ამბები

სად არის ულაქტოზო პროდუქციის ყველაზე დიდი ასორტიმენტი?

ეკო ტატულაშვილი

13:13 ოთხ. 21 დეკემბერი, 2022 წელი

ევროპროდუქტი

14
დაკოპირებულია

რძის ნაწარმი გემრიელთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია ჩვენი ორგანიზმისთვის. მცირეწლოვანი ბავშვების კვება კი მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ამ ასაკში ყველა საჭირო მიკროელემენტისა და ვიტამინის მიღება სწორედ რძისა და მისი პროდუქტების მეშვეობით ხდება.

მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა ლაქტოზის აუტანლობა გვაქვს და რძის ნაწარმის მიღება ჩვენთვის მუცლის შებერილობასთან და სხვა ბევრ უსიამოვნო შეგრძნებასთან ასოცირდება? უნდა ვთქვათ თუ არა უარი საყვარელ რძის პროდუქტებზე?

რას ნიშნავს ლაქტოზის აუტანლობა და როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას?

ლაქტოზა იგივე რძის შაქარია, რომელიც ნებისმიერი ცხოველური რძის შემადგენელი კომპონენტია. მის გადამუშავებას ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს, რომელიც შეიძლება ორგანიზმში დეფიციტურად ან საერთოდ არ იყოს წარმოდგენილი. შედეგად, რძის პროდუქტების მიღების შემდეგ, ორგანიზმს მისი გადამუშავება უჭირს, რაც მუცლის შებერილობას, დიარეას, მეტეორიზმს და სხვა უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს. ამ პრობლემას ნებისმიერი ასაკის ადამიანში ვხვდებით, ის შეიძლება იყოს გენეტიკურად განპირობებული ან კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებების მიერ მეორადად გამოწვეული.

საბედნიეროდ, დღეს ლაქტოზის აუტანლობის სინდრომის გამო ადამიანებს რძის პროდუქტებზე უარის თქმა აღარ უწევთ. ამის მიზეზი რძის გადამუშავების დახვეწილი ტექნოლოგიებია, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია რძის ლაქტოზისგან ისე გამოთავისუფლება, რომ პროდუქტს არ დაეკარგოს არც გემო და არც მისი სასარგებლო თვისებები.

შედეგად დღეს მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო მატულობს ულაქტოზო პროდუქციის რიცხვი. მისი არჩევანი საქართველოშიც იზრდება, თუმცა, მისი მოძიება ხშირად სხვადასხვა მარკეტებში გვიწევს. ეს პროცესი რომ გაგიმარტივოთ, მიგასწავლით ადგილს, სადაც პრემიუმ ხარისხის ულაქტოზო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ.

ევროპროდუქტი – ულაქტოზო პროდუქტები ერთ სივრცეში

ევროპროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტ ევროპულ პრემიუმ ბრენდებს უყრის თავს, ულაქტოზო პროდუქციის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. მათ შორის რამდენიმეს გამოვარჩევთ.

ევროპროდუქტში ხელმისაწვდომია პრემიუმ ბრენდ Valio-ს კრემყველი, რომელიც გემრიელთან ერთად ულაქტოზოა. აქვე ნახავთ Valio-ს პროტეინის პუდინგებს, რომელიც არ შეიცავს შაქარსა და ლაქტოზას და თან ცილის უგემრიელესი წყაროა. ევროპროდუქტშივე შეიძენთ ულაქტოზო რძეს, მათ შორის, იპოვით Sterilgarda-ს ნაწარმს. გაითვალისწინეთ, რომ ულაქტოზო პროდუქციას აღმოაჩენთ Hollinger-ისა და Elpozo-ს პროდუქციას შორისაც.

თითოეული მათგანის ჩამოთვლამ შორს რომ არ წაგვიყვანოს, გირჩევთ, თავად ეწვიოთ ევროპროდუქტის ნებისმიერ მარკეტს, ან დაათვალიეროთ ულაქტოზო პროდუქცია ონლაინ მაღაზიაში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი

კომფორტული ცხოვრებისთვის ბარიერების...

ევროკრედიტის ავტოსესხი