქუხარე
აპლოდისმენტებითა და
ფეხზე დგომით უმადლოდა
პუბლიკა ჩვენს
მუსიკოსებს“ – „ღამის
სერენადების“ პირველმა
თბილისურმა კონცერტმა
ანშლაგით ჩაიარა

5 წესი, რომელიც ენტეროვირუსის სეზონ...

5 წესი, რომელიც
ენტეროვირუსის სეზონზე
თქვენ და თქვენს შვილებს
დაგიცავთ

არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად...

SmartPharm

წვა და ტკივილი შარდვისას - როგორ ვუ...

წვა და ტკივილი შარდვისას -
როგორ ვუმკურნალოთ
ცისტიტს?