ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

ეკო ტატულაშვილი

10:18

psp

14
დაკოპირებულია

„სადაზღვევო კომპანია ვაიზერმა“ საქართველოს ბაზარს ახალი და ინოვაციური პროდუქტი — ფრილანსერების დაზღვევა შესთავაზა.

თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ფრილანსერულ საქმიანობას. მსოფლიოში ფრილანსერების რაოდენობა 1.5 მილიარდს აჭარბებს, რაც გლობალური სამუშაო ძალის დაახლოებით 46%-ს შეადგენს.

თუმცა, თავისუფლებასთან ერთად ფრილანსერებს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც აქვთ — არასტაბილური შემოსავალი, სოციალური გარანტიების ნაკლებობა, ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევის არქონა და ავადმყოფობის შემთხვევაში შემოსავლის დაკარგვის რისკი.

სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ, „ვაიზერმა“ შექმნა სპეციალურად ფრილანსერებზე მორგებული პროდუქტი — „ფრილანსერების დაზღვევა“. იგი მოიცავს როგორც სტანდარტულ სამედიცინო მომსახურებებს, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმების დაფარვასა და შრომისუუნარობის შემთხვევაში ფინანსურ კომპენსაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფინანსურ რისკებს.

ახალი პროდუქტი პირველად წარადგინეს „დაზღვევის დღესთან“ დაკავშირებულ ღონისძიებაზე, სადაც მას დიდი დაინტერესება მოჰყვა. ასევე, „ვაიზერის“ შეთავაზებამ დიდი მოწონება დაიმსახურა „კომბინატში“ გამართულ „Unlimited Summit“-ზე, რომელმაც 500-მდე ფრილანსერი და 50 სპიკერი გააერთიანა.

ღონისძიების მონაწილეებს პირველებს მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ სპეციალური პირობებით, რომლებიც სრულად ითვალისწინებს მათი საქმიანობის სპეციფიკას და სთავაზობს 24/7 სატელეფონო ასისტანსს, პირადი ედვაიზერის მომსახურებას, სწრაფ ანაზღაურებასა და მაღალ დაფარვებს.

„ვაიზერის“ დაზღვევა მომხმარებელს იცავს იმ შემთხვევაშიც, თუ უბედური შემთხვევის შედეგად დროებით შრომისუუნარო ხდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ირჩევენ ადამიანები თბილისის ს...

თბილისი

სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance...

Wizer Insurance

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავ...

CLIO

5 გავრცელებული შეცდომა სესხის აღები...

credo

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პ...

psp

ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის...

ეთერ ქემერტელიძე

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

წყალტუბო

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

serenadebi

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ,...

psp