ამბები

PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა

ეკო ტატულაშვილი

11:03

psp

14
დაკოპირებულია

7-10 მაისს საქართველოს დედაქალაქმა მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ხელოვნების ცენტრში Factory Tbilisi უმასპინძლა. ტრადიციულად კომპანია PSP MBFW Tbilisi-ს მხარდამჭერია.

კვირეულზე ჩვენებები გამართეს, როგორც მოდის სფეროში უკვე დამკვიდრებულმა პროფესიონალებმა, ასევე კოლექციები წარადგინეს ახალმა, დამწყებმა დიზაინერებმა.

2026 წლის მიმდინარე სეზონზე აუდიტორიის წინაშე ახალი კოლექცია თერთმეტმა დიზაინერმა წარადგინა.

PSP MBFW Tbilisi-ს ტრადიციული მხარდამჭერია. მოდის კვირეულზე ფრანგულ პრემიუმ ბრენდ Caudalie-სთან ერთად კომპანიის მრავალფეროვანი დეკორატიული და თავის მოვლის საშუალებები Catrice, COSRX, Fanola, Essence, bellaoggi წარუდგინა მონაწილეებს.

ჩვენებების გარდა, პროგრამა გამოფენებსა და სპეციალურ ღონისძიებებს მოიცავდა. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში, Factory Tbilisi-ის სცენაზე შვედმა მუსიკოსმა Jay-Jay Johanson ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად, დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქა.

თბილისი კვლავ მოექცა საერთაშორისო მოდის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. კვირეულს მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო სტუმრებმა - მედიის წარმომადგენლებმა, ინფლუენსერებმა, მოდის კრიტიკოსებმა და ინდუსტრიის პროფესიონალებმა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

წლის მთავარი მოვლენა "თბილისის ვისკ...

თბილისის ვისკის
ფესტივალი

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე —...

psp

რატომ ირჩევენ ადამიანები თბილისის ს...

თბილისი

სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance...

Wizer Insurance

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავ...

CLIO

5 გავრცელებული შეცდომა სესხის აღები...

credo

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პ...

psp

ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის...

ეთერ ქემერტელიძე

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

წყალტუბო